-
პოსტები
5.814 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ძუკუ
-
Lo Janko უფრო სურვილი,ვიდრე მცდელობა.
-
Lo Janko ეს ჯერ ჯერობით მხოლოდ ვარაუდებია და მეტი არაფერი.
-
ამ ფორუმს მოდერები ნამდვილად არ ყავს.აგერ ბოლო მაგალითია ვინმე ბერგმანი,რომელიც შეუფარავი ანტისემიტია,ერთხელ ტატმა დაბანა,მაგრამ მაინც თავისას აგრძელებს.რა მარტო bauagiorgi-ზე მოქმედებს წესები? სხვათა შორის Saturn ერთერთი საუკეთესო მოდერი იყო,თუ საუკეთესო არა.
-
bergman88 მორიგი ანტისემიტური გამოხტომა.ერთი რამე ვერ გავიგე,თეთრი რასა რა შუაშია,რა ებრაელები სხვა რასას განეკუთვნებიან? სამაგიეროდ ის გავიგე რომ დასტინ ჰომფანს არ უნდა ვუყურო და ბობ დოლანს არ უნდა მოვუსმინე. ამ ფორუმს მოდერატორები არ ყავს?
-
Marta1 სასამართლოს რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,ამაზე ყველა საუბრობს და დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნა ერთ ერთი მთავარია რვიანის წინადადებებში.აგერ ეს მუხლი რვიანის წინადადებებიდან. VIII. საარჩევნო დავების განხილვის სისტემა 1. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ან/და მოქმედება საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება შესაბამის საქალაქო/რაიონულ სასამართლოში. 3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. 4. საქალაქო/რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო დავებს განიხილავს ერთი მოსამართლისა და 4 ნაფიცი საარჩევნო მსაჯულისაგან შემდგარი კოლეგია. 6. საარჩევნო დავების განსახილველად იქმნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა ჯგუფი, რომლის პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრაშიც (მოქმედი მოსამართლეებიდან) მონაწილეობენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები. 7. თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე (მოსამართლის, ადვოკატის, ნოტარიუსის, საარჩევნო მოხელის გამოცდაჩაბარებულ) პირთაგან იქმნება ნაფიცი საარჩევნო მსაჯულების ჯგუფი. ნაფიცი საარჩევნო მსაჯულების 2/3 შეირჩევა კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების მიერ, ხოლო 1/3 - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. 8. კონკრეტული საარჩევნო დავის განსახილველად მოსამართლისა და ნაფიცი საარჩევნო მსაჯულის შერჩევა ხდება შემთხვევითი შერჩევის წესით. საქმის განხილვაში მონაწილე ნაფიცი მსაჯულის შრომა ანაზღაურდება საარჩევნოდ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან. 9. საარჩევნო დავებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება სასამართლო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოა და არ საჩივრდება. 11. საარჩევნო დავების განმხილველი მოსამართლეებისა და საარჩევნო მსაჯულების შერჩევის პროცედურები საარჩევნო კოდექსით წესრიგდება იმდაგვარად, რომ დავების განხილვის სისტემა ფუნქციონირებადი იყო მორიგი არჩევნების წლის 1 ივლისისათვის, ან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. არანაირად.თინა რომ არ აიღებდა ამაში დარწმუნებული ვარ. თვითონ ინფორმაციის მოუწოდებლობაც გასაჩივრებულია,მაგრამ არაფერი არ გამოვიდა ამ სასამართლოს ხელში.ერთი ათი დღის წინ უსუფა იყო კვესიტაძესთან და მანაც იგივე კითხა.დათომ უპასუხა,რომ მარტო გუშინო ოთხი სასამართლო გვქონდა ინფორმაციის გაცემის მოთხოვნითო.ეგრევე მოკეტა კვესიტაძემ და სხვებზე გადავიდა.ამ დროს სხვებიც ასაჩივრებენ ასეთ რამეებს და არაფერი არ გამოსდით.ანდა სამივე ინსტაციაში გასაჩივრება დაახლოებით 600 ლარი ჯდება და ამის გადახდა ცოტა ვინმეს შეუძლია.
