Jump to content
Planeta.Ge

liliko

პლანეტელი
  • პოსტები

    1.721
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი liliko

  1. dire მაპატიე, ჩემი შენდამი პატივისცემის მიუხედავად ვერ დაგეთანხმები! საზოგადოება, სადაც შესაძლებელია მოვლენები ისე განვითარდეს, რომ სადავეები ერთი რომელიმე პერსონის ან თუნდაც ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს, პრობლემა მასშია და არა პირიქით.
  2. dire სირთულე და ტრაგიკულობა ჩვენი იმაშია, რომ მარტო მიშა და ვანოში არაა პრობლემა
  3. Saturn რა იყო, ხომ არ შეგშურდა? მიუხედავად იდეოლოგიური და ღირებულებითი სხვაობისა ერთ კოცნას შენთვისაც გავიმეტებ. იმედია, ოდესმე მიხვდები, რომ მიშა არ ღირდა იმად, რომ ყველა განსხვავებული ხედვის ადამიანისადმი ასეთი ირონილული ყოფილიყავი :2kiss: kisa ეგ ნაცებში ღიად არ იყო, გაერთიანებული ოპოზიციის სიით სალომეს კვოტით გაძვრა პარლამენტში
  4. newstudio პირადად მე არაფერს. kote-1962 :yes2: იცნობ შენც?
  5. kote-1962 სამწუხაროდ მე პირადად მხვდა "პატივი" მისი გაცნობისა და ვიცი რასაც ვამბობ
  6. newstudio ამჯერად თემაზე რას ვფიქრობ იმას კი არ დავწერ, არამედ იმას, რომ ეს დიმა ლორთქიფანიძე არის ნაძირალა ადამიანი, რომელიც ყველასთან ცდილობს "თნამშრომლობას" :eeh: იმედია შალვასთან არ გაუვა ის, რაც სალომესთან და გაერთიანებულ ოპოზიციასთნ გაუვიდა
  7. newstudio უმეტესობა კაცებისა კრიტიკულმ მომენტში იმ ერთადერთისთვისაც არ გაწირავს თავს. ასე რომ ეს არაა სიყვარულის შეფასების კრიტერიუმი
  8. Saturn უპარტიო ვარ ჩამო კარგო. საქასრთველოში არ არსებობს კლასიკური გაგებით პარტიები, ეს უფრო კლანები ან ერთი კაცის კუტოკებია dire ერთადერთი მიუნჰაუზენმა შეძლო თAვისი თAვის ამიოთრევა ჭაობიდან, ისიც თუ დაეჯერება მას ამაში ;) ასე რომ შანსები მინიმალური გვაქვს
  9. newstudio დაუჯერებელი არაფერია გაგანია 2004 წლის ზაფხულში, მაშინ როდესაც ბრძოლები იყო, ბიზნეს-ურთიერთობები რომ იყო ცხინვალსა და თბილისს შორის - ნამდვილად ვიცი! ინტერესთა სფერო იყო კონკრეტულად ხე-ტყე და კონტრაბანდა
  10. მოკლედ ქვემოთ მოყვანილი სტატია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პიარის მანქანა ჩაირთო. კოკოითის ამაყ განცხადებაც, რომ 26 აგვისტოს გინესის რეკორდი დამყარდება ცხინვალშიო, ნამდვილად ამ პიარშიკების ნაკარნახევაი. და მგონია სულ ცოტა ხანში ცხინვალში შესაბამისი მასშტაბებით მოხდება იმ ნაბიჯების გადამღერება, რასაც მიშას დგამდა მთელი ამ 6 წლის განმავლობაში პიარ-სააგენტოები შემოსავალს რუსულ კონფლიქტზე შოულობენ დევიდ თეზერი რუსეთი, სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი დასავლურ მედიაზე გავლენისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებს იყენებენ ეს, როგორც ომის ნადავლი ისეა. გლობალური რეცესიის მიუხედავად, “საზოგადოებასთან ურთიერთობის” ინდუსტრიას მანამდე არ არსებული შემოსავლის წყარო გაუჩნდა - ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც დასავლეთში გავლენის მოპოვება სურთ. მართალია ამ თვეში რუსეთი ჩრდილოეთ-კავკასიაში ძალადობის მზარდი ტალღის პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის გამო რუსულ-ქართული კონფლიქტის წლისთავმა შედარებით მშვიდად ჩაიარა. მართალია სროლა არ ისმოდა, თუმცა მხარეები ხმამაღალი განცხადებებით ერთმანეთს თავს ესხმოდნენ. ამ დაპირისპირებამ სამხრეთ- ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონების მომავალზე შესაძლოა გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს. სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის მთავრობებმაც კი მიმართეს კომპანიებს, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მუშაობენ. ეს კომპანია Saylor Group-ია, რომლის სათაო ოფისი პასადენაში, კალიფორნიაში მდებარეობს. ომი მოსკოვსა და თბილისს შორის დღეს ძირითადად დასავლურ საინფორმაციო საშუალებებში მიმდინარეობს. წარსულ კონფლიქტებში მათ ალბათ პროპაგანდას დაარქმევდნენ, მაგრამ დღეს ეს ზედმიწევნით კოორდინირებული საზოგადოებრივი ინფორმაციაა, რომელსაც ლონდონის, ვაშინგტონის და ბრიუსელის სააგენტოები ამზადებენ. სამი წლის წინ რუსეთმა, სანკტ-პეტერბურგის სამიტის მოწყობის