Nukriko ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა მისცა ნებისმიერ მსურველს უმაღლეს სასწავლებლებში და მაგისტრატურებში ჩაბარების საშუალება ყველანაირი ჩაწყობის და ძმაკაცობა-ახლობლობის გარეშე, იმედია ახლო მომავალში იგივე გავრცელდება დოქტორანტურის გამოცდებზეც და მაშინ შეძლებ ჩაბარებას. რაც შეეხება იმას, რომ ხალხი გაყარეს და ა.შ. სტუ-ს გამოცდილებიდან გეტყვი, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესურის დიდი ნაწილი გასაყრელია იმ უბრალო მიზეზის გამო მათი ცოდნა დაძველებულია და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. რა თქმა უნდა გაყრა არ ნიშნავს ავტომატურად სიტუაციის გაუმჯობესებას, მთავარია ვინ ჩაანაცვლებს ამ ხალხს. უნივერსტეტთან დაკავშირებით მხოლოდ მცირე ინფორმაციას ვფლობ, ცოტა ხნის დავიწყე მანდ IT ფაკულტეტზე სემინარების ჩატარება, რაც მომეწონა კეთილმოწყობილი აუდიტორიებია. ოთახები გარემონტებულია, სტუდენტები სხედან ცალ-ცალკე პატარა მაგიდებთან და ყველას აქვს კომპიუტერი, არის პროექტორი და დიდი ეკრანი. მოკლედ კარგი პირობებია.