Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. მადლობა :newstudio: ზუსტად ეგ ვიგულისხმე :boli: შეიძლება ფიზიკურად არ გადავშენდეთ, მაგრამ თუ რწმენას, ენას, ტრადიციებს, კულტურას დავკარგავთ, მასთან ერთად ერს და ქვეყანასაც დავკარგავთ. ინდიელების შტამომავლები დღესაც ოხრად არიან, მაგრამ სისხლის გარდა აღარაფერი აქვთ შერჩენილი, იმიტომ, რომ განა დათვის სამშობლო ცირკია?
  2. სამი ვარიანტია: 1. ან რამსები გაქვთ არეული 2. ან გამო####ვებულები ხართ სუყველა 3. ან დაქირავებული პროვოკატორები ხართ და ვიღაცის ინტერესებს ემსახურებით. თუ იმაზე ატრაკებთ და წიკვინებთ, რომ თქვენი ან ვინმეს უფლებები ირღვევა და გაურკვეველი "დასავლური ღირებულებებით" მანიპულირებთ მაშინ ამისათვის არსებობს შესაბამისი ინსტანცია, სასამართლო, შეიტანეთ სარჩელი და როგორმე დაასაბუთეთ თქვენი ბრალდებები ( თქვენს მიერ დასმული შეკითხვები სწირედ ბრალდებებს წარმოადგენს და არა ინტერესის დაკმაყოფილებას). სხვა შემთხვევაში გამოდის საქმეებს ურჩევთ საპატრიარქოს და რაზბორკა მითუმეტეს არაა სათქვენო საქმე. რას იპრანჭებით და ტიპობთ ამის დედა ვატირე?!
  3. შოვინიზმი ავადმყოფობა და გოიმობაა, აი ფაშიზმამდე მისვლას კიდე ერთი ადგილი უნდა, რომელიც ქართველებს არ გვაქვს, ასე. რომ ეგ საფრთხე ჩვენ არ გვემუქრება ...ისე, როგორც სოციალიზმის პიკია კომუნიზმი, ასევე ფაშიზმი ლიბერალიზმის საბოლოო მიზანია. ამიტომ ვეკიდები ამ მოძღვრებას ფრთხილად, თუმცა სხვა მიმდინარეობებს მირჩევნია, მცირედით, მაგრამ მაინც. მთავარი ზომიერებაა. არც ეს გვაქვს ქართველებს. გაუთვითცნობიერებელო რადიკალო ლიბერასტებო, ან აღვირის ხმარება ისწავლეთ, ან საერთოდ ჩამოდით მაგ ბედაურიდან, თორემ გადაგჩეხავთ თქვენ ეგ მერანი ფაშიზმის უფსკრულში დამოგიწევთ მაგ კიკინების შეჭრა და ჭრელა-ჭრულა მაისურების გახდა და ივლით მერე ესე: http://msnbcmedia1.msn.com/j/msnbc/Components/Photos/060826/060826_nazis_hmed_8p.hmedium.jpg
  4. მახინჯ ფორმაში რას გულისხმობ? ან როგორ უნდა "მიიღოს"?
  5. ნწუნწუნწუ... რა ვართ რა... : თვით კაგებეს კარტოთეკებზე, "სოვერშენნო სეკრეტნოებზე" მიგვიწვდება ხელი, მხოლოდ ჩვენ ვართ მამულიშვილობის და ვაჟკაცობის მეტრები. P.S. შიგადაშიგ ვიცით ისეთი სიტყვების მნიშვნელობა, როგორიც არის ადეპტი, მაგრამ არ ვიცით რომ იარლიყომანიასთან (ტოჟე ტაკოი სიტყვაა) კავშირში ეს სიტყვა, კონტექსტიდან ვარდება და ინტელექტის ფარგლებს სცდება. მოქალაქე (ამხანაგო) იეროფანტ (მომიტევეთ, სახელი არ ვიცი თქვენი და თიკუნით მოგმართავთ), თუკი ასე ღრმად ხართ დარწმუნებული მისი უწმინდესობის კავშირებში კომიტეტ გოსუდარსტვენნოგო ბეზოპასნოსტთან, ეგებ მისი აღსაყდრებიდან დღემდე (ან თუნდაც მანამდე) ერთი მცირედი ეპიზოდი მაინც შეახსენოთ გზასაცდენილ კრავებს, როცა ერობაში ირაკლი შიოლაშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ანდა ქართველი ხალხის საზიანო და საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა ან ისეთი, რომელიც საბჭოთა-რუსულ ინტერესებს ემსახურებოდა? ა ჯან?
