-
პოსტები
1.721 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი liliko
-
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo ძალიან გთხოვ სწორად წაიკითხე რაც დავწერე და მნიშვნელოვან სიტყვას ნუ ტოვებ -
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo რომელ წელს დაიბადე? ჩემი ნათესავები მაგ. ვინც სტალინის მმართველობის დროს დაიბადნენ დაბადების ადგილად საქართველო ჰქონდათ მინიშნებული, ისევე როგორც მე, და მეც 1991 წლამდე გაცილებით ადრე დავიბადე მაგრამ რახან ჯიუტად გჯერა, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს არაფერი არ იყო ქართული - შენი უფლებაა. ისე მაგ პრინციპით გაცილებით ადრეულ პერიოდებსაც თუ უარყოფ ისტორიის - რაღა დარჩება საქართველოს ისტორიიდან? -
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kontr-agent 007 ისე ეს ოსები რა კვაჭები ყოფილან? საბჭოთა რეჟიმის დროს კანონიერი ქურდები საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთადერთი მათ არ გააჭაჭანეს ცხინვალში, ყველაზე მეტი სამამულო ომის გმირი და გენერალი პროცენტული თანაფარდობით მათ ყავდათ, სტალინი ოსი ყოფილა, სააკაშვილზეც ჭორები დადის. მოკლედ რა... -
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo მაპატიე, მაგრამ ამის მერე სხვა რა არგუმენტი მოგიტანო? ტუტ პომნიუ, ტუტ ნე პომნიუ ისტორია არ გამოვა, ძვირფასო -
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Sakartwelo სტალინი ჩვენი ისტორიის განუყოფელი ბოროტი გენიაა. არის ქმედებები, რასაც სწორად უნდა დროის შერჩევა. დღეს ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს. მაგრამ ესეც რომ არ იყოს - დარწმუნებული ვარ სტალინის ძეგლი აბსოლუტური უმრავლესობისათვის არ აღიქმება ერის სიმბოლოდ. მისი ძეგლი კი არის იმ ბოროტების სიმბოლო, რასაც ეს ბოროტი გენია თავის თვში მოიცავს. ამ მხრივ არანაირი პრობლემაა არაა მისი ძეგლის დატოვებაში. მასე მთაწმინდიდან დაგვეწყო და საერთოდ ისტორიის დასუფთავება ძეგლებთან ბრძოლით კი არა, იდეოლოგიასთან და პრინციპებთან ბრძოლით უნდა დავიწყოთ -
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer საქმე გამოლევიათ, ბატონო. უფრო კახურად, მაპატიეთ და ვერ გეტყვით კდემამოსილი მანდილოსანი ვარ -
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
choxa მაგრამ დღეს მიშა წარმოადგენს და მართავს, ამას თუ მართვა ქვია, საქართველოს :hm: -
გორში ამ წუთებში სტალინის ძეგლის გადატანის,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer ეჰჰ, ბატონო ლიცემერ, არც მახათი მაქვს და არც მისი თავდასხმის ობიექტი და რა ვქნა? -
lasha1997 :yes2: :2kiss: Saturn იცი მე შენ როგორ გეკითხები, და თუ მაინც მასე უდგები საკითხს, მაშინ რატომ გიკვირს რუსეთმა კონტრ-არგუმენტად და თავის გასამართლებლად მოიყვანოს შარშანდელ აგვისტოს ყველა კანონით და საერთაშორისო ნორმით მევალებოდაო ჩემი მოქალაქეების დაცვაო
-
licemer მარტო შენ რომ წყვეტდე მაგას, ალბათ მართლა მშვიდად ვიქნებოდი :ena: მარა მიშასი რა მოგახსენო? :hm: მასე გვამშვიდებდა და გვაბოლებდა, თუნდაც 8-9 აგვისტოს, დღესაც გავიმარჯვეთო - გვიმტკიცებენ და მშვიდად როგორ უნდა ვიყოთ საქართველოს პატიოსანი მოქალაქეები?
-
licemer ნუ დაიფიცებ, რასაც ვერ შეძლებ, თორემ შეგეწერება
-
Saturn მასე თუნდაც რეგიონში იცი რამდენ ქართველს ჰქონდა რუსეთის პასპორტები, დანარჩენ საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვა? ანუ ეს ყველა ადამიანი შენთვის საქართველოს მოქალაქე არაა? სხვა უფრო მწვავე კითხვას აღარ დაგისვამ, ვიცი რასაც მიპასუხებ და არ მინდა უსაგნოდ გეკამათო
-
licemer ამ დროს კი აქ შენ და სატურნი, იქ კი მიშა და კამანდა დაიცავთ ჩემს უდრტვინველ ძილს? :2kiss:
-
licemer მაგიტომაც ვერ ვარ მშვიდად, და მგონი ეს არაა რთული მისახვედრი :resent:
-
licemer დავუშვი, რომ მაგ ვერსია იქნებოდა შენგან :ena: შემოთავაზებული, ამიტომ დავსვი მეორე კითხვა: თუკი ასეთი ყოვლისშემძლეა რუსეთი, თAნ ამავე დროს ამბობთ იშლებაო, რის იმედად ვიყოთ მაშინ?
