Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. Sakartwelo თუ მაგია უმთავრესი, ახლაც რუსეთს გამარტივებული სავიზო ურთიერთობები აქვს მსოფლიოს 50 მნიშვნელოვან ქვეყანასთან, მათ შორის შტატებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველა ამ პასპორტის მფლობელს უარს არ ეუბნებიან ვიზაზე. ასე რომ...
  2. lasha1997 თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლა ჩანს, შორს არაა ეგეც მთავარია, რომ ვინც ახლა თავს იდებს რუსეთის გინებით, ზუსტად უმეტესობა მათგანი ახლა იმ პასპორტის რიგში ჩადგება
  3. Grig მე თავად პრინციპულად არ შევდივარ, ჯერ კიდევ გასული აგვისტოდან.
  4. Sakartwelo ჩემო კარგო ეს არის მცოცავი და ძალიან სახიფათო ანექსია ქვეყნისა, როდესაც ტერიტორიით კი არა, მოსახლეობით იწყებ მის მისაკუთრებას. ასე მოხდა 2001 წლიდან მოყოლებული, როდესაც დაიწყო მასიურად რუსეთის პასპორტების გაცემა აფხაზეთში და ცხინვალში. ჩვენმა ბრიყვმა ხელისუფლებამ კი პრევენციისთვის არაფერი არ გააკეთა
  5. Grig თუ ფორუმ-გეს გულისხმობ, მე იქ არ შევდივარ. ასე რომ ლიცემერი გავგზავნოით მსტოვრად და თუ რამე იქნება საინტერესო ალბათ გაგვაგებინებს
  6. licemer დარწმუნებული იყავი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა აიღებს :boli:
  7. asds ეს ვიდეო შენს პატარას იმედია მოეწონება :2kiss:
  8. newstudio საზღვარი ყველაფერს მაშინ აქვს, როდესაც საზღვარს უწესებ. მანამდე ყველაფერი უსაზღვროა, მათ შორის ნაგლობაც. თან ადვილია მოსთხოვო წესებით თამაში მას, ვისაც წესები ფეხზე კიდია, მაგრამ შედეგი რამდენად დადგება - ეს მეორე საკითხია. ამ შემთხვევაში შენ უნდა შეეცადო დაანახო, რომ შეგიძლია მისი ჩარჩოებში ჩასმა. ეს როგორ გაკეთდეს? ხედავ რომ ოპოზიცია მიზეზთა გამო არ/ვერ ახერხებს ხელისუფლების კონტროლს; სამოქალაქო საზოგადოება - როგორც ასეთი არ არსებობს იმ მასშტაბებით, რომ ინიციატივა თავის თავზე აიღოს და მერე ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანოს; პროკავშირები მკვდრად შობილია; ანტიმონოპოლიური სამსახური აღარ არსებობს და ა.შ. ე.ი. ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე ინიციატივა. აი აქ კი უკვე შეიძლება შენ და შენმა ფორუმმა აიღოთ ინიციატივა საკუთარ თავზე. იმედია, რომ იუზერებიც შემოგიერთდებიან. ასე რომ დაიწყე, თუ შეძლებ იდიოტმა ოპოზიციონერებმა სოციალური თემატიკა საერთოდ ამოიღეს საპროტესტო ლექსიკიდან და პოლიტიკურ სნობიზმში ჩაიკარგნენ - ეგღა გვაკლია შიმშილის გამო ვიპროტესტოთ - ღირსება უმთავრესიაო, არადა მაგათი თავი მანახა მართლა თუნდაც ერთი თვის ნაშიმშილევი, ვნახავდი ბევრს დარვინის თეორიით ჩვენი წინაპრის მდგომარეობამდე დასულს :boli: ამ ფორუმს აშკარად აქვს იმის რესურსი, ყოველ შემთხვევაში რაღაცას შეეცადოს პირადად მე, თუ რამეს შევძლებ დაგეხმარები კი არადა შენთან ერთად შევეცდები რამე გამოვიდეს :yes2:
  9. Grig ჩუ, სომხებმა არ გაგიგონ ისე, სპროვედლივოსტი რადი, უნდა ვაღიაროთ, რომ სომხებს ამ საქმეში ვერ ვჯობივართ, და თუ მკითხავ, ძალიანაც კარგი რომ ვერა :boli:
  10. licemer საერთოდ ისტორია და არა მარტო ქვეყნების, ადამიანებისაც ტენდენციური და სუბიექტურია
  11. kisa არც მთლა მასეა საქმე. მაგრამ იმდენი აპიარეს ვანოს ყოვლისმცოდნეობა და ინფორმირებულობა, რომ შენც კი დაგაჯერეს, რახან დაგაჯერეს, ამიტომაც მოელი. შენ ჩემზე უკეთ იცი ადამიანის ფსიქოლოგია
