Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. Lo Janko http://www.youtube.com/watch?v=VtdMi83keAc მთლად ნუ დაღუპავთ ეხლა. P.S. დემეტრაძის "ქურდული" არ გაიშვას. P.P.S. ერთმა ტიპმა თავანი გააკატავა (ვიღაცამ), იმას მეორემ (დემემ) მოგებულის მისაღებად მესამე ტიპი (ყიფიანი) მიუყვანა, ვინც გადაახდევინებდა, მერე ის ერთი ტიპი გაბოზდა და მეორე-მესამე დააჭერინა - ამ სამში ერთადერთი Y და დედამისავათებული ჩემთვის პირველია, მესამე კრიმინალია და მეორეს არც სისხლის სამართლის დანაშაული არ აწევს, არც მაინცდამაინც მორალური - ამას თუ ასე ვფიქრობ, მეც ქურდული მენტალიტეტის მატარებელი ვყოფილვარ და აგერ ვარ დამიჭირეთ.
  2. ყველას ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა კი machkatela-ს რაკი საკუტარ დაბდღეზე სხვის მისალოცად გამონახა დრო. იცოცხლეთ და გაიხარეთ ხალხო. ძუკუ შევხვდეთ.
  3. mtidan ბოკერია არა მგონია, რადგან ნაცმოძრაობა დაეშლებათ ამ შემთხვევაში. ღია დაპირისპირებაზე წავლენ მაგ შემთხვევაში საკმაოდ გავლენიანი და წონიანი ნაცები. ბოლო დროს ძალიან გულდასმით ვაანალიზებ რაღაცეებს და მგონია, რომ თუ აშშ მოახერხებს აქ თავისი მარიონეტული რეჟიმის შენარჩუნებას, ალბათ ეს იქნება ალასანია ან გელა ბეჟუაშვილი. მცირე ალბათობით უგულავაც შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ძალიან მეეჭვება იმავე მიზეზით, რა მიზეზიც ბოკერიას შემთხვევაში დავასახელე. მიშას ნება რომ იყოს ალბათ ბეჟუაშვილს ამჯობინებდა, მაგრამ "დემოკრატიულობანას" თამაშის პონტში ანუ ვითომ ოპოზიციონერის მიერ ვითომ დემოკრატიულად ვითომ შეცვლა ხელისუფლებისა, იკაკოც სერიოზული კანდიდატია. მოკლედ 50/50 ბეჟუაშვილი/იკაკო IMHO.
  4. სამარხვო რამე თუ იქნება მენიუში, მეც ჩამწერეთ სიაში. ოღონდ გამაგებინეთ სად მიდიხართ და როდის. მობილურის ნომერი და აპარატიც შევცვალე, როგორც ყოველთვის და "თავი კაცი" ვინაა რომ ჩემი ნომერი დავუპიემო? მე თუ წამოვედი ერთ ცნობილ იუზერსაც მოვიყვან. უჩემოდ არ მოვა.
  5. Siknadmo მე სრულიად არ მესმის საქართველოში პოლიტიკის აზრი. აქ უნდა იყოს ან ამბოხი ან დავმორჩილდეთ და ვიყოთ ესე. ვიძახი თურქმენეთი ვართ თქო და ეპაზორებათ ზოგიერთებს. უფრო სწორად ყველაზე მეტად რუსეთი ვართ. აი ქსეროქსზე გადაღებულივით ჰგავს ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაცია იმათსას. ხალხის მინიმუმ 80%-ს იქაც ატანა არ აქვს პუტინის. "ოპოზიცია" იქაც ისეთივე უზით უკაცრაული პასუხია და დუმაში, როგორც ჩვენ, რეალურ ოპოზიციას იქაც ისევე სცემენ, იჭერენ და არ აშუქებენ, როგორც აქ,სასამართლო, მედია, პოლიცია, ბიზნესი იქაც ისევე ცენტრალიზებულ-პოლიტიზებულია, როგორც აქ. ერთი ეგაა დე იურე დემოკრატიას აწვებიან რა. მადლობა ღმერთს, რომ მიშა რუსად არ გაჩნდა, თორემ ვაი, უბედურო დედამიწავ! ძაღლიშვილი ვიყო თუ აშშ-ზე ატომური ბომბი არ ესროლა და იაპონიაზე ხო საერთოდ ბაზარი არაა...ვ მომენტ არც ჩინეთზე...დავკეტოთ რა ეს განყოფილება. მიხოების და ხიხოებისაა მაინც ეს ქვეყანა.
  6. გიორგი68 შემო კაცო სკაიპში ვა...დაგსდევ ამდენი დღეა...
  7. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=17-03-2011%2009:36 აუცილებლად ნახეთ ღმერთმოძულეებმა და ღმერთმებრძოლებმა. აღარც ვიცი თქვენს ასეთ ზიზღს, სიძულვილს და არაადეკვატურ აგრესიას რა დავარქვა ქრისტიანობის მიმართ.
  8. კაი ტიპები მაშინ იქნებიან აი ეხლა რო პოლიცია მივა იმათ თუ ცემენ. სუსტის და უმწეოს ცემა, თანაც ბევრნი ერთს როცა სცემენ, ეს ზუსტად ის თვისებაა, რის გამოც ეს ხელისუფლება და განსაკუთრებით შსს-ს ზონდერ-დანაყოფები მეზიზღება და ვემტერები. ამათ ვინც დაემსგავსება მათ მიმართ ვერ ვიქნები სოლიდარული.