-
licemer სხვა ვინ კიდევ?
-
Saturn პირადად შენთვის ცხინვალის მშვიდობიანი მოქალაქეები თუ არიან საქართველოს მოქალაქეები მიხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა?
-
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasalexx :maladec: გამომრჩა მხედველობიდან -
Saturn :yes2:
-
Saturn ეს გარდიანის პოზიციაა, ამაზეც გაიცინე, ალბათ მაგიც იყიდეს სხვებთან ერთად გაზპრომმა
-
Sakartwelo თავისი ბუფერული მიწებით, რომელზეც სომხეთი ღიად ამბობს რომ - დიახაც დავიპყარითო?
-
განსაკუთრებით ბოლო დროს მსოფლიოს სერიოზულ გამოცემებში, თანაც სარედაქციო სტატიებად ხშირად იბეჭდება საქართველოსთვის არასასურველი ინტერპრეტაციები აგვისტოს ომზე. მიშას ადეპტების ხროვა ამაზე გაჰკივის, გაპრომმა იყიდა ყველაო. ლიცემერის სტილში დავსვამ კითხვას იუზერებო, თქვენც ასე ფიქრობთ, რომ სრულიად მსოფლიო მედია გაზპრომმა მოისყიდა? და თუ ასეა, მაშინ ამერიკის იმედად მაინც როგორ ხართ? http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/guardian1.jpg სარედაქციო წერილი უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით საქართველოსა და რუსეთს შორის ხანმოკლე, მაგრამ საშინელმა ომმა იფეთქა. ცხარე კამათი იმის გამო, თუ ვინ ისროლა პირველად, დღემდე არ წყდება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შვეიცარელ დიპლომატს ევალება, ის უდგას სათავეში საგამოძიებო კომისიას და მის ანგარიშზე ბევრი რამაა დამოკიდებული. რა მოხდა რეალურად - რუსეთი მართლაც იცავდა სამხრეთ-ოსეთს, დამოუკიდებლობის მაძიებელ ანკლავს, ავანტიურისტი ქართველი პრეზიდენტის წინმსწრები შეტევისაგან თუ კრიზისის პროვოცირება თავად რუსეთმა მოახდინა, იმ კრიზისისა, რომელმაც საქართველოს ნაწილის ხელახალი ოკუპირებისა და თავის ”უახლოეს საზღვარგარეთ”-ში საკუთარი სამხედრო კვალის დატოვების საშუალება მისცა? ამ ომში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 190 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულად იქცა და თუნდაც კონფლიქტის მთავარი მსხვერპლის საკითხი გვერდზე გადავდოთ, ამ კითხვებს აკადემიურს ვერ უწოდებ. ევროკავშირი საქართველოსა და სამხრეთ-ოსეთს შორის არსებულ დე-ფაქტო საზღვარზე სამეთვალყურეო მისიას უკვე აკომპლექტებს. თუ საგამოძიებო კომისია საქართველოს საწინააღმდეგო დასკვნას გამოიტანს, მაშინ ეს რეგიონთან დაკავშირებით უფრო ფრთხილ, ნაკლებად იდეოლოგიზებულ ინტონაციას შემოიტანს. დიპლომატმა ჰაიდი ტალიავინმა Der Spiegel-ის კარგად ინფორმირებული რეპორტაჟი უარყო. ამ სტატიაში აცხადებდნენ, რომ მისი კომისიის წევრთა უმრავლესობის აზრით, ომი საქართველომ დაიწყო. Der Spiegel-ს კომისიის წევრის, ქრისტოფერ ლენგტონის, გადამდგარი ბრიტანელი პოლკოვნიკის სიტყვები მოჰყავდა, სადაც ის ამბობდა, რომ - “საქართველოს ოცნებები დაიმსხვრა, მაგრამ ქვეყანამ ამაში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დასდოს ბრალი.” საქართველოს ქეისის დიდი ნაწილი იმას ეფუძნება, რომ რუსული ტანკების კოლონა უკვე უახლოვდებოდა ორმილიან გვირაბს, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ-ოსეთს აკავშირებს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ჯარს ცეცხლის გახსნა უბრძანა. თუ კომისია აღმოაჩენს, რომ შეირაღებული კოლონა საქართველოს შეტევიდან მეორე დღემდე არ შესულა სამხრეთ-ოსეთში, რასაც რუსები ამტკიცებენ, მაშინ ის მცირედი ნდობა, რომელიც სააკაშვილის მიმართ დარჩენილია, ნამსხვრევებად იქცევა. მას საზღვართან უკვე თავმოყრილი ჰყავდა 12 000 სამხედრო და 75 ტანკი და შესაძლოა სამხრეთ- ოსეთის სეპარატისტების წინააღმდეგ სწრაფი, წინმსწრები შეტევის ცდუნებასაც აჰყოლოდა. ორივე, ვლადიმერ პუტინიცა და ჯორჯ ბუშიც ამ დროს პეკინის ოლიმპიადაზე იმყოფებოდნენ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე იმ მოწყალე ინტერპრეტაციას იზიარებს, რომ საქართველო რუსეთის მიერ კარგად დაგებულ ხაფანგში შეიტყუეს, ეს მაინც კატასტროფულ შეცდომად უნდა დასახელდეს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, საქართველომ არა მხლოდ თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ ლტოვლითა რიცხვს კიდევ 30 000 ადამიანი შემატა. მან ნატო-ში და ევროპის კავშირშიც თავის გაწევრიანებას ბოლო მოუღო და როგორც სჩანს ეს რეალობაა, რომელსაც თითქმის თავად სააკაშვილიც აღიარებს. ორი პროექტი კაცისა, რომელიც “ვარდების რევოლუცია”-ს ედგა სათავეში, მისი ქვეყნის გაერთიანებასა და დასავლეთის ორბიტაზე გაყვანას გულისხმობდა. ამ ამბიციურ განზრახვათაგან არც ერთი არ მიახლოვებია დასახულ მიზანს. მან თავისი ქვეყნის ბედით ითამაშა და ამ თამაშში მარცხი განიცადა. მაგრამ რუსეთის მიერ ნასროლი ტყვიაც მასვე დაუბრუნდა რიკოშეტით. სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარეს და მორჩა. კავკასიაში დიდი ხელკეტით თამაში, რუსეთს ალბათ განზრახულის საპირისპირო შედეგს მოუტანს. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, წლების მანძილზე რუსეთის უახლოესმა მოკავშირემ, თავის დიპლომატებს დასავლეთთან უფრო ახლო კავშირების დამყარება დაავალა. ტაჯიკეთმა ოფიციალურ დოკუმენტებში რუსული ენის გამოყენება აკრძალა, ყირგიზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნას, უზბეკეთი ეწინააღმდეგება, სომხეთი თურქეთთან ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრობს, ულტრალოიალური თურქმენეთიც კი ”ნაბუკო”-ს მილსადენისთვის, ”გაზპრომი”-ს კონკურენტი ”სამხრეთის ნაკადი”-ს პროექტისთვის, ბუნებრივი აირის მიყიდვის იდეას ეთამაშება. ეს უკვე აღარაა რეგიონი, რომელიც მოსკოვის დანახვაზე ძრწის. დასავლეთი რუსეთს ამ ისტორიულად არამდგრად რეგიონზე გავლენისათვის არ უნდა ეპაექროს. ამას ბარაკ ობამა კარგად აცნობიერებს. მათ ერთად უნდა იმუშაონ, თავი უნდა აარიდონ ეთნიკური იდენტობისა და სუვერენიტეტის მწვავე საკითხებს. ევროკავშირი ყველა ამ ქვეყანას ერთმანეთთან ისეთი ეკონომიკური კავშირის ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს, რომელიც არა ზეწოლას, არამედ გეოგრაფიულ რეალობას, ენასა და ერთობლივ ინტერესებს დაეფუძნება. გასაოცარია, მაგრამ ამ ჩამონათვალიდან უმრავლესობა, აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია.
-
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
licemer შენ არც გითხარი, ჩოხას ვუპასუხე. ისე გახსოვთ? გააკეთებ - ინანებ, არ გააკეთებ და მაინც ინანებო. მაინც რა გვიყო ამ ოჯახ-სახლკარ-აშენებულმა? : -
Sakartwelo ვიფიქრე, მაგრამ აღარ დავწერე, სხვისი ხელით ჭინჭრის კრეფა ადვილია და შესაბამისად მერე მოთხოვნაც
-
უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ,
liliko replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
choxa ვგულისხმობ არა კონკრეტულად ამ საკითხს - მიშამ თავისი სიბრიყვით იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ჩვენ ვერანაირ პირობებს ვერ დავაყენებთ ვერაფერში. დროა ეს გავიაზროთ და ილუზიებში ნუ ვართ