აზრი ბატონო აზრი, ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ თუ პოსტი არ შეიცავს აშკარა შეურაცხყოფას, ამისთვის ფორუმელი არ ისჯება. შენ გეძლევა საშუალება ამტკიცო, რომ მართლმადიდებლები არ არიან ქრისტიანები ან არიან სექტანტები: http://planeta.ge/index.php?showtopic=36579&st=75&p=387336entry387336 ეს შენი აზრია და ამისათვის არ დასჯილხარ. ასეთ დროს სხვა ფორუმელის დასჯის მოთხოვნა იმისათვის რომ მან იეჰოვას მოწმეებს იეღოველები უწოდა, არ მეჩვენება ადექვატურად. რაც შეეხება ჟურნალის დასკანირებული გვერდების წარმოდგენას, ნამდვილად საინტერესოა ამის ნახვა და იმედია MOXUCI შეასრულებს თავის სიტყვას და წარმოადგენს ამ გვერდებს. არ წარმოდგენის შემთხვევაში მე უბრალოდ ვიფიქრებ, რომ ის ცდება და შენ ხარ მართალი, მაგრამ ეს დასჯის მიზეზი ვერ გახდება. ამაზე ჩვენ ადრეც ვიმსჯელეთ და მე ვთვლი რომ ეს საკითხი ამოწურულია. აი ეს კი არის აგრესიის ირიბი გამოვლინება ფორუმელის მიმართ, რაც დასჯადია "რელიგიის და ფილოსოფიის" განყოფილების 2.5 პუნქტით: სხვა ფორუმელზე მუქარა - ფიზიკური ანგარიშსწორების, თავისუფლების აღკვეთის, მოკვლის; აქედან გამომდინარე MOXUCI სიტყვიერად იქნა გაფრთხილებული. იმედი ვიქონიოთ რომ მომავალში დისკუსია ამ განყოფილების წესებით დადგენილი ნორმებიდან არ ამოვარდება.