-
პოსტები
16.333 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
26
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Saturn
-
babuagiorgi ტაში კუკური :018: დაგიდო ეხლა ჩემი სერტიფიკატები საინფორმაციო ტექნოლგიებში, რომელსაც ტრენინგების გავლის შემდეგ აძლევენ? მოდერაციას კი ვთხოვ ყურადღება მიაქციოს ამ იუზერს, რადგან ის დილიდან ცდილობს ჩემს პროვოცირებას. ამის მაგალითი უამრავია, თუ მოინდომებთ ადვილად მოძებნით მის დღევანდელ პოსტინგში.
-
მასწავლებლებზე და ტრენინგებზე რა ალერგიები ეწყება აქ ხალხს?
-
ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს
Saturn replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გაფუჭებით? რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა მოაწყო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ (და მანამდეც) მეტი რაღა უნდა გაეფუჭებინა რუსეთს? ტვინების გაფუჭებას ვერ შველის ეს აშშ, არ გამოუგონიათ ჯერ მაგის წამალი :ravic: -
kisa მამაჩემის ორმოცზე ვიყავი სოფელში და გამოკითხვები რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ ნამდვილად არ ჩამიტარებია.
-
ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს
Saturn replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo არა არ ვიცნობ ამ კაცის გონებრივ შესაძლებლობებს. -
ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს
Saturn replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ელიტა და სხვა პირობები ამოიღე მაქედან. პროწივ ლომა ნეტ პრიომა ესლი ნეტ დრუგოვა ლომაო ხომ გაგიგია? დაგხერხავდა ყველანაირი ელიტის პირობებში. ტვინი კარგია ჭადრაკის თამაშის დროს. კრივის დროს შენ გინდა გენიოსი იყავი, საშუალო კლასის მოკრივე გაგიერთიანებს მაინც ცხვირ-პირს. იუთუბზეა ეგ ყველაფერი -
ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს
Saturn replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo აი საქმეც მაგაშია რომ ხშირად კი არ გაისმოდა, ვიღაცამ დაწერა (თქვა) და შემდეგ ოპო პუბლიკამ აიტაცა როგორც დაცინვა და იმეორებდნენ მუდმივად. თორე ხშირად თუ გაისმოდა, დამიდე მაშინ ვიდეო ან სტატია, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელი ამაზე სერიოზულად საუბრობს. -
georgekh13 გორიდან უკან დახეული ნაწილები სახლში არ წასულან (აბსოლუტური უმრავლესობა თორემ დეზერტირები ყველა ომში არიან), დაიკავეს პოზიციები თბილისში და მის ირგვლივ. სერიოზული მსხვერპლის და ნგრევის გარეშე თბილისს რუსები ვერ აიღებდნენ. ახლა ვთქვათ წავიდნენ ამ ნგრევაზე და მსხვერპლზე. შემდეგ რა ხდება? მართლა სტალინის ეპოქა ხომ არაა, რომ საქართველო რუსეთზე მიეერთებინათ? როგორც შემოვიდნენ ისევე უნდა გასულიყვნენ უკან. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სიმპათიით იყო განწყობილი რუსების მიმართ, ამ აქტის შედეგად კიდევ უფრო შემცირდებოდა, თან გაითვალისწინე რომ უმეტესად ეს სიმპათიით განწყობილი ნაწილი უფროსი ასაკის ადამიანებშია და არა ახალგაზრდობაში. და რა ხდება ამის შემდეგ? რუსეთი დღეს საერთაშორისო არენაზე ვერ ამართლებს იმ ზონის გარეთ გამოსვლასაც კი, დედაქალაქის შტურმი მისთვის სრული კატასტროფა შეიქნებოდა ამ მხრივ, ფაქტიურად კანონგარეშე ცხადდებოდა. ახლა საერთაშორისო გამოხმაურებას რომ შევეშვათ, საქართველოში რა ხდებოდა ამის შემდეგ? ადრე თუ გვიან რუსები უნდა გასულიყვნენ საქართველოდან და იმ რუსების დასმულ მთავრობას საკმაოდ ადვილად მოასრიალებდნენ ხელისუფლებიდან, რადგან ამდენი ნგრევის და მსხვერპლის შემდეგ პრორუსულობა ბუნებრივია ზიზღს გამოიწვევდა თუნდაც ქვეყნის ყველაზე აქტიურ ნაწილში - ახალგაზრდობაში. მოკლედ მე ვერ ვხედავ რუსეთისადმი სასიკეთო სცენარის განვითარებას თბილისის შტურმის შემთხვევაში და უნდა ვაღიარო, რომ რუსებს ალბათ ჩემზე ძლიერი ანალიტიკოსები ჰყავთ და ეს სცენარი იმ ანალიტიკოსებმაც გათვალეს. ამიტომაც არ წავიდნენ თბილისის შტურმზე და არა იმ მითების გამო, რასაც თქვენ სწერთ აქ. ჩემი აზრით მისი არსი იყო ევროპის რამდენიმე ქვეყნის პირველი პირის თბილისში ყოფნის დემონსტრირებით მსოფლიოს ყურადღების მიქცევის მცდელობა. ეს ჩემი აზრია, მომწყობი შეიძლება სხვას ფიქრობდა, არ ვიცი :ravic: შენ გერმანიაში ხო არ ცხოვრობ შემთხვევით?
