ესეც დაუმატეთ და ინფარქტის ნიშნები სახეზეა ანაკლიაში 6 მილიარდიანი სატრანსპორტო კვანძი აშენდება ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა იგეგმება. ანაკლიის სატვირთო-სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის საერთო ღირებულება კი წინასწარი ინფორმაციით, 6 მილიარდი დოლარია. იგი საზღვაო ნავსადგურის, გათხევადებული გაზის ქარხნის, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის, სატვირთო აეროპორტის, ასევე საინჟინრო მომსახურების ობიექტებისა და ახალი დასახლების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ავტორი კომპანია “ანაკლია პორტია”, რომლის გეგმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე მოიწონეს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.