  12. kisa არც უნდა მივიდეს, ბოლო-ბოლო შინაგან საქმეთა სამინისტროა, მართლა სოფლის მეურნეობის ან თუნდაც მშენებლობის ხომ არა, საგარეოზე აღარაფერს ვამბობ, იგულისხმება ვანოს ხანგრძლვივი ვიზიტი შტატებში
  13. Saturn არაა ეს სისულელე, ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის სახელმწიფოების ხელისუფლებები ასე არ ფიქრობენ. ასე რომ კისა ასეთ შეფასებას შენგან აშკარად არ იმსახურებს
  14. ანტიქართული ვიკიპედია ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ვებ-გვერდ “ვიკიპედიაზე” საქართველოს ისტორიის დამახინჯებას აპროტესტებს. “ვიკიპედიაზე” არსებული ინფორმაციების ჩასწორებისა და ადმინისტრაციისთან შესაბამისი პროტესტის დაფიქისრების ინიციატივა ინტერნეტ-ფორუმ www.planeta.ge-ს მომხმარებლებს ეკუთვნით. როგორც ჟურნალისტებს აღნიშნული ფორუმის ადმინისტრატორმა, არჩილ მელიქიშვილმა განუცხადა, ბოლო დროს “ვიკიპედიაზე” შეინიშნება ტენდეცია, რომ სომხური, აფხაზური, ოსური და რუსული ჯგუფები აქტიურად მუშაობენ საქართველოს ისტორიის დამახინჯებაზე. კერძოდ, “ვიკიპედიაზე” განთავსებული რუკებიდან ირკვევა, რომ თითქოს მე-10-12 საუკუნეებში დღევანდელი ე.წ. სამხრეთ ოსეთი მაშინდელი ალანიის ნაწილი იყო ყაზბეგთან ერთად და ა.შ. მელიქიშვილის თქმით, საინიციატივო ჯგუფის მიზანია, “ვიკიპედიის” ადმინისტრაციას სწორი ინფორმაცია დოკუმენტებით დაუმტკიცოს და ამისთვის ისტორიკოსებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, რადგან, მისივე განმარტებით, სანდო წყაროს გარეშე ქართულ ჩასწორებებს ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ შლის და ხშირი ჩასწორებების შემთხვევაში, საერთოდ ბლოკავს მომხარებელს. “ვიკიპედია” მსოფლიოს მრავალრიცხოვან მოხალისეთა მიერ ერთობლივად დაწერილი ენციკლოპედიაა. კერძოდ, სპეციალური ტიპის ვებ-გვერდი, რომელზეც ერთდროულად მრავალი ადამიანი მუშაობს და ცვლილებები შეაქვთ ხოლმე, თუმცა არაადეკვატური ცვლილებები სწრაფად იწმინდება. მიუხედავად ამისა, “ვიკიპედიაზე” მაინც ფიქისრდება საქართველოს ისტორიის დამახინჯების შემთხვევები. http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...0295&act=ns
  15. ხელისუფლებაში მორიგი "სამთავრობო კარუსელი" იგეგმება 19:48 - 14.08.2009 ხელისუფლებაში მორიგი "სამთავრობო კარუსელი" იგეგმება. "პირველის" ინფორმაციით, ამ საკითხს სამთავრობო კულუარებში უკვე აქტიურად განიხილავენ. როგორც "პირველს" სანდო წყარომ აცნობა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი უახლოეს მომავალში შესაძლოა, ყოფილმა მოსამართლემ, წინა მოწვევის პარლამენტის წევრმა ნაზი არონიამ დაიკავოს, რომელიც ამჟამად დიპლომატიურ სამსახურშია. მოქმედი გუბერნატორი ზაზა გოროზია კი შესაძლოა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ვიხილოთ. თუმცა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე კიდევ ერთი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვილის კანდიდატურა განიხილება. რაც შეეხება ჯანდაცვის მოქმედ მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს, ჯერჯერობით უცნობია, გამოიძებნება თუ არა მისთვის ხელისუფლებაში ახალი ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით "პირველი" ზაზა გოროზიას დაუკავშირდა, თუმცა მან აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. "მგონი, თქვენ უფრო მეტი იცით ჩემზე, ვიდრე მე. ეს ინფორმაცია პირველად მესმის", - განაცხადა გოროზიამ. კიდევ ერთი საკადრო ცვლილება, რომელსაც სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტს ეხება. ეს სავარძელი შესაძლოა, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულს ლადო ვარძელაშვილს ერგოს. აღნიშნული ინფორმაცია "პირველთან" საუბარში თავად ვარძელაშვილმა არ დაადასტურა, თუმცა არც კატეგორიულად უარყო. "გოგა ხაჩიძის ადგილზე ჩემი შესაძლო დანიშნვის შესახებ ვერაფერს გეტყვით, პირველად მესმის", - განაცხადა ვარძელაშვილმა, რომელმაც არც ის იცის, დათანხმდება თუ არა შემოთავაზების შემთხვევაში გარემოს დაცვის მინისტრის სავარძელს. "არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია", - დასძინა გუბერნატორმა. ამავე წყაროს ცნობით, ვარძელაშვილი გუბერნატორის თანამდებობაზე შესაძლოა, ეროვნული უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა მდივანმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ჩაანაცვლოს. რაც შეეხება გარემოს დაცვის მოქმედ მინისტრს გოგა ხაჩიძეს, კულუარული ინფორმაციის მიხედვით, ის საქმიანობას დიპლომატიურ სფეროში გააგრძელებს: ხაჩიძეს სავარაუდოდ, სომხეთში საქართველოს სრულუფლებიან ელჩობას შესთავაზებენ. შეგახსენებთ, რომ "პირველი" გუშინ კიდევ ერთი სამთავრობო ცვლილების შესახებ წერდა, რომლის მიხედვით, კობა სუბელიანის თანამდებობიდან გაშვების საკითხი უკვე გადაწყვეტილია და მეტიც, მან თანამდებობა სავარაუდოდ, უკვე დატოვა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტი კი შესაძლოა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს მალხაზ აკიშბაიას გადაულოცოს. თავად აკიშბაია "პირველთან" საუბარში ირწმუნება, რომ არანაირი მსგავსი შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია და ამის შესახებ არც კი სმენია. სუბელიანის უწყებასთან დაკავშირება კი "პირველმა" მთელი დღის განმავლობაში ვერ მოახერხა. "პირველის" ინფორმაციით, სუბელიანი აშშ-ში "იძულებითი მივლინებით" იმყოფება. იგი შტატებში სავარაუდოდ, 10 დღის წინ გაემგზავრა. "პირველის" წყარო კატეგორიულად ამტკიცებს, რომ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საქართველოდან გაუჩინარებულ სუბელიანს დევნილებისათვის გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან. მისივე ინფორმაციით, მერაბიშვილი-ადეიშვილის უწყებებში საქმე სუბელიანის წინააღმდეგ უკვე შეკრულია, თუმცა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება. წყაროს ცნობით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი პრემიერ-მინისტრის საითხი. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას დატოვებს, მოქმედი პრემიერი ნიკა გილაური კი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდება. ამ დრომდე უალტერნატივოდ რჩება იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის გაპრემიერების ვერსია. იუსტიციის მომავალი მინისტრის ვინაობა ჯერჯერობით არც კულუარებში სახელდება. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...79&Itemid=1
  16. erfiro სუბელიანები, აქიშბაიები და ძმანი მათნი მხოლოდ და მხოლოდ მართული მარიონეტებია უფრო დიდი ბიძიების მიერ მართული სხვა დიდი მარიონეტებისგან
  17. The Bearer of Light როცა მიხვდები რა და ვის უნდა უთხრა, შემდეგ კლასში აუცილებლად გადახვალ
  18. The Bearer of Light რატომ, ძვირფასო? თქვენ დაწყებითში მაინც ხართ, მე ჯერ მანდამდეც ვერ მივსულვარ :2kiss: The Bearer of Light თუნდაც ამ პოსტით მტკიცდება თქვენი კლასი
×
×
  • შექმენი...