Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. dire ეს არაა მართალი,ვთქვით და ავხსენით კიდევაც რატომ მოხდა ეს. უკანასკნელში ადგილობრივს თუ გულისხმობთ რეგიონებში იქნებოდა,მაგრამ თბილისში არ გაყალბებულა.თბილისში არასამართლიანი არჩევნები ჩატარდა.კარგი იქნებოდა ამ ორ ტერმინს შორის განსხვავება რომ იცოდეთ. ეგ სად ნახეთ,მითუმეტეს რა იარლიყი მოგაკერეთ.ჩემი შენ გითხარიო,ზუსტად ასეა თქვენი საქმე.კონკრეტული მაგალითი,კარდუთ მოხსენიება. ესეც სად ნახეთ,უბრალოდ გითხარით რომ მე მტრად ამერიკას და დასავლეთს(ისეც გითხარით,რომ ამერიკას ევროპა მირჩევნია) მთლიანად კი არ ვთვლი,არამედ რუსეთს.აგერ ჩემთვის ძალიან პატივსაცემი იუზერი სიკნადმო,ძალიან კეთილგანწყობილია რუსების მიმართ.რა პრობლემაა,მისი არჩევანია და მე ამისთვის მას არ ვაკრიტიკებ და მითუმეტეს იარლიყებს არ ვაკერებ. მოკლედ ბატონო დირე,ჩვენი შეხედულებები დიამეტრალურად განსხვავდება და შესაბამისად შემდგომ კამათს და ახსნაგანმარტებებს აზრი არ აქვს ხო ამის შემდეგ იტყვით,ხო ვთქვი, რომ ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხებს და გაიქეცევაო.ეს ჩვეულებრივი კაზუისტიკური ხერხია.კიდევ ერთხელ კარგად ბრძანდებოდეთ,სხვა თემაში კი ბატონო გავაგრძელოთ.
  2. dire ბატონო დირე,მე რასაც მინდა იმას ვიტყვი და ამას პარტიას არ ვუთანხმებ.არ ვთვლი რომ ენდიაი იტყუება და შესაბამისად არც ვიტყვი.ისე პარტიას ეს არ უთქვია არსად და მე გითხარით თუ მე ძალიან ხშირად გავიმეორებ ამას,შეიძლება გარკვეული უსიამოვნებები შემექმნას ,თუმცა ალბათ სერიოზული არაფერი რა არჩევნები გავაპრავეთ,კარგით რა ეს მეტისმეტია.ყველა აქციებზე ბოლომდე იქ ვიდექით და 2009-ში ყველაზე მეტი 11 კაცი ჩვენი დაიჭირეს,ზოგიერთი ეხლაც ზის და ჩვენ ხმა არ ამოგვიღია,სინდის ნამუს ჩუნემ? ეხლა თქვენ თუ ამერიკელებზე და საერთოდ დასავლეთზე ალერგია გაქვთ,ეს ჩემი პრობლემა არაა.რამდენიც გინდათ იმდენი აგინეთ. ერთი ვერ გავიგე აფხაზეთი და ოსეთი ამერიკელებმა წაგვართვეს?
  3. dire ეს კარგია რომ იცით მე მეგონა ყველაფერი აგიხსენით რას ვფიქრობდი ენდიაიზე.რადგან მოჭრილი პასუხი გინდათ რა პრობლემაა,მაგრამ იმ სამიდან თუ არცერთს არ ვეთანხმები მაშინ რა? იყოს სცდება,რაც მე ფაქტიურად ვთქვი.ანუ ციფრები მთლად სწორი არაა. მაგრამ ოპოზიციის საქმე არ არის კარგად.ძლიერი შენჯღრევა სჭირდება პოლიტიკურ სპექტრს,რის კონტურებიც გამოიკვეთა.
  4. dire ვახ,მერამდენეჯერ უნდა გაგიმეოროთ.ალბათ ნაცებს არა 52%,არამედ სადღაც 35% აქვთ,მაგრამ აშკარად დანარჩენებზე მეტი.ამას ვგულისხმობ ტენდეციაში. რა თქმა უნდა ისეთ გამოკითხვაში სადაც გვარი და სახელი ფიქსირდება და ადამიანი პასუხობს(საკმაოა ისეთები რომლებიც არ პასუხობენ),იქნებიან რომლებიც ვერ რისკავენ თქვან რომ ოპოზიციას უჭერენ მხარს(ასლანიჩები ასეთ ვარიანტში კარგ მდგომარეობაში არიან,რადგან მათი მხარდაჭერა საკმაოდ კომფორტულია და ფაქტიურად არავის არ ეშინია ამის გამოხატვისა,რადგან ეს ხელისუფლებიდან ნაკურთხია). თქვენ ისე გამოგგდით რომ მე არ მინდა რესპებს მაღალი რეიტინგი ქონდეთ.მინდა ყველა დავარწმუნო,რომ ქვეყანას რესპების ხელისუფლებაში მოსვლა(თუ ვინმე ძალიან ძლიერს არ მივებმებით) არ ემუქრება. ამდენს რომ მალაპარაკებთ,წაიკითხავენ პარტიის მესვეურნი ჩემს პოსტებს და "პარაჟენცობაში" დამდებენ ბრალს,რადგან ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრებია.
