ეგ იმას ნიშნავს, რომ ადამიანების დიდ ნაწილს ამ ქვეყანაში აქვს მარტივად რომ ვთქვათ Siknadmo -ს ფსიქოლოგია. ანუ თვლიან რომ თუ "საჭიროა" მაშინ შეიძლება ძალადობა. იგივე ხდება სხვა სფეროებშიც არა ძალადობრივშიც. თუ "საჭიროა" შეიძლება მოპარვა, თუ "საჭიროა" შეიძლება ვიღაცის "გადაგდება" და ა.შ. ასეთი ხალხი არსებობს ყველა ქვეყანაში, მაგრამ როცა ისინი უმეტესობაში არიან და ეჭვი მაქვს, რომ ჩვენთან 5 ადამიანიდან ასე 4 არის მაგ მენტალობის მატარებელი, ასეთ ქვეყანაში არ ხერხდება დასავლური ტიპის დემოკრატიის შექმნა მთელი თავისი სიკეთეებით: დამოუკიდებელი სასამართლოთი, სიტყვის თავისუფლებით, თავისუფალი ბიზნესით და ა.შ. სიკნადმოები, ანალგინები, პეპეები თავს დებენ დემოკრატიულობაზე, არ მოსწონთ როცა ვინმე არღვევს მათ უფლებას, მაგრამ მზადა არიან სხვას შეუკვეცონ ეს უფლება, გადაუარონ, დაარბიონ. მე ვერ ვხედავ რეალური სასიკეთო ცვლილებების შანსს ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლით.