Jump to content
Planeta.Ge

Saturn

მოდერატორი
  • პოსტები

    16.333
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Saturn

  1. babuagiorgi შენ გინდა თქვა რომ კუპონის პერიოდში ყიდულობდა ხალხი დიდი ოდენობით დოლარებს? ეკონომიკა და ფინანსები არაა შენი საქმე. შეეშვი ბაბუა ბატონო
  2. GeoStream მართალია. მხოლოდ არა ცალკეულ პროდუქტზე, არამედ მასიურად ყველაფერზე. საერთოდ ინფლაცია დაკავშირებულია კონკრეტული ვალუტის მსყიდველობითი უნარის დაცემასთან. ახლა იმის ახსნა დარჩა თუ როგორ იწვევს პურის მარცვლის ექსპორტის შეზღუდვა ყველაფერზე ფასის მომატებას და ამოცანაც ამოიხსნება საერთოდ ნებისმიერი ვალუტა განიცდის ინფლაციას. ინფლაციის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია, მთავარია რომ იგი არ გავიდეს გარკვეული ჩარჩოებიდან (როგორც ეს მოხდა ვთქვათ საბჭოთა მანეთის და ქართული კუპონის შემთხვევაში) და მართვადი იყოს. ბოლო დროის ლარი-დოლარის დინამიკას თუ გადახედავთ, აშკარაა რომ ლარი დოლართან შედარებით ბოლო რამდენიმე თვეა არ დაცემულა. აქედან გამომდინარე ბოლოდროინდელი ფასების მატება (არა ისეთი კატასტროფული როგორც იეკა წარმოსახავს, მაგრამ მაინც მატება) ჩემი აზრით გამოწვეულია მსოფლიო ბაზარზე პროდუქტებზე ფასების მომატებით, რაც თავის მხრივ ცუდმა ამინდებმა და დაბალმა მოსავლიანობამ გამოიწვია.
  3. არა. ეგ შენ გინდა რომ მასე იყოს. რა ნაგავი პოლიციის მქონე ქვეყანაშიც ცხოვრობ, ისეთში გინდა ყველა ცხოვრობდეს, მაგრამ არაა მასე
  4. newstudio ტყემალზე ჯდომის და ბლის კურკების სროლის კურსები გაიხსნა? ხორბლის ექსპორტის აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს ხორბლის დეფიციტი, შესაბამისად ხორბალზე და პურ-პროდუქტებზე ფასების მომატება. ინფლაციას როგორ გამოიწვევს? ინფლაცია სულ სხვა პროცესია.
  5. რა სისულელეა. ამის შემდეგ რამე დაეჯერება ამ სტატიას? მტვერი გაცილებით უფრო მეტი დგება, როცა ფანჯრები მჭიდროდ არ იკეტება, მით უმეტეს თუ ქუჩის პირას ცხოვრობ.
  6. lasha1997 არა. მე იმას გიმტკიცებ რომ კარგი შენ მითხარი აბა შესაძლებელია მკვდრის მოკლვა? kisa ეგრე ვალდორფის სკოლებში არაა?
  7. Pompiero ამიტომ გეუბნები დადე მეთქი, იქნებ შენ გეჩვენება რომ დასაშვებია მესამე ვარიანტი და ცდები ;) რომლებიც საერთოდ არაა დასახელებული, ეგენი იყოს მერე, რას გიშლის?
  8. Pompiero მოდი დადე კონკრეტულად რა შეკითხვა იყო და გეტყვი არის თუ არა ორაზროვნება შეკითხვაში. და აუცილებლად ერთი სწორი პასუხი აარჩიეთო ეწერა?
  9. არა ბატონო. "აღარ" კი არა "არ" ჰყავს და ძალიან დიდი ხანია უკვე. და არა მინისტრის, არამედ ტესტებზე ჩაჭრილი მასწავლებლების 89 % -ის გამო. მინისტრი იმ ციხეების მინისტრად არ დაბადებულა. პოლიტიკური თანამდებობა იყო და დანიშნეს, ისევე როგორც განათლების მინისტრია პოლიტიკური თანამდებობა. ნუ გერევათ ერთმანეთში პროფესია და თანამდებობა. ჩერჩილი მაგალითად სხვადასხვა დროს იყო შსს მინისტრი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაური და ფინანსთა მინისტრი.
