მე მგონი ნახეთ კუკავა როგორ ირწმუნებოდა ნოღაიდელს პრაიმერთან არაფერი შეხება არ აქვსო.აგერ ბატონო ოპოზიციის პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები ხვალ, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეიკრიბებიან და არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა ლადო ბოჟაძემ განუცხადა, ხვალ ცნობილი გახდება პრაიმერის ჩატარებისას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევის ახალი წესის შესახებ, რაც შეეხება კანდიდატებს რეგიონებში, მათი შერჩევის წესები პრაიმერის დებულებაში უცვლელი დარჩება. ნოღაიდელის ეგიდით და მე მგონი ყველასთვის გასაგებია მისი ფინანსებით ხდება ეს ყველაფერი. "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა "ინტერპრესნიუთან’’ საუბარში აღნიშნა, რომ ხვალ პრაიმერის ინიციატორი პარტიები შემოერთებული სამი პარტიის - მოძრაობა ‘’ქრისტიანული საქართველოს’’-ს, ‘’მომავლის პარტიისა’’ და ვეტერანთა კოალიცია ‘’მამულიშვილი’’-ს ლიდერებთან გადაწყვეტილებებს შეაჯერებენ. ეს ძალიან საინტერესო პარტიები არიან.