Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. ვახ ჩემი კაიიი?! :what: რა ოპერატიულები არიან შსს ნახე რა! გვკითხულობთ თქვენ დედებს ვენაცვალე მე??? აი ეს სურათი წააშლევინეს imageshacks-ს. ამჯერად პირდაპირ ჩემი კომპიდან ავტვირთავ.
  2. მიიიხოოოოო! შე ხიხო! :018: აფერისტი რატომ არ არის პოლში? მაგას არანაირი პოლიტიკური მსოფლმხედველობა არ გააჩნია არხ შინაგანად და არცოფიციალურად. საუბრის, ტო ესტ პიარის დროს იყენებს ნებისმიერ იდეოლოგიას, რომელიც იმ წუთას სჭირდება. ისე ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ დაკვირვებას თუ ვაწარმოებთ ყველაზე მიახლოვებით ვარიანტში Grig-ს დავეთანხმებოდი - ულტრამემარჯვენე. მოკლედ რომ ავხსნა ულტრამემარჯვენეები არიან ფაშისტები, რაც გარეგნულად, ერთი შეხედვით მხოლოდ შოვინიზმზე და ქსენეფობიაზე აგებული მოძღვრებაა, მაგრამ მისი რეალური არსი ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის განუსაზღვრელი პრივილეგიების მინიჭებას, მათ გამდიდრებას და დანარჩენი საზოგადოების მათდამი მორჩილებას და მსახურს მოიცავს. ნუ ყველაზე შორს ფაქტია რომ მემარცხენეობისგან ანუ საზოგადოების თანასწორობისგან დგას.
  3. kisa აი როგორი და სადაური ყველი აღარ მიჭამია და ყველაზე მაგარია გუდის ყველი. იფ იფ იფ ...
  4. GeoStream აქ ანზორ კიკალიშვილი იგულისხმება ალბათ. კაკილაშვილი რუსეთში არავინაა გავლენიანი.
  5. Siknadmo როგორც "ის" იტყოდა, ნურას უკაცრავად. კარგად კი არა და საერთოდ ვერ იგულავებ 149 ლარად...ნუ გულაობას გააჩნია, ზოოპარკში და მუშტაიდში თუ გინდა კარუსელებზე კატაობა, კინოში შესვლა და ნაყინის ჭამა მაშინ ხო. და ისე კარგ არა, ნორმალურ რესტორანში, ბარში თუ კლუბში 2-3 კაცს გეყოფათ რომ არ შერცხვეთ, რამე საჭმელი დაიდოთ მაგიდაზე, ცოტა ლუდი და 1-2 ბოთლი შედარებით იაფფასიანი ალკოჰოლური სასმელი, თორე ბოლომდე გასატრაკებლად ანუ საფირმო კერძების და ძვირფასი სასმელების შესაკვეთად არა.
  6. ყველაზე მაგარი ის არის, რომ ვერავინ ასაბუთებს რატომ არ შეიძლება ერთი მტრის დახმარება მეორე მტერთან ბრძოლაში და რითი სჯობია მეორე პირველს? შევადარო? მე შევადარებ და მეტობა-ნაკლებობა-ტოლობის ნიშნები თქვენ დასვით: სახელმწიფოს ძლიერების განმსაზღვრელი თვისებებია: - ტერიტორიული მთლიანობა. - ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობა. - მატერიალური დოვლათი, ცხოვრების დონე, ერთი სიტყვით - ეკონომიკა, უფრო მოკლედ - ფული. - თავისუფლების ხარისხი როგორც სახელმწიფოსი, ისე საზოგადოებისა და ცალკეული ინდივიდებისა. ტერიტორიული მთლიანობა რუსმა ძალით წაგვართვა, ამათმა ნებით დაკარგეს. თვითმყოფადობა სსრკ-ს შემდეგ რაღაც არ მახსენდება რუსები ამ მხრივ რამეს გვერჩოდნენ, პირიქით გარკვეულწილად ამის უნებლიე პოპულარიზაციასაც კი ახდენდნენ საკუთარ ქვეყანაში ქართველი კულტურის მოღვაწეების ხშირი საღამოებით, ქართული რესტორნების სიმრავლით და ა.