babuagiorgi კიდევ ერთხელ ავხსნი. ყველასათვის ცნობილია რომ ბაზარზე ნებისმიერი პროდუქტის ფასი რეგულირდება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით. როცა მოთხოვნა ჭარბობს მიწოდებას, ფასი იზრდება და პირიქით. თუ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი დაცულია, ფასიც სტაბილურია. წლევანდელმა ცუდმა მოსავალმა და რუსეთის ხორბლის ექსპორტის აკრძალვამ შექმნა ბაზარზე დეფიციტი, მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა და ხორბლის ფასი გაიზარდა. ამან გაზარდა ფასი ყველაფერზე რაც მზადდება ხორბლისაგან: ფქვილი, პური, მაკარონი და ა.შ. მაგრამ შეეძლო ამ ხორბლის დეფიციტს გამოწვია ფასის გაზრდა ვთქვათ კიტრის მწნილზე? მე მგონია რომ არა. კიტრის მწნილზე ფასი შეიძლება გაზრდილიყო იმ შემთხვევაში თუ კიტრის მოსავალიც ცუდი იყო. რა არის ახლა აქ გაუგებარი?