Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. mtidan უი ეს მეორე ინფო, ინტერპრესნიუსის, არ მქონდა წაკითხული. ისე ოქრუაშვილი იქ მარტო არ მოძრაობს რამდენადაც ვიცი და უბრალოდ დათა ახალაია იმდენად დონდლო და ზონზროხა ტიპია, მეეჭვება ბავშვის ან ქალის გარდა ვინმეს ცემა შეეძლოს მარტოს.
  2. ცოტა საეჭვოა. უჩივლებდა ახალაია და დააჭერინებდა ფრანგულ პოლიციას ხულიგნობის მუხლით. რომელი ძველი ბიჭი კუდ-ის უფროსია, რა არ იკადრებდა ჩივილს თუ? ისე თუ მართლა მოხდა რამე შეხლა-შემოხლა, ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილად ახალაია გაილახებოდა.
  3. Saturn ბოდიში, მაგრამ ჩემს სანაცნობოში ადამიანების 100%-ს რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს მაგაზე და დავიტოვებ უფლებას, რომ მათი უფრო მჯეროდეს. თანაც არც ისაა აუცილებელი სკოლაში სცემო და სკოლის გარდა სხვაგანაც არიან კიდევ ბავშვები, მათ შორის არა შენი სკოლელებიც.
  4. ეს აზრი პრეზიდენტის მიერ ჩატარებული ბოლო მთავრობის სხდომის შემდეგ დამებადა თუ მანამდე წლებით ადრე, ეხლა ზუსტად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ამის დაწერის სურვილი ნამდვილად მას შემდეგ გამიჩნდა. ბავშვობაში ხომ ძალიან ბევრი ოცნებები გქონდათ ყველას? ეხლაც გაქვთ, ოღონდ ეხლა უფრო ცოტა და უფრო სერიოზული, მაგრამ ბავშვი ხომ ყოველდღე ცვლის ოცნებებს და ყველაფერი უნდა რომ შეუსრულდეს, თანაც მისთვის არც ისე ხელმიუწვდომელი ჩანს თვით ყველაზე უტოპიური ოცნებაც კი. ნატვრისთვალის პოვნა თუ ოქროს თევზის დაჭერაც გინატრიათ ალბათ გულის სიღრმეში. სულ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიშამ მისი დღევანდელი მდგომარეობის ანუ განუზმოლად შეუზღუდავი ძალაუფლების მქონდე პრეზიდენტის თანამდებობით, ნატვრისთვალი იპოვა; იპოვა და ეხლა ყველაფერს სათითაოდ ისრულებს, რაც კი მის ფანტაზიაში ოდესმე მოხვედრილა. არა აქვს მნიშვნელობა ეს ოცნება ბაღის ასაკში ეწვია, სკოლაში, ინსტიტუტში, ჯარში თუ ემიგრაციაში. აი მაგალითად ბოლო მთავრობის სხდომა ხომ ჩაატარა მესტიაში? რომელთან შედარებით ალპების ნებისმიერი კურორტი თურმე არაფერია, ისევე როგორც ნიცა ვერ მივა ბათუმთან, სენ ტროპე ანაკლიასთან და ა.შ. მესმის, ნამდვილად ლამაზი ოცნებაა შენ თვითონ მიუჯდე თვითმფრინავის შტურვალს (ამაზეც ბევრს გიოცნებიათ ალბათ, მიშამ უკვე აისრულა მესტიაში. ) დაეშვა სადღაც მონბლანზე, გაიკეთო თხილამურები, დაეშვა ნიცაში, გაიძრო კომბინეზონი და ეს მოყინულ-გაოფლილი კუნთები ზღვის თბილ ტალღებში მოადუნო. თვითონ პრეზიდენტობაა მაგარი ოცნება: ამას ასე ვიზამ, იმას ისე ვიზამ... მახსოვს სკოლაში თავისუფალი თემაც დამაწერინეს "მე რომ პრეზიდენტი ვიყო", დაწყებით კლასებში, ნეტავ რა დავწერე...