  10. lasha1997 kisa გასაგებია ეგ ყველაფერი, მაგრამ ჩვენი არჩევანი შეზღუდულია ხომ? ოქსფორდის, კემბრიჯის და იელის პროფესორებს აქ ვერ მოვიწვევთ. ამიტომ უცხოელი თუნდაც საშუალო კვალიფიკაციის მასწავლებელი ჯობია ადგილობრივ, ენის არ მცოდნე ენის მასწავლებელს.
  11. სრული კატასტროფაა. უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტს როცა იყენებ სიტყვა "ყველა"-ს მაშინ ის არსებითი სახელები, რომლის მიმართაც ეს სიტყვა გამოიყენე, უნდა იყოს მხოლობით რიცხვში. ანუ ასე: ყველა ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციას და მედიას. მაგრამ ამ წინადადებაში გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემისა, სიტყვათა წყობაც არ ვარგა. მე დავწერდი ასე: ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს. სიტყვა "ყველა" ამოიღე. მძიმე უნდა ორ ადგილას, სადაც არ გიწერია და სადაც მძიმე დაგისვამს, იქ არაა საჭირო. ანუ უნდა იყოს ასე: ჩვენ, საქართველოს სახალხო ინიციატივის ჯგუფი, ვაპროტესტებთ 13 აგვისტოს 700-მდე ოჯახის იძულებით გამოსახლებას ისნის ჰოსპიტალიდან. რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად. ეს უკვე ზედმეტია, რადგან მოთხოვნა დაფიქსირებული გაქვს ზევით აი ამ ფრაზით: P.S. შენა და და მასწავლებელი ვიყავიო რომ დაწერე, რა საგანს ასწავლიდი?
  12. babuagiorgi ეგ თქვენ რომ აგინებთ ხოლმე ის ხალხია?
  13. დიდი ჭკუა არაა საჭირო, რომ შენი მშობლიური ენა ელემენტარულ დონეზე ასწავლო სხვას. შენ ეხლა საყველპურო ქართულს ვერ ასწავლი ამერიკელს სურვილის შემთხვევაში?
  14. Siknadmo ორაზროვანი და ორი სწორი პასუხი სხვადასხვა რამაა. თუ წინასწარ იყო ცნობილი რომ შეიძლებოდა ტესტს რამდენიმე სწორი პასუხი ჰქონოდა, მაშინ რა პრობლემაა?
  15. GeoStream ამის შემოწმება ძალიან მარტივია განსხვავებით იმ ფანტასტიკური სცენარებისა რასაც აქ დებთ ხოლმე და მერე ამას --> http://s17.rimg.info/4891242e7895b3f8beedd2ecf16653fe.gif აკეთებთ. წერია მისამართი, ვისაც ეჭვი ეპარება შეამოწმოს.
  16. ესეც აქ იდოს. ნეგატივთან ერთად პოზიტივიც ხომ უნდა გავაშუქოთ? 26.08.2010 ისანი-სამგორის რაიონში დევნილები ინდივიდუალური მრიცხველებით ისარგებლებენ თბილისშის ისან-სამგორის რაიონში წულაძის ქ.№32-ში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი 67 ოჯახისათვის გამრიცხველიანების პროცესი დასრულდა. მრიცხველების მოწესრიგებასთან ერთად ეზოში მაღალი ძაბვის გადამცემები შეკეთდა და ეზო კეთილმოეწყო. წულაძის ქ.№32-ში მცხოვრები დევნილები ისან-სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ხვიჩა სანაიამ მოინახულა. მისი თქმით, დევნილებს საცხოვრებელი ადგილები დაუკანონდათ და შეიქმნა ამხანაგობა, რომელიც მერიასთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს. როგორც სანაიამ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ობიექტის გაზიფიცირებაც დაიწყება. აღნიშნული სამუშაოები მერიისა და ქალაქის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
  17. პირველად მესმის რომ გაწვევის დროს სამედიცინო შემოწმებაზე ფულს ახდევინებენ. ნამდვილად იცი რომ ფულია გადასახადი? კი.
×
×
  • შექმენი...