Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. newstudio რამდენად ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი რომ ეს დაიიჯეროს :ravic: ჭეშმარიტად ადამიანების სიბრიყვეს არ აქვს საზღვარი
  2. Lo Janko მერე ეგ რა კავშირშია იმასთან რაც მე გითხარი? თქვენ ეტყობა რაღაც მეთოდი იცით, რომლის გამოყენებითაც ჰოპლას დაიძახებთ და საქართველო შვეიცარიად გადაიქცევა. გაგვიმხილეთ, ნუ დაგვიმალავთ
  3. Lo Janko ამ ყველაფრიდან ირკვევა რომ ფაქტიურად ამ ხელისუფლების დროს მოგეცათ საშუალება დაგებრუნებინათ ბაბუათქვენის მიწები. ახლა 7 ნოემბერს უკავშირდება ეს თუ პირველ მაისს, ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. რა ვიცი, მე თქვენს ადგილას უკმაყოფილო არ ვიქნებოდი იმით, რაც მოგიხერხებიათ თუმცა კაცია და გუნება.
  4. lasha1997 მიიბრეგვონ მერე. შენ რატომ გაღელვებს ეს?
  5. მარტივი შემთხვევა აიღე. მაგალითად შენ ყრი ნაგავს ქუჩაში. მე ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხელს არ გიშლი. არ გეუბნები "რას აკეთებ ბიჭო, აიღე ეხლავე ეგ ნაგავი"-ო წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ხელს არ გიშლი.
  6. GeoStream ვინ არ იცის ჩემი სახელი და გვარი, ათასჯერ მაქვს დაწერილი ფორუმებზე.
  7. Lo Janko ბოლო-ბოლო დაიბრუნეთ ოფიციალურად ის მიწა თუ ვერა? მე დავწერე ზევით, რომ ბაბუაჩემის მამასაც ჰქონდა მიწები, მაგრამ იმათი დაბრუნება ახლა ფანტასტიკის სფეროდან მესახება. ეგ შენი საქმეა რასთან დაკავშირებით როგორ იფიქრებ. მე პირადად არც პირველთან არ მაქვს საერთო არაფერი და არც მეორესთან, როგორ უნდა დაგეხმარო მაგ აზრის გამყარებაში ან პირიქით, ვერ ვხვდები :ravic: შენ როგორ აფასებ შენი საქმეა, მაგრამ იმ მიწის რეალური საბაზრო ღირებულება რამდენი იყო იმ მომენტში ამის გაგება ხომ შეგვიძლია? lasha1997 სამ საჭადრაკო ტურნირში ვიღებ მონაწილეობას, თქვენსავით უსაქმური კი არ ვარ kisa წერია ზევით როგორც მესახება. და თუ სხვანაირად იყო საქმე, ისიც წერია როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.
  8. SSDK გილოცავ, დიდი პროგრამისტი გაიზარდე
  9. მაგ ლოგიკით საქართველო დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას.
  10. ნუ ეხლა კარგად თუ მოძებნი, იქნება 100 $ -ზე ძვირიც, მაგრამ იქ და ჩვენთან შეთავაზებული სერვისი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა. ქობულეთში რომ მივდიოდით, გზაზე გრიგოლეთში შევიარეთ, წყნარ ადგილს ვეძებდით რა და 180 ლარი გვითხრეს ერთჯერადი დილის კვებით ანუ საუზმით ფაქტიურად. კინაღამ ვუთხარი გამაიღეთ მეთქი
  11. ბორჯომ-ბაკურიანი. ნორმალური სასტუმრო დღეში 100 $ -დან იწყებოდა.
  12. T_A_T რა ჭკვიანურად მოვიქეცი რომ მთაში არ წავედი დასასვენებლად ვაპირებდი ისე, მაგრამ ისეთი ფასები მოარტყეს, რომ გადავიფიქრე
  13. babuagiorgi მე შემიძლია დავწერო ჩემი აზრი იმაზე რაც მოხდა. ტყუილია თუ მართალი ამაზე თავს ვერ დავდებ. ამ ხალხს შესთავაზეს მიახლოებითი საბაზრო ფასი ამ თავის ნაკვეთებში. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ზოგს გაყიდვა მაინც არ უნდოდა. მე მაგალითად ახლა ჩემს ბინას არ გავყიდი საბაზრო ფასად. მაგრამ რადგან ეს ფასი მიახლოებით საბაზრო ფასის ტოლი იყო, ნაკვეთების მფლობელებმაც ზედმეტ თავის ტკივილად ჩათვალეს სახელმწიფოსთან დაპირისპირება და გაყიდეს რა.