რაღაც ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, რომ დანგრეული ეკლესიების აღდგენაზე, ობოლი ბავშვების დახმარებაზე, ავადმყოფების მკურნალობაზე მეწერა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვერ დავწერდი, არ იყო მაშინ დაკარგული არაფერი. დარწმუნებული ვარ მიშას გამწარებული ბავშვობის ოცნება იყო ყველა მოძველბიჭო ელემენტის დასჯა, დასჯა რა, სამაგიეროს გადახდა, უარეს დღეში ჩაგდება. ყოჩაღ, მართალია ჩემი ოცნება ეგ არასოდეს ყოფილა, რადგან მე არ თუ ვერ მაწუხებდნენ, არც დასჯის ეგეთი ფორმის მომხრე ვარ, მაგრამ მაინც გულწრფელად ყოჩაღ. დარწმუნებული ვარ ქალებთან ყოველთვის უჭირდა ურთიერთობა, "შებმას" ვგულისხმობ ან უბრალოდ თავის მოწონებას და ეს არანორმალურად აკომპლექსებდა, ეს ოცნება აისრულა კი არა და გადაგვაყოლა. ზოგადი ოცნებები, რომ რაც მოგინდება (ფუფუნების საგნებს, ტექნიკას, ტანსაცმელს და ა.შ. ვგულისხმობ) და როცა მოგინდება უპრობლემოდ შენი გახდება იმავე დღეს, აშკარად აუსრულა ნატვრისთვალმა. კიდევ რა სთხოვა ნატვრისთვალს? ხომ ჩემსავით და მიშასავით თქვენც გიოცნებიათ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გემოგზაურათ? ხოდა დადის ესეც ყველაზე ფეშენებელურ კურორტებზე თუ ეგზოტიკურ ქვეყნებში, მეგობრობს არაბ შეიხებთან, რომლებიც ფულის ან ნავთობის მაგიერ პალმებს ჩუქნიან, იქეთ კიდევ დონალდ ტრამპთან და დადის ვიზიტებზე და არის რა. კიდევ ორი მომენტი გამოვყოთ, რაღა მომენტი, ფაქტი. განდიდების მანია და ის, მეორე, სახელს ვერ ვარქმევ, ყველაფრის თავის გემოზე, თავის გემოვნებით მოწყობა, რომ უნდა არქიტექტურის, დიზაინის და ა.შ. ცხოვრებაში მეტ-ნაკლები რაოდენობით შევხვედრივარ ძალიან წარმატებულ ბიზნესმენებსაც, ძალიან გავლენიან მაფიოზებს თუ კრიმინალურ ავტორიტეტებსაც, კულტურის თუ მეცნიერების სფეროში, საზოგადოებაში ძალიან დაფასებულ ადამიანებსაც...ასეთი ეგოიზმი, ნარცისიზმი, ძალაუფლების, პატივისცემისა და პრივილეგიების სიყვარული, მბრძანებლური და აგდებული დამოკიდებულება, მისი აზრის ერთადერთ და უალტერნატივო ჭეშმარიტებაში დარწმუნებულობა არავისში შემინიშნავს ისე, როგორც ეს მიშას აქვს...ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ირგვლივაც ყოველთვის მინახავს რკალად ადევნებული "პადხალიმების" და "ჟოპალეზების" მასა, რაღაცნაირი გაღიმებულ-შეშინებული სიფათებითა და ვერტიკალურად მოკანტურე თავებით, სახეზე ემოცია იმ "დიდის" გაცინების თუ გაბრაზების პირდაპირპროპორციულად რომ ეცვლებათ ხოლმე, მაგრამ იმ "დიდებში" არ შემინიშნავს არასოდეს იმდენი ცინიზმი, სხვების აბსოლუტურ არარაობად ჩათვლა და უდიერი მოპყრობა, როგორიც მიშაში. დიახ, მიშას ნატვრისთვალი ამასაც ასრულებს! ეს გორა უნდა მოვთხაროთ, ის სკოლა