შ. ამათ ყველაფერი ქართული აღიზიანებთ, გოიმობად მიაჩნიათ და სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან. ფული ისინი ცოტას გვაძლევდნენ, ესენი ბევრს გვართმევენ. თავისუფლება სახელმწიფო ეხლა როგორც არასდროს ისეა დამოკიდებული სხვებზე, ხელისუფლებას გარედან გვინიშნავენ, ჯარი სად წავიდეს, რა თოფი დაიჭიროს და ვის ებრძოლოს გარეთ წყდება, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ზანგის და ლილიპუტების სეკას თამაშზეა დამოკიდებული, ხუთი თუ ათთეთრიანივით საწყის ფსონად რომ აგდია, ხან აქეთ გახვეტავენ და ხან იქეთ, არადა სინამდვილეში ძირითადად შუაში აგდია, არცერთს არ სჭირდება და მისი ერთადერთი როლი ისაა, რომ მორიგი პარტიის დასაწყებად შუაში ჩააგდონ. სოფლის მეურნეობას დედა უტირეს, ხორბალს და ღვინოს ვიღა ჩივის, მწვანილიც და ნიორიც კი იმპორტი შემოდის. საზოგადოების და პიროვნების თავისუფლებას ვერც კი შევადრი ამათი წინამორბედებისას, სამაგიეროდ ერთი ერთში ჰგავს ჩრდილოელი მეზობლისას, ნებისმიერი პატარა ოპოზიციური ერთობა-შეკრება და ეგრევე ყველა ნაციონალურ არხზე, რომლებიც ასევე ერთმანეთის მსგავსად კანონიერ მფლობელებს აეხათ და სახელმწიფოს დაექვემდებარა, მათი "გაშავების" კამპანია მიდის, მერე კი სცემენ და იჭერენ ამ ოპოზიციონერებს, სასამართლო იქაც ცინიკურია და აქაც, როცა საქმეს მცირედით მაინც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, პოლიტიკური თოქ-შოუები არც იქაა და არც აქ, იუმორისტულ გადაცემებში ორივეგან ოპოზიციას დასცინიან მარტო. არადა ედიკას დროს დარდუბალადან დაწყებული თუ დარდუბალათი დამთავრებული 24 საათი მიწასთან ასწორებდნენ ყველას და არ მახსოვს ამის გამო პოლიციას ვინმე ეცემოს და დაეჭიროს. მოკლედ გასაგებია, რომ რუსეთი, სახელმწიფო, გვეზიზღება, მარა რეალურად ვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს ამის გაგონება და დაფიქრებაც რო არ უნდა ადამიანს, ის ჩემთვის ბრმაა,სიძულვილით დაბრმავებული...ამ ქვეყანაში ზოგიერთებს თავის გაჯანჯღარება ეპაზორებათ, რო სისხლი წავიდეს ტვინის უჯრედებში და მხედველობის ორგანოებიც უფრო აქტიური გახადოს, ეპაზორებათ, იმიტო, რომ ეგ მათთვის იმის აღიარების ტოლფასი იქნება მე ყველაზე ჭკვიანი არ ვარ და ჩემი აზრი არაა სიმართლეო და ეს ზიზღიც კარგად და უწყვეტად კვებავს ამ სირცხვილს.
  7. http://topshops.az/upload/product/8001.jpg http://www.utkonos.ru/images/it/001/013/013/1160030P.jpg http://vkurse.ua/i/2007-12/pechene-yubileynoe-i-prichuda-stalo-amerikanskim.jpg http://www.europa-food.com/images/beer/Russia-Baltika1-267x100.jpg
  8. asds ღრმად და საფუძვლიანად მწამს, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს ძალა, რომელიც უფრო მეტად შეიძლება აწყობდეს რუსეთს, ვიდრე ის, რომელიც ახლაა. ამათზე მეტად მზის სისტემაში ფულზე არავინ იყიდება. მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტალური მასალაც დავდე აქ შენს არყოფნაში. შეგიძლია გადაავლო თვალი. http://planeta.ge/index.php?showtopic=48234&view=findpost&p=362648 სია შემიძლია გავაგრძელო ნავთობით, საკვები პროდუქტებით, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო პროსუქციით (პირადი ჰიგიენის და ა.შ.), დავუმატოთ ეხლა ამას ჩემს მიერ დადებულ ბმულში ხსენებული სილქ როუდ გრუფის მიერ ე.წ. ყაზახური ინვესტიციები უძრავი ქონების, რკინიგზის და ა.შ. სფეროში და მეტი კი აღარაფერია ეკონომიკაში. მხოლოდ არიფებს სჯერათ, რომ რუსებს ამათზე მეტად ვინმე შეიძლება აწყობდეთ საქართველოს სათავეში და მითუმეტეს რამენაირად მხარს დაუჭირონ სხვა ძალას. ;)
  9. კი, ოღონდ გააჩნია ვის დაეხმარება და რა ფორმით.
  10. ზარაზას დახმარება ძალიან წაგვადგებოდა, მაგას აქვს ტექნიკური საშუალებაც და გამოცდილებაც: მივიდეთ და თუ გამოვა ზედ იმ მემორიალზე, არადა სხვაგან პროექცია გავუშვათ აფხაზეთის და აგვისტოს ომების, რასაც მოვიპოვებთ. იცოდნენ რა აქვთ გადატანილი ამ ხალხს იმ დროს, როცა ეგენი ზოგი სორბონაში ითბობდნენ ტრაკებს, ზოგი ნიუ იორკში, ზოგი მოსკოვში და ზოგი დედიმისის უბეში და ცოლის კალთაში. ყველაზე მძიმე კადრები უნდა ვაჩვენოთ (და არა ტაშ-ფანდურა და მაგრები ვართ, გმირები ვართ, ქართველო ხელი ხმარს იკარ და ა.შ.) , იქნებ სადღაც ვიღაცას შერცხვეს მაინც... http://www.youtube.com/watch?v=DDK9eqPbIQs
  11. lasha1997 რომელ იარაღს? მე მაგალითად არ მაქვს იარაღი და აგვისტოს ომის დროს კომისარიატში რომ მივედი მოხალისეობაზე უარი მითხრეს. ჯარი უბრალოდ საშუალებაა რო კაკრაზ ეგ იარაღი გეჭიროს ხელში, ხოდა ჩემს შვილს ეგ თუ მოუნდება ნაღდად ვერ დავუშლი თქო, ამის თქმა მინდოდა. მსოფლიოს ისტორიაში ომების ნახევარზე მეტი გაყიდული და პროჭული იყო, მთავრობების კიდევ უფრო დიდი ნაწილი იყო უფრო პროჭული და უფრო გაყიდული მაგას ვერასოდეს წაუვა კაცი და ამით არც იმ ადამიანების ვაჟკაცობას ადგება ჩრდილი, ვინც იმისდამიუხედავად გაიწირა უაზროდ, რაზეც შენ ლაპარაკობ და ვერც მაგის გამო მე ვერ დავუშლი შვილს ჯარში წასვლას, თორე ეგრე, მშობლის პოზიციიდან მე მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დაცული ჯარისთვისაც არ მემეტება შვილი. რომელ მშობელს უნდა სიკვდილის რისკზე გაუშვას თავისი შვილი?! და ეჭვი მეპარება მშობელი ამ სიკვდილის 20%-იან რისკზე ნაკლებად ნერვიულობდეს, ვიდრე 90%-იანზე. იმიტო რო ყველაფერი ერთი ტყვიაა და ერთ წამში მთავრდება.
  12. ან საერთოდ გავაუქმოთ ეგ არხი ან როგორმე მივაღწიოთ რო სახელმწიფოს საერთოდ ჩამოერთვას მაგ არხის ხელმძღვანელობის დანიშვნა-დამტკიცება, მათ შორის იურიდიულადაც. გადმოგვცენ ხალხს, ჩვენ თვითონ ავირჩიოთ რაღაც ფორმით მაგათი ხელმძღვანელობა და თუ რამეა ჩვენვე დავაფინანსოთ, სულზე 50 თეთრი რო გადავიხადოთ თვეში, წელიწადში სულ მცირე 24 მილიონი ლარი გამოვა და ყელში ამოუვა მაგ ტელევიზიას. მართლა გაატრაკეს უკვე რა! თან ყოველი მომდევნო ხელმძღვანელობა დაჟე იმაზე უარესი ინიშნება რაც წინა იყო. ვესტნიკი და მარკ რივკინი მერჩივნა ამათ.