  6. ierofant ზოოპარკის მაიმუნები დარვინის მიმდევრებში უფრო უნდა იწვევდეს ნათესაურ ასოციაციებს მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და მეამაყება, რომ ისეთი პატრიარქი მყავს, როგორიც მყავს. P.S. ფანატიკოსი არ ვარ. P.P.S. თუ საიდუმლო არ არის შენ თუ მოაწერე ხელი "სენსაციურ-მამულიშვილურ" კითხვარს?
  7. როგორ არ გრცხვენიათ...ცირკის დათვებო
  8. ამ თემის დაწერა ნუკრიკოს შეკითხვებმა გადამაწყვეტინა, ნაციონალიზმის ირგვლივ. დავიწყებ იმით, რომ ნაციონალიზმი ქართული სიტყვა არაა და ნაციონალიზმი ქართულად ეროვნულობას ნიშნავს, მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ახნა რომ მეზარებოდეს ერთ კონტრშეკითხვას დაგისვამდი: "რატომ არის ეროვნულობა ცუდი?" და ამით დავამთავრებდი, მაგრამ ვინაიდან არ დავიზარე და ცალკე თემაც კი გავხსენი, თანმიმდევრობით და ცოტა მხატვრულ-იგავურად მივყვები. გავშიფროთ რა არის "ეროვნულობა" ანუ ნაციონალიზმი. ეს არის მოძღვრება (იდეოლოგია) ერთი, რომელიმე ერის (ეთნოსის, ნაციის) თვითმყოფადობის შესახებ. თვითმყოფადობაში იგულისხმება მხოლოდ ამ ერისთვის დამახასიათებელი ან ამ ერისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი მთელი რიგი ნიშან-თვისებები. ეს ნიშან-თვისებები თავის მხრივ, თვისობრივად შეგვიძლია დავყოთ კიდევ რამდენიმე ნაწილად: ტრადიციები - როგორ აღინიშნება ამ ერებში ბავშვის დაბადება, როგორი დამოკიდებულებაა ოჯახის წევრებს, ნათესავებს შორის, მეზობელ ოჯახებს, დასახლებებს შორის. როგორი ქორწინების, გარდაცვალების (წესის აგების), სტუმარ-მასპინძლობის, საკვების დამზადების და მისი ხმევის (სუფრის, ქეიფის...), მოსავლის აღების, სამუშოდ თუ საომრად გასვლა-წასვლის, ახლი წლის და ბუნების სხვადასხვა მოვლენის რიტუალური და საკულტო ღონისძიებები და წეს-ჩვეულებები აქვთ. შემეცნება - საუკუნეების მანძილზე დაკვირვების და მიღებული გამოცდილების შედეგად, როგორი მეთოდოლოგია ჩამოუყალიბდათ ბავშვის აღზრდის, სუბორდინაციის, მიწის დამუშავების, არქიტექტურის, ომის, სხვადასხვა ინსტრუმენტის, ჭურჭლის, აქსესუარების თუ ნებისმიერი ნაკეთობების შექმნის, ვაჭრობის, მეცხოველეობა-მესაქონელობის (მეფრინველეობის), მეთევზეობის, ნადირობის, წიაღისეულის მოპოვების, ჩაცმა-დახურვის, ექიმბაშობის და ა.შ. და ა.შ. კულტურა - რას, როგორ და რატომ ცეკვევენ, მღერიან, უკრავენ, ხატავენ, ძერწავენ და აქანდაკებენ, ქსოვენ, კერავენ, ჭედენ, აპირკეთებენ, აშენებენ. ენა - კომუნიკაციის საშუალება, მისი დიალექტები, გავრცელების დიაპაზონი და ა.შ. რწმენა - ძირითადი გავრცელებული რელიგია, რომელიც ნებისმიერ ეთნოსში ერთერთი უმთავრესი წინაპირობაა ყველა დანარჩენი წინარე ნიშან-თვისებებისა, გარდა ენისა და ენასთან ერთად. ეროვნულობა მეტ-ნაკლებად დავადგინეთ რაც არის და რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო არის ერთი ან რამდენიმე საერთო ნიშან-თვისებებით გაერთიანებული საზოგადოების კრებული, რომლებიც ერთმანეთის მომიჯნავედ ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მსოფლიოში სულ ორგვარი სახელმწიფოები არსებობენ. ერთნი, რომელნიც დაფუძნებულნი და გაერთიანებულნი