  5. dire სწორედ ამას ვამბობ მე. DonCaredo შეგვპირდნენ არა კვატი.მაგრა ხართ შეთქმულების თეორიებით შეპყრობილები. რა თქმა უნდა თუ ბიძინასთან ალიანსი შედგა,ამ ალიანს ბიძინას მეოხებით დიდი რეიტინგი ექნება და ენდიაი სწორედ ამას დააფიქსირებს და იმედია არჩევნებიც ამას ანახებს.თუ გინდათ დაიჯერეთ,გინდათ გააგრძელეთ თქვენი თეორიები.
  6. Anima Libera აზრზე არა ვარ ვინაა,მე უმთავრესად ხელმძღვანელობას ვიცნობ.ლევან ბერძენიშვილს ვანახე ეს სურათი და იმანაც არ იცის,თუმცა სახეზე ეცნობა.დავადგენ უახლოეს დღეებში.მადლობა ინფორმაციისთვის.
  7. Anima Libera ნამდვილად არ ვიცი ვისზეა საუბარი,გავიკითხე და ვერ დავადგინე.კარგი იქნებოდა თუ გვარს გაიხსენებდით.სავსებით შესაძლებელია უბრალოდ იტყუება.
  8. dire კი მაგრამ პარტია ნამდვილად სჭირდება,რაც არ არის ადვილი საქმე,გასაგებია რომ მსურველები საკმარისზე გაცილებით მეტი ეყოლება,მაგრამ ბადრის რომ წურბელები შეეტენენ,ისე არ გამოუვიდეს.თანაც მოქალაქეობის არქონა გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ვის გულისხმობთ ვერ მიხვდი,ბიძინას თუ ასლანიჩას?
  9. dire მშვენივრად ვიცი საიდანაც,განსაკუთრებით რეგიონებში,მანდ არჩევნებზე თარგამაძის და პადოშას სიებს გამგებლები ადგენდნენ.თუმცა თბილისში რაღაც მაინც აქვთ.ნაცტელევიზიები სულ მაგათ აჩვენებენ და ყოველნაირად ხელს უწყობენ.თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ,თუ ბიძინა გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე,მისი ხმები თოვლივით გაქრება.
  10. FRIDRIX ფრიდრიხ ბატონო,ნორმალური ადამიანი ბრძანდებით და რეალ ტივის ფილიალ პრესა.გე-ს ნუ კითხულობთ,ჩემი რჩევაა.თუმცა რა თქმა უნდა გემოვნებაზე არ დავობენ.
  11. dire ტენდეციები ნიშნავს იმას რომ სამწუხაროდ ნაცებს დღეს ყველაზე დიდი რეიტინგი აქვთ,მეორეზე ჩათლახი ასლანიჩა მოდის,დანარჩენებს რესპების ჩათვლით დაბალი.ეს დაადასტურა თელავის არჩევნებმა,რომელიც მე ძალიან კარგად ვიცი,რომ სუფთად ჩაატარეს ნაცებმა.ეხლა თქვენ თუ ავატარზე გამოსახულს გინდა დაემგვანოთ და არაფერი დაინახოთ,ეს თქვენი საქმეა.
  12. FRIDRIX ანუ მთელი ნაცმოძრაობა პრეზიდენტის,პარლამენტის თავჯდომარის ჩათვლით ამდენი ხანი გვატყუებდა და ალბათ არა მარტო ამას.
  13. FRIDRIX ამერიკელები რომ იძახიან ეხლა საქართველოს მაპი უნდა მივცეთო,ეგ როგორაა,აკი მაპზე უკეთესი მივიღეთ?
  14. dire იმას ვგულისხმობდი,რომ მე ამერიკელებზე დიდი ხანია ასე ვფიქრობ.მეტს არაფერს. რაც შეეხება ენდი აის კვლევებს,თუ ბიძინა დაკვიდრდა პოლიტიკაში მერე ვნახოთ რა დარჩება ნაცებს და სად იქნება ალსანიცა. ხო კიდევ,მე ვამბობ რომ ენდიაის კვლევებში ტენდეციებია სწორი და არა ციფრები.
