ამიიხსენით ვინმემ გასაგებად და მარტივად რაში მდგომარეობს ამ კრების არსი? დრეს ვნახე ნეტში ამ კრების საინიციატივო ჯგუფის განცხადებები მენიშნა ნონა გაფრინდაშვილის განცხადებაც, მეუფე იობიც მისალმებია ამ კრებას რა ხდება? ნონას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მისი სიტყვები გამიკვირდა - რა ხდება? წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრი ნონა გაფრინდაშვილი ხალხს მოუწოდებს, "სახალხო წინააღმდეგობის გზით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს". ამის შესახებ მან დღეს ფილარმონიაში, კრების საინიციატივო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, ადამიანებს არ აქვთ სამართალი... ის, რაც ქვეყანაში ხდება, მიუღებელია! ხელმეორედ სახლებიდან გამოყრილი დევნილები, არათავისუფალი სამართლო, უკიდურესი გაჭირვება – ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც აქ შევიკრიბეთ, რათა ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიაროთ. მოხარული ვარ, რომ ხალხის ამხელა თანადგომა გვაქვს. ჩვენ წარმომადგენლობითი სახალხო კრების იდეამ გაგვაერთიანა!" – განაცხადა გაფრინდაშვილმა. მისივე შეფასებით, "დღეს საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მკვდარია, ასეთ პირობებში კი ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება აქვს, პირდაპირი დემოკრატია მოახდინოს და მართვა საკუთარ ხელში აიღოს". "სწორედ ამისთვისაა აუცილებელი წარმომადგენლბიოთი სახალხო კრების მოწვევა, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხიდან დელეგირებული წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას". "თუ გინდათ ამ რეჟიმის მოცილება, სახალხო წინააღმდეგობის გზით დავიწყოთ მის წინააღმდეგ ბრძოლა" - დასძინა გაფრინდაშვილმა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=55251&Itemid=1 წარმომადგენლობით სახალხო კრებას რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსი, მეუფე იობი მიესალმა. მეუფე იობის მიმართვა დღეს წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრმა გოგი ქავთარაძერმ გააჟღერა. "წარმომადგენლობით სახალხო კრებას, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მივესალმები სახალხო კრების მონაწილეებს და მოგმართავთ, სდექით მტკიცედ და შეურყევლად! თქვენს გადაწყვეტილებაში მტკიცე დგომაა საწინდარი ჩვენი საბოლოო გამარჯვებისა. თითოეულ გადაწყვეტილებაში ერმაც და ბერმაც გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას. ხმა ღვთისა და ხმა ერისა! ღმერთი იყოს თქვენი შემწე", - ნათქვამია ეპისკოპოსის წერილში. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=55283&Itemid=1