არიან ეროვნულობაზე, ანუ სწორედ იმ ნიშან-თვისებათა ერთიანობაზე, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაზე, რომლებიც მე ზემოთ ჩამოვთვალე და მეორენი, რომელთაც არცერთი მათგანი არ გააჩნიათ და თვითონ ქმნიან მას. მსოფლიოს ისტორიის მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველა ერმა, რომელმაც ეროვნულობა დაკარგა, სახელმწიფოც დაკარგა. ვინც შეინარჩუნა კი, კვლავაც არსებობს. თვალსაჩინოებისათვის გადახედეთ გნებავთ სამხრეთ და გნებავთ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებს, განა იქ ინდიელები აღარ არიან? არიან და სამხრეთ ამერიკაში უმრავლესი ნაწილიც არიან, მაგრამ ისინი ეხლა ესპანურად (ინგლისურად, ფრანგულად, პორტუგალიურად) მოსაუბრე კათოლიკეები და პროტესტანტები არიან, რომლებიც მადლიერების დღეზე ინდაურს მიირთმევენ. მათი სახელები მხოლოდღა სხვადასხვა სატრანსპორტო თუ საბრძოლო ტექნიკაზე გვხვდება. თუკი მეტყვით, რომ ისინი ომებმა გაანადგურა, ეს არაა მართალი. მაშ, როგორღა გადარჩა გაცილებით მცირერიცხოვანი საქართველო, სომხეთი და ბოლს და ბოლოს ისრაელი? განა ამათ არ ჰქონიათ ომები და გაცილებით მეტი??? იმით, რომ საუკუნეებს გაუძლეს და ეროვნული თვითმყოფადობა შეინარჩუნეს. ასე, რომ ჩემის მოკრძალებული აზრით, ნაციონალიზმი არათუ ცუდია, საუკეთესო და უმთავრესი საშუალებაა სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, მისი შემადგენელი ნიშან-თვისებების სრული სპექტრის დაცვით, რამეთუ დღეს თუ ერთს დავკარგავთ, ხვალ უცილობლად მეორეს მივაყოლებთ და ა.შ. და დავემსგავსებით დედაბუნებას მოწყვეტილ ცირკის დათვს, რომელმაც აღარც ნადირობა იცის, აღარც სირბილი, აღარც ჯანი ერჩის და კომფორტს მიჩვეულს საკუთარი თავის შენახვის და გადარჩენის თითქმის ყველა უნარი დაკარგული აქვს. დაკარგული აქვს დათვური ნიშან-თვისებები. სამაგიეროდ ველოსიპედის ტარება, ორ ფეხზე სირბილი და ბურთის თამაში იცის, ასევე სამბა და მაკარენა. განსაკუთრებით კი რელიგიის და ენის შენარჩუნებაა საჭირო, რადგან როგორც აღვნიშნე მისგანაა წარმოშობილი ეროვნულობის საიდენტიფიკაციო და მასაზრდოებელი სხვა კომპონენტები და შესაბამისად, მისი დაკარგვით ყველა სხვას და მასთან ერთად სახელმწიფოს დავკარგავთ დროთა განმავლობაში.
  9. კაცო, რას აკეთებთ? გამაგებინეთ. საერთოდ აზრზე ვერ მოვდივარ რა ხდება და ძალიან დავიბენი.
  10. მთელი გულით გილოცავ თუ არ ხუმრობ :daleva: :2kiss: :maladec: ეგ ის შემთხვევაა, როცა კაცი ვერ გეტყვის ეგ ერთი და სხვა მრავალიო :
  11. asds ადამიანურად მეცოდები PM-ში ამიხსენი რა ხდება, მომწერე ვინ გაწუხებდა და გემუქრებოდა, გპირდები მე გავესაუბრები და შენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება, მითუმეტეს შენი ოჯახისას. მერე დაგაკვალიანებ რა ქნა და როგორ ქნა. P.S. ეს ყველაფერი თუ რა თქმა უნდა სამშობლოდ საქართველოს თვლი
  12. ტფუ... კაცი, რომელსაც არავინ უღიმის, არავინ ეფერება, არავინ ეუბნება ტკბილ სიტყვას, არავინ აძლევს... ლევანჩიკ, წამო ქალებში წაგიყვან, მერე გაქეიფებ და შენ სადღეგრძელოს დავლევ ფეხზე ამდგარი, იქნებ გეშველოს რამე და გადმოგიბრუნდეს ტვინი და სული, ა?
  13. 1. დავით ამირეჯიბი 2. ეკა ექიზაშვილი 3. ოთარ ქაშაკაშვილი---შენ რაღამ გამოგატოლმავა? : ნწუნწუნწუ... 4. ქეთევან გაბიანი 5. ოთარ კიკვიძე 6. გოჩა კვირჭიშვილი 7. მაია თოდუა 8. ნინო კავკასიძე 9. გიორგი თოფურია 10. ლევან სუთიძე 11. ლექსანდრე მესხი 12. მარინე ახსიაშვილი 13. ბექა მინდიაშვილი---ჩემი ძმაკაცის ბიძაშვილია. ბიძა ყავს მღვდელი. 14. ნიკა უხურგუნაშვილი 15. გუჯა მარდალეიშვილი 16. ვლადიმერ კვიტაშვილი 17. თენგიზ დალალიშვილი 18. ირაკლი დათუნაშვილი 19. მაგდა ლეკიაშვილი 20. ლევან ხუნწარია 21. ქეთი მაღრაძე 22. გრიგოლ ბაკურაძე 23. დავით იმერლიშვილი 24. თეა თუთბერიძე---წადი რა, წადი, წადი, წადიიი, შენნაირების ადგილი არაა ამ ქვეყანაში ხო ხედავ? : 25. ირაკლი კიკნაველიძე 26. ია უძილაური 27. ნათია ქოიავა 28. გიორგი კევლიშვილი 29. გვანცა გიორგაძე 30. ვასილ კობახიძე---თქვენ ვისმეს აგენტს უწოდებთ მოქალაქე ვასილ? 31. გიორგი კობიძე 32. დავით ხაბურზანია 33. ავთო ქორიძე 34. გოჩა ჩხეტია 35. თინა ბილიხოძე 36. თამარა კანაშვილი 37. იოანე პარესაშვილი 38. ლელა ქართველიშვილი 39. შორენა ლორთქიფანიძე 40. ნანა ბერეკაშვილი 41. თეო ხატიაშვილი 42. გიორგი კიკონიშვილი 43. ოთარ ხუციშვილი 44. როინ ნიჟარაძე 45. ირაკლი ნავდარაშვილი 46. ლილი ხეჩუაშვილი 47. ვასილ გოგოლაური 48. დავით გაბუნია---ერიჰააა... 49. გიორგი სანიკიძე 50. ნიკა ქობულაძე 51. მამუკა ჩიხლაძე---ვერცხლი აღარაა, ბოლო ოცდაათი შენ წაიღე... 52. მაია კვარაცხელია 53. მარი მატიაშვილი 54. ირაკლი გოგიჩაიშვილი 55. დეა კვიჟინაძე 56. ქრისტინე ნიჟარაძე 57. ლევან ჯგერენაია 58. ნინო მოსეს 59. გიორგი მშვენიერაძე 60. ილია ლაღაძე 61. გიორგი ჯიქია 62. სალომე უგულავა 63. გვანცა კობერიძე 64. დავით რაფავა 65. გიორგი გაგოშიძე 66. ქეთევან ჩარკვიანი 67. რუსიკო ამირეჯიბი 68. ზურაბ ჯაფარიძე 69. დავით ჯირკვალიძე (ჯირკველიშვილი) 70. ვასო გაბუნია 71. მარიამ უძილაური 72. ანა მანაგაძე 73. ბექა მგელაძე 74. პაატა შამუგია---წაი ძამა ქრისტიანიაში ვარდისფერი ავტობუსით და დაგვტოვე აქანე ქრისტეანები... (http://en.wikipedia.org/wiki/Freetown_Christiania) 75. გიორგი ბერიშვილი 76. ირაკლი კალოიანი 77. ნინო ჩუბინიძე 78. თემო დანელია 79. თემურ იობაშვილი 80. ნინო ჩეკურიშვილი 81. შავლეგ გეგეჭკორი 82. სანდრო ლომინაშვილი 83. მერაბ გაბიძაშვილი 84. ირაკლი ლომაია 85. ზელიმხან უძილაური 86. გიორგი ნებიერიძე 87. თინათინ მაურერ 88. გიორგი გუშარაშვილი 89. გიორგი დარციმელია 90. დავით ივერიელი 91. გრიგოლ მახარაძე 92. რევაზ რიჟამაძე 93. ელენე კალანდაძე 94. მაგდა გურული 95. მიხეილ ქრისტესაშვილი : :eshmak:: :eshmak:: 96. გიორგი თუმანიშვილი 97. ზურაბ ვასაძე 98. გიორგი კიკნაძე 99. ელენე კალანდაძე 100. მიხეილ ქრისტესაშვილი----ვაჰ, მეორედაც? 101. მაკა ჯანაშია 102. გიგა ლეკვეიშვილი 103. ავთო დოლიძე 104. ვასილ ივანიშვილი 105. ირაკლი კაკაბაძე 106. ეკა კვესიტაძე---ქმარი არ გელაპარაკებათ სახლში? მა ჩვენ რათ გველაპარაკება ხელისუფლების სახელით? 107. ლელა ბუცხრიკიძე 108. ეკა ჯანაშია 109. ქეთი მჭედლიძე 110. მარიამ ქორიძე P.S. არ გეჩვენებათ რომ ზოგიერთი თქვენი კითხვა თქვენსავე მოთხოვნებთან მოდის წინააღმდეგობაში? P.P.S. გზავნილის ფორმა-ფორმატზე აღარას გეტყვით...დაჯექით, ორიანი ყველას.
  14. ვახ...მიკვირს. ის მიკვირს, რომ აშკარად ყველაფერს სიმართლეს ამბობს და თან დასტოინად... ბადრის ნალაპარაკებ რაღაცეებზე რასაც ამბობს ის არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი, მარა ზოგ რამეს ლოგიკურად დაეჯერება. იქ, სადაც ამბობს ხუთმა კაცმა წელიწადში მილიონი მიიღეს ხელფასიო, ამის მჯერა, რადგან ინგა გრიგოლიას ერთერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი თვეში 15 000 მქონდა ხელფასიო (15X12=180 ანუ 180 000 ათასი წელიწადში). ხოდა გადაცემის წამყვანს რომ ამდენი ქონდა, გიორგი თარგამაძეს, ბიძინა ბარათაშვილს და თამაზ შამათავას (მგონი ეს გვარი ქონდა) კი ექნებოდათ ამდენივე ან მეტი და მეხუთეც ეყოლებოდათ ვინმე... დანარჩენი ხო მჯერა და მჯერა, თორთლაძის, ჯონდის და დავითაიას "პარტიებს" რო თავი დავანებოთ, ასევე თარგამაძეს, რომელიც ელემენტარულად არჩევნებზე "დაიწვა" როცა დამფინანსებელთა სიაში ვანო მერაბიშვილის ბიძაც კი ეწერათ თავხედურად, ედპ კაცო??? ე დ პ ? ? ? რა ამოიყურყუმელავეს ნახე რა, დღეში ცხრაჯერ ყველა არხზე, საელჩოებში ცუნცული, პრესკონფერენციები, ატრიბუტიკა-აქსესუარები და დაჟე დეპუტატი პარლამენტში (თანაც დიდუბის რაიონიდან!) :sorry:: : : კიკუ თქვენთან შედარებით მეძვირე იყო მაგარი :
  15. ჯერ ერთი ფლუდავს ყველა თემას, მეორეც სხვისი არ ვიცი და ჩემთვის არაა სასიამოვნო მე რომ თემას გავხსნი და იქ შემომიხტება და ამ ფორუმის და რუსეთის გინებას იწყებს, მე რა ვქნა ჩემს თავზე მივიღო? თუ არ უნდა მივიღო ესე ნიკსტაწი გამოხმაურებები როგორ გავიგო. ეხლა არ თქვა, რომ არ შეგიმჩნევია, რომ ტვინს ტყნავს... : მართლა ძალიან მაღიზიანებს და არამარტო მე, შეამჩნევდი. უბრალოდ შენიშვნა მივეცი, რომ იქნებ გონს მოეგოს და საღად დაიწყოს აზროვნება და წერა, არადა მაგის პოსტები თუ ფლუდი არაა და ვორნს არ იმსახურებს, იქნებ უფრო დაწვრილებით ამიხსნათ ფორუმის წესები, არ მცოდნია ესე იგი
  16. კაცო, დემოკრატია გამიგია, ტოლერანტობაც, ლიბერალიზმიც, დაჟე ლოიალობაც გამიგია, მარა თუ კაცი ხარ შენი აბდაუბდის მოსმენას ნუ დაგვავალდებულებ და ნუ აყენებ მოდერაციას უხერხულ მდგომარეობაში. ყველა წესის და კანონის მიხედვით იმდენი ვორნი გეკუთვნის ცხოვრებაში ვერ უნდა დაპოსტო,იმიტო რო ყველა შენი პოსტი ფლუდია მარა ეს საწყალი დემოკრატ-ტოლერანტ-ლიბერალ-ლოიალ მოდერები იმის შიშით ვიღაცამ ჩვენზე აუგი არ თქვას რუსეთის გინებაზე ვორნებს არიგებენო, ყლაპავენ და გვაყლაპინებენ. გადი ძმაო შეგვეშვი რა. პირადად ჩემი და შენს შორის ვისაც ნაკლებად ეზიზღებოდეს რუსეთი იმის დედას შესცეს სედოის ვირმა, მარა ბოდვაში და ისტერიაში ხარ გადავარდნილი, აზრის გამოტანაც კი ჭირს შენი 200 მეტრიანი და უაზროდ დაბოლდილი ტრაქტატებიდან. გავიგეთ რო რუსეთი გეზიზღება, დაკა ხელი და ეხლა ან სხვა რამე თქვი (აზრიანი) ან გაიარე რა, ტოლი ნახე კოჭი გააგორე ტო. ნუ აგვიდუღე ტვინი, ვაააა!
  17. იმიტო რო ზანგები ვართ და ქაჯები ვართ. აი, ამერიკაში ხო ხარ? 200 წლის ქვეყანაა, ისტორია არ ქონდათ და ისტორია შექმნეს, ტრადიციები არ ქონდათ და ტრადიციები შექმნეს, კულტურა არ ქონდათ და კულტურა შექმნეს, ბოლობოლო ნაცია არ ქონდათ და იმდენი იჩალიჩეს ნაცია შექმნეს! ქართველი ემიგრანტების შთამომავლები ევროპაშიც ხო ცხოვრობენ, ფერეიდანზე და თურქეთზე აღარაფერს ვიტყვი, თაობებია იქ დაბადებულ გაზრდილი, მარა ქართველობენ, ენა, ტრადიციები, კულტურა შენარჩუნებული აქვთ მეტ-ნაკლებად, ამერიკაში ჩასული ქართველის შვილი კი უკვე ამერიკელია, აღარაფერი აქ ქართული და ამაყობს, რომ ამერიკელია. აი ეგ გვაკლია დიტო, საკუთარი თავის პატივისცემა, თვითმყოფადობა და ღირსება! არასწორად გვაქ ტვინები მოწყობილი, იმის მაგივრად ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ენა ავაღორძინოთ და ამით ვიამაყოთ, ღვინო, ხორბალი, თხილი, ცეკვა, სიმღერა და ყველაფერი გავაუმჯობესოთ, ხარისხი მოვუმატოთ და თუ გაქაჩავს ბაზარზე, მერე გასაყიდადაც გამოვიტანოთ, პირიქით ვიქცევით - ღვინით, ხორბლით, თხილით, ცეკვით და სიმღერით ვამაყობთ და უაზროდ ვახარჯავთ ფულს რო Fირმაში გავამარიაჟოთ, ტრადიციებს, კულტურას და ენას კი ვივიწყებთ და გვეპაზორება. ეჰ, ძალიან ფილოსოფიაში გადავვარდები რო მივყვე მაგ ყველაფერს, მარა ეგრეა რა. ისე, ჯიგარი ხარ, კაია თუ ფიქრობ და გტკივა ე.ი. კაი კაცი ხარ :
  18. დღეს ვუყურებდი რუსთავი ორზე, იმ ყბადაღებული კონცერტიდან აჩვენეს ფრაგმენტი, სადაც ნანი ბრეგვაძემაც იმღერა, გამოვიდა პუტინი და იძახის: "სპეციალურად ამოვედი სცენაზე, მინდა ყველამ გაიგოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გადაუჭრელი ამოცანა არააო". შემდეგ ამას მოაყოლეს ამ ფაქტზე სიდედროვიჩის (აკაკი მინაშვილი) კომენტარი: "ყველამ ვიცით, რომ რუსეთს სურს მხოლოდ საქართველოს საბოლოო დაშლა, დაქუცმაცება, მოსპობა და ა.შ." მე არ ვარ რუსეთუმე, არც იმის ილუზია მქონია არასოდეს, რომ რუსეთს არათუ ჩვენთვის, საერთოდ რომელიმე სხვა ქვეყნისთვის სიკეთე უნდოდეს, არც იმის რომ როდესმე რამე პირობას შეასრულებს, მაგრამ გამაგებინეთ ვინმემ რა, ჯვარი გწერიათ და თქვენი შვილი რეკეტიორებმა ან ტერორისტებმა რომ გაიტაცონ და გითხრან ფული გადაიხადე ან ბავშვს მოვკლავთო, კაკ მინიმუმ მოლაპარაკებაზე ხო წახვალთ? ყველანაირი ფორმატით და ყველგან??? და ხო არ ეტყვით ფული არა ტოროლა, შენ ისეთი თესლი ხარ ბავშვს მაინც მოკლავ და ფული რაღაზე მოგცეო?????? არ არის ეს იგივე ეხლა??? ბავშვი (ტერიტორიები) გაიტაცეს, გამოსასყიდს ითხოვენ და თუ არ მიიღებენ მოკვლით (სამუდამო წართმევით) იმუქრებიან, თან სპასობნები არიან ყველამ იცის და ესენი (ეს ####ები!) მოლაპარაკებაზეც არ მიდიან! მიდი, რა დაელაპარაკე შე ვირიშვილო, ან ფასი დააკლებინე, ან მოთხოვე ბავშვი დამალაპარაკე, დამიმტკიცე რო ცოცხალი