ზურაბ ნოღაიდელი - ფორმულა “ყველას მინუს ნოღაიდელი” აღარ არსებობს სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 24 / 02, 2010 12:36 Print Font size: “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ საქართველოში ფორმულა “ყველას მინუს ნოღაიდელი” აღარ არსებობს. როგორც ნოღაიდელმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია, შედგა ოპოზიციის ბევრად უფრო დიდი ერთობა, რაც აუცილებლია გამარჯვებისთვის და ამ პროცესიდან მისი მოძრაობის იგნონირება ძნელად წარმოსადგენია. მისი თქმით, ოპოზიციის კონსულტაციებში “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”მნიშვნელოვანი მონაწილე იქნება. “ჩვენ ჩავერთვებით ამ დისკუსიაში და ყველაფერს კონსულტაციები გვიჩვენებს. მზად ვართ, რომ მოძრაობამ განიხილოს ყველა მექანიზმი, რომელიც ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გამოავლენს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მისაღები ფორმა პრაიმერია”,-განცხადა ზურაბ ნოღაიდელმა. ფორმულა “ყველას მინუს ნოღაიდელი” “ახალ მემარჯვენეებსა” და “რესპუბლიკელებს” ეკუთვნით. ვერაფერს ვერ ვხვდები. ეს თუ იქ იქნება მაშინ იქნება ჩემდათავათ არჩევნებზე წამსვლელის