-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
T_A_T :DDD :maladec: მე მართლა სრული სერიოზულობით ვამბობ, თანაც იმ შემთხვევაშიც კი თუ ბატონი ლიცემერი არ დაგვტოვებს. დავამატოთ გაგი67. ეგება ესე მაინც დაშოშმინდეს და არ იეჭვიანოს ჩვენს გამონოღაიდელებაზე.
-
Gagi67-ს მიეცით მოდერატორობა. სრული სერიოზულობით ვამბობ! და მოვითხოვ! იქნებ ასე მაინც ისწავლოს ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა და ავტომატურ რეჟიმში ყველას რუსოფილი და რენეგატი არ უძახოს. მივცეთ გამოსაცდელი ვადა.
-
ვინმე ამიხსნის მოხდა რამე თუ გვეხუმრება ეს კაცი? თუ რამე მოხდა, მოვითხოვ ამიხსნათ და სასწრაფოდ მოგვარდეს! ბატონო რამაზ, თქვენნაირი საღი აზროვნების, წესიერი და ქვეყნის მოყვარული ადამიანების გულისთვის, თქვენთან ურთიერთობის გულისთვის, თქვენთან აზრების გასაცვლელად და სამუსაიფოდ შემოვდივარ აქ და ამითა აქვს ფასი ამ ფორუმს, თვარა რა ჭირი და ჯანდაბა მინდა მე ფორუმზე?! საცა არანორმალური ხალხია, იმიტომ წამოვედი იქიდან რომ წივილ-კივილის, ფურთხვის და ყროლვის მეტი არაფერი იყო იქ.
-
მიშას ინფორმაციით, საკნები "ფე-ეს-ბე"-ს სცენარი იყო
analgin replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეიძლება ზოგმა პოზა დაიჭირა, რომ არ მოსწონს შეთანხმებული კოდექსი, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას ხომ იღებენ?! ე.ი. უღირთ მონაწილეობა და იმიტომ :psix: :psix: :psix: დედა ვატირე ამისი რა ! ტიპი ყველაფერთან ერთად შანტაჟისტიცაა! ვინუჟდენში გაგდებს რა, ეგ არაფრის შემცვლელი არაა. არ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში - აგენტი ხარ, ფეესბე გაფინანსებს, ველური ხარ, არასახელმწიფოებრივად აზროვნებ. მიიღებ - არაფერს არ დაგითმობ, კოდექსიც, სიტუაციაც და თითოეული დეტალიც ზუსტად ისეთი იქნება როგორც მე მინდა. ერთი პირობა ძალიან გაბრაზებული ვიყავი, როცა 50%-იან ბარიერზე არ დაყაბულდა ხელისუფლება, ვთვლიდი, რომ ბოიკოტი აუცილებელი იყო, თუმცა ეხლა აზრი არა აქვს, ხელისუფლებას ყოველთვის ეყოლება თარგამაძეები, თორთლაძეები და ედეპეები, ვისაც მაცივარში შირნჰოფერის ძეხვს ჩაუდებს, ნოლ სემიდან, მერსედესზე გადმოსვამს და ვსიო, იმდენი "ოპოზიციონერი" კანდიდატი ეყოლება, რამდენიც გაუსწორდება და ეს ბოიკოტად არ ჩაითვლება. ოხ, რა, ესენი თუ არ გავამათრახო, რა... :ux: ბოზების და არაკაცების "ბეზპრედელია" ქვეყანაში! -
T_A_T ხო, დეტალურად არც მე ვიცნობ მაგ დეტალებს, მაგრამ ალბათ ჩმორობა მაინც არაფერ შუაშია. უბრალოდ რამდენადაც ძლიერი მებრძოლი იყო, იმდენად სუსტი პოლიტიკოსი IMHO
-
აქ არის ჩამონათვალი მსოფლიოს უდიდესი ფორუმების: http://www.thebiggestboards.com/ http://www.big-boards.com/ http://www.vbulletin.com/forum/ http://forums.offtopic.com/ http://forums.somethingawful.com/ http://forum.fok.nl/ http://www.christianforums.com/
-
ფორუმზე ისევ საეჭვოდ ქრება თემები!
analgin replied to kontr-agent 007's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამას გულისხმობ? http://planeta.ge/index.php?showtopic=14352 -
ცოლის ჩმორება რაში გამოიხატებოდა?