-
ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს
Saturn replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo და "მიშა მოვდივართ" ან "მიშას დღეს (ხვალ, ზეგ) დავამთავრებთ" იმათ მოიგონეს ვინც დაცინვად იყენებს მაგ სიტყვებს? ერთიც და მეორეც პრიმიტივების მოგონილია. არავისგან, ვისაც ეჭვი მაქვს რომ აზროვნება შეუძლია, არ გამიგია რომ ეთქვას რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთო. იდიოტების მეტი კი რა არის :ravic: შენ ყველაზე ახდენ მაგის განზოგადებას, ისე გამოგყავს რომ ვითომ თუ ვინმე არ უჭერს მხარს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას, ყველა იმ აზრზეა რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ. -
georgekh13 იგივე წარმატებით შეგიძლია ამტკიცო, რომ მარსზე იყვნენ ჩასულები.
-
ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს
Saturn replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ოპო ბრიგადნიკობის ნიმუში. გაზეპირებული და არაფრის მთქმელი სიტყვები -
ტაშიი ჩემი აზრით ძველი და ახალი აღთქმები ასახავს იმ ეპოქის ადამიანების მენტალიტეტს, რომელ ეპოქაშიც იწერებოდა ეს წიგნები.
-
ცოტაც და ტანკესთან დუეტში დავიწყებ ყვირილს
Saturn replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტანკე აქ არ არის, მაგრამ შეგირჩევთ ვინმეს ვინც ამ ფორუმზე გაგიწევს მეწყვილეობას -
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
Saturn replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
Nukriko არა მაგას არ ამბობს აზრი. იეღოვლად ან თუნდაც იეჰოვლად მოხსენიება არის შეურაცხყოფაო. -
საქართველო ევროპის საჰაერო სივრცეს შეუერთდა
Saturn replied to fashisti's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
fashisti მერე აირზენა ფულს როგორღა გააკეთებს? -
ფორუმელთა შორის არსებული უთანხმოებების განხილვა
Saturn replied to Saturn's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აზრი მე ვერ მოვიძიე ვერაფერი, რაც დაადასტურებდა რომ იეღოვას მოწმეების იეღოვლებად მოხსენიება დამახინჯებაა ან ზედმეტსახელი. ამიტომ ველოდები შენგან წყაროს, რომელიც დაადასტურებს შენს მოსაზრებას. -
აზრი ანუ ისე გამოდის, რომ თუ მეცნიერი იმას ამბობს რაც შენ გაწყობს მეცნიერის მოსაზრება სწორია, თუ არა და - არასწორი
-
lasha1997 გააჩნია ამ წაკუზვაში რა აზრს დებ. ისე მე რასაც ვუყურებ ფულზე ყველა იკუზება და ევროპასაც ტყუილად არ ეძახიან ბებერ მეძავს. ამიტომ ვაფასებ აშშ-ს და მის საგარეო პოლიტიკას. აშშ-ს შეუძლია მაგალითად რაღაც ინტერესების გამო თავისი შეიარაღებული ძალები დედამიწის მეორე მხარეს გაგზავნოს. ევროპელებს ცხვირწინ აახიეს ბოლშევიკებმა და ნაცისტებმა ტერიტორიები და ეგენი იდგნენ და ყურებს აპარტყუნებდნენ. kisa სადმე ნახე რომ სენსაციააო ეწერა? თუ მხოლოდ ვინ სად წავიდა უკაცრავად და ბოზებში და მინისტრების ტრუსიკების ფერებზე შეიძლება თემების გახსნა? ვერ ვხვდები რამ გამოიწვია შენი აღშფოთება. ყველას აქვს ამ ფორუმზე თემის გახსნის უფლება. თუ თვლი რომ თემა არ შეესაბამება განყოფილების თემატიკას ან არღვევს არსებული წესებიდან რომელიმეს, მიმართეთ მოდერატორებს. თუ ყველაფერი წესრიგშია მაშინ არ მესმის რა პრეტენზიები გაქვს ამ თემასთან. თუ არ მოგწონს აქ განთავსებული ინფორმაციები, დააიგნორე ეს თემა :ravic: ახლა შემდეგი სტატია როდის უწოდა სარკოზიმ ერთ რუს მინისტრს მატყუარა ჯიმ ჟარასსე 2008 წელს, საქართველოს და რუსეთს შორის გაჩაღებული კონფლიქტის დროს, სახელმწიფოს მეთაურს დაძაბული საუბარი ჰქონდა რუსული დიპლომატიის შეფთან სერგეი ლავროვთან, რასაც WikiLeaks-ის მიერ გავრცელებული ამერიკული დიპლომატიური დოკუმენტები მოწმობს 2008 წლის რუსულ-ქართული კრიზისის მართვას ხშირად წარმოაჩენენ ფრანგული დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ გმირობად ნიკოლა სარკოზის მანდატის დასაწყისში. სარკოზიმ ევროკავშირის თავმჯდომარის ვალდებულებები გულთან ახლოს მიიტანა, ორ მტრულად განწყობილ მეზობელს შორის შუამავლის მისია საკუთარ თავზე აიღო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასაც მიაღწია, რომელსაც 15 აგვისტოს თბილისმა, მეორე დღეს კი მოსკოვმა მოაწერა ხელი. ეს სამშვიდობო გეგმა საქართველოს პრო-რუსული და სეპარატისტული რეგიონებიდან – სამხრეთ-ოსეთიდან და აფხაზეთიდან – რუსეთის არმიის უპირობო გაყვანას ითვალისწნებდა, თუმცა კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი ისე არ წარიმართა, როგორც ეს სარკოზის სურდა: იმის მიუხედავად, თუ რას აცხადებდა მაშინ მოსკოვი, რუსები ძველ პოზიციებზე რჩებოდნენ. მიზანი: საქართველოსა და სამხრეთ-ოსეთს შორის (რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა) ბუფერულ ზონაზე კონტროლის შენარჩუნებაა. 8 სექტემბერს ახალი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მოსკოვში დაბრუნებულმა სარკოზიმ ტონს აუწია. ის ამ საკითხზე რუსეთის დიპლომატიის შეფთან სერგეი ლავროვთან საუბრობდა. მეორე დღეს, ფრანგი დიპლომატი ფილიპ ლაფორი თავის ამერიკელ კოლეგას მოსკოვში წერს, რომ მოლაპარაკებებზე „მძიმე ატმოსფერო“ სუფევდა. „ერთ მომენტში სარკოზიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიჯაკზე წაავლო ხელი და კარგა ხნის განმავლობაში აღელვებული ხმით მას მატყუარას ეძახდა“ – იუწყებოდა ამერიკის საელჩო WikiLeaks-ის მასალების მიხედვით, რომელიც Le Monde-მა გაავრცელა. „როგორც სჩანს სარკოზიმ გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი როგორც დიდი და ძლიერი ქვეყნის ავტორიტეტი საგრძნობლად შეილახებოდა, თუკი რუსეთი საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა“ – დაზუსტებულია დოკუმენტში. მოსკოვის სამშვიდობო გეგმა “bis” ამ კვირაში გამოქვეყნებული სხვა წერილებიდან ირკვევა, რომ ამერიკული დიპლომატია სარკოზის საშუამავლო მისიით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. ვაშინგტონის აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტში ბევრი „ბუნდოვანი“ ადგილია, რამაც მოსკოვს ტექსტის „არასწორი ინტერპრეტაციის“ შესაძლებლობა მისცა. Le Monde-ის თანახმად, რუსებმა სამშვიდობო გეგმის მეორე, საკუთარი ვერსიის წარმოდგენით, რომელიც ელისეს სასახლეში დამუშავებული გეგმისგან განსხვავდებოდა, ევროპული დიპლომატიის ხაფანგში გაბმა გადაწყვიტეს. რუსებს მხოლოდ ამ ტექსტით შეეძლოთ ესარგებლად და პრეზიდენტმა მედვედევმაც თითქოს სწორედ მას მოაწერა ხელი. სახელმწიფოს მეთაურის განრისხების მიზეზი ნაწილობრივ ამ ამბითაც აიხსნება. WikiLeaks-ის მასალებიდან ასევე ჩანს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომელიც ამავდროულად ცდილობდა კრიზისის განმუხტვაში წამყვანი როლი არ ეთამაშა, ელისეს სასახლესთან დამატებითი დოკუმენტის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რომელსაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ტექსტის დეტალები უნდა განემარტა. სავარაუდოდ, საუბარია ნიკოლა სარკოზის 14 აგვისტოთი დათარიღებულ წერილზე, სადაც დაზუსტებულია რუსი ჯარისკაცების განლაგებასთან დაკავშირებული დეტალები. Le Monde-ის თანახმად, მოსკოვი ამ წერილს თავდაპირველი შეთანხმების ნაწილად არასდროს აღიარებს. საბოლოოდ, რუსეთი ნაწილობრივ დატოვებს კავკასიის ამ ახალგაზრდა რესპუბლიკების სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს, მანამ სანამ 2009 წელს იქ ხელახლა არ განათავსებს საკუთარ სამხედრო კონტიგენტებს. WikiLeaks-ის მასალების თანახმად, ამერიკელებისთვის კონფლიქტი „კვიპროსის“ სცენარის მსგავსია, ანუ რუსების სამხედრო ოკუპაცია, როგორც სჩანს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. დღეს კრიზისი გრძელდება: ოთხშაბათს, ეუთო-ს სამიტის კულუარებში, ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ნიკ კლეგმა მოსკოვს მოუწოდა პატივი სცეს მის მიერ აღებულ ვალდებულებას და საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვს დიალოგისკენ მოუწოდა, მაგრამ უარი არ უთქვამს იმ მიწების დაბრუნებაზე, რომელსაც ის 2008 წლიდან „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ განიხილავს. წყარო ორიგინალი
-
WikiLeaks: ქართველ სეპარატისტებს რუსეთი აიარაღებდა ლუკ ჰარდინგი ამერიკული დიპლომატიური მიმოწერა ამტკიცებს, რომ რუსეთი სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის მებრძოლებს საქართველოს პოზიციის შერყევისთვის „გრადი“-ს ტიპის რაკეტებს აწვდიდა ამერიკულ დიპლომატიურ წერილებში ნათქვამია, რომ რუსეთმა სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტები „გრადის“ ტიპის რაკეტებით და სხვა იარაღით მოამარაგა, ის ასევე აწარმოებდა მთელ რიგ „საიდუმლო ოპერაციებს“, რომელთა მიზანიც რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების წინ თბილისის პოზიციების შერყევა იყო. გამოქვეყნებული შეტყობინებების თანახმად, საქართველოს წინააღმდეგ კრემლის მიერ ორგანიზებული მტრული ქმედებები სარაკეტო დარტყმებს, თავდასხმებს და „მთელ რიგ ნაკლებად მასშტაბურ ოპერაციებს“ მოიცავდა. რუსეთის სპეცსამსახურებმა აწარმოეს ასევე კამპანია, რომლის მიზანიც საქართველოს პრო-ამერიკელ და პრო-ნატოელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე დეზინფორმაციის გავრცელება და იმის მტკიცება იყო, რომ სააკაშვილი „პარანოიდალური აშლილობითაა“ ავად. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ რუსები აგრესიულად თამაშობენ თამაშს მაღალი ფსონებით, სადაც მათთვის რესურსების თვალსაზრისით მინიმალური შეზღუდვებია, თუკი ასეთი შეზღუდვები საერთოდ არსებობს“ – ვკითხულობთ თბილისში ამერიკის ელჩის ჯონ ტეფტის 2007 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებულ საიდუმლო წერილში. ტეფტი წერდა, რომ კრემლის ერთ-ერთი ამოცანა სააკაშვილის თანამდებობიდან მოშორებაა. „თუმცა აქტიური ქმედებების მრავალფეროვნება და მასშტაბურობა იმაზე მეტყველებს, რომ მთავარი მიზანი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისგან დახსნა და მისი რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებაა“ – ამბობს იგი. ამავდროულად, კრემლი მომართულია იმაზე, რომ „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სადაო რეაქციის პროვოცირება მოახდინოს და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდოს მანძილი საქართველოს და დასავლეთს შორის“. საკუთარ წერილში ტეფტს რუსეთის იმ ქმედებათა ვრცელი ჩამონათვალია, რაც სავარაუდოდ საქართველოს დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. მათ შორის, სარაკეტო დარტყმა აფხაზეთის კოდორის ხეობაზე, რომელსაც იმ დროს საქართველო აკონტროლებდა, ქართული საპატრულო ავტომობილის აფეთქება და ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით. ტეფტის თქმით, არსებობდა იმის უტყუარი მტკიცებულებები, რომ მოსკოვი „პირდაპირ, თუმცა ზოგჯერ კარგად შენიღბულ მხარდაჭერას“ უწევდა საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს, რითაც საქართველოს მთავრობის სურვილის წინააღმდეგ მოქმედებდა. მათ შორის, ადგილი ჰქონდა სამხედრო მხარდაჭერასაც: „არსებობს ინფორმაცია, რომ სამხრეთ-ოსეთი იარაღს და ტექნიკას, მათ შორის „გრადის“ ტიპის რაკეტებს რუსეთიდან იღებდა. ეს არაერთხელ და სხვადასხვა საბაბით მოხდა, მათ შორის ბოლოდროინდელი კონფლიქტის დროსაც“. ელჩის გამოქვეყნებული წერილები, როგორც სჩანს ხელახლა გააცოცხლებს მწვავე და დღემდე დაუსრულებელ დებატებს იმის თაობაზე, თუ ვინ არის დამნაშავე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. რუსეთი ამტკიცებს, რომ კონფლიქტის პროვოცირება