წინ, თავისი იმიჯის “გასაპრიალებლად” კომპანია Ketchum დაიქირავა და ამ ნიუ-იორკული პიარ-სააგენტოს მომსახურებით დღემდე სარგებლობს. როდესაც მოსკოვმა დასავლურ პიარ-კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა (მისთვის ეს პირველი მსგავსი გამოცდილება იყო), ბევრმა ამაში დასავლეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების ცვლილება დაინახა. კომპანია Ketchum-ში ამ მიმართულებაზე “დიდი რვიანის” წევრ-ქვეყნებში 50 ადამიანი მუშაობს. ის ბრიუსელის სააგენტოს Gplus-ის (Omnicom-ის ჯგუფი) მომსახურებასაც იყენებს. ლონდონში Gplus-ის სუბკონტრაქტორი სააგენტო Portland-ია, რომელსაც ტიმ ალანი ხელმძღვანელობს და მოსკოვში “ბი-ბი-სი”-ს ყოფილი კორესპონდენტი ენგუს როქსბურგი, თუმცა ამ კომპანიის მთავარი საქმიანობა დაკავშირებულია აშშ-ს სტრატეგიის რეალიზაციასთან, მედიაში ინფორმაციისთვის თვალის მიდევნებასთან და რუსეთის საელჩოსთან თანამშრომლობასთან. კონფლიქტის დროს ქართველებს ბრიუსლის სააგენტო Aspect-ი ემსახურებოდა, რომელსაც ბრიტანელი ჯეიმს ჰანტი ხელმძღვანელობს, მაგრამ მოგვიანებით ისინი ლონდონურ ფირმა Project Associates-ზე გადაერთვნენ, სადაც ქართულ თემატიკაზე Sunday Times-ის პოლიტიკური ინფორმაციის განყოფილების ყოფილი რედაქტორი დევიდ კრექნელი მუშაობს. ამერიკული გამჭვირვალობა ისევე როგორც კომერციულ კონტრაქტზე ხელისმომწერ ნებისმიერ კლიენტთან დაკავშირებით, აქაც საკმაოდ რთულია იმის გარკვევა თუ რამდენი გადაუხადა თითოეულმა სახელმწიფომ ბრიტანეთის პიარ-კომპანიებს, მაგრამ აშშ-ში, სადაც ფირმები ვალდებულები არიან უცხოეთის ქვეყნებთან გაფორმებული ნებისმიერი კონტრაქტი დაარეგისტრირონ, სურათი გაცილებით გამჭვირვალეა, მაგალითად საქართველომ თებერვალში თვეში 50 000 დოლარად დაიქირავა WPP ჰოლდინგის კომპანია Public Strategies, ასევე ვაშინგტონის პიარ-სტრატეგები დენიელ კუნინი და გრეგორი მანიატისი, რომლებიც წლის ბოლომდე მოქმედ კონტრაქტში 360 000 ევროს მიიღებენ. მას კონსულტანტები ასევე პარიზშიც ჰყავს. რუსებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანია Ketchum-ს და მის ფილიალს Washington Group-ს ყველაზე ცოტა 14 მილიონი დოლარი გადაუხადეს, 5 მილიონი დოლარი კი ფინანსურ პიარ-კომპანია Gavin Anderson-ს სახელმწიფო გაზის გიგანტის “გაზპრომი”-ს ინტერესების წარმოსადგენად. ბოლო კვირეებში მსგავსს საქმიანობას სამხრეთ-ოსეთმა და აფხაზეთმაც მიჰყო ხელი. სამხრეთ-ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ და აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა Guardian-ის გვერდებზე ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, სადაც მათ განაცხადეს, რომ დასავლეთმა “მორალური მარცხი” განიცადა, როდესაც მათი დამოუკიდებლობა არ აღიარა და არ შეიმჩნია საქართველოს ქმედებები. ამ ნაბიჯით, როგორც სჩანს ისინი მსოფლიოსთვის იმის თქმას შეეცადნენ, რომ მათი რეგიონები სხვის ტერიტორიულ დავაში უბრალო პაიკები კი არ არიან, არამედ რეალური გეოგრაფიული სუბიექტები, რომლებსაც საკუთარი ისტორია და კულტურა აქვთ. ისინი Saylor-ს თვეში 30 000 დოლარს უხდიან (აქედან Los Angeles Times-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი მარკ სეილორი საათში 550 დოლარს იღებს). Saylor-ი, ადრე რამდენიმე ქვეყნის მთავრობაზეც მუშაობდა, მათ შორის ეთიოპიასა და დუბაიშიც. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ Saylor-ს თანხას კრემლი უხდის, თუმცა მხარეები ამ ფაქტს უარყოფენ. “საქართველომ დასავლური პიარ-კომპანიების მთელი არმია დაიქირავა, რომ ჩვენი რეგიონის მომავლის ირგვლივ საერთაშორისო დებატები გამორჩეულად საქართველო-რუსეთის ბრძოლის კონტექსტში წარიმართოს” - ამბობს აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტინა ბჟანია. იმ პერიოდის ცნობებში გაისმის შეფასებები იმის თაობაზე, რომ შარშანდელი კონფლიქტის დროს საქართველომ პიარ-ომი მოიგო, წარმოაჩინა რა საკუთარი თავი მამაც პრო-დასავლურ ქვეყნად, რომელიც იმპერიალისტურ რუსეთს ებრძვის. მოსკოვში მომუშავე ერთი ჟურნალისტი ამბობს, რომ - ”რეპორტიორები დღეში ფოსტით 30 შეტყობინებას იღებდნენ, ასევე იღებდნენ ტექსტურ შეტყობინებებს რუსეთის მიერ ჩადენილ ბოლო “არაადამიანურ” დანაშაულებებზე. ჟურნალისტებს იწვევდნენ გორში სროლებით დაზიანებული ადგილების დასათვალიერებლად, რაზეც პასუხისმგებლობას რუსებს აკისრებდნენ.” საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჩვეულებრივ ეკრანზე ევროკავშირის დროშის ფონზე ჩნდებოდა, უცხოური მედია-საშუალებების წარმომადგენლების ზარებს პასუხობდა და Wall Street Journal-ში წერილებს აქვეყნებდა. რუსეთს მედიასთან კეკლუცის თვალსაზრისით ბევრი არაფერი გაუკეთებია. “ქართველები, რეალური ფაქტებისგან დამოუკიდებლად, პიარ-აქციებს ადგილზე მართავდნენ და ამ საქმეს შესანიშნავად გაართვეს თავი და დასავლური ქვეყნების სიმპათიები და მხარდაჭერა მოიპოვეს” - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც კონფლიქტის დროს ქართულ პიარ-კამპანიას “უნიკალური” უწოდა. პიტერ უილბი ამის თაობაზე Guardian-ში კონფლიქტის დროს ასე წერდა - “ეს ხანმოკლე ომი კავკასიაში ნიკ დევისის წინგში Flat Earth News-ში აღწერილი სიტუაციის კლასიკური მაგალითი გახდა. გაზეთების უმრავლესობას იქ მიმდინარე მოვლენებზე რეალურად წარმოდგენა არ ჰქონდა და ამის გარკვევისთვის საკმარისი რესურსებიც არ გააჩნდა, ამიტომ საქმის ცოდნით ორგანიზებულ პიარზე დიდი მოთხოვნა ასრებობდა.” ყველაზე ხმამაღალი ხმა საქართველო დღესაც ყველაზე ხმამაღლა საუბრობს. სააკაშვილმა, როგორც მისი მთავრობის ბევრმა წევრმა, განათლება დასავლეთში მიიღო და ინგლისურ ენას კარგად ფლობს. მას “მედიაში გათვითცნობიერებულ” ადამიანს უწოდებენ, რომელსაც ესმის თუ როგორ უნდა მოიქცეს თავისუფალ მედიასთან, იმის მიუხედავად რომ თავად საქართველოში პრესას ძალიან ახშობენ. ჟურნალისტების თქმით თბილისში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ის მარტივად ხელმისაწვდომია. არც ერთმა პიარ-სააგენტომ კლიენტებთან მათ ურთიერთობაზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ ქართველებს რომლებიც ამერიკულ და ევროპულ დახმარებასა და მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებულები, რა თქმა უნდა დასავლეთის საზოგადოებრივი აზრის გადმობირებით, ყველას მოგება შეუძლია. პიარ-ინდუსტრიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამის თაობაზე ამბობს - “რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში საქართველო იმარჯვებს. ეს გარდაუვალია. მათ ასეთი მიდგომა აქვთ: რაც შეიძლება ხშირად უნდა ახსენონ სააკაშვილის და პუტინის გვარები ერთ წინადადებაში, ის თუ როგორ ვერ იტანს მას პუტინი და როგორ სურს მისი “კვერცხებით ჩამოკიდება.” ეს 101%-ით მუშაობს. სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ, პატარა დიდის წინააღმდეგ, თავისუფლების მოყვარე ქვეყანა ბანდიტური რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს წარმოაჩენენ თეთრებში შემოსილ დემოკრატიულ რაინდად, რომელიც რუსეთს აკავებს. ისინი პირველი დღიდანვე ასე მოქმედებენ.” “რეალურმა პოლიტიკამაც” თავის როლი შეასრულა. საბჭოთა დროს ეს არავის ანაღვლებდა, მაგრამ დღეს ეკონომიკები ურთიერთდამოკიდებულია, ამიტომ უფრო ფართო აუდიტორია, რომელსაც მსგავსი ისტორიებით კვებავ, უკიდურესად მნიშვნელოვანია. დასავლეთში ელიტა დღეს აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებას იმას, თუ როგორ განვითარდება ამ რეგიონის მომავალი. კონფლიქტის პირველ წლისთავზე რუსებს ბევრი არ უხმაურიათ. როგორც ცნობილია Ketchum-ის როლი ძირითადად საკვანძო ფიგურებთან დაკავშირების უზრუნველყოფასა და რეკომენდაციების მიწოდებაში მდგომარეობდა. გასული ექვსი თვის განმავლობაში კომპანიის საქმიანობის ჩამონათვალში შედიოდა პუტინის პრეს-მდივანთან დიმიტრი პესკოვთან ინტერვიუების ორგანიზება, სტატიები მედიაში, მათ შორის ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა New York Times და Washington Post, უკრაინასთან გაზის კონფლიქტზე წერილების გამოქვეყნება და ბარაკ ობამასთან სამიტის წინ დიმიტრი მედვედევთან ინტერვიუების ორგანიზებაზე პასუხების გაცემა. როგორც სჩანს, რუსები გაცილებით მეტ ინიციატივასა და აქტიურობას მაშინ იჩენენ, როდესაც კომერციული ხასიათის პრობლემები ჩნდება, მაგალითად გაზის კონფლიქტი უკრაინასთან, თუმცა რჩევებს ისინი ყოველთვის არ ითვალისწინებენ და მათი მიდგომები ძველ საბჭოთა პერიოდს ჰგავს, რისი დემონსტრირებაც იყო ქართული ბლოგერის დაბლოკვა, რამაც რამდენიმე კვირის წინ Facebook-ის მთელი ქსელი მწყობრიდან გამოიყვანა. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, რომ - “იმისთვის, რომ აქტიური პოლიტიკოსი გახდე, რუსეთში პიარი მნიშვნელოვანი არ არის. ადრე ისინი საკუთარი პოზიციების დაცვას დიპლომატიური არხებით ცდილობდნენ, მაგრამ დღეს დიპლომატია იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული მედიასთან, რომ უკვე იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ პრესა აქ უფრო მნიშვნელოვანია.” ან როგორც ამის თაობაზე შარშან კრემლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა - “როდესაც საქმე მედიის გამოყენებას ეხება, ჩვენ სკოლის მოწაფეებივით ვიქცევით, მაგრამ ვსწავლობთ.” http://www.guardian.co.uk/media/2009/aug/2...georgia-ketchum
  11. Saturn რიჩარდ პაიპსი სხვაგვარად ფიქრობს სიამაყე და ძალაუფლება ორ კონტინენტზე გადაჭიმული რუსეთი საკუთარი წარსულითაა შეპყრობილი. რიჩარდ პაიპსი იმაზე წერს, რომ ქვეყანას თავის აგრესიულ ტენდენციებზე უარის თქმა და დასავლეთთან შერყწმა სჭირდება. რიჩარდ პაიპსი რუსეთი ერთი იდეითაა შეპყრობილი - მას უნდა, რომ “დიდ სახელმწიფოდ” აღიარონ. ასეთი განცდა მას თან სდევს მე-17 საუკუნიდან მას შემდეგ, რაც ციმბირი დაიპყრო, მაგრამ განსაკუთრებით მას მერე, რაც მეორე მსოფლიო ომში გერმანიაზე გაიმარჯვა და კოსმოსში პირველი ადამიანი წარმატებით გაუშვა არაფერია იმაზე უფრო ადვილი, რომ მისი პრეტენზია ესოდენ აღმატებულ სტატუსზე გაითვალისწინო, პატივისცემა დაუდასტურო და მის სურვილებს ყური მიუგდო. ამ თვალთახედვიდან, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ამ ბოლო დროს, ამავე ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსეთზე გაკეთებული კომენტარი ერთნაირად უადგილო და საზიანო იყო. “რუსეთმა რამდენიმე ძალიან რთული და აწონილი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს” - განაცხადა მან - “მათი მოსახლეობა მცირდება, ეკონომიკა ჭკნება, საბანკო სექტორი კი ალბათ ვერ გაუძლებს მომავალ 15 წელიწადს.” ეს შენიშვნები მცდარი როდია, მაგრამ საჯაროდ წარმოთქმული ისინი სხვას არაფერს ემსახურებიან, გარდა რუსეთის დამცირებისა. ბაიდენი ვარაუდობდა, რომ მის მიერ აღწერილი ტენდენციები, რუსეთს დასავლეთთან თანამშრომლობაში მეტი ღიაობისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენმა სახელმწიფო მდივანმა სცადა სასწრაფოდ გამოესწორებინა ბაიდენის სიტყვებით მიყენებული ზარალი, “იზვესტია”-მ რუსეთის წამყვანმა ყოველდღიურმა გაზეთმა, სტატიის სათაურში ამაყად განაცხადა -”ჰილარი კლინტონმა რუსეთი უდიდეს სახელმწიფოდ აღიარა.” მსოფლიო პროცესებზე რუსეთის გავლენას განაპირობებს არა მისი ეკონომიკური ძლევამოსილება ან კულტურული ავტორიტეტი, არამედ მისი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობა. ის არა მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფოა, ყველაზე გრძელი საზღვრით, არამედ სწორედ ის დომინირებს ევრაზიის კონტინენტზე და უშუალოდ ესაზღვრება სამ მთავარ რეგიონს: ევროპას, ახლო-აღმოსავლეთს და შორეულ-აღმოსავლეთს. ეს სიტუაცია მას აძლევს საშუალებას თავის სასარგებლოდ გამოიყენის მსოფლიოს ყველაზე დასახლებულ და სტრატეგიულ სივრცეებში მომხდარი კრიზისები. ამ მიზეზების გამოა, რომ ის არის და დარჩება კიდეც მსოფლიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებს, რომ რუსების უმეტესობა ნანობს საბჭოთა კავშირის დაშლას და სტალინისადმი ნოსტალგიას განიცდის. რაღა თქმა უნდა, მათ ადამიანის უფლებების დარღვევები და სავალალო საარსებო სტანდარტები როდი ენატრებათ, მათი სინანულის ობიექტი ქვეყნის მაშინდელი სტატუსია: ანგარიშგასაწევი ძალა, რომელსაც პატივი უნდა სცე და რომლისაც უნდა გეშინოდეს. დღევანდელ ვითარებაში ამ მიზნის მისაღწევად ისინი ერთ, ყველაზე იოლ ხერხს მიმართავენ და მსოფლიოს ერთადერთ უეჭველ ზესახელმწიფოს “არა”-ს ეუბნებიან. მაგალითად ამით აიხსნება, მათი უარი ირანთან დაკავშირებულ უფრო ეფექტურ ქმედებებზე, აღშფოთება პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო თავდაცვითი სისტემების ინსტალირების ამერიკული პროექტით. მათი მედია ხარობს