-
ეს ის საზოგადოებაა ჩემი მოგვარე და გვარის შემარცხვენელი ქალბატონი რომ ხელმძღვანელობს (ებრალიძის კლასელი თუ ვიღაც)? ორი ხელის აწევით მივესალმები ყველას, ვინც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე საუბრობს, მაგრამ გავარტყი და მივაწუწე "ქართველი და რუსი ერის ძმობას და სულიერ კავშირებს", რომელიც არც არასოდეს არსებულა! ჩემი თავი მეცოდება ამ ავადმყოფური, პარანოიდული და ისტერიული იდეოლოგია-პროპაგანდის მქონე ხელისუფლების პირობებში: ბავშვობიდან რუსეთის უკიდურესი ზიზღით ვიზრდებოდი, ალბათ არც ერთი ჩეჩენი ბავშვი არ იზრდება რუსების ასეთი ზიზღით და არცერთი ვაჰაბიტი ამერიკის მიმართ, მაგრამ ამათ იმდენად არანორმალური, არაადეკვატური და რაც მთავარია ქვეყნისთვის საზიანო ისტერია აქვთ გამართული, იმდენად ყველას მოღალატეს ეძახიან, ვინც მიშას არ აქებს და ადიდებს, როგორც გმირს და ერის მამას და მათსავით უაზროდ და უმიზეზოდ არ უტრიალებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მოსურნეებს, საშინელი გაღიზიანების გრძნობა მეუფლება.
-
2010 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება (?)
analgin replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gagi 67 ჯიგარ, საქმე იმაშია რომ შენნაირები არ არსებობენ, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცნობ და ამიტომ მაქვს უფლება ასე ვიფიქრო. რაც შეეხება 100 000%-ს, დავმალავდი იმ ადამიანს საფრთხე რომ ემუქრებოდეს, მაგრამ აღარ დაემუქრება და ამიტომ გეტყვი: ჩემი ბავშვობის, ძალიან ახლო ძმაკაცის და, რომელიც მეც დად მიმაჩნია, 3 წელი მუშაობდა პარიზის ფსიქიატრიულ კლინიკაში და 2007 წლის ზაფხულში 3 კვირის განმავლობაში მან რამდენჯერმე ნახა იქ მიხეილ სააკაშვილი. ეხლა ეს ადამიანი უკვე საფრანგეთის მოქალაქეა და სხვა კლინიკაში მუშაობს. დამიტოვე უფლება, რომ ვენდო იმ ადამიანს და ლოგიკური დასკვნაც გავაკეთო, რომ ამონ რა იქ ინტერიერის დასათვალიერებლად და გასართობად არ დადიოდა განდიდების მანიას რაც შეეხება, ატრაკებ და გიხარია, როცა ამონ რას შემხედვარე ამას სხვაზე ამბობ. გირჩევ სტენდალის "წითელი და შავი" წაიკითხო და შემდეგ მთავარი გმირი, ჟულიენ სორელი შენი სინდისის წინაშე მიშას შეადარო. P.S. იიმჰოოტეპ, იიმჰოოტეპ, იიმჰოოტეპ, იიმჰოოტეპ... -
2010 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება (?)
analgin replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჭანო 3 კვირა პარიზში მკუნალობდა მიშა...სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს მართლა ნუ, როგორც ეგეთი, გიჟი ანუ შიზოფრენიკი არ არის, მაგრამ რაღაც სხვა დაავადება სჭირს, ზუსტი სახელი არ მახსოვს, მგონი მანიაკალური დეპრესია, მაგრამ სიმპტომები მახსოვს, გაუწონასწორებელი, არამდგრადი ხასიათი, ძალიან მძაფრი და ხშირად არაადეკვატური ემოციები, მუდმივი უხასიათობა. ბავშვობაში გადატანილი მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად ემართებათ ეგ ავადმყოფობა, როგორც წესი და ქრონიკულია, არ იკურნება ბოლომდე. პატარა ბავშვივით ეგოისტური ხასიათი აქვთ ასეთებს და თუ საწადელს ნებისმიერი საშუალებით ვერ მიაღწევენ - საშინლად განიცდიან (მძიმე დეპრესიული შეტევები ემართებათ). პათოლოგიურად ეჭვიანები, მშიშრები და ბოღმიანები არიან. ჩემი მოგონილი არ არის ეს. ფსიქიატრები ძალიან ადვილად ატყობენ ადამიანს ასეთ რაღაცეებს. ფსიქიატრია ხომ მედიცინის ისეთი დარგი არ არის ანალიზები ან აპარატურით კვლევა სჭირდებოდეს დიაგნოზის დასმას, ფსიქიატრიაში დიაგნოზი სიმპტომების მიხედვით ისმება და ჰკითხე ნებისმიერ ფსიქიატრს თუკი საახლობლო-სანაცნობოში ასეთი ვინმე გეგულება და პარიზში რომ 3 კვირა მკურნალობდა 2007 წლის ზაფხულში ეს 100 000%-ით ვიცი -
2010 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება (?)
analgin replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
2010 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება (?)
analgin replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ლ ი ც ი არაპროგნოზირებადი ნამდვილადაა, იმიტომ რომ ძალიან, ძალიან შორს დგას იმისგან, რასაც დიპლომატია ჰქვია და საერთოდ ფსიქიურად არამდგრადი ადამიანია. იმაშიც გეთნხმები, რომ მოვლენების ფორსირებას არ შეეცდებიან ამერიკაში, მაგრამ სამაგიეროდ რუსეთში შეეცდებიან დამეთანხმები. აქაც ალბათ როგორც ყოველთვის უსინდისოდ და უმასშტაბოდ გააყალბებენ არჩევნებს, ხალხი უარესად დაიძაბება ვიდრე 2007-ში ან შარშან გაზაფხულზე და იძულებული გახდება ძია სემი რამე მოიმოქმედოს, თორემ აღარაფერი დარჩება მერე. ისე, რას გულისხმობთ მიშას სავარაუდო გაუაზრებელ ნაბიჯში, საინტერესოა სამსჯელოდ. თუ აგვისტოს ომის მსგავს კამპანიას, ეგ გამორიცხულია, ჯარი არ დაემორჩილება. მე ველაპარაკე ძალიან გამოცდილ ექსპერტებს და სხვათაშორის არა "ოპოზიციონერ ექსპერტებად" ცნობილებს, არამედ გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს და მითხრეს, ეხლა ომი პირდაპირ ქართული არმიის საბოლოო განადგურებას ნიშნავს, რადგან რუსულ ჯარს საქართველოში არსებული სტრატეგიული წერტილების 80-90% უკავიაო. მოკლედ, ეს ცალკე თემაა და ეს თვითონაც კარგად ესმით, რომ ომის შემთხვევაში ნახევარ დღეში დაკარგავენ იმას, რისთვისაც უნდა იბრძოლონ (თანამდებობებს და პრივილეგიებს). თვითონაც იციან რო დიდი დღე აღარ უწერიათ და შეგუებულები არიან. ეხლა მხოლოდ ფულს უფრთხილდებიან და დროს წელავენ მაქსიმალურად. ჭანო ეეეხ ფავორიტი რომ მყავდეს რა მიჭირს...ჩემს შემთხვევაში ამათგან ვინმეს ამორჩევა თითქმის იგივეა, რაც ვეგეტარიანელს გააკეთებინო არჩევანი საქონლის, ღორისა და ცხვრის ხორცს შორის : ალასანია ერთი შეხედვით ნორმალური, გაწონასწორებული, ფრთხილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სწორედ ამ ზედმეტი სიფრთხილით მაბნევს და მეც სიფრთხილით ვუყურებ მას. ეხლა დაკვირვების პროცესში ვარ. პრინციპში ფორუმი (სანიკიძე-შარტავა და ა.შ.) თუ გაუერთიანდება ალიანსს, უფრო ამათკენ გადავიხრები. ცალკე ალიანსმა მეშინია იგივე კურსი არ გააგრძელოს რაც მიშას აქვს აღებული...სალომესაც არ ვუყურებ ცუდი თვალით. ერთი რაც ვიცი ბურჯანაძის, ნოღაიდელის და ოქრუაშვილის მხარდამჭერი ზუსტად ისევე არ ვარ, როგორც მიშასი. კონსერვატორები და კობა ძალიან ატრაკებენ ამ ბოლო ხანს. შალვა უბრალოდ დებილია და ვსიო. აი ედპ და ქრისტიან-დემოკრატები ბევრად მიუღებელია ჩემთვის ვიდრე დაჟე ნაციონალები. -
