gendolf დიახთ და პატივი მაქვს თსუ -ში წავიკითხო ლექციები პროგრამირებაში. თსუ ამ მხრივ სხვებისაგან განსხვავებით სწორად ვითარდება - იწვევენ სპეციალისტებს და ნორმალურ საათობრივ ანაზღაურებას აძლევენ მათ. იქ სადაც საკუთარი ძალებით ანუ არსებული კათედრების თანამშრომლებით ცდილობენ ფონს გასვლას, როგორც წესი სწავლების ხარისხი დაბალია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს სფერო ძალიან სწრაფად განვითარებადია და ლექტორის ცოდნა, რომელიც არ ახლდება, ძალიან სწრაფად ძველდება.