გადასახდელი იქნება ხელახლა 40 ლარი თითოეულ ჩაჭრილ მოქალაქეზე, რადგან 40 ლარი არის გამოცდებზე გასვლის საფასური, 15 ლარი კი - მოწმობის ბეჭდვისთვის. ბეჭდვის საფასურს ახდევინებენ მხოლოდ ერთხელ. 500 ლარი შეიძლება გადაიხადეს ავტოსკოლაში, რომელიც წარმოადგენს კერძო სტრუქტურას და ახორციელებს მსურველთა მომზადებას საგამოცდოდ, თეორიასა და პრაქტიკაში. ავტოსკოლის კურსების გავლა საერთოდ არაა სავალდებულო. ეს ამონაწერები სააგენტოს საიტიდან: გამოცდაზე გასვლის გადასახადი შეადგენს ვ.ა) მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური 40 ლარი – კოდი 003; ე.ბ.) მართვის მოწმობის საფასური 15 ლარი – კოდი 001; თეორიულ გამოცდაში მიღებული დადებითი შეფასება მოქმედია ერთი თვის განმავლობაში და იძლევა პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის საშუალებას. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე არ დაიშვება. პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა თეორიული გამოცდა, დამატებით გამოცდაზე დაიშვება შვიდი დღის შემდეგ და გამოცდაზე დაშვების საფასურს იხდის ახლიდან. პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში კანდიდატს შეუძლია ხელმეორედ გამოცდაზე გასვლა 7 დღის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ 1 თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მძღოლობის კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან. http://saagento.security.gov.ge/index.php?option=com_content&task=view&id=52&Itemid=86 http://saagento.security.gov.ge/index.php?option=com_content&task=view&id=53&Itemid=87 analgin რა თქმა უნდა ის ცეხი ჯობდა ადრე რომ იყო. უტრომ ძენგი, ვეჩერომ პრავა. ფული - ჯიბეებში, ბიუჯეტს - სამში გრძელი.