უნდა დავანგრიოთ, გორის ადგილას გავაკეთოთ ორმო, შიგ ჩავასხათ წყალი და გავუშვათ სამხრეთ აფრიკიდან ჩამოყვანილი სამკბილა თეთრი ალიგატორები, ეს იქნება უნიკალური ადგილი, რომელიც 2-3 წელიწადში მილიონობით ტურისტს მოიზიდავს, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და ისინი იშოვიან ოქროს ზოდებს!!! იმ სკოლის ადგილზე კიდე იმ ესპანელი არქიტექტორის დაპროექტებული შეიპინგის ცენტრი ავაშენოთ, რომელსაც დამა ყვავის ფორმა აქვს, წრეზე ბრუნავს და ანათებს, რაც სიმბოლურად აღნიშნავს აფხაზეთის ხსოვნას. ხო, ის არქიტექტორი რა მერე სან ტომე და პრინსიპიში რომ გავიცანი "ადრეული ცელულიტი და ნეოიმპრესიონისტული ფუტურიზმის" კონფერენციაზე. მე შენ გეტყვი და რა, კანონით არ მაქვს უფლება? არ ვაგკარი?! სულ გავაუქმებ და მოვსპობ მაგ კანონს! ნატვრისთვალი ამას რა, ვერ შემისრულებს? ავდგები და ვენერა მასწავლებელს მივცემ ღირსების ორდენს, ტრაქტორისტი ვალერას დედას ვაჩუქებ სახლს, ნუგზარას ხელფასს მოვუმატებ, სამაგიეროდ ჟუჟუნა მასწავლებელს დავუძახებ თავგასიებულ წითელ ინტელიგენტს და ჩავრეცხავ, ნოდარას სახლსაც ავახევ, მანქანასაც, ფულსაც, ცოლსაც მოვუტ...ავ, დასაც, შვილსაც და ციხეშიც ჩავსავამ, ვოტ! იმიტო რო გაბედა და მარცხენა ფეხის ნეკზე არ მაკოცა. და ისა კიდე, შალვას და ვახოს რად უნდათ 400 ლარი ხელფასი კაცო? ხალხს უჭირს, ქამრები უნდა შემოვიჭიროთ, შალვა სულ გააგდეთ სამსახურიდან, ვახოს 200 ლარი დაუტოვეთ და იმ მორჩენილი ფულიდან 100 ლარი ვენერა მასწავლებელს დაუმატეთ ხელფასზე, 100 ლარი ტრაქტორისტ ვალერას მიეცით ავსტრიაში ცოლის სამშობიაროდ და დანარჩენი ჩემთან შემოიტანეთ სარეზერვო ფონდში. დავაი, დავაი, დროზე ეხლა და თვალებში ნუ მედებით, რასა გევხართ საერთოდ? ასეა ბატონებო და ქალბატონებო ეს, ასე. ავადმყოფი კაცის ნატვრისთვალად არის გადაქცეული ეს ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი ამ ნატვრისთვალის ერთი პატარა, გაურკვეველი მეტალისგან დამზადებული დეტალი ვართ. http://www.creektree.net/images/Kitras-Birthday-Wish-Ball-Ornament-June-OR-WISH-06-JN_LRG.jpg
  5. lasha1997 კაცო, რაღა "ვითომ" უნდა მაგას? მთელმა საქართველომ ჩვენი თვალით ვნახეთ. თავიდან მიშამ დადო ვითომ თავიანთი ჩაწერილი კადრები, მიჭრილ-მოჭრილი, სადაც ბადრი უკვეთავს რაღაცეებს (ვითომ) და ბლატაობს. ხოდა მაგის მერე თვითონ ბადრის მხარემ გამოაქვეყნა ვიდეო, ზუსტად იგივე კადრებით, ოღონდ აღმოჩნდა რო ის წინა, მიშას დადებული იყო დაჩეხილი და სულ სხვა კონტექსტში ბაზრობდა ბადრი და უფრო მეტიც, იმ ვიდეოში, რომელიც ბადრიმ დადო, სულ ბოლო კადრი არის ეგეთი, რო კოდუა რო დგება და გადის, ბადრი ეუბნება თავის დაცვას თუ ვიღაცას, ხო ჩაიწერე ყველაფერიო? ეხლა გამორთეო.
  6. ირაკლი75 გუშინ მინდოდა ისე ნახვა, მაინტერესებდა, ხოდა მე და ჩემი ორი ძმაკაცი ვმოძრაობდით მანქანით, ჯერ საბჭოს მოედანთან გავიჭედეთ საცობში, 5 დიდი ყვითელი ავტობუსი იყო გაჩერებული, არ იძვრებოდა ადგილიდან და რაღაც ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი ცდილობდა მაგ ავტობუსებში ასვლას. ძალიან გაგვიკვირდა, შაბათს, საღამოს 8-ის ნახევარზე რა პონტიაო...მერე 8-ზე დიღომში, დინამოს ბაზასთან ზუსტად იგივე პონტი გავაძრეთ, გავაჩერებინე ჩემ ძმაკაცს მანქანა შორიახლოს, მეორე ძმაკაცს მოვკიდე ხელი და გავერიეთ იმ ხალხში, მეთქი გავიგოთ რა ხდება. ვუყურებ და ტიპიური ნაციონალები არიან ყველა. მივედით და ვალივერებთ გლავნი ვინაა, ვიღაც ყვერებიანი ბაბო ჩანს გლავნი, ჩერესჩურ წითელი პამადით, ტანზე უშნოდ მორგებული გრძელი შუბით და იღლიაში დიდი რედიკულით. ამ ბაბოს ვეკითხებით: - ის ავტობუსები გადიან? - ხო, ეგენი გადიან. მიდით, ადით. ადგილები დაიკავეთ. - მალე გავლენ? - დაწყებამდე მივალთ, ჯერ სანამ მოვა ხალხი, დაველოდებით. - ეს ორი ადგილი დაგვიკავეთ წინ, არავინ არ დასვათ. :givi: ვააჰ...გამოვედით და რის დაწყებამდე კაცო, რა იწყება ვფიქრობთ...ნუ მიშას ხალხია რო ეჭვი არ გვეპარება, ყვითელი ავტობუსებით ეგ დაათრევს ხოლმე და თან სხვას არასოდეს მიაქირავებენ ხაზის ავტობუსებს და მითუმეტეს ესე მაგდანას ვირივით შუა ქუჩაში არ დააყენებინებენ, მიუქსევენ ხელკეტიან ძიებს, კანონს არღვევთ, მოძრაობას აფერხებთო... "აუ უეჭველი პარლამენტთან მიყავთ ესენი ნაძვისხის ანთებაზეო" ძმაკაცი მეუბნება. დავეთანხმე. ეხლა მეორე ბოლოში მოვუარეთ იმ კოდლას და ვიღაც ახალგაზრდა ტიპი გავაძრეთ სპორტულებით და ლაკის ტუფლებით. ვეკითხებით: - შენც მოდიხარ ძმაო პარლამენტთან? - კი ძმაო. - ზუსტად რა პონტია ხო არ იცი? - რავი 3D სათამაშოები უნდა დაკიდონო. - ვაჰ, ტო?! მაგარი იქნება ძააან!!! კაი აბა ბრატ გავედით ჩვენ, წინა ავტობუსში ვზივართ რა. - აბა ჰე. მეთქი ფუუუ, ამათი დედაც, ამათთან დამაყენე ეხლა. წავედით მერე და ჩავსკდით რესტორანში. რას დაათრევენ ამ ხალხს მაგის დედა ვატირე რა ან სად პოულობენ ეგეთებს, მარა ეხლა რო ვუფიქრდები ეგ ისეთი ნაროდი იყო მაგ პროექციას რო ნახავდნენ და თან იასნია ეტყოდნენ მიშამ გააკეთაო, "ბიიიჯო რა მაგარია ნახეეეე!" რეაქცია ექნებოდათ, ალბათ ეგეთებზე აძლევენ ხმას...მე კიდევ ყოველთვის ის მაინტერესებს რამდენი ფული იხარჯება ამაში, საიდან მოდის, ვის ჯიბეში მიდის და ვის ჯიბეს აკლდება.
