lasha1997 ვხედავ, მაგრამ ესეც დაწერა ამ კაცმა აქედან კი ის გამომდინარეობს, რომ წართმევა არ განხორციელებულა. ეს ხალხი დაიყოლიეს გაყიდვაზე. თუ არ უნდოდათ გაყიდვა არ უნდა განეცხადებინათ თანხმობა გაყიდვაზე და ვერ წაართმევდნენ, თუ მაინც წაართმევდნენ, უნდა შეეტანათ სასამართლოში სარჩელი და ა.შ. თუ მხოლოდ ერთი და ორი კაცი იქნებოდა მომჩივანი, გაჭირდებოდა მოგება, მაგრამ თუ მომჩივანი ბევრი იქნებოდა, უკვე ერთ ადვოკატს დაიქირავებდნენ საერთო ძალებით, მერე ოპოზიციაც ჩაერთვებოდა ახლა რომ დასასვენებლადაა წასული. მოკლედ საქმე გახმაურდებოდა, თუ მაინც წააგებდნენ, შემდეგ უკვე ოპოზიციას უნდა ეზრუნა ამ საქმის სტრასბურგის სასამართლომდე მიტანაზე. თუ ყველაფერი ისეა როგორც ამბობთ და ამ ხალხს ოფიციალურად ჰქონდა შეძენილი ეს მიწები და რეესტრში ჰქონდათ გატარებული, ჩვენთან თუ არა სტრასბურგში მაინც მოუგებდნენ სახელმწიფოს ამ საქმეს. მოკლედ უფლებებისთვის საჭიროა ბრძოლა. მაგ ქვეყანაში სადაც ცხოვრობ ხალხმა იბრძოლა ამ უფლებებისთვის და ძალიან ახლო წარსულია ამის მაგალითი: ასე 50 წლის წინ სეგრეგაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო აშშ-ს სამხრეთ შტატებში.