  13. lasha1997 ბაზარი არაა. მაგაზე დაგიწერე კიდეც რო პათოსში გეთანხმები თქო. კიდეც შეატოვეს და მერე კიდეც ნაწილი დეზერტირებად გამოაცხადეს და დაიჭირეს თვითონ დეზერტირებმა და ნაწილი ჯარიდან გაყარეს, ზატო ეხლა მთლიანად ნაცმოძრაობის ხელშია გადასული ჯარის დაკომპლექტება. უპრობლემოდ და უკონკურსოდ იყვანენ ე.წ. "კონტრაქტნიკებად" ისეთ ხალხს, რომელთა ერთადერთი მოტივაცია ფულია, ცხოვრებაში ხელში იარაღი არ სჭერიათ და პირველივე ტყვიის გასროლაზე უკანმოუხედავად გაიქცევიან. აი ორი დღის წინ სამი ცალი ეგეთი მიიღეს, ჩემი საცოლის ახლო ნათესავები. ისეთი ხალხი რო 24 საათი ქუჩაში ბირჟაობდნენ. პლანს ეწეოდნენ და დასალევზე ჩალიჩობდნენ, ჯარი და თოფი თვალით არ უნახავთ და სამხედრო ბილეთები თავის დროზე კათედრებზე აქვთ პროსტა აღებული ინსტიტუტებში. მაქედან ორი მე მეხვეწებოდნენ სამსახურში მოგვაწყე სადმეო და სულ წუწუნებდნენ. ისეთი გახარებულები არიან ეხლა უნდა ნახო რა, 800 ლარიდან ზემოთ უწევთ ხელფასის აღება ხელზე და ეგ უხარიათ. ხოდა ეს ყველაფერი მე შენზე უკეთ ვიცი დიტო, იმიტო რო აქ ვარ და ვხედავ ყველაფერს, მარა მაინც გავუშვებ შვილს, იმიტო რო მტერი რო შემოვარდეს ვიღაც ხო უნდა დახვდეს და გაუწიოს წინააღმდეგობა? ეგენი თუ წითელ ხიდზე გაქუსლავენ რა ვქნა, მეც კუდში დავადევნო შვილი? ჩმორად ვერ გავზრდი.
  14. გილოცავ დავით! ღვთისმშობელი ფარავდეს შენს პატარას! ჯანმრთელი, ბედნიერი და ჭკვიანი გოგო გაზრდილიყოს! გულით გამიხარდა და გულითვე გილოცავ! :* ეს მგონი ბიჭია, მაგრამ კარგ ხასიათზე დაგაყენებს. http://www.youtube.com/watch?v=1vfSk-6tIvo&feature=related
  15. გავუშვებ... დიტოს კი ვეთანხმები პათოსში, მაგრამ ჯარი სახელმწიფოს მსახური არაა, ჯარი სამშობლოს მსახურია. მეტიც, ეგ ერთადერთი სახელმწიფო სამსახურია, სადაც შვილს ნებისმიერი ხელისუფლების დროს გავუშვებ თუ ცუდს დაავალებენ რამეს, არ გააკეთებს და ეგ იქნება, დაარქვან მერე დეზერტირი თუ უნდათ.
  16. მე გამოვალ აუცილებლად. ჩავიცმევ ეხლა და გამოვალ. დედაც...აი 4 დღიანი ლოთაობის მერე პახმელიაზე გამოსვლაც ასეთი უნდაა...