  7. აფსუს ხაზარაძე... რა ტყუილად დაგახიეს ეგ მილიონები! მაინც მიშას უხდიან მადლობას. თიბისი ჯგუფს და მათ ჰოლანდიელ პარტნიორებს სულ ძალით აყიდინეს ეგ შენობა. ისე, ყველაზე იაფფასიანი ჩინური და თურქული მასალებით და ტექნოლოგიით არის გაკეთებული მთლიანად. იატაკი ვინილის არის, როცა შეეძლოთ ეპოქსიდი გაეკეთებინათ და აი მაშინ იქნებოდა მართლა უმაგრესი. გარედან კატასტროფულად არის შეღებილი და ბევრ ადგილას ბათქაში ცვივა, ამ ზამთრის მერე მთლად შეილახება. ობიექტურობისთვის დავამატებ, რომ იმას მაინც ათი თავით სჯობს რაც იყო და მადლობა მამუკა ხაზარაძეს.
  8. აუ სად იგულოაონ და როგორ, აღარ იციან რა...დღეს კუბდარის მუღამზეა ეტყობა.
  9. უცხო_პლანეტელი 1. არაფერს. რას უნდა ვეძახოდეთ? მართლმადიდებლური რელიგია ბევრად იმაზე ლიბერალურია თავად, ვიდრე მაგალითად თქვენ გგონიათ საკუთარი თავი. რაც შეეხება თვითონ კრიტიკას, ეკლესია არც სამეცნიერო საზოგადოებაა და არც კვლევითი რომ ამა თუ იმ საკითხზე ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდეს. არსებობს სჯულის კანონი, სადაც განმარტებულია რა შეიძლება და რა არ შეიძლება, ხოდა ის ვინც იმას ჩაიდენს რაც არ შეიძლება იქნება უბრალოდ ცოდვილი და მორჩა. ცოდვილები ვართ ყველა. 2. ნუ ისევ და ისევ პრინციპულად ყველაზე არასწორი მიდგომა რა...კრიტიკას 3 რამე ხომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს? - საფუძველი და მოტივი. ანუ საბაბი და მიზეზი რის გამოც კრიტიკოსი დაინტერესდა კრიტიკის ობიექტით და გაუჩნდა კრიტიკის სურვილი. - აზრი და იდეა. ანუ უშუალოდ კრიტიკა, რას თვლის არასწორად და რას სწორად. - მიზანი. ანუ რისი მიღწევა სურს კრიტიკის ავტორს? ჰოდა როდესაც ათეისტი, აგნოსტიკოსი და მითუმეტეს სხვა კონფესიის წარმომადგენელი მართლმადიდებლურ ეკლესიას აკრიტიკებს, გნებავთ მოვლენას, გნებავთ პიროვნებას და გნებავთ ვინმეს საქციელს, თანაც ამას ყველაფერს აკეთებს საჯაროდ, ტელევიზიების საშუალებით, რა შეიძლება იყოს მისი მოტივი? და რა შეიძლება იყოს მიზანი? მორწმუნე ადამიანისთვის ეს ორი შეიძლება იყოს მხილება და ეკლესიის თუ მორწმუნეების დაცვა, რათა არ გადაუხვიონ იმ გზიდან, რომელიც არის ჭეშმარიტი და სჯულის კანონის მიერ არის დადგენილი. მისი მოტივი არა ბრაზი და სიძულვილი, არამედ სინანული და სიყვარულია, საჯაროდ კი არ გამოვა და საზოგადოებაში ცნობადი და კაი ტიპი კი არ უნდა რომ გამოჩნდეს, შიგნით და შესაბამის ადგილას გაარკვევს ამ ყველაფერს, ფულს კი არ აიღებს ამ ყველაფერში, რომ სემინარები გამართოს, ლიტერატურა გამოსცეს, საპროტესტო აქციები გამართოს და შიგადაშიგ ყვა დალიოს, წყნარად და მშვიდად ამხელს ადამიანს, რომ ესა და ეს დააშავე და არასწორად გააკეთეო. ვიმეორებ საჭირო ადგილას: ეკლესიის შიგნით. მორწმუნე ადამიანის მიზანი კრიტიკის ობიექტზე გამარჯვება, მისი შეურაცხყოფა და დამცირება კი არა, მისი მხილება, სწორ გზაზე დაყენება და შეცდომებისგან გამოწვეული შედეგების აღკვეთაა. ხოდა აი პირადად შენ რა გინდა? 1. რატომ აკრიტიკებ ეკლესიას და მართლმადიდებლებს? 2. რაში სდებ მათ ბრალს? 3. შენი მიზანი რა არის, რისი მიღწევა გსურს კრიტიკის შედეგად?
  10. Siknadmo კულუარული ინფორმაცია რომ გქონდეს მაქედან დაიწყებდი, აქამდე იტყოდი და უფრო დაწვრილმანდებოდი, თანაც მომიტევეთ და კონკრეტულად გრეჩიხასთან დაკავშირებით კონკრეტულად თქვენ ჩემზე მეტი ინფორმაცია რომ გქონდეთ ეჭვი მეპარება. ტიპაჟი ვერ გავიგე, მოღალატური ტიპაჟიც არსებობს და თან შუბლზე აწერიათ? ანალიზს რაც შეეხება ეგ გკითხე ზუსტად: მეთქი, გამიანალიზეთ ვინმემ კაცო, თორე ნამდვილად ვერ ვიგრძნობ თავს საუკეთესო მდგომარეობაში თუ აღმოვაჩინე რომ რაღაც მიზეზი გამეპარა, შევცდი და ტყუილად ვიცავდი ყველაზე დედამ...ლ ადამიანს (ეგრე გამოდის თუ ამაზე საუბარი მაინც ქონდა).
  11. Siknadmo რანაირად ემთხვევა და აი ალალად მითხარი ერთი ხელმოსაჭიდი მიზეზი მაინც, რატომ გგონია რომ არათუ ფული აიღო, ამისი მცდელობა მაინც ქონდა გრეჩიხას?