  9. ეჰ, ერთი ქარიზმატული ადამიანი მჭირდება, ვინც შეძლებს და დაიყოლიებს იმ ხალხს პოლიტიკაში მოსვლაზე, ვინც მე მინდა. მე მაგალითად სამი კანდიდატი მყავს ისეთი, ვის პატრიოტიზმში, პატიოსნებასა და პირველ რიგში უმაღლეს პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ: დავით ჩიკვაიძე, მიხეილ ჯანიკაშვილი, ლევან ვასაძე. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სამწუხაროდ სამივე კატეგორიულ უარზეა პოლიტიკაში მოსვლაზე. დავით ჩიკვაიძეზე აქ შეგიძლიათ იხილოთ ამომწურავი ინფორმაცია თუ რა კოლოსალური გამოცდილების, საუკეთესო კავშირებისა და რეპუტაციის მქონე კაცია, რომელიც ნამდვილად ძალიან საჭიროა ქართული პოლიტიკისთვის: http://www.gesug.unige.ch/Archives/2004-2005/Speakers/Chikvaidze-e.php სამწუხაროდ ვერ გადაგითარგმნით ეხლა ამას, ძალიან დიდია და იმიტომ. მიხილ ჯანიკაშვილი ბევრს გეხსომებათ, საქსტანდარტის შეფი იყო ვიდრე რევოლუციამდე, მანამდე კი ქართული კოსმოსური ინჟინერიის "მამა", ავტორი იმ ქართული თანამგზავრებისა, რომლებიც კოსმოსში გაუშვეს. ვინც იცნობს ეცოდინება რა დონეზე წესიერი და ყოველმხრივ განსწავლული ადამიანია. ამათგან ლევან ვასაძე ყველაზე ცნობილია და შეიძლება ჩემზე მეტიც იცოდეთ. სიის გაგრძელება ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ამ სამზე განსაკუთრებით მწყდება გული.
  10. საქართველოში რევოლუციების თავისებურებებზე, დაანონსებული რევოლუციის ალბათობას და სავარაუდო შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" ფილოსოფოს, სამხედრო ექსპერტსა და პოლიტოლოგ კახა კაციტაძეს ესაუბრა. _ ბატონო კახა, რას შეიძლება ნიშნავდეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ჯგუფებში რევოლუციაზე პერმანენტული საუბარი? დემოკრატიის ქართულ გაგებას, თუ იმას, რომ ოპოზიციურ ძალებს ქვეყანაში საქმიანობისთვის არასაკმარისო ასპარეზი აქვთ? _ იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რაც ჩვენთან ხდება, საქართველოს ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე რევოლუციური გზა, ანუ მასობრივი გამოსვლების შედეგად ხელისუფლების ცვლა გამორიცხული არ არის. სადღაც ნორვეგიაში ან ისლანდიაში რამდენიც უნდა ილაპარაკონ რევოლუციაზე, ამას სერიოზულად არავინ არ აღიქვამს. ამაზე რომ ჩვენთან სერიოზული საუბარია, უკვე თავისთავად ნიშნავს შემდეგს - სიტუაცია ბუნებრივი არ არის; ვექტორი, საითკენაც მივყავართ არსებულ ტენდენციებს, აშკარად არ არის ნორმალური. _ რევოლუციებისადმი მიდრეკილების მიზეზი იმასაც ხომ არ უკავშირდება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ 20 წელიწადში საქართველოში ხელისუფლება ორჯერ რევოლუციითა და გადატრიალებით შეიცვალა? _ არა, ამას არ უკავშირდება. მოდით, ასე ვთქვათ - თუკი ხელისუფლება ვერ სწავლობს, როგორ მართოს პროცესები, ყოველთვის იღებს რევოლუციას. ამაში ქართველების თითქოს განსაკუთრებული ავზნიანობა არაფერ შუაშია. საფრანგეთში რევოლუციები 1789, 1830, 1848, 1871 წლებში მოხდა. საფრანგეთში რევოლუციების სერია მანამდე გაგრძელდა, ვიდრე ხელისუფლებამ ვითარების ნორმალურად მართვა ვერ ისწავლა. საფრანგეთში სხვა არა ერთი კრიზისები მომხდარა, მაგრამ საქმე ყოველთვის რევოლუციამდე არ მისულა. რევოლუციის თემა საფრანგეთის თავზე დამოკლეს მახვილივით ყოველთვის ეკიდა. ახლა 21-ე საუკუნეა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ 21-ე საუკუნის საქართველო განვითარების დონით ბევრად წინ არის , ვიდრე - მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საფრანგეთი. საერთოდ, რევოლუციურ სიტუაციას ოპოზიცია ვერასდროს ვერა ქმნის. რევოლუციური სიტუაცია ყოველთვის ხელისუფლების მოქმედების ანაც უმოქმედობის შედეგად იქმნება. თავისთავად, პროცესების რევოლუციურად განვითარებაში პირადად მე და, არა მგონია ბევრი ნორმალური ადამიანი, ხედავდეს მაინცადამაინც დადებით და სასურველ ცვლილებას. მაგრამ, ვიმეორებ - საქმე რევოლუციამდე ხელისუფლების უაზრო და არაადეკვატურ ქმედებებს მიჰყავს და შემდეგ რევოლუცია ამ ქმედებების ლოგიკურ გაგრძელებად გვევლინება. არსებობს აზროვნების კანონი, რომელსაც "საკმაო საფუძვლის კანონს" უწოდებენ. ეს ისეთივე ლოგიკური კანონია, როგორც ვთქვათ, "ყველა საგანი თავისი თავის