სააკაშვილმა მოახდინა, როდესაც სამხრეთ-ოსეთში ტანკები გაგზავნა, რითაც მოსკოვს რუსეთის მოქალაქეების დაცვის მიზნით კონტრქმედებებისკენ უბიძგა. თუმცა სააკაშვილი ამტკიცებს, რომ იძულებული გახდა რუსეთის დაუშვებელი პროვოკაციის საპასუხოდ ემოქმედა. მან ბრალი დასდო მოსკოვს, რომ ის განზრახ ეწინააღმდეგებოდა მის მცდელობებს სამხრეთ-ოსეთთან და აფხაზეთთან შეთანხმებისთვის მიეღწია და განაცხადა, რომ ორივე სეპარატისტულ მოძრაობას რუსები აფინანსებდნენ, აიარაღებდნენ, აკონტროლებდნენ და აძლიერებდნენ. ეს დიპლომატიური გზავნილები, სააკაშვილის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს. ვაშინგონში გაგზავნილ წერილებში ელჩი იუწყებოდა, რომ სამხრეთ-ოსეთს უშუალოდ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მართავს და მის აგენტებს თანამდებობა უკავიათ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის სეპარატისტულ მთავრობაში. „სინამდვილეში სამხრეთ-ოსეთის მთავრობის ბევრი წევრი და კოკოითის ბევრი მრჩეველი რუსი ჩინოვნიკია და მათი უმრავლესობა სავარაუდოდ „ეფესბეს“ წარმომადგენელია“ – წერს ტეფტი და აღნიშნავს, რომ რუსეთი „ეფესბეს“ აგენტების მუდმივ როტაციას ახორციელებდა. რუსეთი იხდიდა ასევე სამხრეთ-ოსეთში პოლიციის და სხვა სახელმწიფო მოხელეების ხელფასებს და ზრდიდა მათ მოცულობას, რათა მოხელეები საქართველოს მიერ მხარდაჭერილი კონკურენტი მთავრობის მხარეს არ გადასულიყვნენ. გარდა ამისა, ტეფტის თქმით, პასპორტები სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობის 95%-ს დაურიგდა – სწორედ ასე გაჩნდნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთი 2008 წელს „დაიცავს“. ტეფტი აღიარებს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა „ოდნავ ნაკლებადაა დამოკიდებული მოსკოვზე“, ვიდრე სამხრეთ- ოსეთის ხელისუფლება, თუმცა მისი თქმით, ცხადი იყო რომ აფხაზეთის არსობრივად საბჭოთა პრეზიდენტზე სერგეი ბაღაფშზე „ზეწოლის ბერკეტები“ რუსების ხელში რჩებოდა. ის ხშირად მოგზაურობდა მოსკოვში კონსულტაციებისთვის. ტეფტი, ქართველებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ როდესაც 2007 წლის აპრილში ბაღაფში ავად გახდა, გადაუდებელი მკურნალობისთვის მოსკოვში ის „ეფესბეს“ თვითმფრინავით გადაიყვანეს. „რამდენიმე წყარომ ისიც კი გვაუწყა, რომ „ეფესბეს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი ცხოვრობს ცალკე რეზიდენციაში, რომელიც ბაღაფშის საპრეზიდენტო კომპლექსის ნაწილია“ – დასძენს იგი. წერილებში მკაფიოდ ჩანს ის, თუ როგორ არწმუნებდა ბუშის ადმინისტრაცია სააკაშვილს ომამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთის პროვოკაციებისთვის ყურადღება არ მიექცია და თავშეკავებულად ემოქმედა. 2007 წლის 13 ივნისს იმ დროს აშშ-ს ელჩი მოსკოვში უილიამ ბერნსი სააკაშვილს ურჩევდა „რუსებთან წინააღმდეგობისთვის თავი აერიდებინა“. ბერნსი უთანაგრძნობს სააკაშვილის რთულ მდგომარეობას, რომელმაც ამერიკელებს უთხრა, რომ მისი აზრით პუტინი „პირადად იყო დაკავებული საქართველოსგან აფხაზეთის მოწყვეტით“. ეს წინასწარმეტყველება სინამდვილეს ასახავდა. მან სთქვა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ითხოვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გეგმის შემუშავება, რაც „რუსეთის ავანტიურის წინააღმდეგ დაშინების საშუალებად“ გამოდგებოდა. წერილებში აღწერილია ასევე რუსეთის რისხვა და მზარდი უკმაყოფილება საქართველოს მიმართ. 2006 წლის ნოემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოზე სახელმწიფო მინიტრის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ ბრაიზასთან დაიჩივლა მას შემდეგ, რაც თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი ჩინოვნიკი დააპატიმრეს. „ჩვენი მოთმინება ზღვარზეა“ – სთქვა კარასინმა. ბერნისის მიერ დაწერილი წერილის თანახმად, ბრაიზამ განაცხადა რომ აშშ-მ სთხოვა სააკაშვილს არ მიიღოს მონაწილეობა არანაირ სამხედრო მოქმედებებში. „ბრაიზამ პირდაპირ განუცხადა სააკაშვილს: თუკი საქართველო ძალას გამოიყენებს ან კონფლიქტში ჩაებმება, სააკაშვილი მარტო დარჩება და მას საერთაშორისო თანამეგობრობა დაგმობს მისი უგუნურებისთვის“. როდესაც ომი დაიწყო, დასავლეთის მთავრობების უმრავლესობამ, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კრემლი გააკრიტიკა, უწოდა რა რუსეთის სამხედრო ოპერაციას არა სამშვიდობო მისია, არამედ ინტერვენცია. ვაშინგტონისთვის სამწუხაროდ, მოსკოვმა უმალ აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა და ამტკიცებდა, რომ ამერიკელები კოსოვოსთან დაკავშირებით ანალოგიურად მოიქცნენ. წერილები ცხადყოფს, რომ რუსეთის ქმედებებს დიპლომატიურ წრეებში ღირებულებების მასშტაბური გადაფასება მოჰყვა. 2008 წლის 28 აგვისტოს, მალევე მას შემდეგ რაც, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეულ იქნა სამშვიდობო შეთანხმება, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ის ჩინოვნიკები, რომლებიც თავდაცვის და დაზვერვის საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი, ომის შედეგებზე დაფიქრდნენ. როგორც ლონდონში აშშ-ს საელჩომ დააფიქსირა, მარიოტ ლესლიმ (დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი ნატო-ში) ამას „საერთაშორისო ურთიერთობებში სტრატეგიული და ტექტონური ძვრა“ უწოდა. კითხვას: ნიშნავდა თუ არა რუსეთის საქართველოში ინტერვენციის გადაწყვეტილება მისი სტრატეგიის მასშტაბურ ცვლილებას, ლესლიმ ირიბად უპასუხა: “ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რასთან გვაქვს საქმე: სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან თუ ტაქტიკურ გადაწყვეტილებასთან, რომელსაც სტრატეგიული შედეგები მოჰყვა“. წყარო ორიგინალი
-
აშშ-ს დიპლომატიურმა მიმოწერამ ქართულ ომზე იმას, თუ ვინ იყო რუსეთის მეგობარი ევროკავშირში შუქი მოჰფინა ენდრიუ რეტმანი ბრიუსელი – აშშ-ს დიპლომატიური დოკუმენტების დასტა, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს ეხება, ხატავს ცოცხალ სურათს იმისას, თუ როგორ გაიხლიჩა ევროკავშირი რუსეთისადმი მეგობრულად და რუსეთისადმი მტრულად განწყობილ კლუბებად – გერმანელი დიპლომატები სიტყვა-სიტყვით იმეორებდნენ რუსეთის არგუმენტებს, ხოლო ლატვიის აზრით ნატო-ს საქართველოსთვის შეიარაღების გაგზავნის საკითხი უნდა განეხილა დაახლოებით 120 დოკუმენტი, ევროპაში მოქმედი ამერიკის საელჩოებიდან მოიცავს პერიოდს 7 აგვისტოდან, ანუ ომის ოფიციალურად დაწყების თარიღიდან 19 აგვისტომდე, ანუ ომის დამთავრებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდგომ პერიოდამდე და ეს დოკუმენტები ოთხშაბათს, პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა WikiLeaks-ს შვილობილ ჟურნალის Russian Reporterის ვებ-საიტზე. ერთ დოკუმენტს, ბრიუსელში 12 აგვისტოს, ნატო-ს ელჩების ექსტრაორდინალური შეხვედრის შესახებ, ასეთი ქვესათაური აქვს: „ნატო-ს წევრები საქართველოს კრიზისთან დაკავშირებულ პირველ შეხვედრაზე ერთიანობის დეფიციტს განიცდიდნენ“. შემდეგ დოკუმენტს, რომელიც 13 აგვისტოთია დათარიღებული, ასეთი სათაური აქვს: „მოკავშირეები თითქმის ორად გაიხლიჩნენ“. 12 აგვისტოს დოკუმენტში, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთობლივი ქმედებების მცდელობაზეა ლაპარაკი, ნაჩვენებია რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები: ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი იმ წინადადებებს უჭერდნენ მხარს, რომელიც ნატო-რუსეთის საბჭოს შეჩერებას და რუსეთისადმი მტრულად განწყობილი განცხადების გავრცელებას უჭერდნენ მხარს, მაგრამ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ბანაკი, რომელსაც სათავეში ედგა საფრანგეთი და გერმანია და რომელშიც შედიოდნენ საბერძნეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, სლოვაკეთი და ესპანეთი, ბლოკავდნენ ამ ნაბიჯს. 