შეერთებულ შტატებზე ნებისმიერი ნეგატიური რეპორტაჟით, განსაკუთრებით თუ საქმე დოლარს ეხება, რომელიც მათი პროგნოზით მალე აღარაფერი ეღირება (მიუხედავად იმისა, რომ მათი ცენტრალური ბანკი $120 მილიარდ დოლარს ფლობს, ანუ რუსული რეზერვების 30% -ს სწორედ ამერიკული ფასიანი ქაღალდები შეადგენს). ერთი სავალალო შედეგი, რომელიც “დიდი სახელმწიფოს” სტატუსით აკვიატებას მოაქვს ისაა, რომ რუსები უგულისყუროდ ეკიდებიან ქვეყნის შიგნით შექმნილ ვითარებას. აქ კი მართლაც ბევრია გასაკეთებელი. დავიწყოთ ეკონომიკით. რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კაპიტალის გადინების თვალსაზრისით, რუსეთს ძვირად დაუჯდა. ენერგომატარებლებზე გლობალური ფასების დაცემის გამო, 2009 წლის პირველ ნახევარში, ექსპორტის მოცულობა 47%-ით შემცირდა, რადგან რუსეთის ექსპორტის 70%-ს სწორედ ენერგომატარებლები შეადგენს. მართალია, საფონდო ბირჟებმა, 2008 წლის კატასტროფული დაცემის შემდეგ, აღდგენა და რუბლის სიმყარის შენარჩუნება მოახერხეს, მაგრამ მყარი ვალუტის მარაგი ილევა და მომავალიც იმედიანად არ გამოიყურება: ბოლო სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთის მშპ წელს 7%-ით დაეცემა. სწორედ ამან აიძულა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ამას წინათ განეცხადებინა, რომ რუსეთი ეკონომიკის მნიშვნელოვან რესტრუქტურიზაციასა და ენერგორესურსების ექსპორტზე თავისი მძიმე დამოკიდებულების გაუქმებას საჭიროებს. “რუსეთს წინსვლა სჭირდება” - უთხრა მან საპარლამენტო პარტიების ლიდერებს - “მაგრამ აქამდე ეს წინსვლა არ სჩანს. ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით და ეს კრიზისმა ნათლად აჩვენა…როგორც კი კრიზისი დაიწყო, ჩვენ კოლაფსში ჩავვარდით და ჩვენი კოლაფსი უფრო მძიმე იყო, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნისა.” რუსეთში ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი ყოვლისმომცველი კორუფციაა. იმის გამო, რომ მთავრობა ქვეყნის ეკონომიკაში უზარმაზარ როლს თამაშობს, აკონტროლებს მის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს, ძალიან ცოტას თუ მიაღწევ ჩინოვნიკების მოქრთამვის გარეშე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელმა კვლევამ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გამოავლინა, რომ წელს აღებული ქრთამების საშუალო მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგდა და დაახლოებით 27 000 რუბლს, ანუ $1000-ს გაუტოლდა. საქმეს კიდევ ის უფრო აფუჭებს, რომ ბიზნესმენები თავისი დავებისა და პრეტენზიების გადაწყვეტისას სასამართლოს ვერ დაეყრდნობიან. პოლიტიკური სიტუაცია დასავლურ ფასეულობებზე აღზრდილი უცხოელისთვის შეიძლება სრულიად მიუწვდომელი აღმოჩნდეს. დემოკრატიული ინსტიტუტები თუ ბოლომდე რეპრესირებული არა, რეალურად ამ სიტუაციაში ძალიან მცირე როლს თამაშობენ, რომელსაც რეჟიმის წამყვანი იდეოლოგები “სუვერენულ დემოკრატიად” აღწერენ და მართლაც პრეზიდენტმა მედვედევმა იმის საფუძველზე, რომ ის რუსეთს დაღუპავს, საჯაროდ გამოხატა თავისი პოზიცია “საპარლმენტო დემოკრატიისადმი.” ძალაუფლება ერთ პარტიას “ერთიან რუსეთ”-ს აქვს მონოპოლიზებული, მასთან კომუნისტური და ორიოდე უმნიშვნელო “შვილობილი” პარტია თანამშრომლობს. საპარლამენტო ორგანოები მთავრობის მიერ გადაცემულ კანონებს პუნქტუალურად იღებენ. ტელევიზია ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ინფორმაციის მთავარი წყარო, სახელმწიფოს აქვს მონოპოლიზებული. დისიდენტი ინტელექტუალების ჩასაჩუმებლად მხოლოდ ერთი რადიოსადგური და რამდენიმე დაბალტირაჟიანი გაზეთი ფუნქციონირებს, სადაც გამოხატვის თავისუფლებაა დაშვებული და იმ დასავლური რწმენის საპირისპიროდ, რომ ყველა ხალხს სწყურია მთავრობის არჩევისა და მისი წარმართვის უფლება ჰქონდეს, როგორც სჩანს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ასეთი პოლიტიკური სისტემა სულაც არ ანაღვლებს. ამ ამოცანის ამოხსნა იმ ფაქტით შეიძლება, რომ თავისი სახელმწიფოებრიობის 1000 წლის მანძილზე, რუსებს მართლაც არასდროს მისცემიათ შესაძლებლობა, თავად აერჩიათ საკუთარი მთავრობა, ან გავლენა მოეხდინათ მის ქმედებებზე. ამ ვითარების გამო, ისინი მთლიანად დეპოლიტიზებულები არიან. ისინი უბრალოდ ვერ ხედავენ თუ რა პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს მთავრობამ მათ ცხოვრებაზე: მათ მიაჩნიათ, რომ თავად უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე. დიახ, თუ შესთავაზებენ, ისინი ხალისით იღებენ სოციალურ მომსახურებას, ისე როგორც ამას საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ, თუმცა მოლოდინით, არც ამას ელოდებიან. ისინი თითქმის ვერ აღიქვამენ თავს დიდი სახელმწიფოს მოქალაქეებად და თავის ლოიალობას თავისი ოჯახებით, მეგობრებით, საცხოვრებელი ადგილით შემოფარგლავენ. გამოკითხვები ადასტურებს, რომ დემოკრატია ყველგან მისტიფიკაციად მიაჩნიათ და ჰგონიათ, რომ ყველა მთავრობას ისეთი თაღლითები მართავენ, რომლებიც ძალაუფლებას გასამდიდრებლად იყენებენ. ისინი მთავრობისგან მხოლოდ წესრიგის შენარჩუნებას ითხოვენ: როდესაც ჰკითხეს, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის “წესრიგი” თუ “თავისუფლება,” ვორონეჟის პროვინციის მცხოვრებთა უდიდესმა უმრავლესობამ უპირატესობა “წესრიგს” მიანიჭა და მართლაც ისინი პოლიტიკურ თავისუფლებას, იგივე დემოკრატიას ანარქიასთან და კრიმინალთან აიგივებენ. ეს ხსნის, თუ რატომ არ გამოხატავს არავითარ შეშფოთებას მოსახლეობის დიდი ნაწილი მათი პოლიტიკური უფლებების რეპრესირების გამო, თუ რა თქმა უნდა მხედველობაში არ მივიღებთ განათლებულ, ქალაქში მცხოვრებ უმცირესობას. “დიდი სახელმწიფოს” ერთი ასპექტი იმპერიალისტურ სინდრომში მდგომარეობს. 1991 წელს რუსებმა, იმ დროს მსოფლიოში დარჩენილი ბოლო იმპერია დაკარგეს. მაშინ ყველა კოლონია, რომელიც მანამდე “რესპუბლიკების კავშირის” ნიღაბს იყო ამოფარებული, რუსეთს როგორც სუვერენული ქვეყანა ჩამოშორდა. იმპერიის დაშლა ის ტრავმატული გამოცდილება აღმოჩნდა, რომელსაც რუსების უმეტესობა დღესაც ვერ შეგუებია. მიზეზი კი მათ ისტორიაში უნდა ვეძიოთ. ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები თავის იმპერიებს ზღვის გადაღმა აყალიბებდნენ და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მათი ნაციონალური სახელმწიფოები უკვე არსებობდა: შედეგად ისინი არასდროს ურევდნენ ერთმანეთში იმპერიულ სამფლობელოებს სამშობლოსთან. ამიტომაც მათთვის კოლონიების დაკარგვა შედარებით ადვილი გადასატანი იყო. რუსეთის შემთხვევაში, ვითარება სხვაგვარადაა. აქ იმპერიისა და ნაციონალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება ერთდროულად მიმდინარეობდა: უფრო მეტიც, რუსეთს თავისი კოლონიებისგან ოკეანე არ ჰყოფდა. შედეგად იმპერიის დაკარგვა რუსეთის ნაციონალურ იდენტობას დაუკავშირდა. მათ ძალიან უჭირთ იმის აღიარება, რომ უკრაინა მათი სახელმწიფოებრიობის აკვანი, ახლა სუვერენული რესპუბლიკაა და იმაზე ოცნებობენ, თუ როგორ დაუბრუნდება ის ერთ დღეს დედა-რუსეთს. საქართველოს, იმ პატარა ქვეყნის სუვერენული სტატუსის აღიარება, რომელიც 2 საუკუნეზე მეტ ხანს შედიოდა რუსეთის ფარგლებში, მათ ოდნავ უფრო ნაკლებათ უმძიმთ. სწორედ იმპერიალისტური კომპლექსი განსაზღვრავს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად ტენდენციებს. მსგავსი იმპერიული ამბიციები კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მაშინ, როდესაც აგვისტოს შუა რიცხვებში პრეზიდენტმა მედვედევმა პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა. ამ კანონის თანახმად უნდა გადაიხედოს თავდაცვის კანონი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ გარე აგრესიის საპასუხოდ მოქმედების უფლებას აძლევს. ახალი კანონით, მათ მოქმედების ნება “სხვა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პრევენციისა და საპასუხოდ” ეძლევათ და იმისთვისაც, რომ “დაიცვან უცხოეთში მცხოვრები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.” ადვილი მისახვედრია, როგორ შეიძლება ამ კანონის მეშვეობით ისეთი ინციდენტების პროვოცირება, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის საზღვრებს მიღმა მოქმედების საშუალებას მისცემს. როგორ უნდა გაუმკლავდე ასეთ რთულ და წონიან მეზობელს, რომელმაც შეიძლება უზარმაზარი ზიანი მოგაყენოს, თუ მართლაც ზედმეტად ახმაურდება? მე მგონია, რომ უცხოური სახელმწიფოები რუსეთს ორი განსხვავებული პოზიციიდან უნდა მიუდგნენ: პირველი, რომელიც მხედველობაში მიიღებს მის სენსიტიურობას და მეორე, რომელიც მის აგრესიულობას უპასუხებს. ჩვენ სწორად ვიქცევით, როდესაც მტკიცედ ვაპროტესტებთ რუსეთის იმ დამოკიდებულებას თავისი ოდესღაც იმპერიული სამფლობელოებისადმი, რომელიც მათ არა სუვერენულ სახელმწიფოებად განიხილავს, არამედ მისი “პრივილეგირებული ინტერესების სფეროში” მდებარე ვასალებად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ძალიან მტკივნეულად რეაგირებს მის საზღვრებთან დასავლური სამხედრო ძალის შეღწევაზე. რუსეთის მთავრობა და მისი მოქალაქეების უმეტესობა ნატო-ს მტრულ ალიანსად მიიჩნევს. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და თავი უნდა ავარიდოთ ნაბიჯებს, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას შექმნის, თითქოს ჩვენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო “ალყაში” მოქცევას ვცდილობთ. სხვა რომ არაფერი, ჩვენ ამერიკელებს, რომლებსაც მონროს დოქტრინა გვაქვს და რომლებიც კუბაში რუსეთის სამხედრო შემოჭრაზე ან ამერიკის კონტინენტის რომელიმე სხვა რეგიონში ასე მწვავედ ვრეაგირებდით, კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა რეაქციას იწვევს მოსკოვში მის საზღვრებთან ნატო-ს ინიციატივები. მაგრამ ზღვარი უნდა გაიდოს კეთილშობილ მანერებსა და პოლიტიკის სასტიკ რეალობას შორის. ჩვენ არ უნდა დავეთანხმოთ “ახლო საზღვარგარეთისადმი” რუსეთის იმ დამოკიდებულებას, რომელიც აქ მდებარე ქვეყნებს სატელიტებად განიხილავს და მართებულად მოვიქეცით, როდესაც საქართველოში მისი გასული წლის ინტერვენცია გავაპროტესტეთ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ვეტო დაადოს პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ანტი-სარაკეტო სისტემის განთავსებას, რაზეც ამ ქვეყნების მთავრობებმა თანხმობა განაცხადეს და რამაც ჩვენ ირანის საფრთხისგან უნდა დაგვიცვას. ეს ინტერცეპტორები და სარადარო სისტემები რუსეთს ოდნავადაც კი არ უქმნის საფრთხეს, რაც საჯაროდ დაადასტურა კიდეც რუსმა გენერალმა ვლადიმერ დვორკინმა, ოფიცერმა რომელმაც დიდხანს იმსახურა რუსეთის სტრატეგიულ შენაერთებში. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ამ პროექტს აპროტესტებს ისაა, რომ პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას ის თავისი “გავლენის სფეროში” განიხილავს. დღეს რუსები დეზორიენტირებულები არიან: მათ ზუსტად არ იციან ვინ არიან და რას ეკუთვნიან. ისინი ევროპელები არ არიან, ეს დაამოწმეს რუსმა მოქალაქეებმა, როდესაც შესაბამისი კითხვა დაუსვეს. კითხვაზე - “მიგაჩნიათ თუ არა თავი ევროპელად?” 56%-მა 12%-ის საწინააღმდეგოდ, უპასუხა - “პრაქტიკულად არასდროს,” მაგრამ ისინი ნამდვილად არც აზიელები არიან და ამის გამო ფსიქოლოგიურ გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ - დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულებს, ვერ გადაუწყვეტიათ სათავისოდ რომელი მოდელი მოირგონ. ისინი ცდილობენ ამ შეცბუნებას მკაცრი სიტყვებითა და ხისტი ქმედებებით უპასუხონ. სწორედ ამიტომ დასავლეთის ქვეყნებს მოთმინება მართებთ, რათა რუსები იმაში დაარწმუნონ, რომ ისინი დასავლეთს განეკუთვნებიან და დასავლური ინსტიტუტები და ღირებულებები უნდა შეითვისონ: დემოკრატია, მრავალპარტიული სისტემა, კანონის უზენაესობა, სიტყვისა და პრესის თავისუფლება და კერძო საკუთრების პატივისცემა. ეს მტკივნეული პროცესი იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსული მთავრობა თანამშრომლობაზე უარს იტყვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის აგრესიის ალაგმვა და მისი გლობალურ საზოგადოებაში ინტეგრირება. http://online.wsj.com/article/SB1000142405...3790418994.html
  12. licemer ბატონო მოდერო, თქვენსავე თემას ნუ აოფებთ და კითხვაზეც გამეცით პასუხი, თორე შოკოლადი კი არა, წიწაკა გაგახსენდბათ
  13. prologic ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალური ხელისუფლების პირობებში მასეა, მარა აქ სტატისტიკას ნამეტანი ნუ ენდობი . ჩვენს შემთხვევაში სტატისტიკა ჯიუტი კი არა მორჩილია Saturn აბსოლუტურად გეთანხმები :yes2: იმასაც გაგახსენებ, რომ ასე იყო 20, 10 და თუნდაც 6 წლის წინ. გაგახსენდა 2003 წლის ნოემბერში ვინ სტუმრობადა და გულშემატკივრობდა ვარდოსნებს?