ჩემი ანალიზი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკაში განვითარებულ ამბებს, განსაკუთრებით კი რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობას ეფუძნება, მასთან ერთად რამდენიმე კულუარულ ინფორმაციას, რომელიც ამ დღეებში შევიტყე. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, დაჯერებას არავინ გთხოვთ, უბრალოდ ლოგიკურად მიხვდებით, რომ ეს ინფორმაცია დაუჯერებელთა რიგს ნამდვილად არ მიეკუთვნება. მაშ ასე: ეს ბოლო თვეებია აშშ-რუსეთის. ნატო-რუსეთის და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ისე გააქტიურებულია, როგორც არასდროს, ყოველ შემთხვევაში ისტორიის უახლოეს უკანასკნელ მონაკვეთში. უკვე ათეულობით შეხვედრა გაიმართა ამ ქვეყნებისა და ორგანიზაციების უმაღლესი რანგის ხელმძღვანელთა უშუალო მონაწილეობით. თითქმის ყველა შეხვედრა გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა. თითოეული ამ ქვეყნის და ნატოს ხელმძღვანელთა ოფიციალური განცხადებები ცხადყოფს, რომ ეს შეხვედრები კონკრეტული შედეგებით სრულდება, რომლითაც ყველა მონაწილე მხარე კმაყოფილია და შეხვედრებზე მიღწეულ შედეგებსა და გადაწყვეტილებებს პოზიტიურად აფასებს. მხარეები შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის, ირანის და ავღანეთის საკითხებზეც კი. 2010 წლიდან იგეგმება ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხიც. თითქმის ყოველდღიურად მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები და გამოცემები მუდმივად აშუქებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების, იქნება ეს ბარაკ ობამა, დიმიტრი მედვედევი, ჰილარი კლინტონი, ვლადიმერ პუტინი, სერგეი ლავროვი, ანდერს ფოგ რასმუსენი, ნიკოლა სარკოზი თუ ანგელა მერკელი, განცხადებებს, რომ კმაყოფილები არიან რუსეთთან (აშშ-სთან, ნატოსთან, ევროკავშირთან) გამართული კონსტრუქციული შეხვედრებით, რომ ამ შეხვედრებზე მათ შორის მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომ მხარეებს შორის რამდენიმე საკითხის გარდა ყველა ძირითად საკითხზე ურთიერთსასარგებლო შეთანხმებები შედგა და რომ მთავარია იმ რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხის გამო არ უნდა დაიბლოკოს სხვა ძირითადი საკითხები, რომლებზეც შეთანხმდნენ და ორივეს ინტერესებშია მათი განხორციელება. ყველა ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის ეს რასაც ნიშნავს. კარგად ესმის, რომ შეუთანხმებელ საკითხთა შორის საქართველოც იგულისხმება და რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ შეხვედრებიდან გზავნილი, ე.წ. "მესიჯი" საქართველოსთვის სრულიად ნათელია: დიდ ქვეყნებს დიდი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყოველთვის მზად არიან პატარა პრობლემებთან დაკავშირებით დათმობებზე წავიდნენ ან საერთოდ გაურკვეველი ვადით დააკონსერვონ და უბრალოდ ისევე დატოვონ ეს პატარა პრობლემები, როგორც არის. ალეგორიულად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანს ერთდროულად აწუხებს მცირე ასტიგმატიზმი, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და ავტოავარიაში მიღებული ქვედა კიდურის ღია მოტეხილობა მთავარი არტერიის დაზიანების თანხლებით, ასეთ დროს ადამიანი ჯერ სასწრაფო ოპერაციას იკეთებს ქვედა კიდურზე, კარგა ხნის სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ ის გულსისხლძრღვთა სისტემასაც უმკურნალებს. ამ ყველაფერს დიდი დრო, ფინანსები და ნერვები უნდა და ამ პერიოდში ასტიგმატიზმი არც არავის გაახსენდება. თუ გაახსენდება ყველა პრობლემის მოგვარების შემდეგ, როდესაც სხვა ავადმყოფობა აღარ შეაწუხებს; მსოფლიო პოლიტიკა კი ნამეტანი ჭირიანი, ავადმყოფი და ფათერაკიანი "ადამიანია"...