იგივიობრივია". "საკმაო საფუძვლის კანონი" ასე ამბობს - არაფერი არ ხდება "საკმაო საფუძვლის" გარეშე. თუ საქართველოში რევოლუცია მოხდება, მაშინ გვექნება საშუალება ვთქვათ, რომ ამის "საკმაო საფუძველი" არსებობდა და ეს საკმაო საფუძველი სწორედ ხელისუფლების შექმნილია. _ რამდენად მისაღებია თქვენთვის მტკიცება, რომ პოლიტიკურ ძალთა შორის ისეთი მკვეთრი დაპირისპირება როგორც ჩვენთან არის, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ საქართველომ ფუნდამენტურ ფასეულობებზე გააკეთა არჩევანი, საზოგადოება კი მათ მისაღებად მზად არ აღმოჩნდა. . . _ თუ რაღაცისთვის საზოგადოება მზად არ არის, იმაზე არჩევანი არც უნდა გაკეთდეს. ამგვარი მტკიცებით გამოდის, რომ დასახულია მიზანი, რომლისთვისაც საზოგადოება მზად არ იყო. როდესაც ასეთი რამ ხდება, ყოველთვის ვიღებთ გარღვევას მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებას შორის. ასეთ სიტუაციას ჰეგელი "უბედური ცნობიერებს ვითარებას" უწოდებდა. დასახულია მიზანი, რომლის მიუღწევლობა წინასწარ იცი. ასეთ ვითარებაში, არა მარტო ქართული, არამედ ნებისმიერი საზოგადოება დეპრესიაში ჩავარდებოდა. ერთი რამ ნათელია, მიზანი უნდა იყოს საზოგადოების მოცემული დონის შესაბამისი. ადამიანებმა მიზნად უკვდავება რომ დავისახოთ, ეს რეალისტური მიზანი არ იქნება და დეპრესიაში ჩავვარდებით. მიზანი, რომლისთვსაც საზოგადოების უმრავლესობა მზად არ არის, რეალისტურ მიზნად ვერ ჩაითვლება. ასეთი მიზნის დასახვას გაცილებით მოკრძალებული, მაგრამ რეალისტურად მიღწევადი მიზნის დასახვა სჯობია. _ ხშირად გაიგონებთ შეფასებას, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქაოტურ მოძრაობებს მსოფლმხედველობრივი დეფიციტი განაპირობებს. თქვენ თუ ეთანხმებით ამგვარ მტკიცებას? _ არა მგონია, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ისეთი პრინციპული ადამიანები იყვნენ, რომ მსოფლმხედველობრივი მოსაზრებებისა და მაღალი იდეალების გამო მზად იყვნენ თავის გასაწირად. ასეთი ადამიანები ორივე ჯგუფებში თუ არიან, მათი რაოდენობა ძალიან მცირე იქნება. ასეთ ადამიანებს საზოგადოებაში უფრო მოძებნი, ვიდრე - პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ვერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია კომპეტენტურობით, პრინციპულობით, უბრალოდ, ადამიანური ღირსებითა და სინდისით გამოირჩევა. ეს არის პრობლემა და არა ის, თითქოს ვიღაცეებს შორის ტრაგიკული მსოფლმხედველობრივი ჭიდილი იყოს. _ ოპოზიცია ხელისუფლებას ხშირად ავტორიტარიზმში ადანაშაულებს. ხელისუფლების დამკვიდერებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების წესში ბევრი რამ რომ აშკარად დასალაგებელია, უდავოა, მაგრამ მეორეც არის - რამდენად სამართლიანია ოპოზიციურ ლიდერთა ბრალდებები, ანუ რამდენად არის ხელისუფლება ავტორიტარული? _ თუ ავტორიტარიზმს ჩვეულებრივ გავრცელებული მნიშვნელობით მივიღებთ, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად, საზოგადოებასთან კონსულტაციებისა და არასაჯაროდ მიღებას გულისხმობს, რასაკვირველია, ამ ჩვენს ხელისუფლებას ავტორიტარიზმი ახასიათებს. პრაქტიკულად, არც ერთ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რაზეც გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, არავითარი საჯარო დისკუსია და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინება არ ყოფილა. თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენთან კლასიკური, მე-19 საუკუნის ლათინურ-ამერიკულ სახელმწიფოებში არსებული დიქტატურაა, ასეთი დიქტატურა ეგვიპტესა და თუნისშიც აღარ არსებობდა. ასეთი კლასიკური დიქტატურა დღეს უგანდაშია, სადაც პრეზიდენტმა, რომელმაც თავისი თავი არჩევნებში გამარჯვებულად მეხუთედ გამოაცხადა, არჩევნებში მეხუთედ დამარცხებულ ოპოზიციის ლიდერს შეჭმით დაემუქრა. _ თქვენი აზრით, ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რევოლუციაზე ხშირად საუბრებენ, აღიქმებიან თუ არა საზოგადოებაში ხელისუფლების ალტერნატივად? _ რევოლუცია არ არის რაციონალური პროცესი. რევოლუცია მასზე მხოლოდ გაუთავებელი საუბრის გამო არ ხდება. თავისთავად, რევოლუციაზე საუბარი, რაც არ უნდა გინდოდეს იგი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლების ალტერნატივა ხარ. ასეთი რამ ნებისმიერი რევოლუციის დროს არა ხდება. ძალიან ძნელია, რევოლუცია დაანონსებულად და წინასწარ გააზრებულ პროცესად წარმოვიდგინოთ. არაბულ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმაც გვიჩვენა, რომ იმიტომ კი არ უნდა იყოს რევოლუციაზე მოლაპარაკე ძალა ალტერნატივა, რომ რევოლუციაზე საუბრობს, არამედ პირიქით, თუ რევოლუცია მოხდა, ალტერნატიული ძალა სწორედ ამ რევოლუციის სათავეში აღმოჩნდება. _ თუ პროცესები მაინც რევოლუციური სცენარით განვითარდა, თქვენი აზრით, რა ვითარება შეიქმნება ქვეყანაში? _ ჩვეულებრივ, რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებას კარგი არაფერი მოაქვს. მაგრამ, პრობლება იმაში კი არ არის, რომ რევოლუცია ქვეყანას კარგს მოუტანს თუ - ცუდს, არამედ იმაში, რომ იქმნება ვითარება, როცა პროცესების სხვა სცენარით განვითარების პერსპექტივა არ რჩება. ისტორიულად თუ ავიღებთ, ერთადერთი ვითარება, როდესაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციამ წინ წაიყვანა ქვეყნის განვითარება, ეს იყო ე.წ. დიდებული და შესანიშნავი რევოლუცია, რომელიც მე-17 საუკუნის ბოლოს დიდ ბრიტანეთში მოხდა. ამის გარდა, წინ წამყვანი და მაპროგრესირებელი რევოლუცია მე არ გამიგია. მაგრამ, საქმე იმაშიც არის, რომ ვითარების იმ სტადიაში დატოვება, რომელშიც ახლა ვართ, ზუსტად ისეთი სახის ჩამორჩენამდე მიგვიყვანს, რომელიც რევოლუციას გამოიწვევს. საფრანგეთის მე-18 საუკუნის და მე-19 საუკუნის რევოლუციებიც განაპირობა იმ პოლიტიკურმა კურსმა, რომელსაც ჯერ კიდევ ლუი მე-14 ატარებდა. მან იმდენად გამოფიტა ქვეყნის რესურსები, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში შეფერხდა ქვეყნის ნორმალური განვითარება და საფრანგეთს ოთხი რევოლუციის გადატანა მოუწია. კოლიზია ამაშია და არა იმაში, რომ რევოლუცია კარგია თუ ცუდი. _ თქვენი აზრით, გაცნობიერებული აქვს თუ არა ხელისუფლებას, რომ საარჩევნო გარემოსა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომუშავე, კონსულტაციებში მყოფ "ოპოზიციურ რვიანთან" გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს და არ მიიღოს ისეთი უსასუხიმგებლო გადაწყვეტილებები, რომელიც რევოლუციის გამომწვევი საბაბი აღმოჩნდეს? _ რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს? რა შეატყვეთ ჩვენს ხელისუფლებას ასეთი გონივრული, რომ ეგ დაინახოს, რასაც თქვენ ამბობთ. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში, ზოგადად, ხელისუფლება გონივრული გადაწყვეტილებებით ხელმძღვანელობს. 1830 წელს ნათელი იყო, რომ საფრანგეთში რევოლუცია მოხდებოდა. მაშინ ხელისუფლებას ძალაუფლება ოპოზიციისთვის რომ დაეთმო, რევოლუცია არ მოხდებოდა. ამ ნაბიჯზე საფრანგეთის ხელისუფლება არც 1848 წელს არ წავიდა. რუსეთის ხელისუფლება 1917 წლის მარტში დათმობებზე რომ წასულიყო, 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალება არ მოხდებოდა. ირანის შახი რომ დათმობაზე დროულად წასულიყო, ირანში რევოლუცია არ მოხდებოდა. შახმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი შაბურ ბახტიარი პრემიერ-მინისტრად დანიშნა კიდეც, მაგრამ რევოლუციის ტალღა ისეთი დიდი იყო, რომ ძალაუფლების ოპოზიციისთვის გადაცემამ საქმეს ვერ უშველა. ეს პრობლემა მარტო საქართველოს ხელისუფლების პრობლემა არ არის. რევოლუცია წერას ატანილი ხელისუფლებების ხელში ხდება. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს ადეკვატურად აფასებს. ისტორიული გამოცდილება და ჩვენი ხელისუფლების ქმედების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ელემენტარული ინსტიქტების დონეზე მოქმედებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება ჰქონდეს და არავითარ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. პრობლემა სწორედ ამაშია. ხელისუფლებას საქმე იქითკენ მიჰყავს, რომ საზოგადოების პასუხიმგებლობის მქონე ნაწილს რევოლუციის არსებობა-არარსებობაზე კი არ მოუწიოს საუბარი, არამედ იმაზე, რომ რევოლუციის ნეგატიური შედეგები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. http://www.interpressnews.ge/ge/eqskluzivi/162845-revolucia-tseras-atanili-khelisuflebebis-khelshi-khdeba.html მე პირადად სრულად ვეთანხმები.
