Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. Jonathan livingston მზად ვარ მეც შემოვუერთდე ამ იდეას მოხალისედ. წერა მეტ-ნაკლებად მეხერხება, ინგლისურიც ასევე...ვეცდები რეალურ შინაარსთან 99.9%-ით მიახლოვებული თარგმანი გავაკეთო. დასაწყისისთვის მეგობარ მსახიობებს ერთი ფილმის გახმოვანებასაც ვთხოვ უსასყიდლოდ. თუ ვინმე შეძლებთ და რომელიმე ფილმის ორიგინალ ტექსტს მომაწვდით + ვინმე ხმის ინჟინერიას უზრუნველყოფს იმ ფილმისთვის. ამ ორ პუნქტს შევასრულებ. ერთი კარგად ნათარგმნი ფილმი ხომ უნდა გვქონდეს არა? მაგრად მიტყდება რომ ფილმის ყურებას რუსულად ვამჯობინებ ხოლმე, შინაარსითაც, გამხმოვანებლებითაც და აუდიო-ინჟინერიის ხარისხითაც 10 თავით სჯობს ქართულს, სჯობს კი არა და სამარცხვინო გახმოვანებები გვაქვს. ასე ალბათ სადმე ბურკინა-ფასოში თარგმნიან.
  2. lasha_alo ყველაფერი მე უნდა გასწავლოთ რა...დეპრესას კინოები გაუშვით კაცო. ანახეთ ხალხს!
  3. დიდი სიყვარულით და პატივისცემით ყველა აქაურ ქალბატონს: http://www.youtube.com/watch?v=o3q4xkSO2MM&feature=related გილოცავთ!
  4. nika3012 ეს ჩემი "სტატია" დეპრესამ იქითა ფორუმიდან წამოიღო სადაც სულ სხვა კაცს ვუპასუხე სულ სხვა კონტექსტში. მოკლედ რო გითხრა იქ ერთმა ახალგაზრდა, სტუდენტმა კაცმა გახსნა თემა მარტო ვცხოვრობ ცოლთან ერთად, ის არ მუშაობს, მე 500 ლარი მაქვს ხელფასიო. აქამდე მეტნაკლებად მყოფნიდა ეს ფული და ეხლა 2-3 თვეა ძალიან გვიჭირს, გაძვირდა ყველაფერი და ვეღარ გაგვაქ თავიო, ხოდა იმას უპასუხა ვიღაცამ რო იმუშავეთ და ისწავლეთ და გექნებათ ფულიო, ჩემი ახლობლები ჩამოვიდნენ დანიიდან, წლები იქ იყვნენ და ჩამოტანილი ფულით იმისთანა მეურნეობა დააბზრიალეს თქვენი მოწონებულიო და იმას მივმართე ამ პოსტით. კარტოფილი-მარტოფილი არ ვიცი მე, არც წამიკითხავს ამ თემის პირველი პოსტი.
  5. ამჯერად არ დაგცინებ და მეგონა გამოცდილ პროგრამისტს და მათემატიკის მოყვარულ კაცს მაინც ეცოდინებოდა ეს მართლაც და ჭეშმარიტება. კერძოდ სად გადავიხარე ჭეშმარიტებიდან (ნუ, იასნია, "როგორც ყოველთვის"), თანაც ათჯერ? ;) – 1 ჰექტარი არ არის 10 000 კვ.მ ? – ფართობი სიგრძისა და სიგანის ნამრავლით არ იზომება? – 100 X 100 = 10 000. არა? - 1 კილომეტრში 1000 მეტრი შედიოდა აქამდე და ესეც შეცვალა მიშამ? - 1000 : 100 = 10 არც ეს ხო? ნუ კაი მაშინ. :nekro: უი, ათი მიწერია? :givi: :givi: და რა მომაწება ეგრევე იარლიყო ნახე რა...მექანიკური შეცდომა გამორიცხულია ხო? ადამიანები არ ვართ ჩვენ...ამიტომ ეს ირაციონალური აზროვნების შედეგი ყოფილა, კი, წილადი ვარ მე, სამი მეოთხედი ვარ.
  6. კაი გამარჯობა თქვენი! იქაც გავხსენი და აქაც: მოკლედ ერთერთი საზღვარგარეთული ქვეყნიდან მაქვს შეკვეთა სხვადასხვა პროდუქციაზე. ვატარებ ექსპერიმენტს და გამყიდველებს ვატყუებ, რომ მაქვს 2 შეკვეთა და ვუსახელებ ორ ქვეყანას, ერთს იმას, სადაც მართლა მაქვს და მეორეს საქართველოს. შესაბამისად 2 სხვადასხვა პრაის-ლისტს მიდგენენ, აქაურ ფასებს გეტყვით, CIF ფოთი, ანუ ეს არის ფოთამდე მოტანილი, ყველაფერი გადახდილი და ამას დაემატება მხოლოდ განბაჟების და დასაწყობების ხარჯები ანუ ჩემს მიერ დასახელებულ თანხას + max 35% ტომატ პასტა (თანაც 28-30% კონცენტრაციით) 2.2 კგ ქილებში - 1.8$ საჭმელი ზეთი, მზესუმზირის - 1 ტონა 1150$ შაქარი - 1 ტონა 480$ ფქვილი (პურის, I ხარისხი) - 1 ტონა 220$ "სგუშონკა" - 1.6$ მე მაღაზიაში პროდუქტების ყიდვა თითქმის არ მიწევს, ძირითადად ჩემები აკეთებენ ამას და თქვენ შეადარეთ, ობიექტურად, რა უნდა ღირდეს ეს პროდუქტები აქ საცალო ბაზარზე?
  7. მეილზე ვაშინგტონ პოსტი მაქვს გამოწერილი და დილას ვკითხულობდი აშშ-მ დიპლომატების ნაწილს, ყველა დიპლომატის ოჯახის წევრებს და აშშ-ს ყველა მოქალაქეს, გარდა რამდენიმე დიპლომატისა ლიბიის დატოვებისკენ მოუწოდაო. კადაფი ომით იმუქრება, მე აქ ეგვიპტე და ტუნისი ხო არ გგონივართ, ბოლო ტყვიამდე დავიცავთ თავსო (სიტყვასიტყვით ასე თქვა) და კადაფის ბიჭმა მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა, თორე ათასობით მიცვალებულის დატირება მოუწევს ლიბიასო (ესეც სიტყვასიტყვით). პრინციპში მაინდ რაც ხდება მაგას აქციებსაც ვერ ვუწოდებთ, მანდ სამოქალაქო ომი უფროა, რადგან იმავე კადაფის ბიჭმა თქვა ნახევარ ლიბიას (აღმოსავლეთ ნაწილს) ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ეხლაო.
  8. გამორიცხულია. ვეთანხმები Grig-ს და დავუმატებ, რომ თვითონ აზერებში არც განწყობაა ეხლა სამაგისო და არც სურვილი. ეკონომიკური აყვავების ბუმია აზერბაიჯანში და ყველას მარტო ერთი რამე აინტერესებთ ეს სიმდიდრე, მშვიდი და დალხენილი ცხოვრება არავინ აურიოთ. ჭორის დონეზე კიდე მაღალი წრის აზერები ბაზრობენ რო 40 მილიარდ დოლარს ითხოვენ სომხები და ამ ფულს აგროვებს ილჰამაო. :
  9. Siknadmo ბოდიში, მარა აი ჩერესჩურ სისულელეები წერია. იმით დავიწყოთ და დავამთავროთ, რომ თუ ვინმეს გგონიათ ბადრი ეგეთი ბულკი და ლიოხი იყო, ცხონებულის თქმისა არ იყოს - მაგისი ბექგრაუნდისთვის მაინც გადაგეხედათ. იქ იმდენი და ისეთი განსხვავებული შეხედულებების ადამიანები იდგნენ ერთად, რომც ვინმეს სდომოდა ან მცდელობა ჰქონოდა, ვერავინ ვერავის გადააგდებდა. კაი, ხალხს ცხვრებად თვლით და ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა, ვისაც კულუარებში რბილად რომ ვთქვათ ხანდისხან მაინც შეგვეჭყიტებოდა ხოლმე, იმათ დებილებად გვთვლით და მთელი ამხელა რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, ალასანია, ესენი ყველანი ბრმები და ყრუები ყოფილან აბა. არადა რა მარტივადაა საქმე. წლებია ერთი და იმავე მეთოდს იყენებს ხელისუფლება და დავიჯერო სიკნადმოსნაირებზეც ჭრის კაცო? - როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ძალა დააანონსებს, ამა და ამ დროს ამას და ამას ვიზამო, ეგრევე იწყება მათი "გაშავება", ენას ხომ ძვალი არ აქვს და 1 ბეწო მტკიცებულებების გარეშე, კახეთში გზაზე გაჩერებული გლეხის ნაამბობზე, პოლიტიკური ოპონენტის სიტყვიერი ბრალდების საფუძველზე და 90% "ანონიმი, მარა ფაიზაღი წყაროს" საფუძველზე, ჩააყენებენ თავის მართლების მდგომარეობაში და ვსე...ადამიანის ხასიათიც ეგეთია, ცუდს უფრო ადვილად იჯერებს ამ დროს, რადგან საკუთარი წარუმატებლობის სხვის უვარგისობაზე გადაბრალება ყველაზე მარტივია... აბა ამ აგორებული ჭორების ტალღების თუ "გაშავებების" ქრონოლოგიას და თანმიმდევრობას დააკვირდით: ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ალასანია, ფორუმი, გაჩეჩილაძე... მარტივი პრევენციაა დათქმული აქციების, არჩევნების თუ სხვა სახის აქტიურობის ვადამდე დამთქმელი "აშავო" და მუხტის გაღვივების და თანამოაზრეების მომატების საშუალება არ მისცე, მითუმეტეს გაგიადვილდება თუ მთელი მედიასაშუალებები შენს ხელთაა. თან ყველას იმ მხრიდან მიაწებეს იარლიყი, რომელი მხრიდანაც მისი ეშინიათ: გრეჩიხა ხალხს უყვარდა სიალალის გამო - მოღალატე ყოფილა და გაუყიდია ხალხი. ალასანია პატიოსანი, მშვიდობისმოყვარე ტიპია,დასავლეთისთვის მისაღები ფიგურააო - ეგ კულინარიელი და კრიმინალი იყო, პახოდუ კგბ-ს აგენტი იქნება, პანკისში მაგან ჩაატარა ოპერაციაო. ფორუმი, ბურჯანაძე, ნოღაიდელი და ა.შ. ვინც სხვადასხვა დროს ხელისუფლების ძალისმიერი (არა ძალადობრივი) გზით შეცვლით იმუქრებოდნენ, ამათ კიდე დასდევენ და კვირაში ერთხელ ხან სცემენ, ხანაც ვინმეს იჭერენ რო ცალკე ისინი დააშინონ, ცალკე "გააშავონ", ამათ თავი ვერ დაუცვიათ და ვისი "ჩამომგდებები" არიანო. იმ მომენტებში, როცა ვხედავ ესეთ რაღაცეებს ვინმე იჯერებს, უნამუსო ვიყო მე ვხდები "მიშისტი". იმიტომ, რომ დებილი იქით რო დაადებილებს ვიღაცას, თანაც სიდებილით, რაღაცნაირად ვბალელშიკობ.
  10. fashisti საქართველოში 80 ლარია მინიმალური პენსია, საშუალო 90 და თბილისის მერია აძლევს თბილისელ პენსიონერებს 10 ლარიან დანამატებს, შესაბამისად მინიმალური პენსია საქართველოში დაახლოებით 46$ გამოდის, საშუალო 51-52$ და თბილისში მერია უმატებს 6$-მდე.
  11. Siknadmo ვაჰ მართლა ჩიხლაძეა და ქართველია კაცო, ყველა მის თანამშრომელს და ძალიან მაგის ბევრ მეგობარს ვიცნობ პახოდუ. "ლელოს" რედაქტორი იყო ბადრი პატარკაციშვილის დროს.
  12. უხ უხ უხ უუხ კაი კაცი! ღვინო შენ არ გიყვარს მიშა და აჰა. http://vodka-ua.vn/upload/images/20090530103512_khortytsa_platinum.jpg ძალიან დიდ პატივს გცემ და ყოველმხრივ კარგი ადამიანი ხარ.
  13. Siknadmo იუდა არ არის ებრაელი, ჩიხლაძეა გვარად. ვიცნობ პირადად. ასიდი ნამდვილად ებრაელია. ბენჟამინა არ ვიცი. სომეხს იქით არავის ვიცნობ, არადა მგონი ნახევარ ფორუმს პირადად შევხვედრილვარ, თანაც არაერთხელ. რომც იყოს ვინმე სომეხი ან ებრაელი მე ეგრე ვერ აღვიქვამ მაგათ. ერთიც და მეორეც პატივს სცემენ სხვის რწმენას (ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანებს ვგულისხმობ), აი ათეისტები კი არიან აქედან გასაყრელები.
  14. Saturn მართალი ხარ, შემშლია. ეტყობა კურსის გადაყვანის დროს არასწორად ავკრიფე რომელიღაც ციფრი და მერე სულ აურია. ეხლა ხელახლა ვნახე და 218$ გამოდის.კიდევ ერთი - ჩემი შეცდომაა, ძალიან დიდი არა, მაგრამ მაინც, ზოგიერთ შემთხვევაში არა მინიმალური, არამედ საშუალო პენსია მომიძებნია. დავააფდეითებ სიას და ლინკებსაც გავასწორებ: ესტონეთი - 417$ (საშუალო) http://estonia.eu/about-estonia/society/pension-system-in-estonia.html რუსეთი – 257$ (საშუალო) http://www.fxnonstop.com/index.php/component/content/article/106659-russian_market_19136 ლიტვა - 218$ http://pension3.com/lt/ ყაზახეთი - 144$ საშუალო 216$ http://thenews.kz/20.../25/625701.html აზერბაიჯანი – 140$ და წელს კიდევ იზრდება 10%-ით. http://www.news.az/a...s/economy/26036 ბელარუსი – 137$ (საშუალო) http://www.telegraph...te-pension.html უკრაინა - 122$ http://www.go2kiev.com/view/costs.html (იუშჩენკოს დროს,2009-ში იყო 75$ http://pension3.com/ua/) ლატვია - 101$-დან 138$-მდე (სტაჟის მიხედვით) http://www.ssa.gov/p...ope/latvia.html სომხეთი - 68$ (საშუალო) http://www.armbanks....11/02/01/19234/ მოლდოვა - 49$ + 2% თითო ნამუშევარ წელზე http://www.ssa.gov/p...pe/moldova.html უზბეკეთი - 30$ http://en.wikipedia....y_of_Uzbekistan თურქმენეთი - 20$ http://iwpr.net/repo...n-pension-shock ყირგიზეთი - 15$ http://www.ssa.gov/p...kyrgyzstan.html ტაჯიკეთი - 15$ http://iwpr.net/repo...ind-cost-living კიდევ ერთი! ჩემი შეცდომაა, ძალიან დიდი არა, მაგრამ მაინც, ზოგიერთ შემთხვევაში არა მინიმალური, არამედ საშუალო პენსია მომიძებნია.
  15. ლიტვა - 682$ http://pension3.com/lt/ ესტონეთი - 417$ http://estonia.eu/about-estonia/society/pe...in-estonia.html რუსეთი – 257$ http://www.fxnonstop.com/index.php/compone...an_market_19136 ყაზახეთი - 144$ საშუალო 216$ http://thenews.kz/2010/11/25/625701.html აზერბაიჯანი – 140$ და წელს კიდევ იზრდება 10%-ით. http://www.news.az/articles/economy/26036 ბელარუსი – 137$ http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/...te-pension.html უკრაინა - 122$ http://www.go2kiev.com/view/costs.html (იუშჩენკოს დროს,2009-ში იყო 75$ http://pension3.com/ua/) ლატვია - 101$-დან 138$-მდე (სტაჟის მიხედვით) http://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ss...ope/latvia.html სომხეთი - 68$ http://www.armbanks.am/en/2011/02/01/19234/ მოლდოვა - 49$ + 2% თითო ნამუშევარ წელზე http://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ss...pe/moldova.html უზბეკეთი - 30$ http://en.wikipedia.org/wiki/Economy_of_Uzbekistan თურქმენეთი - 20$ http://iwpr.net/report-news/turkmen-pension-shock ყირგიზეთი - 15$ http://www.ssa.gov/policy/docs/progdesc/ss...kyrgyzstan.html ტაჯიკეთი - 15$ http://iwpr.net/report-news/tajik-pensions...ind-cost-living უკომენტაროდ.
  16. newstudio მე კიდევ რამდენიმე თვეა შევეგუე, რომ ვცხოვრობ თურქმენეთში და ვერაფერს შევცვლი. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თურქმენეთში დენი, გაზი და წყალი უფასოა, პირველადი მოხმარების პროდუქტები კი სიმბოლური ფასი ღირს. P.S. და ამაყი არ ვარ. დამცირებული და შერცხვენილი ვარ.
  17. Saturn და რა მქონდა მე საკისრებელი? ჩემები მაგაზე გაცილებით მეტნი იყვნენ ვიდრე ნუკრიკოს "ვპირდებოდი". შენი კუმირებისგან განსხვავებით მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ; იმიტომ კი არა, რომ ძალიან მაგარი ტიპი ვარ, უბრალოდ, რაშიც დარწმუნებული არ ვარ იმის პირობას არ ვდებ ხოლმე.