  14. lasha1997 ანუ მაგის ყვირილია შენი აზრით მთავარი პრობლემა? რომ არ ამბობდეს არავინ მაგას, ყველაფერი წესრიგში იქნებოდა? არ ვიცი, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული საფრთხეების გაანალიზებაა საჭირო. თავისთავად მუქარა უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ რამდენად სერიოზული იყო საფრთხე? ვინ იყო ეს დამმუქრებელი? დამუქრებით ყველას დამუქრებიან ცხოვრებაში და რითაც დამუქრებიან, ის ყოველთვის რომ სრულდებოდეს, ახლა მოსახლეობის ერთი ნახევარი ამოწყვეტილი იქნება, მეორე ნახევარი კი - ხეიბარი.
  15. lasha1997 ვხედავ, მაგრამ ესეც დაწერა ამ კაცმა აქედან კი ის გამომდინარეობს, რომ წართმევა არ განხორციელებულა. ეს ხალხი დაიყოლიეს გაყიდვაზე. თუ არ უნდოდათ გაყიდვა არ უნდა განეცხადებინათ თანხმობა გაყიდვაზე და ვერ წაართმევდნენ, თუ მაინც წაართმევდნენ, უნდა შეეტანათ სასამართლოში სარჩელი და ა.შ. თუ მხოლოდ ერთი და ორი კაცი იქნებოდა მომჩივანი, გაჭირდებოდა მოგება, მაგრამ თუ მომჩივანი ბევრი იქნებოდა, უკვე ერთ ადვოკატს დაიქირავებდნენ საერთო ძალებით, მერე ოპოზიციაც ჩაერთვებოდა ახლა რომ დასასვენებლადაა წასული. მოკლედ საქმე გახმაურდებოდა, თუ მაინც წააგებდნენ, შემდეგ უკვე ოპოზიციას უნდა ეზრუნა ამ საქმის სტრასბურგის სასამართლომდე მიტანაზე. თუ ყველაფერი ისეა როგორც ამბობთ და ამ ხალხს ოფიციალურად ჰქონდა შეძენილი ეს მიწები და რეესტრში ჰქონდათ გატარებული, ჩვენთან თუ არა სტრასბურგში მაინც მოუგებდნენ სახელმწიფოს ამ საქმეს. მოკლედ უფლებებისთვის საჭიროა ბრძოლა. მაგ ქვეყანაში სადაც ცხოვრობ ხალხმა იბრძოლა ამ უფლებებისთვის და ძალიან ახლო წარსულია ამის მაგალითი: ასე 50 წლის წინ სეგრეგაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო აშშ-ს სამხრეთ შტატებში.
  16. ვერ ვხვდები რაში უშლის ეს ორი რამ ერთმანეთს ხელს
  17. Lo Janko ფაქტი ამ შემთხვევაში მხოლოდ ესაა: რომ არ გაეყიდათ რა მოხდებოდა, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება. lasha1997 ნიცასთვის რა თქმა უნდა კაპიკებია 67 ლარი კვ. მეტრზე. ბათუმის გარეუბნისთვის მაგას არ ვიტყოდი.
  18. Lo Janko რამდენი იყო ეს დადგენილი ფასი? რომ არ გაგეყიდა? ყოჩაღ თქვენ. ბაბუაჩემის მამასაც ბევრი მიწა ჰქონია, შეძლებული გლეხი იყო და გააკულაკეს კომუნისტებმა, თუმცა არ დაუხვრეტიათ. მიწები კი დაიკარგა სამუდამოდ.
  19. ოფიციალურად გქონდა შეძენილი, რეესტრში გატარებული და ასეთი მიწის ნაკვეთი წაგართვეს?
  20. babuagiorgi იცი მაინც ლიბერალიზმის განმარტება? აბა როგორ გესმის ლიბერალიზმი დაწერე.
×
×
  • შექმენი...