და ჯანმრთელიაო, რა იცი რა ხდება და რაც არ უნდა ხდებოდეს მშობლისთვის შვილზე ძვირფასი არაფერია და რაც გაბადია ყველაფერი უნდა გადაიხადო მისთვის, საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით და მითუმეტეს ქვეყნის ტერიტორიებისთვის!! არა, მართლა გამაგებინეთ რა, რა ლოგიკაა?????? ტერიტორია წაგვართვეს, ძალით ვერ დავიბრუნებთ, ჩუქებით არ გვაჩუქებს, ლაპარაკს, მოყიდვას გვიპირებს და ეგეც არ გვინდა. და ბოლოს, წაიკითხეთ თემის სათაური და ამიხსენით : ესენი ვინ არიან??? სამივე ერთადო არ მითხრათ ოღონდ, იმიტომ, რომ სერიოზულად მაინტერესებს მიზეზი. P.S. კაროჩე ჩემი აზრით ლაპარაკს, სასწრაფოდ და ყველა ფორმატში, კონტაქტების აღდგენას და როგორმე დათბობას ალტერნატივა არა აქვს აბსოლუტურად. ზემოთ გარკვევით დავასაბუთე რატომაც და ეხლა ამის გამო გინდა რუსეთუმე მიძახეთ და გინდა ერის მოღალატე...ტფუ, სიდედროვიჩების შესაფასებელი რო გახდება სხვისი პატრიოტიზმი ან ჭკუა წესით კია ის ქვეყანა უარესის ღირსი.
  19. ბატონო ირაკლი, 1. დებთ თუ არა პირობას, რომ მერად არჩევის შემთხვევაში ამ პოსტს არ გამოიყენებთ მხოლოდ ტრამპლინად თქვენს მომავალ პოლიტიკურ კარიერაში და რეალურად იზრუნებთ დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, რადგან დამეთანხმებით, მერი პოლიტიკური თანამდებობა არ გახლავთ? 2. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ქალაქის კეთილმოწყობის სფეროში ( მშენებლობები, საგზაო-სარემონტო სამუშაოები, სკვერებისა და სპორტული მოედნების აგება და ა.შ.) გამეფებული ელიტარული კორუფციის (პირდაპირი შესყიდვები, დახურული ტენდერები, ე.წ. "ატკატები" და ა.შ.) შესახებ და რა მექანიზმებით აპირებთ ამასთან ბრძოლას, იქნება ეს გამჭვირვალე და ღია ტენდერები თუ რაიმე სხვა? 3. როგორ გესახებათ საკრებულოსთან ურთიერთობა იმ პირობებში, როცა ის თითქმის მთლიანად ნაციონალური მოძრაობის წევრებითაა დაკომპლექტებული? პატივისცემით, ირაკლი ჯაფარიძე.
  20. Saturn OK. მიშა არაფერ შუაშია. ნუ ეხლა, დაგესესხებოდი შენსავე გამოთქმას, მაგრამ პლაგიატობა არ ვარგა.
  21. shamili : აუ, ჩემი. აი შენ მართლა დონ კიხოტი ყოფილხარ, რაის ზვიადის და ჯოხარის იბერიულ კავკასიური რასის ერთა სამხედრო პოლიტიკური ალიანსის კავკასიური სახლი??? : მოდით რა, ყველამ ერთად იმაზე ვიფიქროთ (პირველ რიგში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!), საქართველოში მშვიდობა, დემოკრატია, სამართალი და ეკონომიკური აღორძინება როგორ მოხდეს და ამას თუ მივაღწევთ, მერე დავიწყოთ ფიქრი იმაზე, ღირს თუ არა უტოპიის (რაც შენ დაწერე ჩემო შამილ) რეალობაში განხორციელება. ომით, ძალადობით, უსამართლობით და სიღატაკით გინდათ ააყვავოთ და გააბრწყინოთ გინდა საქართველო და გინდა კავკასია? ასე გინდათ დაამარცხოთ რუსეთი? ზუსტად მაგას ვეძახი ზემოთ ფურთხებას, ზუსტად!