  18. მოკლედ კუთხური სეპარატიზმი არ დამწამოთ და მეგრელს ეუბნებიან: - ზოოპარკიდან სპილო გაქცეულა. - მერე? - მერე დასდევენ დასაჭერად. - ხოხ, რას დაიჭერენ მაგხელა სპილოს?! ... - დაუჭერიათ ის სპილო. - ხოხ, სად გაექცეოდათ მაგხელა სპილო?! P.S. პრინციპში იხილეთ ჩემი ქვედა სიგნაჩა. http://farm3.static.flickr.com/2732/4291698418_e93901d1ed_z.jpg
  19. ვეფხვი რა ბოდიში და ჯანდაბად გინდათ ქართული იმეილი? ვეძებე ეხლა და აი ეს ვიპოვე: http://mail.boom.ge/
  20. რაის მსოფლიო კრიზისი მაგის დედაც ჯეკ რა... იმ დღეს მე ვიკაიფე ერორზე... სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნეს მაგ "მსოფლიო კრიზისს", რაღაც ცხრილები დახაზეს, ნავთობის ფასი იმატებსო, შაქრის ფასმა მოიმატაო, დიდ ბრიტანეთში პროდუქტები 3%-ით გაძვირდაო. ვიღაც ბაბუ ანახეს, სად იპოვეს არ ვიცი, ბაზრობდა ფასები ძვირდება და პენსია არ იმატებს, რა მეშველებაო. მერე იქვე დაამატა, არა ტრანსპორტში მე ფულს არ ვიხდი, უფასო მაქ პენსიონერი რო ვარ, პროსტა მე და ჩემი კნეინა ყოველ წელს სამოგზაუროდ მივდივართ ხოლმე და წელს ან ვერ წავალთ ან არადა სახლში დენის ეკონომიის გაკეთება მოგვიწევსო. :givi: ჯერ ერთი, რომ თუ ეგ ინფო სიმართლეა და მართლაც მოიმატა ფასებმა 3%-ით, რას გვიდარებენ აქაურ სიტუაციას, როცა საშუალო ბრიტანელის შემოსავალი 18-ჯერ (!!!) აღემატება საშუალო ქართველისას ( ვისაც არ გჯერათ აგერაა ცხრილები და შეამოწმეთ: http://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_%28nominal%29_per_capita ) + საკვები პროდუქტების ნაწილი იქ ჩვენსაზე იაფი ღირს, ნაწილი დაახლოებით იგივე ფასი და ნაწილიც მაქსიმუმ 2-ჯერ ძვირი. ჯანდაცვის დაზღვევაზე, უმუშევრობის დახმარებაზე და ა.შ. აქ აღარ გავჩერდები. მეორეც ერთი ( ასევე იმ შემთხვევაში თუ სიმართლეა ეგ ინფო ), იქ 3%-ით გაძვირებულა და თუ მსოფლიოში ფასები დაიკლებს ეჭვიც არავის ეპარება რომ იქაც დაიკლებს, აქ კი თითო ასეთ "კრიზისის" ტალღაზე ფასები 10-დან 50%-მდე იმატებს და მერე თქვენც არ მომიკვდეთ, აღარ იკლებს. P.S. აქ უკვე თურქმენეთია მაინც და ამეებიუს წერას პრინციპში აზრიც აღარა აქვს, ცარიელა წუწუნი გამოდის. მე უკვე შევეგუე, რომ თურქმენეთში ვცხოვრობთ ანუ ისეთ ქვეყანაში, სადაც უკვე მსოფლიო მასშტაბით გაიასნებულია რომ არაფერი გვეშველება და არც არავინაა ხმის ამომღები ( საერთაშორისო საზოგადოებას ვგულისხმობ ). დაჟე ბელარუსის, კოტ დ'ივუარის და ტუნისის დონეზეც არ გვთვლიან, რომ ვინმემ ერთი ბეწო სანქცია მაინც დაუწესოს ამ სამიშეთს თუ საგიჟეთს. ალბათ იმიტომ, რომ ლუკაშენკო, გბაგბო და ბენ ალი ძუძუს არ აწოვებდნენ დასავლელ ბიძიებს და მიშიკო ძუძუს აწოვებს კი არა და დამატებით მინეტსაც უკეთებს ზემოდან. ( ქალებმა რატო წაიკითხეთ ეს ბოლო?! :uh: ) P.P.S. ძუძუში ეს ვიგულისხმე: http://moneyning.com/wp-content/uploads/2008/12/dollar-roll.jpg
  21. მამაჩემის დეიდაშვილია. 50-ს გადაცილებულია და რამდენი წლისაც ეგ დირექტორია იმდენი წელი მარტო მაგ სკოლაში აქვს ნამუშევარი. საქართველოს ისტორიას ასწავლის; მკაცრი მასწავლებლების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც მის გაკვეთილზე დასწრებას და საგნის სწავლას პრინციპულად მოითხოვს და ნიშნის ტყუილად დაწერაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი მასწავლებლები მოსწავლეებს არ უყვართ ხოლმე მოგეხსენებათ. არ გამოვრიცხავ ეგ ჩემის მანდატურშაც მაგის ყოფილი მოსწავლე იყოს და ამ გზით ეძია შური. თU ვნახე ამ დღეებში გავარკვევ ზუსტ მიზეზებს. P.S. მაგ სკოლას და ჩემს ამჟამინდელ საცხოვრებელ ბინას სულ რაღაც ერთი კორპუსი ჰყოფს. P.P.S. ეგ დირექტრისა მანამდე პოლიციაში მუშაობდა.
  22. ღირსია ყველა ადამიანი ვისაც თავმოყვარეობა და ღირსების გრძნობა არ აქვს.
  23. თქვენ მე გამაგიჟებთ...ნუთუ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ვარ? აი აქ არის youtube-ზე ყველა დროის ყველაზე მეტჯერ ნანახი ვიდეოები: http://www.youtube.com/results?search_type=videos&search_query=most+viewed+video+on+youtube&search_sort=video_view_count&suggested_categories=24%2C10%2C23%2C25&uni=3 მაგარი შემეცნებითებია ხო?
  24. იმ დღეს ვაპირებდი ამაზე თემის გახსნას. მანქანით მოძრაობის დროს ეს ძნელი შესამჩნევია, მაგრამ ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ეს ძალიან თვალშისაცემია - ძალიან ბევრი ფორმიანი ადამიანი დადის, ფაქტიურად სადაც გაიხედავ ყველგან პოლიციელია. ამათზე მეტი კიდევ უფორმო დადის. ყოველ 40-50 კაცზე მაინც ერთი პოლიციელი მოდის მგონი. მიხოს მოსვლის შემდეგ წლიდან წლამდე სულ უფრო რთულდება სამუშაოს შოვნა, განსაკუთრებით განათლებული ადამიანებისთვის. გაუნათლებლებისთვის მოიძებნება რაღაც-რაღაც არასტაბილური სამუშაოები დისტრიბუციაში, კერძო დაცვაში, ოფიციანტად, გამყიდველად და ა.შ. ერთადერთი სტაბილური სამსახური, რომელიც იცი რომ ხვალ-ზეგ არ დაიხურება, ხელფასი გარანტირებულია, არც შემცირდება და მეტიც, თუ ყველაფერს ისე გააკეთებ რასაც გეტყვიან პრემიასაც გამოკრავ ხელს + პოლიციაში მიღებული შემოსავალი მინიმუმ 3-4-ჯერ აღემატება ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილ არასტაბილურ სამუშაოებს, უკვე გასაგებია რატომაც მუშაობს მანდ მაგდენი ხალხი. მეცნიერი (ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ბიოლოგი, გეოლოგი, გეოგრაფი, მათემატიკოსი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი და ა.შ.), ლიტერატორი, ხელოვანი, მოკლედ მართლა ჭკვიანი ადამიანი აქ ვერსად ვერ იმუშავებ. ნუ ამათგან 0.01% შეიძლება სადმე მოხვდეს თუ მიშას დედის ან კოდუას, უგულავას, ბოკერიას, კეზერაშვილის და ამათი ცოლების ახლობელია და მოაწყობენ სადმე კერძო უმაღლეს სასწავლებელში ლექტორად ან რამე გოიმურ პროექტში კონსულტანტად. Saturn მიდი აბა შენ ჩაგვაყენე უხერხულ მდგომარეობაში. ;) რაკი შენი "არგუმენტი" ეგ არის, თავადვე დაასაბუთე შესაბამისი მასალის მითითებით. P.S. ვერცერთი ნორმალური ქვეყნის ანალოგიას რომ ვერ მიაგნებ, მერე სცადე და ისეთი ქვეყანა (არანეიტრალური) მაინც მოგვიძებნე, სადაც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა დიდი უმრავლესობა ჯარზე კი არა პოლიციაზე მოდის.
  25. ძუკუ ვერ შეგეკამათებით. მე რუსული საკმაოდ ცუდად ვიცი.
×
×
  • შექმენი...