-
Marta1 დღეს ზუსტად მაგაზე ლაპარაკობდა თინა აქუსთან.მერე ნათელა მაჭავარიანმა დარეკა და მე არ ამიღიაო.არა მგონია ვინმეს ოპოზიციიდან აეღოს. ისე პრემიებს რაც შეეხება ჩინოვნიკების ხელფასებზე კი იძლევიან ინფორმაციებს,მაგრამ პრემიებს მალავენ.
-
მე სხვა რამეს ვგულისხმობდი.ეს ჯერ კიდევ არჩევნების წინ რამდენიმე თვით ადრე დაიწერა(თანაც როდესაც ალასანიას რეიტინგი მზარდი იყო) და იდეაა ისაა,რომ დასავლეთი,კერძოდ ამერიკა ვერ დადებს ფსონს 10-15%-იან,თუნდაც 20% მოთამაშეზე.ამიტომაც უჭერენ დღემდე მხარს მიშას,მიუხედავად იმისა რომ ძალიანაც არ მოწონთ და მშვენივრად იციან ყველაფერი. აქედან შედეგი ისაა,რომ სანამ ხალხს ტუნის,ეგვიპტესავით მასიურად არ ამოასხამს ყელში(და ეს ჩემი აზრით მალე არ იქნება)არც არაფერი არ მოხდება.
-
ერთი წელიწადნახევრის წინ ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა დაწერა ალასანიაზე,რომ კი კარგი ტიპიაო,მაგრამ ხმების მიმღები თუ არისო?
-
Siknadmo მე რაც ვუსმინე ალასანიას,მან აქციები ნამდვილად არ გამორიცხა,პირიქით მოთხოვნების მხარდასაჭერად საჭიროაო.ოღონდ რევოლუციური გზა არ უნდა. ისე ჩვენში დარჩეს და რევოლუციებისგან და გადატრიალებებისგან რაც მივიღეთ საქართველოში კარგად ვიცით.რევოლუცია კარგად ჟღერს და რომანტიკული ჩანს,მაგრამ შედეგები აქვს მძიმე.უმთავრესად იმაზე უარესები მოდიან,ვიდრე იყვნენ. ასევე გრეჩოს გამოსვლასთან დაკავშირებით თინამ ეს არ უკუაგდო, მაგრამ თქვა რომ რევოლუციის წინასწარ დაანონსება სისულელეაო.
-
არის თუ არა რევოლუციური სიტუაცია საქართველოში?!
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi 5 მილიონი დოლარი,სადღაც 9 მილიონ ლარამდეა და ნაცებმა რეალურად ათჯერ და მეტი მაინც დახარჯეს. ჩემი აზრით მანდ მთავარი ისაა,რომ არჩევნების დროს ვერცერთი იურიდიული პირი ვერ ბედავს ოპოზიციის დაფინანსებას,თუნდაც მინიმალური თანხებით.ხოლო ფიზიკური პირებიც კი ერიდებიან,იმიტომ რომ ნებისმიერი შემონატანი ბანკის საშუალებით უნდა განხორციელდეს და ამას ბევრი არ აკეთებს. ამ ტერორს რა ეშველება არ ვიცი. -
არის თუ არა რევოლუციური სიტუაცია საქართველოში?!
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi მე რომ დავდე 8 პარტიის შეთავაზება იქ იყო ეს პუნქტი: IV. არჩევნების დაფინანსება საარჩევნო კამპანიის ზედა ზღვარი საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალა სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით ახერხებს დიდი თანხების მობილიზაციას, რაც არჩევნებს ამომრჩევლების მატერიალური მოსყიდვის კამპანიად აქცევს. ამის აღმოსაფხვრელად შემოღებული უნდა იქნეს საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიისათვის გამოყენებული თანხების ზედა ზღვარი. ზედა ზღვარი განსაზღვრულ იქნეს 5 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით.პარლამენტის, პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს ადმინიტრაციული ორგანოს მიერ გამართულ ტენდერში გამარჯვებულ იურიდიულ პირს აეკრძალოს პარტიისა და საარჩევნო ფონდში შემოწირულობის შეტანა მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ამ პერიოდში ტენდერის ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება აღემატება 200 000 ლარს. ხოლო რიგგარეშე არჩევნების დროს შეწირულობის გაკეთება აიკრძალოს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენამდე. საარჩევნო კამპანიის ხარჯების კომპენსირება არჩევნები წარმოადგენს სახელმწიფო ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ნების გამოხატვისათვის, რის გარეშეც ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა გამორიცხულია სახელმწიფოს ფუნქციას / ვალდებულებას წარმოადგენს ისეთი პირობების შექმნა, სადაც არჩევნები და საარჩევნო კამპანია წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ხოლო უმთავრესი პრინციპი იქნება შეჯიბრებითობა, შეჯიბრობითობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია რესურსების ხელმისაწვდომობის გარკვეული თანასწორობის შექმნა. ჩვენ ვთავაზობთ საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის ახალ პრინციპს, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო კამპანიაში გაწეული ხარჯების კომპენსაციას. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 3%- ს ან მეტს, სახელმწიფოსგან მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ერთჯერად კომპენსაციას, კანონით წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით. ამგვარი ფორმა საშუალებას მისცემს საარჩევნო სუბიექტს მოიზიდოს უფრო მეტი ფინანსური რესურსი მათ შორის სესხები, ხოლო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს - განსაზღვროს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილებები ამ სუბიექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზანშეწონილობაზე. საარჩევნო სუბიექტის მიერ აღებული ყველა ვალდებულება უნდა იყოს გამჭვირვალე და საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს წაახალისებს ისეთ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პოლიტიკურად რეალურად სიცოცხლისუნარიანები არიან. მეორე მხრივ, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს შესაწირი თანხები, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლები წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ასეთი გარანტიის შემთხვევაში მათ გაუადვილდებათ პარტიების ფინანსური მხარდაჭერა. ცხრილში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იმ სუბიქტთა რაოდენობა, რომლებმაც დააგროვეს 3%-ზე მეტი ხმა. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წელი 1995 1999 2003 2004 2008 სუბიექტთა რაოდენობა რომლებმაც მიიღეს ხმების 3%-ზე მეტი 7 6 7 5 5 საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების ანალიზი ცხადყოფს, რომ საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა, რომლებმაც ერთ კონკრეტულ არჩევნებში 3%-ზე მეტი ხმა მიიღეს, შვიდს არ აღემატება. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ყველა პარტია (ან ასეთი პარტიის მონაწილეობით შექმნილი ბლოკი) საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის ხარჯებისთვის იღებს დამატებით საბიუჯეტო დაფინანსებას ერთი და იმავე რაოდენობით - თითოეულ საარჩევნო უბანზე - 100 ლარი. საარჩევნო ბლოკი იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბლოკი ვერ მიიღებს ხმათა 3%-ს და მას დარჩება ფინანსური ვალდებულებები, აღნიშნული ვალდებულებები გადანაწილდება ბლოკის წევრებზე. დღეისათვის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში გამოუყენებელი თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს ფონდის შემომწირველებზე მათი შენატანების პროპორციულად. არსებული ნორმა პრაქტიკულად არ მუშაობს და ადმინისტრირების თვალსაზრისითაც პრობლემურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობათა ნაშთი გადანაწილდეს საარჩევნო ბლოკის სუბიექტებზე. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზღვარი და საარჩევნო ფონდში შეწირულობის ზღვრული ოდენობა უნდა გაორმაგდეს. -
არის თუ არა რევოლუციური სიტუაცია საქართველოში?!
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რვა პარტიის წინადადებებში არის 5 მილიონიანი ზედა ზღვარის დაწესების წინადადება.რაც შეეხება ერთ პიროვნებაზე შეზღუდვას,ადრე თუ არ ვცდები იყო 500 ლარი,მაგრამ რამდენიმე ათასი და მეტი "შემწირავი" პიროვნების მოძებნა ხელისუფლებისთვის რა პრობლემაა. -
არის თუ არა რევოლუციური სიტუაცია საქართველოში?!