თითქმის არასოდეს სცალია ასტიგმატიზმისთვის. კულუარული ინფორმაციით კი ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია გამალებით ცდილობს მასთან ოფიციალური შეხვედრის ორგანიზებას. თითქმის ყოველდღიურად ოფიციალური მიმართვები და წერილები იგზავნება თეთრი სახლის ადმინისტრაციის სახელზე, სადაც სხვადასხვა "მიზეზით" მიწვევების და შეხვედრების ხან სურვილსა და ხან აუცილებლობაზე მიუთითებენ. სააკაშვილმა რამოდენიმეჯერ სპეციალურად დაამთხვია მისი ვოიაჟები ობამას ვიზიტებს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის უკანასკნელად კოპენჰაგენში გამართულ საერთაშორისო ფორუმს გლობალური დათბობის საკითხებზე. მას ოფიციალური მიწვევაც კი არ ჰქონდა ამ ფორუმზე და თავად გააგზავნა მიმართვა, რომ აპირებდა მონაწილეობის მიღებას და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას, რაზეც რა თქმა უნდა უარს არ მიიღებდა. მოკლედ, ამ ფორუმზე საერთოდ კომიკურ სიტუაციაში ჩავარდნილა ეს ჩვენი მიშიკო, რადგან ჯერ კიდევ წასვლამდე გაუგზავნია წერილი ობამას ადმინისტრაციაში, რომ "შეიტყო რომ ისიც (ობამაც) აპირებდა კოპენჰაგენში გასამართ ფორუმზე მონაწილეობის მიღებას და მოხარული იქნებოდა თუ მოხდებოდა მათი იქ შეხვედრის ორგანიზება", რაზეც პირადად ობამამაც კი არ უპასუხა და ადმინისტრაციიდან უპასუხეს ადმინისტრაციას, რომ მისტერ პრეზიდენტის გრაფიკი ძალიან დატვირთულია და მისი შეხვედრების განრიგი უკვე შედგენილი და შემდეგისთვის მოიფიქრებდნენ. უშუალოდ კოპენჰაგენში ჩასვლის შემდეგ სააკაშვილმა რამდენჯერმე მიაგზავნა თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებთან და სთხოვა რამდენიმე წუთი დაეთმო მისთვის აშშ-ს პრეზიდენტს, რაზეც იგივე პასუხი მიიღო. ბოლოს იმდენად გამათხოვრდა, რომ კაი ძველი ძმაკაცივით მივიდა და სხვებთან მოსაუბრე ობამას მიესალმა და პირადად სთხოვა შეხვედრა, რაზეც ობამამ მიუგო, რომ "ეხლა ძალიან დაკავებული იყო და სამწუხაროდ ვერანაირად ვერ მოახერხებდა", შემდეგ კი მიტრიალებულა და საუბარი გაუგრძელებია. არადა ამ ჩვენს ბედოვლათს სამივე ნაციონალური არხი ჰყავდა წაყვანილი და გეგმავდა რადაც არ უნდა დასჯდომოდა ხუთწუთიანი შეხვედრის ჩართვა მაინც მოეხერხებინა და შემდეგ ეს გაეპიარებინა, როგორც საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ბუნებრივია ობამა დიპლომატიურ ეთიკას და ნორმებს არ დაარღვევდა და იტყოდა, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიას და ყველას მოუწოდებს დაემორჩილონ საერთაშორისო შეთანხმებებს ... ... ...ჩემი მოკრძალებული აზრით მიშას "მოქესტვა" გადაწყვეტილი ამბავია. ჩვენ მხოლოდ ის გვაქვს გასარკვევი და გადასაწყვეტი (მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით). მოხდება ეს ყველაფერი ხავერდოვნად და ქვეყნისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ თუ არა და რა ტიპის შეთანხმება შედგა ორ ზე-სახელმწიფოს შორის. იქნება ეს შევარდნაძის მსგავსი ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად ფრთხილ და დროში გაწელილ პოლიტიკას აირჩევს, "არც მწვადი დაწვა და არც შამფური" პრინციპით თუ პირდაპირ "ზვიოზდას" დაგვაკოსავებენ კინკრიხოზე. P.S. შევარდნაძის დედაც ##################, მაგაზე არ გამომეკიდოთ ეხლა არავინ, გთხოვთ. მე მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკაში მისეულ ტაქტიკაზე ვსაუბრობ, კონკრეტულად აშშ-რუსეთთან ურთიერთობებზე და არა მის საშინაო პოლიტიკაზე და სხვა ცოდვა-დანაშაულებებზე.
