ორი დღის წინ გავიგეთ, რომ დავით გარეჯის კომპლექსის დოდოს რქის მეექვსე საუკუნის მონასტერი ბერებმა ისე დაანგრიეს, რომ მისი აღდგენა აღარ მოხერხდება - ჩამოყარეს ფრესკები და ბარელიეფები. პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო მოხელემ ღიად თქვა, კანონი ვინც დაარღვია, ვუჩივლებთ და პასუხს ვეგებინებთო, ნიკა ვაჩეიშვილი არ მლავდა ბრაზს, ბარბაროსებიც კი უწოდა კანონდმრღვევ ბერებს. ცხადია, საპატრიარქოში ეს ფაქტი იცოდენენ, კულტურული მემკვიდრების დაცვის სააგენტოს საპატრიარქოსთვის ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოუთხოვია უკანონო მშენებლობის შეჩერება. საპატრიარქოში ამტკიცებენ - ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის საბჭოში არაფერი იცოდნენ ამ მშენებლობის შესახებო, რაც ნამდვილად დაუჯერებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ საბჭოს მართალია, ერისკოპოსი დავით მახარაძე ხელმძღვანელობს, მაგრამ იქ ხელოვნებათმცოდნეები მუშაობენ და ნიკა ვაჩეიშვილის უწყებაც, ბუნებრივია, უპირველესად სწორედ კოლეგებს მიმართავდა. ეს სასულერო პირების მიერ კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფის პირველი ფაქტი არ გახლავთ - პროცესი უკვე კარგა ხნის დაწყებულია. შემიძლია გავიხსენო ორი შემთხვევა, რომელიც არ გახმაურებულა - კაზრეთის მონასტერში რამდენიმე წლის წინ ადგილობრივმა მღვდელმა მე-12 საუკუნის საკურთხევლის კარგად შემონახული ფერწერა ჩამოყარა, კედლები შელესა და ტაძარი მოსახატად გაამზადა. მღვდელი არ დაუსჯიათ, საპატრიარქოში დაიბარეს და შენიშვნა მისცეს, უთხრეს, არ ღირდა იმ ფრესკების ჩამოყარო და დღესაც კაზრეთში სწირავს. უფრო ადრე ბრეთის მეექვსე საუკუნის ბაზილიკა შელესეს და მოხატეს კიდეც - არც აქ დაუსჯიათ ვინმე. ორივე შემთხვევა ცნობილი იყო როგორც საპატრიარქოს საბჭოსთვის, ასევე კულტურის სამინისტროსთვისაც, მაგრამ მაშინ ყველა გაჩუმდა. დღეს უკვე გარეჯის კომპლექსს მისდგენენ და ანადგურებენ. როგორც ვიცი, დაახლოებით იგივე რამ ხდება ვარძიაშიც - ბერები იქაც მუდმივად აშენებენ და აკეთებენ რაღაცას და არც ეს სამუშაოებია შეთანხმებული სააგანტოსთან. შარშან კათალიკოს-პატრიარქმა მთელ საქართველოს მოუწოდა, შენდობით მოეკიდეთ მღვდლებს, მათაც შეიძლება დაუშვან შეცდომა, ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც თქვენო. ჩვენ შენდობისკენ მოგვიწოდა, სასულიერო პირებს კი, შეიძლება, ძალაუნებურადაც, უფლება მისცა, რაც უნდოდათ, ის ეკეთებინათ. ჰოდა, ისინიც აკეთებენ და არც არაფრის ეშნიათ. წყარო ახლა გასაგებია რატომ გამოიწვია მავანი იუზერის აღშფოთება ჩვენთან მეჩეთების აღდგენის გადაწყვეტილებამ თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ.