analgin და რა უნდა დავინახო მაგ ვიდეოზე? ქალაქში არის ქუჩა თუ გამზირი გადაკეტილი. მასე 3 თვე ტაშფანდურობდნენ რუსთაველზე და გადაკეტილიც იყო და აყროლებულიც სხვათაშორის. მაგრამ არავის არ უხლია ხელი. ავტომაგისტრალის გადაკეტვის ვიდეო დადე ერთი თუ შეგიძლია. მე დავდებ ვიდეოს, სადაც დაშალეს ჰაივეის გადამკეტი მიტინგი ძალის გამოყენებით და ზოგი დააკავეს კიდეც. ხო კანადაში მოხდა ეს ამბავი, იმედია მაგ ქვეყნის დემოკრატიის დონე გაკმაყოფილებთ.
მე ვიცავ ჯანსაღ აზრს. არ მინდა რომ მაგალითად იმ დროს როცა დასავლეთიდან მოვდივარ ოჯახით, პატარა ბავშვით, ვიღაცეებმა გზა გადამიკეტონ. აქ მპოსტავთა აბსოლუტური უმრავლესობაც მაგ სიტუაციაში რომ მოხდეს უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა იმ გზის გადამკეტავებს. ეგ ახლაა მარტივი კომპიუტერთან წამოგორებული ბრტყელ-ბრტყელების პოსტვა. რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბარემ შეგეკითხები აქვე. ვინ გამოდგა ახლა მართალი? შენ როცა ამბობდი ახალ წლამდე ამას ვიზამთ და იმასაო, ხელისუფლებას გადავაყენებთო და ა.შ. თუ მე როცა ბრიხინად ვაფასებდი მაგას და ვამბობდი, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის რესურსი ქვეყანაში არ არსებობს?