წაიკითხეთ ახლა ეს, წაიკითხეთ: მზიურში" ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგის შექმნა იგეგმება აღნიშნულთან დაკავშირებით მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ მოწვეულმა ნიუ-იორკის მთავარმა ურბანულმა დიზაინერმა ზივ ლავიმ დღეს დედაქალაქის საკრებულოში სემინარი ჩაატარა, რომელზეც ღია სივრცეების განვითარებისა და მზიურის ურბანული პარკის დიზაინის საკითხებზე ისაუბრა. "ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი, მზიურში ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ანალოგის შექმნაა. მერიის წარმომადგენლებთან და ლანდშაფტის ქართველ სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრებს ხვალიდან გავმართავთ. ერთობლივად განვიხილავთ და ვიმსჯელებთ პროექტებზე. თბილისის სიძველეს აუცილებლად გავითვალისწინებთ და დიზაინის შერჩევაც შესაბამისად მოხდება", - განაცხადა ზივ ლავიმ. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის განცხადებით, დედაქალაქის მერია მსხვილი გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიების ჩამოყალიბებას მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს, რაც თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაში ასახულია. "გამწვანების დიდ პროექტებს შორის აღსანიშნავია მზიურისა და ზოოპარკის გაერთიანების პროექტი, რომლის განხორციელების შედეგად ქალაქის ცენტრში სრულფასოვანი დასვენებისთვის მსხვილი ცენტრალური პარკი შეიქმნება, რომელიც ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი. პარკი 4 ნაწილად დაიყოფა და ყველა თაობის ადამიანისთვის დასასვენებელ და გასართობ ადგილად გადაიქცევა", - აღნიშნა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა გიორგი ქორქაშვილმა. მსხვილი ურბანული პარკი, თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედანს შორის, "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორიაზე 950.000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს მზიურის პარკის შექმნის იდეას, რომლის განხორციელებაც 80-იან წლებში ნოდარ დუმბაძის თაოსნობით დაიწყო. წყარო დაიწყეთ ახლა, დაიწყეთ! newstudio, kisa, ბაბუ.... დევიღუპეთ, ვააავა, ვააავა