analgin არა კაცო, სხვადასხვა საიტი აქვს usa2georgia -ს იმ ტვირთისთვის რაც 300 ლარზე ნაკლებია და იმისთვის, რაც 300 ლარზე მეტია. თვითონ თუ გიხადა ეგ თანხები რაღა დარჩება? ზარალში წავა. ხანდახან ხდება რომ თვითონ საბაჟო ატარებს იმ ტვირთს განუბაჟებლად, რომელსაც წესით განბაჟება ეხება. მაგალითად ცოტა ხნის წინ ჩემმა მეგობარმა გამოიწერა i7 პროცესორი და 300 ლარზე მეტი ღირდა, მაგრამ არ მოთხოვეს განბაჟება. გადამზიდავში ასე აუხსნეს, რომ თუ კონტეინერში ცოტაა განსაბაჟებელი ტვირთი, ეზარებათ საბაჟოზე გახსნაო. ეს 300 ლარი არაა დიდი ხნის შემოღებული, რამდენიმე თვის წინ დაწიეს ზღვარი. შენ შეიძლება ადრე ჩამოგივიდა ამანათი, თორე 5 ათასი დოლარის ტვირთი არა მგონია გაეტარებინათ განბაჟების გარეშე. ეს კანონი, 300 ლარზე და განბაჟებაზე ეხება ყველა გზავნილს, რომელიც ამანათის სახით ჩამოდის აქ.