Siknadmo მე გეუბნები რომ თუ გაქვს კარგი განათლება და შენს სფეროში ნორმალურ დონეზე ერკვევი, და ამავდროულად ხარ ახალგაზრდა, სამუშაოს იშოვნი. ცოტა ხნის წინ მივიღე 2 კაცი სამუშაოზე, ერთი 800 ლარამდე იღებს ხელზე ანაზღაურებას, მეორე - 1500 -ს. ნუ ეხლა თუ მაინცდამაინც გეოლოგიური ან მეტალურგიული გაქვს დამთავრებული მაშინ პრობლემა იქნება რა თქმა უნდა. ეგ წარაკუა სპეციალობები ვის აინტერესებს? IT, ფინანსები, საბანკო საქმე, ბუღალტერია, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, უცხო ენები - აი მოთხოვნადი სპეციალობების არასრული ჩამონათვალი.