Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. ერთობ შემაშფოთებელია ის საფრთხე, რამაც რეგიონებში სერიოზულად მოიკიდა ფეხი, თბილისზე რომ აღარაფერი ვთქვა. ფაქტიურად ხდება სასმლის ნარკოტიკებით ჩანაცვლება, რაც გაცილებით საგანგაშოა ამ ომს სხვაგვარად "ყაყაჩოს ომიც" ჰქვია!.. ორიოდე კვირის წინ კახეთში გახლდით. დინჯი კახელები ამჯერად გულისტკივილსა და აღშფოთებას ვერ მალავდნენ, -“ახალგაზრდობა თვალსა და ხელს შუა გვეღუპებაო... - მთელი ცხოვრება მიწაზე შრომას შევალიე, მუდმივად ცას შევყურებთ, იქნებ გაგვიმართლოს დედაბუნებამ და მოსავალი შევინარჩუნოთ. ხომ ხედავთ, ახლაც სეტყვამ წყალში ჩაგვიყარა ნაამაგარი. ეს რა ძნელია, მხოლოდ გლეხმა იცის, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ისეთი უსუსური, როგორიც საღამოობით სოფელში გავლისას, როდესაც ვხედავ, დევებივით ზორბა ჩვენი ნაშიერები როგორ იღუპავენ თავს ათასნაირი წამლებით!.. - აღელვებას ვერ ფარავს ლაგოდეხელი ძია სანდრო. მის თვალებში მთელი კახეთის გულისტკივილი ჩანს: - თუ თავს არაფერი ვუშველეთ, ცოტა ხანში კახეთში ღვინის დამლევი აღარავინ დარჩება, რა მტერი გვყავს, ასე რომ გვებრძვის, შვილო? ძია სანდროს ამ პასუხგაუცემელმა კითხვამ ცნობილი იტალიელი მზვერავის ამპლეტო ვესპას სიტყვები გამახსენა. იგი ჯერ კიდევ 1939 წელს წერდა: "დახოცო მტერი ტყვიებითა და ბომბებით, დიდი ფული ღირს, მაგრამ თუ მას ბოლოს მოუღებ ნარკოტიკით და ამასთან ერთად დიდ შემოსავალს ნახავ, ეს არა მარტო სარფიანი საქმეა, არამედ სამხედრო სტრატეგიის ბრწყინვალე მეთოდი". 7 აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში ნარკოტიზაციის ახალი ტალღა აგორდა. საომარი მოქმედებების შედეგად ათასობით კაცი დევნილად იქცა და უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ნანახისა თუ განცდილის გამო სტრესისგან თავის დაღწევას ასობით ლტოლვილი იაფფასიანი ნარკოტიკით ცდილობდა! ეს პროცესი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებები, რომლებსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებდა, დაბალი დონისა და, შესაბამისად, უეფექტო გამოდგა. ვინაიდან დევნილი მოსახლეობის ერთ ნაწილს (მეტწილად ახალგაზრდობას) ხელი ძვირად ღირებულ ნარკოტიკზე არ მიუწვდებოდა, გორის რაიონში კუსტარულად დამზადებული "ვინტის" (ფსევდო ეფედრინის) მოხმარება დაიწყეს. ცოტა ხანში "ვინტის" მომხმარებელთა რიცხვმა საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ორიოდე თვეში "ვინტი" ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი გახდა საქართველოში. მის პოპულარობას ფასი და ადვილად ხელმისაწვდომობა განაპირობებდა. მიუხედავად იმისა, რომ "ვინტი", ისევე როგორც სხვა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი, ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია და სტაბილურად მისი მოხმარების შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილი გარდაუვალია (ამის შესახებ "კვირის პალიტრა" ცოტა ხნის წინ წერდა), ქვეყნის ნარკოლოგიურ სამსახურებს განგაში არ აუტეხავთ. ექიმები მხოლოდ პირად საუბრებში თუ გამოთქვამდნენ შეშფოთებას. გორის შემდეგ, ყველაზე დაზარალებულ რეგიონად კახეთი ითვლება, სადაც "ვინტის" მოხმარებამ ასევე პიკს მიაღწია. გარდა ამისა, გაიზარდა აივ-შიდსის ახალი შემთხვევების რიცხვი, განსაკუთრებით თელავის რაიონში. კახეთში ნარკოტიკის მოხმარების ფართოდ გავრცელებას მოსახლეობა ძირითადად ერთი მიზეზით ხსნის: ქალბატონი ნათელა (გურჯაანი): - მიწაზე მუშაობა ბებრების გარდა არავის უნდა. აგერ, ჩემს მეზობელს 3 შვილი ჰყავს, სამივეს უმაღლესი დაამთავრებინა, მაგრამ სამუშაო ვერ იშოვეს. გოგო იძულებული გახდა საბერძნეთში წასულიყო, მოხუცს უვლის. ბიჭები კი შინ არიან უსაქმოდ. ერთი რაღაცა წამალს იკეთებდა თურმე, სულ აფთიაქის წინ იდგა, ახლა ქუჩაში ვერ გამოდის, ვეღარ დადის თურმე. ამბობენ, წამალმა უყოო. ამ ოჯახის საცოდაობით აღარა ვართ მეზობლები. ერთი კვირის წინაც გავიგეთ, ვარდისუბანში ბიჭი მომკვდარა, ხმები მოვიდა - წამლისგანო. ნარკოტიკის მომხმარებლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ "ვინტს" კახეთში, კარძოდ თელავში, ისე აღარ იკეთებენ, როგორც ადრე. ამის მიზეზი “უეცრად” გამოჩენილი ჰეროინია, რომელიც საეჭვოდ დაბალ ფასში იყიდება და ადგილობრივი ნარკომანებისთვისაც ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა. ანალოგიური სიტუაციაა ლაგოდეხის რაიონში. ამ ფაქტისადმი საკმაოდ ფრთხილი პოზიცია უჭირავს თელავის ნარკოლოგიურ სამსახურს. ლია კირვალიძე, შპს "თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის" დირექტორი: - ამ ეტაპზე მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა ნარკოლოგიური შემოწმებისას მოქალაქეებში ოპიუმის ჯგუფის გამოვლინება ხშირია. ეს შეიძლება იყოს ჰეროინი ან ოპიუმის ჯგუფის სხვა ნივთიერებებიც.” როგორც ამბობენ, ჰეროინი მოსაზღვრე აზერბაიჯანიდან შემოდის. მისი გადმოტანა საბაჟო გამშვებ პუნქტზე პრობლემას არ წარმოადგენს. არის შემთხვევები, როდესაც წამლის საყიდლად საზღვარზე დღეში რამდენჯერმეც გადადიან. ცნობისათვის: 90-იან წლებში ჰეროინი ძირითადად აზერბაიჯანის საზღვრის სწორედ ამ მონაკვეთიდან შემოდიოდა (სოფლები: კაბალა, ვახტანგისი), თუმცა შემდგომ წითელი ხიდისკენ გადაინაცვლა. დღეს რა პროცესთან გვაქვს საქმე? ეს შეიძლება ერთი მხრივ ერთჯერადი ცვლილება იყოს ადგილობრივ ნარკობაზარზე. მეორე მხრივ, კახეთში აზერბაიჯანული ჰეროინის ასე მასობრივად გამოჩენა, რომლის დაბალი ფასი და შედარებით მაღალი ხარისხი მას ერთიორად მიმზიდველს ხდის, შესაძლოა, იყოს ნიშანი მავანთა მცდელობისა, აღდგეს ძველი ნარკოარხი. ჰეროინი ძირითადად წითელი ხიდისა და სარფის საბაჟოს გავლით შემოდის. ზღვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ეს მიმართულება უფრო პოპულარული ხდება ნარკომომხმარებელთათვის. ვინაიდან საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არ არსებობს ნარკოტიკის აღმომჩენი სპეციალური სკანერები, მისი შემოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარდა ამისა, მებაჟეები და მესაზღვრეები ინიციატივის გამოჩენას ერიდებიან. ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე, ფოთის პორტის საბაჟო სამსახურის თანამშრომელი მიყვებოდა, - ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ დიდი რაოდენობის ვარდისფერი ტაბლეტები (ლაპარაკია ამერიკული წარმოების სუბოტექსზე), რომელიც ძირითადად აშშ-იდან ჩამოყვანილ მანქანებში აღმოვაჩინეთ, ხმა არ ამოგვიღია, რა ვიცით, ვისია(?!), სამსახური რატომ უნდა დავკარგოთო. სამწუხაროდ, საქართველო მხოლოდ ამით არ გამოირჩევა სხვა ქვეყნებისგან. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ევრაზიის კონტინენტზე, სადაც ნარკოტიზაციის ასეთი მასშტაბების ფონზე ნარკოტიკებს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი სამმართველო (სოდი) ებრძვის. ამ სამმართველოს მუშაობის ეფექტიანობა ხშირად დამოკიდებულია ოპერატიული ინფორმაციის სიმრავლესა და ხარისხზე. თუმცა კვალიფიციური კადრების სიმცირის გამო (განსაკუთრებით, რეგიონებში) მუშაობის მაჩვენებელი სასურველზე ბევრად დაბალია. პოლიციის მცდელობა, ჩაერთო საზოგადოება საუკუნის სენთან ბრძოლაში, ჩაიშალა. პოლიციისადმი უნდობლობისა და გამეფებული სტერეოტიპის (ნარკორეალიზატორებს ლობირებს პოლიციაო)”გამო მოსახლეობამ უარი თქვა თუნდაც დიდი ფულადი ჯილდოს (1.000 ლარი) საფასურად დაესახელებინა ნარკორეალიზატორები. იმავე აქციამ, რომელიც მიმდინარეობდა მეზობელ რუსეთში, სახელწოდებით”- "გვითხარით, სად ყიდიან სიკვდილს!" -” ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურებს საშუალება მისცა წლის განმავლობაში ამოეღოთ ტონამდე სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება. 7 აგვისტოს, საქართველომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების წლისთავი აღნიშნა. ცოტამ თუ იცის, რომ აგერ უკვე 20 წელია, საქართველო კიდევ ერთ ომშია ჩაბმული, ომში, რომელმაც წლების განმავლობაში ათიათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, რამდენიმე ასეულ ათასს მომავლის რწმენა დაუკარგა, ხოლო ქართველი ერი გენოციდის "პერსპექტივის" წინაშე დააყენა. სამწუხაროდ, ამ ომმა ჩვენ ვერ შეგვკრა და ვერ გაგვაერთიანა, ჩვენი დამარცხების მიზეზი ჩვენსავე გულგრილობაში უნდა ვეძიოთ. ამ ომს სხვაგვარად "ყაყაჩოს ომიც" ჰქვია!.. ნინო ბურჭულაძე ”კვირის პალიტრა”
  2. Panda და რა შედეგით დასრულდება, პატივცემულო, ეს შეხვედრები? licemer :yes2:
  3. kisa ხოო? არ ვიცოდი. მეც არ გამიკვირდა?! დიდი კატა ვიცი, რომ ასე არ პორჭყნის და ამ კნუტს რა მოუვიდა-მეთქი
  4. prologic პირიქით, მგონი კაი იდეა შემომთავაზე. ალბათ უპრიანი იქნება ამ თემაში მსოფლიო ქალი ლიდერების შესახებ ინ ფორმაციების დადება. თუ მომეხმარები, კაი იქნება :buchti: :2kiss:
  5. mogzauri შენ რა ჩაჟინება გცოდნია? გინდა მაინც მათქმევინო? ვერ დაუვიწყა სანამ პრეზიდენტი გახდებოდა რომ აცდევინა ასლანმა მთელი დღე უშედეგოდ ბათუმში, თან ჩაქვის ოაზისის ჩანაწერი ვერ დაუვიწყა
  6. machkatela თუ ამასაც ისევე ამბობ როგორც გუშინ ქალებზე და ბუზებზე, ჩაგითვლი kisa ბოდიში თემის ავტორთან გაოფებისთვის, მაგრამ ამ საღადაო თემაში თუ ვეტყოდი კისას კისა, ჩემმა ქალიშვილმა ზუსტად შენნაირი ფისო ჩამომიყვანა, იცი რა საყვარელია? მაგრამ საოცრად ბასრი ბრჭყალები და კბილები აქვს, არადა ჯერ 5 კვირისაა
  7. mogzauri ცხვირპირმა ნაკლები, სიმაღლე დაუწუნა მიშამ
  8. prologic კაი პოლიტიკური, და არა მარტო, გემოვნება გქონია ჩილეს საპრეზიდენტო არჩევნებზე 2006 წლის იანვარში მეორე ტურით გამარჯვება მოიპოვა მიშელ ბაჩელეტმა, პირველმა ქალმა პრეზიდენტმა. ის არის პინოჩეტის რეჟიმის მიერ წამებით მოკლული გენერლის ქალიშვილი. პინოჩეტმა ისიც დააპატიმრა.
  9. newstudio ეს დალოცვილი ალასანია თუ ასე აპირებდა ქვეყნის პრობლემების გამოსწორებას, დარჩენილიყო თავის თანამდებობაზე. მართლა თვალში ნაცრის შეყრაა, და იმდენად ბეცი ჰგონიათ საზოგადოება, რომ უკვე შეურაცხმყოფელია
  10. ამაზე ვიტყოდი - მონობის დამმონებელი ცხონდაო
  11. licemer ეზოპესთან საერთო ის მაქვს, რომ ის მონა იყო, მე ქალი, ორთავეს არ შეგვიძლია საკუთარი ნააზრევის პირდაპირ თქმა, ამიტომაც გვიწევს აზრის ნართულად მინიშნება
  12. licemer როგორც ხდება ხოლმე, ზოგადად და სერიოზული სახით ვამბობ სერიოზულ სათქმელს :ena:
  13. mogzauri დურუ ხუნჭუას დავუძახოთ, ის გვიშველის. აბა აქ ყველა ნამეტნავად კულტურულია ისე ეს მომენტი ჩემთვის საინტერესოა :mamao: მაინც მართლმადიდებლობამ ითამაშა ალბათ უმეტეს შემთხვევაში ქვეცნობიერად თავისი როლი
  14. likachoo ხო, მასე ვქნათ, ის კი ამ დროს ეროსი მანჯგალაძის გმირივით იფიქრებს, რომ ჯადოსნური უჩინმაჩინის ქუდი აქვს და მიქანქარდი, მიგანქარდის ძახილით ჩვენს ირგვლივ იტინგიცებს :2kiss:
  15. likachoo თუ გავითვალისწინებთ, რომ უბრალო ჭიშკარი არ იღებება საქართველოში მიშას ნებართვის გარეშე, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი
  16. licemer და ბავშვების უკონტროლო გართობა რადაც გვიჯდება ეს გასულმა აგვისტომ დაგვანახა
  17. newstudio ვადასტურებ, მაგრამ ნაწილობრივ შევსწრებივარ როდესაც ქალს, ვინც თავისი ჭკუით, ინტელექტით, თუნდაც გამოცდილებით აქვს უპირატესობა, მაგრამ დაუწერელი კანონით მამაკაცთა ერთობა მის ოპონენტ მამაკაცთან შედარებით უფრო მკაცრად უდგება licemer ზოგადად და სერიოზულად :2kiss:
  18. newstudio რომ იცოდე რამდენი მოწუწუნე კაცი მინახავს ცხოვრებაში, მინიმუმ ამ თემაში მაგას არ დაწერდი ;) ისევე როგორც კაცებს ქალის უბეში თავის ჩამალვა :ena: :2kiss: licemer მე ზოგადად ვამბობ :2kiss:
  19. licemer საბოლოო ჯამში ამ ქვეყნიდან ყველა ხელცარიელები მივდივართ, მაგრამ გულნაკლულებიც რომ მრავლად არიან, ესაა ცუდი ;)
  20. licemer გულს ნუ დაიწყვეტთ ბატონო ლიცემერო, თქვენ არც პირველი ხართ და ვაი რომ არც უკანასკნელი :papa: :2kiss:
  21. licemer ეჰ, ჩემო კარგო, მარტო დრო არაა საკმარისი იმისთვის რომ მაინც და მაინც იმას შეხვდე, ვინც სრულად შეგიცვლის ბევრ რამეზე შეხედულებას. ამას მისი უდიდებულესობა ბედი და შემთხვევა განსაზღვრავს ;)
  22. newstudio ამ შეჩვენებულს ასლანა დაემართა? ;) პუტინი კი არა, მეტ-ნაკლებად თავმოყვარე მაფიოზამ რომ მოინდომოს, ჩათვალოს რომ უკვე ტრუპია. აღარ იცის როგორ გადაფაროს მოლოდინი კომისიის დასკვნისა
  23. licemer რატომ ბატონო ლიცემერ, ასე მოჭრილად? რაც შეუძლია მიშს აკეთებს, ყოველ შემთხვევაში გვაბოლებს :ena:
  24. ძუკუ ცდებით ბატონო ძუკუ, მიშიკოს ამ დაპირების მერე ახალი ტალღები იყო, ასე რომ თავად არ ახსოვს, ახლა რომელ ტალღაზეა აკრეფილი
×
×
  • შექმენი...