4. ჟანა დარკი - საფრანგეთის ეროვნული გმირი, შერაცხული ორლეანელ ქალწულად. მისი მეთაურობით ფრანგულმა ჯარმა აიძულა ინგლისელები, მოეხსნათ ალყა ორლეანისთვის. ერთი წლის შემდეგ კი ჟანამ პუანტეს ბრძოლაში გაანადგურა მტერი და შესაძლებელი გახადა კარლ VII-ის კორონაცია რეიმსში. პარიზისთვის წარუმატებელ ბრძოლაში ჟანა თავისავე მოშურნეებმა დაატყვევეს და ინგლისელებს მიყიდეს. საბოლოოდ ჟანა დაადანაშაულეს ჯადოქრობაში და 19 წლის კოცონზე დაწვეს 5. დიდი ეკატერინე - რუსეთის იმპერატრიცა, ქალწულობაში სოფია ფრედერიკა ავგუსტა ანგალტ-ცერბსკაია. დაქორწინდა რუსეთის ტახტის მემკვიდრე პეტრე ფიოდორის ძეზე. მისი მმართველობის პერიოდში რუსეთი გახდა, როგორც თავად რუსები აღიარებენ, დიადი იმპერია. მის დროს შემოიმატა რუსეთმა მილიონობით ქრისტიანი პოლონეთის გაყოფისას, შემოიერთა ლიტვა და კურლანდია. შეძლო გაბატონება შავ ზღვაზე. 34 წლის მმართვწელობის პერიდში მან მიაღწია იმას, რომ რუსეთი ყოფილიყო ძლიერი და გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშე 6. ეკატერინა ვორონცოვა-დაშკოვა - თავადის ასული და ეკატერინე II-ის თანამედროვე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა რუსეთის განათლების სფეროში. თავად თAვისი დროის ყველაზე განათლებული ქალი. მისი იდეით გაიხსნა რუსეთის აკადემია, რომლის პირველი პრეზიდენტიც თავად იყო 7. ინდირა განდი - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი. ის იყო დედა თავისი ერისა და ბრძენი პოლიტიკოსი. ჯავახარლალ ნერუს, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ერთადერთი ქალიშვილი. მისი მმართველობის პერიოდში ინდოეთმა მიაღწია სერიოზულ წარმატებებს, მაგრამ ამისთვის მას უწევდა არადემოკრატიული და ხანდახან რადიკალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. მათ შორის მოსახლეობის ჭარბი რიცხოვნობის გამო მან შემოიღო იძულებითი წესით სტერილიზაცია, პოლიტიკური სტაბილურობის გამო დახურა ოპოზიციური გაზეთები. ინდირა განდი მოკლა საკუთარმა დაცვამ. გაგრძელება იქნება, თუ მკითხველიც იქნება :rolleyes: