რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას აფასებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომენტარისა და შეფასებების გაკეთება რთულია. „ძალიან რთულია ამ ეტაპზე რამის თქმა, სანამ არ გაცხადდება მათი მიზნები და ამოცანები. საერთოდ, ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით ივანიშვილის ინტერესებისა და ამბიციების შესახებ არაფერი, შესაბამისად, წინასწარ რაიმეს თქმა რთულია. მე ინტერესით დავაკვირდები ამ მოვლენას და შეფასებაც მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება“. ჩვენს კითხვაზე, ივანიშვილის ჩართვა პოლიტიკაში ხომ არ გამოიწვევს ოპოზიციურ ფლანგზე დიდ რყევებს, ხიდაშელი პასუხობს: „არ ვიცი. ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით, რა ტიპის პარტიას ქმნის - ოპოზიციურს თუ ხელისუფლების მხარდამჭერს. იმედია, თვითონ გააკეთებს განცხადებას და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ“. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ერთვება და თავის პარტიას ქმნის. ამის შესახებ ვრცელი განცხადება 7 ოქტომბერს გავრცელდება. არა მგონია ხელისუფლების მხარდამჭერი იყოს.თუმცა ვნახოთ.