-
ე, ბიჯო! რა გახდა ამ ქრომის ადაპტირება??? ადრე მარტო ციტატის მონიშვნას არ აკეთებდა და დღეს მთელი დღეა ქრომით რო შემოვდივარ, უშუალოდ თემაში შესვლის დროს ესეთ ####ობებს მიწერს: IPB WARNING [2] Division by zero (Line: 2261 of /sources/action_public/topics.php) IPB WARNING [2] Division by zero (Line: 2263 of /sources/action_public/topics.php) და რა ჯანდაბაა?????????? P.S. ექსპლორერით და ოპერათი არ ატრაკებს.
-
აბა, ჯერ გულზე ხელი დაიდე და აღიარე ფორუმ გოვ ჯიზე რა ნიკით პოსტავ და მერე ვანოს ხელი ჩააყოლე და მოსინჯე პადოშაში მიშა ხო არ გიდევს, ჰა? ეხლა მომისმინე ბიჭო, მიშასგან განსხვავებით სისხლი, ცეცხლი და დუჟები რო არ გვინდა არავის, იმიტომ ვმსჯელობთ გამოსავალზე და ეს თუ გხეთქავს გულზე, წადი და რუსეთუმე მიშას, ვანოს და ვაშაძეს ეძახე და ზემოდან მიშა მაჭავარიანი და მთელი ნაცმოძრაობა მიაყოლე. ვინმეს თოფის სროლა და ოთხმოცდაათიანები რო სდომოდა, მიშასი და ვანოსი შეეშინდებოდა ზუსტად, ხო იცი? :eeh: :eeh: :eeh: აი მაგის გამეორება არ უნდა არავის, რომელიც შენ არ გახსოვს ეტყობა...თორე თქვენნაირი ქვეყნის მოღალატე და არაეროვნული, არავაჟკაცი, არამართლმადიდებელი, უზნეო და გაუნათლებელი ხეპრეების ფეხი და ხსენება აღარ იქნებოდა ამ ქვეყანაზე. სისხლის ღვრა რო მინდოდეს მარტო მე შემიძლია მაქსიმუმ ერთ კვირაში მინიმუმ 200 შეიარაღებული ადამიანის მობილიზება... ესენი წაიკითხე კარგად და რუსეთუმეთა მისამართები მერე გადააზუსტე: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...ost&p=84318 http://planeta.ge/index.php?s=&showtop...ost&p=84342 http://planeta.ge/index.php?s=&showtop...ost&p=84385
-
არჩევნების ტოტალურად გაყალბების შემთხვევაში.....
