ზუგდიდში ზაზა გოროზიას ახლო გარემოცვის წევრები დააკავეს ბეჭდვა ელფოსტა 17:17 - 05.10.2010 gorozia_zaza.jpgზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას ახლო გარემოცვის წევრები დააკავეს. "პირWელის" ინფორმაციით, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის კინოთეატრ "ატრიუმის" გენერალური დირექტორი თემურ ჩიქოვანი, საკრებულოს ყოფილი წევრი, დევნილთა სახალხო ბანკის ყოფილი მმართველი ირაკლი გოგოხია და "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ყოფილი თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას პირადი მძღოლის ძმა, ბიზნესმენი ბარამია დააკავეს, რომლებიც საწვავთან დაკავშირებით უკანონო გარიგების წარმოებაში არიან ეჭვმიტანილები. სააგენტოს წყაროს თქმით, სამივე დაკავებული გუბერნატორ გოროზიას გარემოცვის წევრია, მათი ადვოკატი კი, დაზმი შეროზია - დათა და ბაჩო ახალაიების. ეს უკანასკენი ჟურნალისტებთან კომენტარისგან თავს იკავებს და დაკავების დეტალებზე არსაუბრობს. წყაროს ვარაუდით, შესაძლოა, ამ ფაქტს ახლო მომავალში გოროზიას თანამდებობიდან გადაყენებაც მოჰყვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით "პირWელი" სამეგრელო-ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსს თენგიზ გუნავას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და პრეს-სამსახურთან გადაგვამისამართა, სადაც სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ. სააგენტო გუბერნატორ გოროზიასაც დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=55655&Itemid=1