  22. მართალი ხარ ლიც, 100%. ამ გაბუტვებმა და გინებებმა წაგვლეკეს რა. რა, სულ რაღაც 20 წლის წინ არ ვიცოდით, იგივე მიშნაციონალებმა არ იცოდნენ ვინ და რა იყო რუსეთი? არ იცოდნენ 1956, 1937, 1922, 1832 და უფრო უკან, უკან და უკან წლები??? მაგრამ ხომ დადიოდნენ რუსეთში (დიდი სიამოვნებით), მეგობრობდნენ რუსებთან, საქმეებს აკეთებდნენ. ჩემს ოჯახში და ჩემს ირგვლივ ასე იყო: მზრდიდნენ რუსების სიძულვილით, აგინებდნენ და ლანძღავდნენ რუსებს, ვიცოდი, რომ რუსი ცუდი იყო, მაგრამ არავის უთქვამს წადი, ქვა ესროლე და აფურთხე რუსსო, არავის დაუშლია რუსთან მეგობრობა, მითუმეტეს ლაპარაკი. ეხლა კი რა, რადგან ეს ჩვენი დორბლიანი და ძუნძგლიანი დადგა და იმდენი უწკავწკავა დათვს, იმდენი თავისი მურდალი ენა და კბილი გაკრა, სანამ ტორი არ შემოსცხო, ამის გამო დავდგეთ და ჩვენც "მასტი ავუღოთ" ამ გოშიას? შორაპანში ჩაცხრილული ვაგონებიდან ჩემი წინაპრების სისხლიც გადმოდიოდა, 37-ში ჩემი წინაპარიც გააქრეს უგზო-უკვლოდ და ჩემზე მეტად იმ ადამიანს სძულს რუსეთი, რომელიც კაგებეს პოლკოვნიკის კისერზე შემომჯდარი გაიზარდა და კაგებეს ჯარში იმსახურა? ადამიანს (ნანი ბრეგვაძეს) მთელი ცხოვრება იმ სამყაროსთან აკავშირებს და ის სამყარო რო შეიძულოს, აი მაშინ იქნებოდა ჩემთვის საგინებელი, როგორც გამოთაყვანებული უმადური.
  23. დიპურთიერთობებისა რა გითხრათ, მაგრამ პოლიტიკა რომ უნდა შევიცვალოთ რუსეთთან, ეს ცხადია. გამომივიდნენ აქ დავითი და გოლიათი რა. მოულაპარაკებელი და დაულაპარაკებელი სიტუაცია არასოდეს არსებობს ცხოვრებაში. ნუ იფურთხებით ქვემოდან ზემოთ რა, გვერდზე მაინც გაიწიეთ ხოლმე მერე, თორე ფიზიკის კანონებია... მითუმეტეს აგერ ეხლა რაცხა ძალიან დატკბნენ აშშ და რუსეთი, საერთო ენა გამონახეს ირანთან მიმართებაში და ტყუილად ნუ იოცნებებთ, რომ დედამიწის ზურგზე რომელიმე ქვეყანა ჩვენი გულისთვის, იმისთვის რომ სამაჩაბლო ან აფხაზეთი ჩვენს დეფაქტო საზღვრებში მოაქციოს რუსეთს დაუწყებს ომს. ეგ პრობლემა თუ ოდესმე, რამით მოგვარდება, ჭკუით მოგვარდება. საჭირო მომენტი და საჭირო შეთავაზება უნდა შეარჩიოს ჭკვიანმა კაცმა, რომ რუსეთმა თავისივე ნებით რაღაცაში გაგვიცვალოს, ამისათვის კი დრო, სიმშვიდე, ღიმილი, ლაპარაკი, ლაპარაკი და ლაპარაკია საჭირო! და "საქმე ლაპარაკის ნაცვლად", მართლა ქვემოდან ზემოთ ფურთხება არ უნდა იყოს.
  24. მოვა, მოვა. მე თუ ვთხოვ მოვა "შპილკაობაში" რას გულისხმობ, არ ვიცი მე თელავური ჟარგონები : :rolleyes: ისე...ეგ თელაველი გლეხები მაშინ უფრო ყიდდნენ ყურძენს თუ ახლა და როდის უფრო კარგ ფასს იღებდნენ? იცი რა, ფასს როგორს აძლევდა სხვა საქმეა, მარა ვის რა წაართვა???
×
×
  • შექმენი...