  17. მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ საქართველოში უმუშევართა რიცხვი ყოველ წელს იზრდება. აღტკინებული პრეზიდენტი, საკუთარი მთავრობით, პარლამენტით, ტელევიზიებით და მიმდევრებით კი ლამის ყოველდღიურად გვამცნობს ქართული ეკონომიკის არნახული აღმასვლის, გაზრდილი ხელფასების, გამდიდრებული საქართველოს შესახებ. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, მათივე სტატისტიკით: საქართველოში უმუშევრობის დონე 2004 წელს - 12.6 % (257 600 ადამიანი) 2005 წელს - 13.8 % (279 300 ადამიანი) 2006 წელს - 13.6 % (274 500 ადამიანი) 2007 წელს - 13.3 % (261 000 ადამიანი) 2008 წელს - 16.5 % (315 800 ადამიანი) 2009 წელს - 16.9 % (335 600 ადამიანი) იყო. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=145&lang=geo
  18. 30.12.2010 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა. წლის საუკეთესო მოსწავლედ თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური 199-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სანდრო მალუძე დასახელდა. სანდრო მალუძე 2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ორგზის გამარჯვებულია, მან მეორე ადგილი ფიზიკაში მოიპოვა, მეოთხე ადგილი მათემატიკაში, ხოლო 7 საგანში მეორე ტურში, 4 საგანში კი, დასკვნით ტურში გადავიდა. წლის საუკეთესო მასწავლებლად რუსთავის 26-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ზაზა მელიქიძე დასახელდა. მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებში ზაზა მელიქიძემ მათემატიკის საგნობრივ გამოცდაში ყველაზე მაღალი ქულა დაიმსახურა და ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს უნარებში. მისი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადებში. საუკეთესოდ დასახელდა პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი სტეფანი ეგერი, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონის საჯარო სკოლაში მოღვაწეობს. მისი გაკვეთილები გამორჩეული და ძალზე საინტერესოა, სტეფანიმ მოსწავლეთა და ზოგადად სოფლის მაცხოვრებელთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. იგი მრავალი ღონისძიების ავტორია და ხელმძღვანელობს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს, სადაც მასწავლებლებსაც აქვთ შესაძლებლობა გაიღრმავონ ენის ცოდნა. გამოვლინდნენ წლის საუკეთესო მანდატურებიც, ესენი არიან: №199 საჯარო სკოლის მანდატური ლევან ხარაზიშვილი, №151 სკოლის მანდატური ლანა ღონღაძე და №56 სკოლის მანდატური გიორგი ქამუშაძე. ეს ადამიანები განსაკუთრებული გულისხმიერებით, ბავშვებისადმი დიდი ყურადღებითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩნენ. არაერთი მოზარდი მიმართავთ მათ პირადი პრობლემებით და იღებს შესაბამის დახმარებას. ისევე როგორც სხვა სკოლებში, ზემოაღნიშნულ სკოლებშიც აღმოიფხვრა დანაშაულის, სკოლის უმიზეზოდ გაცდენის და დაგვიანების ფაქტები. წლის საუკეთესო დირექტორად თბილისის ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური №42 საჯარო სკოლის დირექტორი ალუდა გოგლიჩიძე გამოვლინდა. ორი წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით ამ სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადებში ფიზიკასა და მათემატიკაში პირველ ადგილს იკავებენა, წარმატებებით ბრუნდებიან საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც. კურსდამთავრებულთა 50% უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტებით ხვდებიან. ამას ყველაფერს ხელს უწყობს სკოლაში მოქმედი საგნობრივი წრეები და პედაგოგთა მაღალი კვლიფიკაცია. ამ სკოლის მოსწავლეებს მაღალი მაჩვენებლები აქვთ ჰუმანიტარულ საგნებშიც. სკოლის დირექტორის ინიციატივით, სკოლაში ბევრი ახალი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. ალუდა გოგლიჩიძე თავადაც აქტიურად მონაწილეობს სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების შემუშავებაში. წლის საუკეთესო საჯარო სკოლად ახალციხის №5 სკოლა დასახელდა. სკოლა ყველაზე მრავალრიცხოვანია ახალციხეში, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში, მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. დიდი ყურადღება ეთმობა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, თანამედროვედ აღჭურვას. საკუთარი თანხების მობილიზებით სკოლაში არაერთი სარეაბილიტაციო საქმიანობა განხორციელდა. წლის საუკეთესო კერძო სკოლად სკოლა-ლიცეუმი - „მწიგნობართუხუცესი“ დასახელდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკოლაში სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლეა დანერგილი და წარმატებით ხორციელდება. „მწიგნობართუხუცესი“ ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა, რომელიც სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა და სექტემბრიდან უფასოდ სწავლის გაგრძელება შესთავაზა რამდენიმე ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს. წლის საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელად თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ჩხეტია დასახელდა. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში, არის ბევრი ღონისძიებისა და ტრენინგის ორგანიზატორი. რუსუდან ჩხეტიას ძალისხმევით რაიონის სკოლის დირექტორები და მასწავლებლები მუდამ არიან ინფორმირებულები სიახლეებისა და ახალი ინიციატივების შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც. რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ. მომავალშიც, ყოველწლიურად, გამოვლინდება წარმატებული მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი, მანდატური, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი. http://www.mes.gov.ge/content.php?id=1824&lang=geo წლის საუკეთესო სკოლად ვანო მერაბიშვილის დედის სკოლა დასახელდა 12:24 30-12-2010 წლის საუკეთესო სკოლად ვანო მერაბიშვილის დედის სკოლა დასახელდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალციხის მე-5 სკოლა, რომლის დირექტორიც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედა ჟენია თუმანიშვილი-მერაბიშვილია , წლის საუკეთესო საჯარო სკოლად დაასახელა. 14 ნოემბერს, ამავე სკოლას "წლის ეტალონი საჯარო სკოლის" ტიტული მიენიჭა, ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილს კი - "წლის ეტალონი დირექტორის" წოდება. ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი გადაცემა "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დააჯილდოვა. ტყეშელაშვილის თქმით, დამოუკიდებელმა სტუდენტ-ექსპერტებმა, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება სკოლისა და დირექტორის მიერ საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სფეროში მიღწეული წარმატებების გამო მიიღეს. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/155616-tslis-sauketheso-skolad-vano-merabishvilis-dedis-skola-dasakhelda.html მოვითხოვ ფორუმელმა მიშისტებმაც სასწრაფოდ დაასახელონ !!! :018: :018: :018: :018:
  19. დედა რა გვეშველება ესე იგი ხალხი რომ დასაქმდება და საკვებ პროდუქტებზე ფასი დაეცემა!!! ხორცის გაიაფების შემთხვევაში ავტომატურად გაიაფდება სოფლის მეურნეობის პროდუქცია, იმიტომ რომ როცა X-თან ხორცი ეღირება მაგალითად 4-5 ლარი , Y ვეღარ დაადებს ლობიოს 7 ლარს და პომიდორს 5 ლარს, იმიტომ, რომ მე იასნია ღორის ხორცის ყიდვა მირჩევნია. პროცენტულად რამდენია ის ვისაც ღორის ხორცი არ უყვარს და ასეთუ ალტერნატივის შემთხვევაში სხვა რამეს იყიდის არ ვიცი, ალბათ მაქსიმუმ 5%-10% . მართლა ბრძენი ადამიანი ხელმძღვანელობს ჩვენს ეკლესიას.
  20. ძუკუ გამარჯობა მიშა და ეს რაღაც ახალია. ეგეთი ბგერა მე არ ვიცი, მარა ნაღდად "ზ" როა ინგლისურში ეგ ნაღდად ვიცი. დაჟე ებრაელებთან რო ვმუშაობდი ეგენიც "ზ"-ს ხმარობდნენ (ინგლისურად საუბრისას რა თქმა უნდა). მთავარი ისაა, რომ ქართულად ნამდვილად ისრაელია სწორი.
  21. ძუკუ ინგლისურად იზრეიელ გამოითქმის და იკითხება.
