Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. მე რატომღაც მახსოვდა ამ წელიწადში უკვე მოვულოცე. თუმცა მაგას არ აქვს მნიშვნელობა, გულითადად გილოცავთ
  2. liliko liliko, იქნებ ამიხსნა სად ხდება ეს, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის შიგნით? გორის რაიონი რა შუაშია, თუ ომის შემდეგ მიიტაცეს ეს ტერიტორია
  3. ჩიორა ნამდვილად დამაგვირგვინებელია ამ ჩამონათვლის ჩემდა სამწუხაროდ ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მზადაა აპატიოს და გაურიგდეს თუნდაც მერაბიშვილს, უგულავას და ა.შ. ქვეყანა ისეთ დღეშია, რომ არაფერია გასაკვირი.
  4. licemer რა თქმა ყნდა დასაშვებია რომ ამ ტიპებმა მართლაც იჩხუბეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ვინმეს, თუმცა ასეთი ჩხუბები ზღვისპირას უამრავი ხდება და საქმის აღძრავმდე და სასამართლომდე არასოდეს არ მიდის. ამ შემთხვევაში ალბათ ჩასვამენ. ისე მე თუ სწორედ მახსოვს, ბესელიას შვილი პირველად არ ეხვევა ასეთ საქმეში.
  5. Saturn არა მარტო ემზადებოდნენ, არამედ გამზადებული იყვნენ და ტანკებიც დაქოქილი ყავდათ და კოკოითის ხელით ათას პროვოკაციას ახორციელებდნენ ჩვენი ომში ჩასათრევად, რაც მშვენივრად გამოუვიდათ.Tazo200X ნამდვილად იყვნენ,თუმცა არა დიდი რაოდენობით.რატომ არ სჯეროდათ არ მესმის (თუმცა ის მჯერა, რომ სცოდნოდათ შედეგი, ნამდვილად არ დაიწყებდნენ). მე ვწერდი 1 აგვისტოს ფორუმ. ჯი-ზე თუ რა მოყვებოდა ცხინვალზე შეტევას და მთელი ნაცების ხელისუფლება რით ვერ მიხვდა ამას, გაუგებარია. არავითარი დიდი სტრატეგი მე არა ვარ.
  6. licemer ნამდვილად მშვენივრად ვისხედით. დანარჩენებსაც იგივესკენ მოგიწოდებთ. თუ სექტემბრამდე ვერ იცდით აგვისტოშიც შეიძლება.
  7. ძალიან კარგი იდეაა. მაგრამ ალბათ სექტებერში მართლაც ჯობია. ოღონდ არ გადავიფიქროთ.
  8. ნამდვილად ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, თუმცა ჩემს მტერს მაგი ხელისუფლებაში რომ მოსულიყო.
  9. მე ვესწრებოდი იმ სხდომას რომელზედაც დსთ-ში შეგვათრიეს და რამდენიმე თვე დათრგუნული დავდიოდი. ეს ჩემთვის ღირსების ამბავია, როცა მუხლებზე დაცემულ ქვეყანას სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაღებინებენ. თავისთავად დსთ არაფერს არ წარმოდგენდა, მხოლოდ სსრკ-ს აღდგენის უბადრუკი მცდელობა იყო. ამ ამბის შემდეგ არცერთმა ხელისუფლებამ არ დააყენა საკითხი იქიდან გამოსვლისა.პარლამენტი სხვადასხვა რეზოლუციებს არ ვგულისხმობ. ჯერ ადრეა, მოდით კარგად შევისწავლოთ ეს საკითხი. ასეთი ტიპის უაზრო განცხადებებს ვისმენდი და ბევრი იუზერი(არა ჩვენი ფორუმიდან, არამედ მეზობელი), რომელიც დღეს ხმალამოღებული რუსების მოწინააღმდეგეა, ყველა არსებულ თუ არარსებულ არგუმენტს იშველიებდა დსთ-ს და სამშვიდოების შესანარჩუნებლად.
  10. სანაკოევის პროექტი თავისთავად შეცდომა არ იყო, ოღონდ სწორად უნდა წარმართულიყო. დიდი შეცდომა იყო მისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დარქმევა და განსაკუთრებით მისთვის ტერიტორიების მიზომვა, კერძოდ ახალგორის. ისე დაერქმიათ პრეზიდენტის წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონში და ყოფილიყო. Lo Janko ასლანას როგორ და ვისი ნებართვით მოუგო, ყველამ კარგად ვიცით. სწორედ ამან გაათამამა მიშიკო და ეგრევე ცხინვალზე გადაიტანა შეტევის მიმართულება. იქ კი გუშინდელი მოკავშირე ჩასაფრებული იცდიდა.
  11. licemer დილა მშვიდობისა რამაზ! ჯერჯრობით ნამდვილად მყარად ზის. თუმცა მიშისტებს რომ გონიათ, რომ ოპოზიციაზე გამარჯვება თუ მოიპოვეს ამით ქვეყანა ოდნავ მაინც წინ წავიდა, ძალიან ცდებიან.