  14. შეიძლება, რა თქმა უნდა პირობით - რომ ან სულიერად ან ფინანსურად უნდა იყო მდიდარი შეიძლება ერთ ქალში იყოს გაერთიანებული ის თვისებები, რაც კაცისთვის სასურველია, მაშინ უფრო იაფში და იოლად გამოვა, მარა ეს უიშვიათეს შემთხვევებში ხდება
  15. licemer ვიცი რომ ცუდი ადამიანი არაა, თუ კონფორმისტობას არ გავითვალისწინებ შარშან წინ ჯგუფი გავუშვი ესპანეთში ერთ-ერთ ღონისძიებაზე და ერთს ჩანთა მოპარეს საბუთებთან ერთად ბარსელონის აეროპორტში, მაშინ დამეხმარა ადამიანურად და ოპერატიულად. მარა ეს რეკომენდაცია რამდენად წაადგება ეკონომიკის მინისტრის პოსტზე?
  16. Lo Janko შეიძლება მე სუბიექტურად და განსაკუთრებულად მძაფრად აღვიქვამ ყველაფერ იმას, რაც მოხდა, მარა რეალობა სახუმარო კი არა - ტრაგიკულია. თუ ხავსს რომ ვართ მოკიდებული ესაა ნუგეში, კი ბატონო, მარა მე რომ ამ ხავსსაც ვერ ვხედავ? ;) :2kiss:
  17. asds არ ვიცი ვის და რამდენად აკმაყოფილებს დღევანდელი სქართველო, მაგრამ მე მართლა მენანება 20 საუკეთესო წელი ჩემი ცხოვრებისა, რაც თურმე ფუჭად დავხარჯე, მაშინ მეგონა, მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, რომ არ მქონდა უფლება წავსულიყავი ჩემი სამშობლოდან, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს. მეგონა რომ მეც შემიძლია ჩემი ძალისხმევა ამ ქვეყნისთვის სასიკეთოდ დავხარჯო, ისევე როგრორც სხვამ. მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ დღეს არც ჩემი ადგილია ამ ქვეყანაში. ვინც უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, (არ ვიტყვი ნაკლებ პატრიოტი, ამის უფლება მართლა არ მაქვს!) თავი იმ ქვეყნებს შეაფარა, სადაც მინიმუმ ყოფითი პრობლემები მოგვარებული აქვს. საქართველო კი აფრა და ღუზა მოგლეჯილი გემივითაა, რომელიც პერიოდულად არა მარტო წყალქვეშა რიფებს ეჯახება, არამედ თავისი კაპიტანი მიზანმიმართულად კლდეესაც რომ აჯახებს. ესაა დღევანდელი საქართველოს რეალობა ;) Lo Janko ნამეტანი მწარედ დაწერა ასდსმ , მაგრამ ასევე ნამეტანი ახლოსაა სიმართლესთან ყველაფერი რაც მან დაწერა ;) ამიტომაა თქვენც კი ოცნების სურვილი რომ გაგიჩინათ
  18. lasha1997 არც მე განვიკითხავ სხვას, არც მე მაქვს მაგის უფლება
  19. Sakartwelo კოკოითიც ამბობს არაო, მარა იმდენად გათავხედდა, სამწუხაროდ არც თუ უსაფუძვლოდ, რომ ამბობს- ეს ხეობაო ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობასი შედიოდა და ახლა ჩვენ გადმოვიბარებთო
  20. lasha1997 და რა აზრი აქვს ასეთი ასდს-ს? რომ ცდილობს დაინახოს ის ტრაგიკული შეცდომები, რასაც აგერ უკვე 2 ათწლეული ვუშვებთ და რამაც საქართველო, როგორც სახელმწიფო ყოფნა-არყფნის ზღვარზე დააყენა? თუ წასვლა რომ უნდა იმ ქვეყნიდან, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენს, მიუხედავად კომპეტენციისა, რაშიც დარწმუნებული ვარ, და თუნდაც ქვეყნისადმი საიყვარულისა? მეც ასეთივე განცდა მაქვს და ვთვლი, რომ იდიოტურად მოვიქეცი, როდესაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყვისში, მიუხედავად შანსებისა, არ წავედი იმ ქვეყნიდამ ,საიდანაც სხვათა შორის შენ უკვე, როგორც ვიცი 12 წელია წასული ხარ. რა თქმა უნდა ადვილია თან გიხაროდეს, რომ შენი შვილი იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, რომელიც თავის მოქალაქეებზე ყველგან ზრუნავს, მაგრამ ასდს და სხვათა აზრები, ვინც ამ ქვეყანაში მიუხედავად მართლა სერიოზული მცდელობისა, მარტო იმიტომ რომ არ შეუძლიათ გაიყიდონ ან საკუთარ პრიციპებზე და სინდისზე უარი თქვან, და ამისთვის ელემენტარულად საარსებო სახსარი არ ჰქონდეთ, მათი გაკიცხვა. ჩვენ ხომ მუდამ სხვისი ხელით გვინდა საქმის კეთება რასაც ახლა ვამბობ, საწყენა არ ვამბობ, არც სასაყვედუროდ ;)
  21. Saturn შენ შენს ამპლუაში ხარ :angel: აფსუს რა სარკაზმი ეწირება მიშას? :ravic: kisa
×
×
  • შექმენი...