  11. ნუ ეხლა...ვისაც გინდათ მოიტყუეთ, ვისაც გინდათ ილუზიებში იცხოვრეთ...მე თავი დამანებეთ კაცო. ასლანას ბათუმიც მინახავს, კომუნისტებისაც, მიშასიც, ბაქოც და ერევანიც, რაც დავინახე ისა ვთქვი.
  12. fashisti ბატონო ფაშისტო (მაპატიე, სახელი არ ვიცი) შენს გარდა სხვებიც არიან ნამყოფი ბათუმში და ადრეც არაფერი არ ყოფილა განავალში იმ ადგილებში, რომლებიც ეხლა შენ მოგწონს. რაც შეეხება ბაქოს და იქ დაგეგმილი პროექტების სურათებს, ის მხოლოდ საილუსტრაციოდ დაგიდე პირადად შენ, რომ მენახებინა ის აზერები აქ იმიტომ კი არ ჩამოდიან მიშას ფურთხით გაკეთებულები ხიბლავთ და არ უნახავთ მეთქი, თავად უკეთესი გააჩნიათ და კიდევ უფრო უკეთესს აიშენებენ-თქო. კარგი, შენ თუ მართლა გგონია რო განავალში ვიჯექით და ეხლა ბევრად უკეთესია, იფიქრე ასე, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა (მერამდენედ ვიმეორებ) რომ ის ტურისტები აქ მიშას ნადღაბნ შენობებს კი არა მათი ქვეყნის ხელისუფლების გამოისობით გაზრდილ მათ პირად შემოსავლებს უკავშირდება.
  13. Saturn ნწუნწუნწუ, რა გვეშველება? ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ვის რა აქვს? - იქ რამდენი გამოიყო ფული და მიზნობრივად/არამიზნობრივად რამდენი დაიხარჯა არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ უმაღლესი ხარისხისას აკეთებენ ყველაფერი და ისიც ვიცი, რომ იგივე თბილისში ახალი გზის მშენებლობაზე გამოყოფილი 80 მილიონი საკმარისზე ბევრად მეტი თანხა იყო, რომ მინიმუმ აზერბაიჯანელებზე არანაკლები ხარისხის გზა გაკეთებულიყო. ნუ ამაღტლებთ ხოლმე ამ უაზრობებით კაცო რა. ყველაფერს ტვინი უნდა და მონდომება, ტორემ ეგრე კოტ დივუარი მსოფლიოში კაკაოს მარცვლების 40%-ს და ყავის 10%-ს აწარმოებს, იმდენი ნავტობი აქვს აშშ-ში აკეთებს ექსპორტს და ოქროსა და მარგალიტების ერთერთი უდიდესი საბადო აქვს მსოფლიოში, სხვადასხვა ტროპიკული ხილის (ბანანი,ქოქოსი,მანდგო და ა.შ.) რაოდენობას რომ არ მივაქციოთ ყურადღება (არადა მინიმუმ მილიარდი დოლარის ექსპორტს მარტო ამ ხილით აკეთებენ) მაგრამ ჩვენსავით ღორი და უნახავი ხელისუფალი ყავს მისდღემჩი და ამიტომაც ბანანის რესპუბლიკად ითვლება. ან/და სულ რომ ალალად აკეთებდნენ ყველაფერს ეს ჩემისები, ტვინი ტრაკში აქვთ ესე ფართხა-ფურთხით და მართლაც რომ ფურთხით აკეთებენ? პლეხანოვისკენ როდის იყავი ბოლოს? თითქმის ერთი წელია ორივე ტროტუარი გადათხრილია მთლიანად და ყველა შენობა ხარაჩოში ზის. არადა შრშან ადგილობრივი არჩევნებისთვის გადახურეს და შეღებეს თითქმის ყველა შენობა, ეხლა ისევ ააძრეს ის უხეირო თუნუქის სახურავები, ახლები დააკრეს და ახლიდან ღებავენ, იმიტომ რომ ფუფალას მაკიაჟივით ჩამოიდღაბნა ის წინასაარჩევნო საღებავები. რა შუაშია აქ ნავთობი? შენ რადგან ნავთობკომპანიის მეპატრონე არ ხარ და არ გაქვს შესაძლებლობა შენი ნოკრძალებულფასიანი ავტომობილი მდიდრულით შეცვალო ან გაფუჭებული დეტალი სულ უხმარი გამოიწერო პირდაპირ ფირმიდან, ამიტომ ყველაზე ბანძ ხელოსანთან უნდა ატარო და სულ მოსპო? მითუმეტეს როცა ხედავ ის ხელოსანი იმდენ ფულს გახდევინებს არიფივით, რომ მაგ ფასად მართლა მენავთობესავით საუკეთესოს შეძენა შეგიძლია?
  14. ესეც ახალი, 15 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ბაქოში: http://i082.radikal.ru/1010/64/73f34e4f89ae.jpg სამაგიეროდ ბათუმში ეს გვაქვს და თანაც დედა ენის ძეგლი ქვია: http://forum.ge/uploads/post-29-1286798121.jpg აი ესენი კი ამათი გაკეთებული ქუთაისია: http://a.pix.ge/n/wii9a.jpg http://a.pix.ge/h/azni9.jpg http://a.pix.ge/l/4f196.jpg http://a.pix.ge/w/e05ql.jpg
  15. ეხლა შევადაროთ ბათუმი: ქვაფენილი: http://b.pix.ge/i/xc54f.jpg http://b.pix.ge/n/f8efb.jpg თბილისის ქვაფენილი: http://a.pix.ge/d/s6bpv.jpg http://b.pix.ge/j/oahpy.jpg http://a.pix.ge/f/xmt2i.jpg http://b.pix.ge/d/1zadf.jpg ყველაზე ახალი გზა თბილისში (გმირთა მოედნიდან–თამარაშვილამდე) http://b.pix.ge/p/y1acx.jpg იმავე გზის ბორდიურები, თამარაშვილზე ასასვლელთან, სადაც გზა წრეს აკეთებს, ამ ბორდიურებში გრამი ცემენტი არ არის ნახმარი, მიწით არის მოზელილი. ცნობისათვის ეს გზა ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფულით აშენდა და 80 მილიონი დაიხარჯა. http://b.pix.ge/x/own6k.jpg http://b.pix.ge/j/sibtz.jpg http://b.pix.ge/e/sc5ou.jpg http://b.pix.ge/b/xp6wj.jpg http://a.pix.ge/t/8oz3k.jpg http://a.pix.ge/v/s43iu.jpg
  16. ნუ მანამდე ესეც იყოს. ბაქოს ტრასა: http://www.mediaforum.az/images/articles/2009/09/17/yol-baki-2009-17sentyabr.jpg მეტროს სადგურები: http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/33/Baku_Metro_4.jpg http://azerbaijan24.com/images/albums/Baku_underground/narimanov%20station.jpg http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/f/f8/Baku_Metro_6.jpg http://azerbaijan24.com/images/albums/Baku_underground/20_yanvar_station.jpg http://fr.academic.ru/pictures/frwiki/66/Baku_Metro_3.jpg
  17. Marta1 ბაქოშიც ეგეთ ასფალტს აგებენ...კი არა და დააგეს უკვე. და არა მარტო ბაქოში. ეს მაგალითად განჯაა. http://img.photobucket.com/albums/v302/ganjaganja/1_8.jpg თორე ბაქოს სამოთხედ უპირებენ გადაქცევას. უძვირფასესი და ყველაზე ხარისხიანი მასალებით აშენებენ მიუხედავად უკიდეგანო კორუფციისა. ტექნოლოგიურადაც და მშენებლობის პროცესშიც მთავარ აქცენტს ხარისხზე აკეთებენ. ამჟამინდელი სურათებით დავიწყებ და სახელმწიფო პროექტებით დავამთავრებ: ქვაფენილები ბაქოში: http://a.pix.ge/z/zud4h.jpg http://a.pix.ge/v/upwfl.jpg ეს არის მესამეხარისხოვანი, შიდაკვარტლური გზა ბაქოში: http://s004.radikal.ru/i207/1010/68/ccc02392da36.jpg ეს ეგრეთწოდებული "ხრუშჩოვკა". ქვაში სვამენ და ასე უცვლიან ფასადებს: http://s04.radikal.ru/i177/1010/c7/a18db33ba86a.jpg ეს ჩვეულებრივი, რიგითი გზაა ბაქოში: http://s004.radikal.ru/i206/1010/4f/f66b33151746.jpg ეს ახალი საცხოვრებელი კორპუსები ბაქოში: http://s58.radikal.ru/i160/1010/4c/aa033d6b8d96.jpg http://s003.radikal.ru/i204/1010/a6/661aeef5e64f.jpg ეს სკვერი: http://forum.ge/uploads/post-69-1186769297.jpg ამის მშენებლობა შარშან დაიწყეს უკვე: http://1.bp.blogspot.com/_lPaB87m1VLw/TRTRYcfxDGI/AAAAAAAAAEA/UNdFuzsum98/s1600/azerbaijani%2B-%2Bbaqo.jpg ამ კომპლექსის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. ცათამბრჯენია. http://img.photobucket.com/albums/v302/ganjaganja/1357FullMoonRising_pic4.jpg http://img.photobucket.com/albums/v302/ganjaganja/1357FullMoonRising_pic5.jpg http://img.photobucket.com/albums/v302/ganjaganja/1357FullMoonRising_pic3.jpg http://img.photobucket.com/albums/v302/ganjaganja/1357FullMoonRising_pic1.jpg მომდევნო პოსტში უკვე დეტალურად განახებთ ფაშისტის დადებული სურათების მიღმა როგორ "შენდება და მშვენდება" ბათუმი თუ თბილისი.
  18. fashisti არ მინდა ძალიან გეწყინოს, მაგრამ შენი დადებული ფოტოებიდან შერატონის და ფანტანების გარდა ყველა შენობა მანამდეც იდგა ბათუმში. ეგ გვირაბი საერთოდ სამარცხვინო მოვლენაა. დამთავრებული ქონდა ასლანას 100%-ით და მიშამ გახსნა, ვითომ თვითონ გააკეთა (როგორც თბილისში - მთაწმინდის პარკი). ეტყობა ასაკით პატარა ხარ და არ გახსოვს. P.S. ასლანას აშენებული აჭარის დედა ვატირე მე და თავად ასალანასიც თავისი კლანით. თანაც გულწრფელად.