  15. dire რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს,რეგიონებში რა მოგახსენოთ,მაგრამ თბილისში ბიულეტენები არავის არ ჩაუყრია,თუმცა მართალია ამას გაყალბებულ არჩევნებს ვერ დავუძახებ,თუმცა აშკარად არასამართლიანი იყო.ეს ორი სხვადასხვა ტერმინია. ერთი თვის წინ კი თელავში ნაცებმა,სულ ხუთიანზე ჩაატარეს არჩევნები,მართალია 65%-ი სახლში დაჯდა,მაგრამ ვინც მოვიდა იქიდან 85%-მა ნაცებს მისცა ხმა.ერთადერთი რასაც შეიძლება გამოეკიდო,ეს ნაცების აქტივისტი ქალებია,რომლებიც უბნებთან დგანან და მომსვლელებს(უმთავრესად თავიანთებს აღრიცხავენ),მაგრამ ფორმალურად ეს საარჩევნო კანონით აკრძალული არ არის. ამიტომ ვამბობ,თუ რა კარდინალურად არ შეიცვალა შემდეგი არჩევნები თელავის შედეგით დამთავრდება.დღეს მოქმედი ვერცერთი პარტია ამას ვერ შეძლებს და ერთადერთი იმედი ბიძინაა,თუ აქედან რამე გამოვა.
  16. dire საკუთარ თავში ვის გულისხმობთ,ძუკუს თუ რესპუბლიკურ პარტიას? რამდენჯერ მე ამერიკელები მიგინებია,იმდენი სიკეთე მე.ევროპა გაცილებით მირცევნია.ამერიკელებს აქვთ ცნობილი გამოთქმა:სამოსა სუკინ სინ,ნო ნაშ სუკინ სინ.ახალგაზრდობასი,როცა თქვენ ალბათ დაბადებულიც არ იყავით,ასევე ერთი გამოთქმა მიყვარდა:ამერიკელი ეს გამძღარი რუსია.თუმცა აფხაზეთი და ოსეთი ჩემთვის ამერიკელებს არ წაურთმევიათ,ამერიკელებმა მექსიკას წაართვეს კალიფორნია და არა მარტო ის. წელს ჩემმა ბავშობის მეგობარმა დამპატიჟა კალიფორნიაში.ჯერ ვიფიქრე წავალო,მერე კი ერთი მაგათი დედაც,რა უნდა ვნახო იქ,რომ ამის სიშორეზე წავიდე?აი ბარსელონაში დიდი სიამოვნებით წავალ.
  17. მე ყოველთვის შორს ვიყავი იმ აზრისაგან,რომ ენდიაის კვლევები სისულელეა და ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთაა.სამწუხაროდ ის თუ ძალიან ზუსტად არ ასახავს სინამდვილეს,ტენდეციას ნამდვილად.ამიტომ მე რამდენჯერმე დავწერე ფორუმზე,რომ თუ რამე კარდინალურად არ შეიცვალა,შემდეგი არჩევნები თელავის შედეგით დასრულდება ყოველგვარი რამე მნიშვნელოვანი გაყალბებების გარეშე.ეხლა არის შანსი ასეთი ცვლილების,ვნახოთ.
  18. laci რა თქმა უნდა,როგორც რუსები იტყვიან ”ზალატოი ზაპასია”.როცა დასჭირდებათ გამოიყენებენ.
  19. dire მექსიკელებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა:რა შორსაა მექსიკა ღმერთისგან და რა ახლოსაა ამერიკასთან.ეს უფრო მის მეზობლებს ეხება. თუმცა მე მგონია, რომ ამერიკამ საქართველოს უფრო მეტი კარგი გაუკეთა ვიდრე ცუდი,ეხლა ამას ჩვენი მტავრობა როგორ იყენებს, ეს სხვა საკითხია.
  20. laci მაგაზე ხომ ვთქვი,მაგი არანაირად არ სჭირდებათ ნაცებს და ამიტომ არ აკეთებენ.არჩევნებისთვის სჭირდებათ ეს ხალხი სიებში.
  21. Siknadmo მშვენიერი იდეაა,მაშინ დალევაში შეეჯიბრონ.დონი ალბათ რუსულ არაყს მიირთმევს,ფრიდრიხი კი უგულავას მიერ რიყეზე დაწურულ ღვინოს.
  22. DonCaredo FRIDRIX რადგან ორივეს ომი უნდა,იქნებ როგორც შუა საუკუნებში იყო ორივე მხრიდან თითო კაცი გამოვიდეს,ანუ დონ კარედო და ფრიდრიხი,დასცხონ ერთმანეთს და ასე გაარკვიონ გამარჯვებული ჩვენ თავი დაგვანებეთ რუსებით და მათი ე.წ. აგენტებით.
×
×
  • შექმენი...