ძუკუ replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi გაცილებით მეტი.მე დავთვალე და მარტო ე.წ. ციცო დეიდებზე,ანუ ნაცკოორდინატორებზე რამდენიმე ათეული მილიონია დახარჯული ადგილობრივ არჩევნებზე.თუმცა მარტო ფული არაფერს არ შველის.ფული ბადრიმაც ბევრი დახარჯა საპრეზიდენტოზე,მაგრამ გრეჩომ გაცილებით მეტი ხმები მიიღო Siknadmo ძალიან გამიჭირდება ამაზე გადაჭრით რამის თქმა.ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ. ეს კი ასევე რთული მომენტია.ძალიან ძნელია ვინმეს მიტინგზე აქტურობა აუკრძალო,თანაც გრეჩო არაა ყველაზე რთული შემთხვევა,გაცილებით უარესები არიან ოპოზიციაში.თუნდაც ანზოროვნა. -
Saturn ყველაფერი დავამატე.ეხლა ლარს და მეტს, ლარნახევარზე არავინ არ ამატებს.
-
analgin შაქრის შემოტანის მცდელობა ერთხელ უკვე ხომ გქონდა და რაც გამოვიდა მეც მახსოვს. ასე შაქარი დ.ღ.გ-საც თუ დავუმატებთ და მაღაზიის მოგებას,სადღაც ლარნახევარი ან ლარი და სამოცი უნდა ღირდეს.ამ დროს 2 და 80 ღირს.
-
xrova ესეც კარგია.სად თუ საიდუმლო არ არის?
-
GeoStream ვუერთდები თუ ასეა.
-
T_A_T Siknadmo ამ საქმეში მარტო მძღოლები არ ფიგურირებენ.შემდეგი კატეგორიები არიან: 1.უბრალო მძღოლები,რომლებიც ან ხაზის მეპატრონეებისგან,ან სხვა ვინმესგან მანქანებს ქირაობდნენ და ისე მუშაობდნენ. 2.მძღოლები თავისი მანქანებით. 3.მანქანების მეპატრონეები 4.ე.წ ხაზების პატრონები ყველაზე ნაკლებად 4-ეები მეცოდება,რადგან მათ ეს ხაზები უმთავრესად წინა ხელისუფლებასთან კავშირების გამო ქონდათ.არც #3-ბი არიან ძალიან ცოდვა,გააქირავეს მანქანები,აიღეს ფულები და ეყოფათ.#1-ბი ალბათ სამუშაოებს იშოვნიან და ისევ მძღოლებად იმუშავებენ.ხოლო #2-ებს კი თავისი მანქანები რომლებიც ხაზზე მუშაობისთვის ხშირად ბანკის ვალებით იყიდეს,ოხრად დარჩებათ ისინი და ვერც გაყიდიან.
-
მანქანების ნომრების სერიებზე გამახსენდა.ქალბატონი გიული თუ იცი რა სერიით დადის- SPD აბა თუ მიხვდები როგორ იშიფრება?
-
T_A_T მე არა,მეცოდებიან.
-
Siknadmo ალბათ,გარდა იმათისა ვინც გაფიცვებში აქტიურობდა.თანაც მოჭრილ ხელფასს დაუნიშნავენ,სავარაუდოდ ავტობუსის მძღოლებზე მეტს არა,ანუ 450-500 ლარს. აი ვისაც მანქანები ყავდა,იმას როგორ გაყიდიან,გაურკვეველია.
-
Jonathan livingston მძღოლები იყვნენ გაფიცულები.რადგან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს(იკითხეთ ერთ კომპანიას)ჯერ ჯერობით არც მანქანები ყავს და არც მძღოლები,იძულებული გახდნენ თავიანთი თავხედური მოთხოვნები 20-დან 40 ლარამდე ყოვედღიური გადასახადისა უკან წაეღოთ,თუმცა როგორც კი მანქანებს შემოიყვანენ ამათ დედას უტირებენ. ელემენტარული არითმეტიკაა რა თანხების ჩაჯიბვას აპირებდნენ სულ არაფერში: თბილისში დაახლოებით 5 000 ე.წ "მარშრუტკაა",თვითოეულს 40 ლარი რომ გამოართვა ეს დღეში 200 00-ია,თვეში 6 მილიონი.სულ არაფერში ეს ფული გიგის და მის ბანდას.
-
ღმერთმა აცხონოს,არ იყო ცუდი კაცი.თუმცა ცოტა არასერიოზული კომენტარები ქონდა.