13 აგვისტოს მოლაპარაკებებზე, რომელზეც მსჯელობდნენ უნდა მიეღო თუ არა რუსეთის გემს Ladniy მონაწილეობა ნატო-ს წვრთნებში, იგივე რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ბანაკი (ჩეხეთის რესპუბლიკა, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი), რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილს დაუპირისპირდა (ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია და სლოვენია). „ჩვენი წევრების ნაწილი, განსაკუთრებით გერმანია კრიზისთან დაკავშირებთ საქართველოს ბრალეულობის რუსულ არგუმენტებს სიტყვა-სიტყვით იმეორებს. სადაზვერვო მასალა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებისთვის გამოქვეყნდა შესაძლოა სასარგებლო ინსტრუმენტად იქცეს“ – ნათქვამია 12 აგვისტოს აშშ-ს დოკუმენტში – „გერმანიის თაოსნობით მოქმედი მხარე.. . ნატო-ს მომავალ მინესტერიალზე, ალბათ არ დაუჭერს მხარს არაფერს იმაზე მეტს, ვიდრე რუსეთისთვის შენიშვნის მიცემაა“ – ნათქვამია შემდეგ დოკუმენტში. ევროკავშირის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში ახალმა განხეთქილებებმა იჩინა თავი, მაგრამ ზოგადი კონტურები ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთსა და დიდი ბრიტანეთის დაპირისპირებისა საფრანგეთის, გერმანიის და ნიდერლანდების წინააღმდეგ უცვლელი დარჩა. როდესაც ბრიუსელში, 12 აგვისტოს ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე იმასთან დაკავშირებით უნდა გაზავდეს თუ არა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი რიტორიკა დებატები გაიმართა, შვედმა დიპლომატმა იოჰან ფრისელმა თავის ამერიკელ კოლეგას უთხრა: „ერთი ბანაკისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ისაა, რომ შეაჩერონ ტანჯვა და დარწმუნდნენ საზავო შეთანხმების დაცვაში, რაზეც მსჯელობა ან ბრალდება ძალიან ნაადრევია და ევროკავშირი ვერ იქნება მიკერძოებული ესენი არიან მალტა, კვიპროსი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია და ნიდერლანდები. მეორე ბანაკი აცხადებს, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მათთვის მთავარი შეშფოთების საგანი ისაა, რომ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ინტერვენცია სუვერენულ ქვეყანაში და ამით დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები… ეს ქვეყნებია, ინგლისი, ბელგია, შვედეთი, დანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სლოვენია, სლოვაკეთი და ბულგარეთი“. ფრისელი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის იმისთვის აკრიტიკებდა, რომ ე.წ. ექვსპუნქტიან გეგმაში, ანუ საზავო შეთანხმებაში ის დაჰყვა პრო-რუსულ ფორმულირებებს, რამაც რუსეთს საქართველოში ჯარის დატოვების საშუალება გაურკვეველი ვადით მისცა: „ფრისელის თქმით, სარკოზის 16 საათიანი მოგზაურობა მოსკოვსა და საქართველოში წარმოადგენდა ფრთხილად შედგენილ პროგრამას, რისი შედეგიც „სარკოზის შოუ“ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საზავო შეთანხმება 16 საათის შემდეგ მზად არ იყო, საფრანგეთს წარმატებული ისტორია სჭირდებოდა და ასეთ წარმატებაზე დროზე ადრე გააკეთა განცხადება. შედეგად მივიღეთ უვარგისი დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირის ბევრი ქვეყანა არ ეთანხმება“. დანარჩენი დოკუმენტები გერმანულ-რუსული დიპლომატიის უფრო ნიუანსურ სურათს იძლევა, ვიდრე ნატო-ს ანგარიშები. ერთ ტექსტში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მისი გერმანელი კოლეგა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „აშკარად შეძრული“ იყო რუსეთის ქმედებებით. უნგრელი დიპლომატის თქმით, შტაინმაიერმა მოსკოვს განუცხადა, რომ „მან გადალახა რუბიკონი“, მაგრამ კრემლმა