analgin replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გამოვაცხადებ დაუმორჩილებლობას და მომხრე ვიქნები რევოლუციის -
სრული სერიოზულობით რო აყალიბებენ თეორემებს და თითსაც "თამამად" იშვერენ... ჯერ ის "პოლიციელები" დასაჯეთ საჯაროდ, სათითაოდ და უმკაცრესად, 7 ნოემბერს მანქანების შუშებს რომ ამტვრევდნენ, ბადრის რა დედისტყვნას ყვიროდნენ, აფთიაქებში და სადარბაზოებში დასდევდნენ დედისტოლ ქალებს საგინებლად და საცემრად, იმედში ორსულ ქალებს რომ ურტყამდნენ და რუდუნებით მოვლილ აპარატურა-სტუდიებს ბოლო ჭანჭიკამდე ამტვრევდნენ, სამმართველოსთან ჩაქუჩებით და ნუჩაგოებით რო ღრიალებდნენ დუჟმორეულები და ხალხს ხოცავდნენ ეგ კალოშიანი სოფლელები. დასაჯეთ! საჯაროდ! სათითაოდ! უმკაცრესად! მერე ეგებ იმის მორალური უფლებაც გაგიჩნდეთ ვინმეს თვალებში შეხედოთ და ეგეთი ავადმყოფური ბრალდება წაუყენოთ. თქვენზე ნაკლები პატრიოტის, ვაჟკაცის, ქართველის და საღად მოაზროვნის სათითაოდ ყველას დედა ################## პირადად მე. აი ეგრე! რუსეთის დედას ჩააჯვას მთელი მსოფლიოს ფაღარათით შეწუხებულმა ნაწილმა, მარა რა სინდისით და ნამუსით იშვერთ თითს სხვისკენ, როცა ფულის ბრჭყვიალით და სიძულვილით დაბრმავებულებს მხოლოდ იმის დაჯერება და გამეორება შეგიძლიათ რასაც არქიფო გეუბნებათ. არაფრის ახსნა აღარაა საჭირო ადამიანისგან, რომელიც ხელისუფლების ერთადერთ და ყველაზე დიდ შეცდომად იმას თვლის, ყველა ოპოზიციონერი ერთად რატომ არ დაისაჯაო. თქვენ ხართ ყველაზე არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე! აუუუუუუუუუუუუ!!!!! ისე გავცოფდი აღარ შემიძლია რა
-
ძუკუ გეთანხმებით, მაგრამ...მაინც საჭიროა..."წონისთვის". აი, ასეა თუ ისეა, ხომ ხედავთ რადგან ალიანსში 3 სუბიექტია გაერთიანებული, მათ უკვე შეუძლიათ სხვებს "მოსთხოვონ", სხვები კი მათ "თხოვენ". მოკლედ აქედან და იქედან უვლიან: "დაგთანხმდები, ოღონდ...ესე. ესე არა? მაშინ ისე. იქნებ ასე ვცადოთ?" და ა.შ. ძიძიგური და დავითაშვილიც თუ დათანხმდებიან და ნაკლებს ივაჭრებენ, მათი რეიტინგისთვისვე იქნება უკეთესი. ალიანსისთვისაც ურიგო არ იქნება. ჯერ ერთი, კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით რომ ძიძიგურს ასეთი პატარა რეიტინგი აქვს! 50-ს გადაცილებული ელექტორატის ბევრად დიდი ნაწილი მას უფრო უჭერს მხარს, ვიდრე ალასანიას! ბევრად დიდი არა, მაგრამ გარეუბნების მცხოვრებთა მეტი ნაწილიც მასვე უჭერს მხარს (ალასანიასთან შედარებით). ალასანიას ელექტორატი თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრები 50 წლამდე ასაკის ხალხი და თბილისში ჩაწერილი აფხაზეთიდან დევნილები არიან. ხოდა, ჯერ ერთი მხოლოდ ამ გაერთიანებით დააგროვებენ უგულავაზე მეტ ხმას, მეორეც სხვა სუბიექტების თვალშიც "წონა" მოემატებათ და უკვე ვეღარ წაუყენებენ ზედმეტ პირობებს. მათთვის (სხვებისთვის) ამ გაერთიანების შემდეგ საკითხი ასე იდგება: "გინდა? მოდი. არ გინდა? არავინ გეხვეწება". ალასანიას თუ გამარჯვება უნდა, ზედმეტ დიპლომატიას უნდა შეეშვას ხანდახან და ცოტა "სიმკვახე" ისწავლოს როცა საჭიროა. იქნებ ამით მაინც გაუქროს უნდობლობა ხანშიშესულ ელექტორატს.
