სრული კატასტროფაა. უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტს როცა იყენებ სიტყვა "ყველა"-ს მაშინ ის არსებითი სახელები, რომლის მიმართაც ეს სიტყვა გამოიყენე, უნდა იყოს მხოლობით რიცხვში. ანუ ასე: ყველა ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციას და მედიას. მაგრამ ამ წინადადებაში გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემისა, სიტყვათა წყობაც არ ვარგა. მე დავწერდი ასე: ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს. სიტყვა "ყველა" ამოიღე. მძიმე უნდა ორ ადგილას, სადაც არ გიწერია და სადაც მძიმე დაგისვამს, იქ არაა საჭირო. ანუ უნდა იყოს ასე: ჩვენ, საქართველოს სახალხო ინიციატივის ჯგუფი, ვაპროტესტებთ 13 აგვისტოს 700-მდე ოჯახის იძულებით გამოსახლებას ისნის ჰოსპიტალიდან. რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად. ეს უკვე ზედმეტია, რადგან მოთხოვნა დაფიქსირებული გაქვს ზევით აი ამ ფრაზით: P.S. შენა და და მასწავლებელი ვიყავიო რომ დაწერე, რა საგანს ასწავლიდი?