lasha_alo ჩაატარონ სოციოლოგიური გამოკითხვა ოღონდ ნოღაიდელს ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ უნდა ქონდეს. ისე კანდიდატთა სიაში თუ უნდა იყოს. მართლა მაინტერესებს რას მიიღებს. ეხლა ალასანიას და გროჩოსაც კი თუ გაასწრებს, მაშინ დაგვრხევია და ეგაა.
Siknadmo ეგა თქვი. მე მართლა მაქვს იმედი, რომ აზრზე მოვა. გრეჩო, კუკავა კობასთან რამოდენიმე დღის ინტესიური კავშირი ჩემი აზრით საკმარისი უნდა იყოს. ამ ფორუმზე მართლა არ იციან იქ რა "სიბრძნეების" მოსმენა შეიძლება. უბრალოდ ხეზე გაგიყვანენ.
Siknadmo ოღონდ ვოვა ბიძია მისას ნამდვილად არ მისცემს ფულს,სხვას იპოვის, თუ უკვე ნაპოვნი არ ყავს. მე მგონი კიდევ ყოველწლიური დახმარებაც არსებობს, სადღაც 60 მილიონი.
DATA TUTASXIA ვალების პრობლემა ძალიან სერიოზულია და სამწუხაროდ ამაზე არავინ არ საუბრობს პოლიტიკოსებიდან. ხელისუფლება რასაც აკეთებს და შემდეგ აპიარებს, სულ ვალებზეა დაფუძნებული. მერე ვისი გადასახდელი იქნება ამაზე არავინ არ ფიქრობს.
lasha1997 შვილების პრობლემა ძალიან რთულია დიტო ბატონო.მათ ჩემი აზრით აქ არაფერი არ ესაქმებათ. ჩემთვის ეს კი ტრაგედიად იქცა. ჩემი უმცროსი შვილი 20 წლის, ისრაელში სამხედრო სასაფლაოზე წევს. მე კი აქ ვცხოვრობ, რადგან ეს ჩემი ქვეყანაა, თანაც მე ქართულის გარდა სხვა სისხლი არ მირევია.
shamili შეიძლება პირადად არ უსვრია, მაგრამ კარგად მახსოვს ტელევიზიასთან რომ განაცხადა, მოდით პარლამენტისკენ დავიძრეთ, ოღონდ გვარდია წინ წავიდეს, ჩვენ კი უკან გავყვეთო.
მე ვერ წავალ. თავის დროზე თითქმის ოცი წლის წინ ჩემი ოჯახი წავიდა ისრაელში (ჩემი პირველი ცოლი ებრაელი იყო, უფრო სწორედ დედამისი). ეხლაც იქ არიან. მე ვერ წავედი, თუმცა ისრაელში ყოველ წელს ჩავდივარ. ვერ ვიცხოვრებ სხვა ქვეყანაში.მითუმეტეს არც ასაკი მიწყობს ხელს.
dire თუნდაც ალასანიასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ და ახლებმა პოლიტიკისთვის სრულიად უცნობი ადამიანი პირდაპირ ალიანსის უფროსად დავიყენეთ. რაც შეეხება ჩარეცხვას, ეს არანაირად არ გამოვა. ძალიან ბევრი არჩევნები წაგვიგია და მაინც "ვანკა-სტანკასავით" ფეხზე ვდგავართ.
Blaugranator ბოიკოტი კარგია, მაგრამ არაგანხორციელებადი. ე.დ.პ, ასლანიჩები, მრეწველები, მე თვითონ, პადოშა აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას და მერე ამტკიცე..
lasha_alo ლაშა შენს საწყენად ნამდვილად არ ვამბობ, მაგრამ ესენი ნოღაიდელს უნდა აგინებნენ მოსკოვში სირბილისთვის. თავიანთი წარსული გაიხსენონ. :nekro: ეგ მაგარი იყო.