  12. "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე პირდაპირ ეთერში დებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამს . როგორც პარტიის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადება, თითქოს მას შემდეგ, რაც ის "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძესთან ტელედებატებში მონაწილეობაზე დათანხმდა, ამ უკანასკნელმა პირდაპირ ეთერში დებატებზე უარი თქვა. "ქართული პარტია" აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს და მოითხოვს, ნინო ბურჯანაძემ გარკვევით დაადასტუროს ან უარყოს, არის თუ არა ბადრი ბიწაძე გაზეთ "ასავალ-დასავალის" 20 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული წერილის ინფორმატორი. "ნინო ბურჯანაძის მიერ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მან ან მისმა მეუღლემ უნდა წარმოადგინონ ბრალდებების შესაბამისი მტკიცებულებითი მასალა, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე მზად იქნება პირდაპირ ეთერში დებატებში მონაწილეობისთვის", - აცხადებენ პრესსამსახურში. მოსკოვში მყოფმა ნინო ბურჯანაძემ "ეხო მასკვის" ეთერში განაცხადა, რომ ქართველ ჟურნალისტებს დაჰპირდა, ექნება დებატები პირდაპირ ეთერში, როგორც კი თბილისში დაბრუნდება. "თუმცა, რამდენადაც გავიგე, ბატონმა გაჩეჩილაძემ პირველად თავად მოითხოვა ჩემთან დებატები. გაუგებარია, რისთვის მიწვევდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი, ჩემი თანხმობის შემდეგ უარი განაცხადა", - აღნიშნა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ გაჩეჩილაძის თანხმობის შემთხვევაში დებატები აუცილებლად შედგება. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155046-levan-gachechiladze-pirdapir-ethershi-debatebshi-monatsileobisthvis-mzadyofnas-kidev-erthkhel-gamothqvams.html
  13. shavlego91 ძმები გაჩეჩილაძეები სულ რომ შუაზე გახეულიყვნენ დამოუკიდებლად ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ და მათი თვითშემოქმედება რომ არ ყოფილა იპოდრომიდან ხალხის დაშლა ამას ყველა სხვა ლიდერიც ადასტურებს, რომელიც იმ პროცესებში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის დავით უსუფაშვილმა ეს მაესტროს ეთერში დაადასტურა ამას წინათ. ... ისე გამოდის, რომ ცეჩნად მაგის ადვოკატი გამოვდივარ, მარა საწყალი გრეჩიხა რო ამდენი სიბინძურის ატანა უწევს, არადა მაგაზე მეტი არც გულით, არც ენერგიით და არც ფულით არავის აქვს გაკეთებული. ადვილია ადამიანის გასვრა ხო? ესროლეთ ტალახი და იწმინდოს იმან, თქვენი რა მიდის? ძალიან ბევრი შეცდომა და დიდი სისულელები აწევს გრეჩიხას კისერზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უფლება აქვს სულმდაბლობაში, მოღალატეობაში და სხვა დანაშაულებში დასდოს ბრალი. Saturn რპცა გინდა სულელია, როცა გინდა ჭკვიანი ხო? იხ. ჩემი ქვედა სიგნაჩა.
  14. ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის წევრები შესაძლოა, ვაკეში მდებარე ბინიდან გამოასახლონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახა კუკავამ განუცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო . "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის ინტერესებს სასამართლოში კახა კუკავა იცავს. საქმე ეხება გაჩეჩილაძესა და "ტაო პრივატ ბანკს" შორის ვალის გამო მიმდინარე სასამართლო დავას. ბინა ვალის სანაცვლოდ ბანკშია ჩადებული. როგორც კუკავამ აღნიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება ბინიდან გამოსახლების თაობაზე. მისივე ცნობით, საუბარია ერთ-ერთ ბინაზე ვაკეში, სადაც ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის წევრები ცხოვრობენ. "ჩვენი ამოცანაა, მოხდეს ვალის რესტრუქტურიზაცია ან გამოსახლების გადავადება", - განაცხადა კუკავამ. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/155006-levan-gachechiladzis-ojakhis-tsevrebi-shesadzloa-binidan-gamoasakhlon.html ... აბა, მილიონები აქვს აღებულიო? ნამუსიც კაი საქონელია ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს გამყიდველობა დააბრალო. ძალიან ტეხავს პროსტა ეგეთი სულმდაბლობა რა.
  15. lasha_alo სად თქვა რომ აღარ დავუჯდები დებატებშიო???
  16. გიორგი68 ვიცი კაცო, ვხვდები. ვიხუმრე. ანუ ფაქტიურად რაც მიშა გამეფდა მას მერე.