-
წლის სუპერპოლიტიკოსების და სუპერნაძირალების "დიდი სამეული"
analgin replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"სუპერ"პოლიტიკოსები: ირაკლი ალასანია, დათო უსუფაშვილი. ნიკა გილაური, დიმიტრი შაშკინი, სოზარ სუბარი; სუპერნაძირალები: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გია თორთლაძე, გიორგი თარგამაძე, გიგი უგულავა -
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შვიდი წევრი დაამტკიცეს: გიგა ნასარიძე, ნოდარ სარჟველაძე, ემზარ გოგუაძე, ავთანდილ ანთიძე, ნინო დანელია, ლია ჩახუნაშვილი და შორენა შავერდაშვილი. http://www.parliament.ge/index.php?lang_id...p;info_id=26073 არაფერი...
-
აუუუუ, კარდუ ამასთან შედარებით რადიკალური ოპოზიციაა...
-
ბიჯო, ბიჯო, ბიჯო რა... მართლა ბოლშევიკები ხართ ამის დედა ##################??? მაშინ ადექით და პირდაპირ დაგვხვრიტეთ, რაღად გინდა ეს ამორალიზმი? ეს უბინძურესი ცილისწამებები და ისტერია საიდან? თქვენთან შედარებით ბოლშევიკები ვაჟკაცები იყვნენ, ვინც მიუღებლად მიაჩნდათ, პირდაპირ ხვრეტდნენ, ცილს მაინც არ სწამებდნენ. "კულინარიელებს" რაც შეეხება კიდე მიდით და ჰკითხეთ 1-2 ცოცხლადდარჩენილ "კულინარიელს" თქვენი ბელადი როგორ ურიგებდა მათ წამალს და ბენჯამინ ფრანკლინებს, არჩევნებში "მოქალაქეთა კავშირის" აქტიური ფიზიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ.
-
სუპერ! ცხელი თესლი აკლიათ ასეთებს...ქალში ზედმეტ ემოციებს აოკებსო, ამბობენ.
-
აი გუშინ ვუყვებოდი ჩეგეს გზაში, რა დაემართა იმ მოსამართლეს რომელმაც მე "გამასამართლა" ...მამაჩემის უახლოესი ძმაკაცის გასვენებაში შემთხვევით წავაწყდი იმ მოსამართლეს, რომელმაც მე და ჩემთან ერთად უამრავი ახალგაზრდა "დასაჯა". მოკლედ ასეთი საქმეებისთვის ყავდათ ის. რომ დავინახე ფერი წამივიდა ბრაზისგან, თუმცა იქ რა უნდა მეთქვა ან საერთოდ რა მეთქვა...გავტრიალდი და გავედი სახლიდან. განსვენებულს ორი შვილი დარჩა, ქალ-ვაჟი. ხოდა ამ გოგოს უახლოესი მეგობარი ყოფილა, ოჯახებით ახლობლობდნენ, განსვენებულის ვაჟმა კი, რომელიც ექიმია და უწესიერესი ახალგაზრდა, რომ შეიტყო ჩემი გარეთ გავარდნის მიზეზი, რა ქნა იცით? საკუთარი მამის გასვენებაში მთელი ძალით პანღური ამოარტყა ამ "მოსამართლეს" (ქალს). ყველასთვის შოკი იყო მისი ასეთი საქციელი და მეც გულწრფელად არ ვამართლებ, ქალი იყო ბოლოსდაბოლოს, თორე კაცი რო ყოფილიყო მე ვერ დამასწრებდა ვერავინ, მაგრამ რისთვის ცხოვრობენ და სად ცხოვრობენ რატო არ ფიქრობენ. ნუთუ იმ ღამეს რო დაწვა არ იფიქრა რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ხელფასის გამო რეებს ვაკეთებ და ხალხი როგორ მექცევაო?...ალბათ არა, მაგათ სინდისი კარგა ხნის წინ დამარხეს ალბათ, როცა პირველი ასეთი "საქმე" განიხილეს.