  19. ცუნამის ნათრევ მანქანაში ცოცხალი მოხუცები იპოვეს 1 დღის შემდეგ: http://www.youtube.com/watch?v=VBfLwRmutZs
  20. fashisti - ყველაფერს თავისი დრო, ადგილი, ნორმა, ვადა, ღირებულება და პრიორიტეტი აქვს და არაა ეგ საკითხი ასე მარტივი. ეგ შენ გკიდია, რადგან მანდ წელიწადში ერთხელ 1 კვირით ან ჩადიხარ და ან არა და აბა ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჰკითხე ორი წელი ყოველდღიურად კისრამდე ტლაპოში რომ უწევთ ცურვა, ფეხსაცმლისა და მანქანის გაფუჭება, საშინელი დისკომფორტი, ანტისანიტარია და ა.შ. - ჯერ ერთი სად ვთქვი მე რომ წინათ რაღაც უკეთესად იყო აშენებული და ახლა უარესად? მეორეც იმ "ძველი" და "ახალი" დროების შედარება ბევრნაირად შეიძლება და დამერწმუნე არც ისე ცოტა საკითხია რაშიც შენი მოსაზრების ობიექტურობა ასეთი წყალშეუვალი იყოს. - რაც შეეხება მაგ "მარტივ და ჩამჭრელ" შეკითხვას. საიდან მოიტანე, რომ 2003 წელს 60 000 დამსვენებელი იყო აჭარაში და 2010-ში თითქმის მილიონი? მიშამ გითხრა? შენ მაინც შემეკამათები, მაგრამ მეც მაინც გეტყვი და ამაშიც ადგილობრივ მოსახლეობას დავიმოწმებ: მე რიცხვებს ვერანაირად ვერ გეტყვი, მაგრამ თვალით რაც ჩანს დამსვენებლების რაოდენობა მართლაც გაზრდილია, ოღონდ არა იმ მასშტაბებით რასაც შენ ამბობ, არამედ ასე 10-20%-ით. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი დამსვენებლების რიცხვი აჭარაში შედარებით შემცირდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტების ნაკადი. აი ამას კი ნამდვილად მარტივი მიზეზი აქვს: ქართველებს ფული აღარ აქვთ, აზერბაიჯანელებმა კი ზუსტად ამ პერიოდში დიდი ფული იშოვნეს და კიდევ აგრძელებენ, სომხებიც ნელ-ნელა მდიდრდებიან + 2000 წლის შემდეგ აჭარაში წლიდან წლამდე იზრდებოდა სომეხი ტურისტების ნაკადი, თანაც მნიშვნელოვნად. ძალიან გთხოვ ნუ გგონია, რომ აზერბაიჯანელი ან სომეხი ტურისტები აქაურ აღმშენებლობას არიან დახამებულები და ან ასეთი სასტუმროები არ უნახავთ ან ასეთი გზები. აზერებსა ერთიც და მეორეც ჩვენზე 100-ჯერ უკეთესი და რამდენჯერმე ბევრი აქვთ, სომხებს კი იგივე რაოდენობისა და ნაწილობრივ უკეთესი, ნაწილობრივ კი არანაკლები ხარისხისა. თუ არ გჯერა გაიმეტე ერთი 100 დოლარი და ერთი დღით ესტუმრე რომელიმე მეზობელ ქვეყანას.
  21. fashisti სტუდენტობის დროს 3 თუ 4 არდადეგები ქობულეთში მაქვს გატარებული. ოღონდ ყველა წასვლაზე ნახევარ დროს ბათუმში ვატარებდი, რადგან ჩემი მეგობრების საკმაო ნაწილი იქ ისვენებდა ხოლმე. ასე რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ ორ ქალაქს და არა მარტო მათ. ყველა საკურორტო დასახლებაში ვარ ნამყოფი არაერთხელ. ეს არც ისე შორეულ წარსულში იყო, 2000-2006 წლებში ვიყავი სტუდენტი. მას მერე რამდენიმეწლიანი (3-4) პაუზა მქონდა. არ ვიყავი ნამყოფი აჭარაში და პირველად ჩავედი 2008 წლის სექტემბერში, ომის შემდეგ, მეორედ შარშან ზაფხულში. დავანებოთ თავი გემოვნებას. ვთვლი რომ 90% ძალიან უგემოვნოდ და დაბალი ხარისხით არის გაკეთებული ბათუმში, თვით მათი მარგალიტის - შერატონის თამადობით. მე განსხვავებებს მოგიყვები. გზები: ადრე: ბათუმში სანაპირო ზოლთან ახლოს საკმაოდ ნორმალური გზები იყო ადრე, დაშორებულ უბნებში მეტ-ნაკლებად. ქობულეთში აღმაშენებლის გამზირი საკმაოდ ნორმალური. რუსთაველი ნახევარი ცუდი გზა იყო, მეორე ნახევარი საერთოდ არ ვარგოდა. დამაკავშირებელი გზები (ქობულეთიდან-სარფამდე გზას ვგულისხმობ) კარგი იყო. ახლა: 2008-ში ქობულეთში არ გამივლია (მატარებლით