  12. მიჩელი: არა, მე იმას ვამბობ, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება იმაზეა დამოკიდებული, როდიდან ვიწყებთ ათვლას. თუ ვიწყებთ ომის დაწყებამდე 36 საათით ადრე, მაშინ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ დამნაშავე საქართველოა. თუ ვიწყებთ ორი-სამი წლით ადრე, უფრო მყარი საფუძველი გვაქვს, ვამტკიცოთ, რომ ომისთვის ბრალი რუსეთს მიუძღვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ დამნაშავე ორივე მხარეა. სწორედ ამას ვამბობ მე ყოველთვის. ომი გაცილებით ადრე დაიწყო, ხოლო ფართომასთაბიანი სამხედრო მოქმედებები კი მიშამ 7 აგვისტოს. მე ვიტყოდი, ცოდვა, რომელიც სააკაშვილს მიუძღვის - ის, რომ მოქმედებდა იმპულსურად, იქნებ ირაციონალურადაც, პროვოკაციაზე რომ წამოეგო - , ჩემი აზრით, უფრო ნაკლები ცოდვაა, ვიდრე რუსეთის დანაშაული - სუვერენული სახელმწიფოს დასუსტებისა და ძირის გამოთხრისკენ მიმართული მრავალწლიანი სტრატეგია... სამხედრო რესურსებში ასიმეტრიის გამო, შეცდომებისთვის ბევრად ნაკლები შესაძლებლობაა საქართველოს მხარეს. ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მიშას დანაშაული მეტია, რადგან მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ხოლო რუსებისგან კარგს არასოდეს არ მოველი და შესაბამისადაც ვუდგები მათ ქმედებას, როგორც მტრული სახელმწიფოსი.
  13. Saturn თუკი რუსებს სრულად მყარად აქვთ გადაწყვეტილი გაგრძელება, ალბათ შეძლებდნენ საქართველოს დაპყრობას, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ძალიან ძვირად დაუჯდებათ. მთავარი მართლაც ისაა, რა ხდება საქართველოს შიგნით. ვინაიდან ერთია დაიცვა, ასე ვთქვათ, “კავკასიის ესტონეთი”, თუკი ეს მართლაც არის ქვეყანა, რომელსაც სწამს პოლტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის, ცდილობს ჰქონდეს ევროატლანტიკური ორიენტაცია და ისჯება დიდი მეზობლის მიერ. ეს ერთია. მაგრამ როცა ერთ კორუმპირებულ ქვეყანას ჩაგრავს მეორე კორუმპირებული ავტორიტარული ქვეყანა, ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონში ძალზე ძნელია მხარდაჭერის მოპოვება. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს ყველაზე მეტად იმით შეუძლია შეამციროს ომის ალბათობა, რომ მაქსიმალურად სუფთად და შთამბეჭდავად მოაგვაროს შიდაპოლიტიკური საკითხები. ლუკასი: სავსებით გეთანხმებით, რომ საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, შეინარჩუნოს ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების რიგში. თუ გავიხსენებთ, რომ გვაქვს ისეთი ქვეყნები, როგორიც აზერბაიჯანია, რომელთა მხურვალე მხარდაჭერისთვის დასავლეთი მზადაა, ენერგოუსაფრთხოების და, საბოლოო ანგარიშით, ეროვნული სუვერენიტეტის გამო. მაგრამ მე ვფიქრობ, ამის ნაცვლად სამარცხვინოდ ვჩუმდებით და ხმას არ ვიღებთ აზერბაიჯანში დარღვევებზე ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების სფეროებში და ა.შ. მაგრამ საქართველოს წინაშე დგას ამ კატეგორიაში მოხვედრის საფრთხე. მაშინ, როცა ის უნდა მოძრაობდეს, ვთქვათ, ბალტიისპირა ქვეყნების კატეგორიისკენ, რომლების დაცვა, ფაქტობრივად, ასევე შეუძლებელია ბირთვული ომის გარეშე. ნატოს არ მოეპოვება ბალტიისპირა ქვეყნების დაცვის სერიოზული გეგმა, მაგრამ მას სწამს, რომ დასავლეთში მათი მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციით შეგვიძლია სიგნალი გავუგზავნოთ კრემლს, რომ ეს ქვეყნები ხელშეუხებელია, რომ ისინი არ არის კრემლის განსაკუთრებული ინტერესების სფეროში. ასევე პატივცემულო ბატონო Saturn. მე ვთქვი რომ საქართველოს გულისთვის არავინ არ დაიწყებს ცივ ომს და ზემოთ გამოყოფილი სიტყვები მე მგონი ადასტურებს ჩემს ნათქვამს. საერთოდ ძალიან ზუსტად აქვს ორივეს მორტყმული. ასეთი ჟურნალისტები ან ანალიტიკოსები რომ გვყავდეს კარგი იქნებოდა.
  14. Saturn ბერძენიშვილი(ორივე) პროკურორად ნამდვილად არ გამოდგება, იურისტი საჭიროა რომ იყო. უსუფა კი მშვენიერი პროკურორი იქნება, თუმცა მე მაგ საქმისთვის არ მემეტება. ის იდეალური პრეზიდენტი იქნება, ოღონდ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის.
  15. lasha1997 მარტო მაგი არა. მე მაგალითად დარწმუნებული ვარ რომ ბესელია ან კუკავა რომ დანიშნო გენერალურ პროკურორად, იგივეს გააკეთებენ რასაც ადეიშვილი აკეთებს. ოქრუაშვილი კი ყველამ ვნახეთ რაც იყო.
  16. babuagiorgi აბსოლუტურად გეთანხმებით, სწორედ ოპოზიციის ბოლო იდიოტურმა ქმედებებმა რუსთაველზე გადაარჩინა მიშა
  17. machkatela მაგი არ იყო ჟვანიას პარტია რომ მიყიდა? თუმცა როგორც ამბობენ მანდამაინც ბევრი არ გადაუხადეს.
  18. liliko მადლობა შეხსენებისთვის. არა მარტო დიდ პოეტს, არამედ დიდ ბიზნესმენსაც.
  19. babuagiorgi :sorry: :sorry: :sorry: ის ტიპი რა გვარი იყო თან ლექსებს რომ წერდა? მაგი დანიშნოს მერად.
×
×
  • შექმენი...