DonCaredo ამ დროს სულ პირიქითაა ყველაფერი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ გრეჩო შემოსულიყო ალიანსში. ვთავაზობდით თანათავჯდომარეობას. ის ჯერ იძახდა რომ საერთოდ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, შემდეგ რაღაც დრო სჭირდება და მერე შემოგვიერთდება, შემდეგ რომ ახალ ტალღას ააგორებს და ამით დაუჭერს მხარს ალასანიას, ბოლოს კი განაცხადა მოდი პრაიმერი ჩავატაროთ ჩემს და ალასანიას შორის, თანაც კობა, ძიძიგური და ნოღაიდელი მე მიჭერენო მხარს. ეხლაც არ არის ჩემი აზრით გვიანი მისთვის. მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით. სოზარმა პირდაპირ თქვა, თუ საჭირო იქნება მე მეორე ნომრობაზე უარს ვიტყვიო. მეტი რის გაკეთება შეიძლება, მე პირადად არ ვიცი.