  17. newstudio გადასარევი! ყველანაირი ფუნქცია აქვს. http://www.google.com/talk/about.html http://www.google.com/chat/video
  18. რაის სკაიპი თუ ძმა ხარ...თითქმის 2 წელია აღარ ვხმარობ. ლამის ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს აძლევენ გაკონტროლების უფლებას ეგ ვირიშვილები. და საერთოდ დავიჯერო ამ ფორუმზე მე ვარ პიონერი? -> Gmail voice and video chat-ს არ ხმარობთ??? უმარტივესი და უმაგრესია + აშშ-ში და კანადაში აბსოლუტურად უფასოდ რეკავთ ნებისმიერ ნომერზე.
  19. lasha_alo ჩემი აზრით ელემენტარული კომპეტენცია მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს. ოღონდ წიგნების კითხვა და საკურსოების დონის ნაშრომების წერა ამას არ შველის, მითუმეტეს სემინარებზე ყავა-კოლას სმა, რაღაც გამოცდილება მაინც უნდა უნდა უმაგრებდეს ზურგს კაცს, რომ მას ჭკუა ჰკითხო ამა თუ იმ საკითხზე. ეს ერთი; მეორე; ოპონენტები ბრტყელ-ბრტყელი თეზისების და თეორიების დონეზე არ უნდა დებატობდნენ, კონკრეტული ბრალდებები და არგუმენტები უნდა გააჩნდეთ მოწინააღმდეგე მხარის მისამართითაც და საკუთარი პოზიციის გასამყარებლადაც. რომელიღაც კერძო პირების კერძო წიგნებიდან კერძო ციტატებზე აგებული ჰიპოთეზებით კი არა უკვე მომხდარი მშრალი ფაქტებით უნდა იხელმძღვანელონ საკუთარი იდეებისა და ლოგიკის დამტკიცებისას.
  20. გიორგი68 ჩემი ნომერი რომ გაქვს ხომ ამიფეთქე რა!
  21. ეს სატურნს, ჟოაოს, კარდუს და ა.შ. წააკითხეთ ჩვენ რომ დაუნახავებს გვეძახიან. მე ეგ ისედაც ვიცოდი, არა ზუსტი პროცენტები, არამედ ის, რომ საქართველოს ბიუჯეტი ივსება ხელოვნურად, საგარეო ვალებით, ბიზნესმენებზე გაუთავებელი და ტერორისტული ჯარიმებით და ფულის ახევებით, საპროცესო გარიგებებით...და ეს ბიუჯეტიც ვის და როგორ ხმარდება მე კი ვხედავ. ამიტომ არ მაღელვებს ამათი პატრიოტული და ლიბერალური მოტივებით მანიპულაციები, ხელისუფლების და მათი მომხრეების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა არის ფული და ტრაკის თბილად შენახვა. ხამები.
  22. T_A_T მე რა სურათებიც დავდე ეგენი რუსეთიდან შემოდის და საქართველოში ყველაზე ძლიერ სადისტრიბუციო ფირმას "შარმ ტრეიდს" შემოაქვს. ამათ გარდა კიდევ სხვა პროდუქციაც, არარუსულიც შემოდის რუსეთიდან.
  23. T_A_T :) http://www.ygo.ru/img/o/c6a6887e75505b813b67c6dc1fc8c1af.png http://www.unuudur.com/wp-content/uploads/Oleina.jpg http://www.oursbiz.com/Products/b/14/Three-Star-Safety-Match-674080.jpg http://2.bp.blogspot.com/_Id-Eia9CKs0/RmchIf1f_mI/AAAAAAAABIM/esPlfPCrQKo/s320/003bafrg.jpg http://4.bp.blogspot.com/_G3tdp4OmfoM/SIpPhov51AI/AAAAAAAAALM/pU_fI18ej1w/s400/CALVE_Mayonase.jpg http://img1.liveinternet.ru/images/attach/b/3/28/872/28872395_moya_semya.jpg გავაგრძელო თუ საკმარისია?
×
×
  • შექმენი...