მის თხოვნას უკან დახევის შესახებ ყურადღება არ მიაქცია. თავის მხრივ, კანცლერმა ანგელა მერკელმა უარი სთქვა, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან ლაპარაკზე, რადგან „თუ ის მასთან კონტაქტის დამყარებას შეეცდება, ეს უაზროდ განამტკიცებდა პუტინის პოზიციას“ . იტალიას აშშ-ს ყველაზე მძიმე კრიტიკა ერგო. ერთი დოკუმენტში იტალიის პრო-რუსული პოზიციის შესახებ ნათქვამია: „ბერლუსკონიმ და პუტინმა უკვე ილაპარაკეს და ჩვენ ველით, რომ რუსეთი შეეცდება პირადი ურთიერთობების გამოყენებას ამ ორს შორის, რათა იტალიამ საერთაშორისო ფორუმზე ჩაშალოს მისი ქმედებების დაგმობის მცდელობა“. მეორეს მხრივ, ვაშინგტონი გააოცა რიგასა და ვარშავაში გაჩენილი უკმაყოფილების სიღრმემ. ლატვიის საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, მაირ რეიკსტინსმა წარმოადგინა რუსეთისთვის დასაწესებელი შესაძლო სანქციების ნუსხა, რომელიც შეიცავდა სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების გაუქმებას და რუსეთის გარიცხვას დიდი რვიანიდან. ლატვიის სახელმწიფო მდივანმა ნორმანს პენკემ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ნატო-მ უნდა განიხილოს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი. „პენკეს, ყოფილ ელჩს მოსკოვში… რუსეთისადმი რამდენადმე კეთილგანწყობილი კაცის რეპუტაცია ჰქონდა. თქვენ მას დღეს ვერ იცნობდით, მისი ვნება ჭეშმარიტი ჩანდა, ხოლო მისი იმედგაცრუება რუსეთით და ნატო-ს უუნარობით, ღრმა იყო“ – ნათქვამია ამერიკულ დოკუმენტში. კიდევ ერთ ამერიკულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ: „პოლონეთმა საქართველოს კონფლიქტისას გასაოცრად ძლიერი ლიდერის როლი დაიკავა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის შიგნით დასძლია ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიცია“ ევროკავშირის მინისტერიალის შეკრების მოთხოვნასთან დაკავშირებით და რუსეთისათვის ენერგეტიკული სანქციების დაწესების წინადადებით გამოვიდა“. პოლონეთში შტაბის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ფრანჩიჟეკ გაგორმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეუტია რუსეთს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაბედული ვარაუდი გამოსთქვა: „პოლონეთს სჯერა, რომ სააკაშვილი რუსი აგენტების მანიპულაციებს ემსხვერპლა – შესაძლოა ისინი მის მრჩეველებს შორისაც იყვნენ რათა კარი გაეღოთ რუსეთის სამხედრო ქმედებებისთვის საქართველოში საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის მიზნით“. 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებული ეს ახალი საინფორმაციო განძი, სლოვაკეთში რუსი ელჩის ფროიდისტულ წამოცდენასაც შეიცავს. ბრატისლავაში ერთი ცხელი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა სტეფან როზკოპალმა „განაცხადა, რომ რუსი ელჩი, მანამდე სანამ თავის შეცდომას გამოასწორებდა, მართლა ახსენებდა საბჭოთა კავშირს და სხვა ამგვარი ვერბალური წამოცდენებიც ჰქონდა, რამაც ძალიან ანაქრონისტული ატმოსფერო შექმნა.” ამერიკული დოკუმენტში რიზკოპალის ხუმრობას თავად მასვე უბრუნებენ და ისე აღწერენ, როგორც მოსაბეზრებელ ტიპურ წარმომადგენელს ევროკავშირის ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან: „როზკოპალი ზერელე დიპლომატია, რომელსაც, რამდენიმე სხვასთან ერთად სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სჯერა რომ უფრო კარგად იცნობს რუსეთის აზროვნების სპეციფიკას და ტაქტიკას, ვიდრე ევროპელ (და რაღა თქმა უნდა ამერიკელ) დიპლომატთა უმეტესობა წყარო ორიგინალი
-
Ostap მოიცა, ეგ რომ თქვა აქამდე არ იცოდი? დიდი ხნის წინ თქვა
-
babuagiorgi ჯერ ერთი არ ვიცი საქმის ვითარება და მასეთ დროს ხელს არაფერზე არ მოვაწერ. მეორეც, ჩვენი უწყების პატიმარი როგორაა? გადაწყვეტილება ბრალეულობის შესახებ სასამართლოს გამოაქვს.