  22. Saturn კი, როგორ არა?! აბა სცადოს რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებამ და იმის მეათიათასედი დააშავოს,რასაც ჩვენი ხელისუფლება აშავებს და მერე დათვალე შენ იქ მინიმუმ 95% შეუძვრება იმ ხელისუფლებას ტრაკში, არიქა შენსკენ ვარ შენი ჭირიმე, ოღონდ რაც მაქვს ისევე მქონდესო თუ გადაწვავს და გადაბუგავს ყველაფერს, რამდენს ბედავ, რო ბედავ, მე აქ კაცი ვარ თუ პრობკაო. ;) უმცირეს დანაშაულს კი არა შეცდომას არ პატიობენ არსად არავის. კლინტონი არ იყო სულ ბოდიშები რო ახდევინეს რას ქვია შენ გაგლოევას მინეტი გააკეთებინეო? საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში ჩატარებული მრავალათასიანი აქციების ვიდეოებს ნუ მაძებნინებ და დამადებინებ აქ.
  23. mtidan +1 ნამდვილად. სულ მაგას ვამბობ, ეგ არის ხალხის ის კატეგორია, რომელსაც ტრაკის თბილად ყოფნა და ფული უყვართ მხოლოდ. აუტკივარ თავს არ იტკიებენ, "არ დამიჭირონ, არ მცემონ, სამსახურიდან არ გამაგდონ " და კიდევ ათასი "არ"-ის გამო. ამ შიშების გამო დაამუღამეს, რომ ყველაზე ადვილია ემსახურო ძლიერს. აი ყველაზე მაგარი მაგალითი არის ტახირა არველაძე, გიორგი არველაძის მამა, საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტი იყო, ცეკას მაღალჩინოსნებთან მეგობრობდა, 90-იანი წლების დასაწყისში ქამელეონი გახდა, დილით რომ ზვიადისტებთან მიჰქონდა "გრევი" და გულზე მჯიღს ირტყავდა, საღამოს მხედრიონელებთან და ქურდებთან აქონდა იგივე "გრევი", ხმაში ხრინწს ურევდა და რეიბანებს იკეთებდა. ამის მერე მოქალაქეთა კავშირში იყო და დიდ საქმეებს ატრიალებდა, ეხლა ნაციონალებშია. ეგეთი რამდენია? აგერ ჩემი უკვდავი (ჩემთვის) თემა: http://planeta.ge/index.php?showtopic=10525&view=findpost&p=84318 აგერ ბატონო: http://planeta.ge/index.php?showtopic=10525&view=findpost&p=84342 და ესეც: http://planeta.ge/index.php?showtopic=10525&view=findpost&p=84385 და ეს მხოლოდ პარლამენტში. ამიტომ ეს ჩემთვის გასაკვირი არაა, გულისამრევია. ფორუმელი "მიშისტებიც" და ე.წ. "ნეიტრალებიც", თითო–ოროლას გამოკლებით, ერთი ერთში იგივე კატეგორიაა ჩემთვის, მხოლოდ ნაკლებად წარმატებულები. აგერ კაცი თავისი პირით ამბობს არეულობა არ მინდაო და ძალაუნებურად ამჟღავნებს და ადასტურებს იმ ყველაფერს რაზეც მე ვლაპარაკობ. არეულობა არ მინდაო. არეულობა არასოდეს არავის უნდა ბატონებო, მათ შორის იმათაც, ვინც ურევენ. არავისთვისაა ეს სასიამოვნო პროცესი, მაგრამ არსებობს რაღაცეები, თანაც ძალიან ბევრი, რაც არეულობაზე მეტად უსიამოვნო და აუტანელია, მაგრამ თქვენ ცვლილებები არ გსურთ და არც გენდომებათ, სანამ ვიღაც სხვა არ შეცვლის მათ და რომ შეცვლიან ზემოთ წაიკითხეთ გამუქებული ციტატა. დავამატებდი: ცვლილების შემდეგაც თქვენ ყოველთვის "ხელისუფლებისტებად" და ე.წ. "ნეიტრალებად" დარჩებით, უბრალოდ "ოპოზიციის ოპოზიცია რომ ხართ და არეულობის გეშინიათ, თორემ განა ხელისუფლების მომხრე ხართ." http://www.forumspile.com/STFU-Communist_Nazi_Jew.gif
×
×
  • შექმენი...