ვიყავი) და ბათუმში იგივე სიტუაცია დამხვდა. შარშან, ქობულეთი სულ ათხრილი იყო მთლიანად, ბათუმში კატასტროფა იყო, 2-3 ქუჩის გარდა მანქანით ვერსად გაივლიდი საერთოდ. წვიმის დროს ვერც ფეხით. საცხოვრებელი სახლები: ვისაც კარგ ადგილას ქონდა სახლი ისინი ისედაც ყოველ წელს არემონტებდნენ და შეძლებისდაგვარად აფართოებდნენ სახლებს, რათა უკეთესი მომსახურება შეეთავაზებინათ დამსვენებლისთვის და შესაბამისად მეტი შემოსავალი მიეღოთ. აგერ არიან ბათუმელები და დამეთანხმებიან. მე ვინც ვნახე იქაურები, უმეტესობა წუწუნებდა, რომ ცხოვრება გაძვირდა და უჭირთ ისეთი ტემპებით და ხარისხით გარემონტება-გაფართოება როგორც უწინ, რადგან ძალიან გაძვირდა ცხოვრება და ასეთ შემთხვევაში ისეთი ფასის დადება მოუწევთ ბინებზე, რომ გაუჭირდებათ გაქირავება. სასტუმროები: ქობულეთში ჭყონიას სასტუმროს გარდა ახალი ვერაფერი ვნახე, ბატუმში კი ბატონო, რამდენიმე. საერთო ჯამში ამ სასტუმროებმა ამ ქალაქებს ალბათ მაინც უფრო შემატეს, ვიდრე დააკლეს, რადგან დიდი გემოვნებით რა თქმა უნდა ვერც ძველი და გაპარტახებული კომუნისტებისდროინდელი სასტუმროები დაიკვეხნიდა. ესენი სუფთად მაინც გამოიყურება. ბარები, რესტორნები, კაფეები: ადრე მინიმუმ 2-ჯერ მეტი იყო და გაცილებით დაბალი ფასები ჰქონდათ. ვიზუალურად საერთოდ არაფერი შეცვლილა. რაც აშენებულია ზოგი სულ დაანგრიეს, ზოგი იგივე დატოვეს, უმეტესობა სეზონური, ასაწყობია, ბუნგალოების (პირობითად ბუნგალოების, თორე 80% ჩვეულებრივი, დიდი ზომის კარავია) ტიპისაა და ადრეც და ეხლაც ერთნაირად გამოიყურება. გასართობი ინფრასტრუქტურა: ქართული იდიოტიზმის პიკი და ნმერ პირველი პრობლემა მაშინაც და ახლაც! კურორტობაზე პრეტენზიის მქონე ქალაქებში პრაქტიკულად ვერაფრით ერთობი სკუტერების თუ ე.წ. "ბანანების" გარდა. მაქსიმუმ 3-4 გარეთ გამოდგმული პინგ-პონგის მაგიდა. ბილიარდის თამაში მინდოდა, ავაწრიალე მთელი ბათუმი და 2 საბილიარდოს ძლივს მივაგენი, ისიც ერთი კერძო სასტუმროს შენობაში იყო. "ინტერნეტ-კაფეს" მე გასართობად არ ვთვლი. ამხელა ქობულეთში კინოთეატრი არა აქვთ.
  22. newstudio სოზარი არა მანდარინი კიდე. ცეზარი ქვია. საღოლ შალვას და მაგათი მართლა ნაბიჭვარი დედა ################## მე! დამოკიდებულებაზე იკაიფეთ რა, ####ზე გვკიდიხართ, მათხოვრები ხართ ყველანიო.
  23. asds რავი არა მგონია, აი იმ თეთრ მანქანას ახედე აბა ზემოთ, ვილისის თავზე.
  24. სხვაგან რომ გამეხსნა ეს თემა უნახავად მოკვდებოდა და აქ ვიკაიფოთ. ნუ, მოდერები თუ გაბრაზდებიან და არ დამრთავენ ნებას, არა უშავს, დავმორჩილდები. მანქანების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ვიზუალურად ყოველთვის ძალიან მომწონდა 50-60-იანი წლების საბჭოთა ავტომანქანები. ვერაფრით ვხნიდი ამხელა რეგრესი როგორ განიცადეს და 70-80-იან წლებში ისეთ უსახურ მანქანებს რატომ უშვებდნენ, როგორებიც "ვაზ-ის", "გაზ-ის" თუ "მოსკვიჩის" ნებისმიერი მოდელი. Hოდა მოვაკლვლიე ამ უცნაურობის მიზეზს: პლაგიატი...ნუ პლაგიატიც აღარ ქვია ამას, უნამუსო ქოფი ფეისთებია. ვაზ 2106-ზე მქონდა გაგებული, რომ დიზაინი ფიატს მოპარესო და დავიწყე ძებნა და აი მარტო ჩემით რასაც მივაკვლიე: მოსკვიჩი (თუ პაბედა?), ჩაიკა, გაზ 2101, უაზ 469 http://farm3.static.flickr.com/2205/2454698140_afd3b37b8d.jpg http://www.americandreamcars.com/1981chaika.jpg http://wheels-of-the-red-star.lefora.com/composition/attachment/789d96a3f3f131bb0fbb6243f9bd42e6/332959/Chaika%20with%20quad%20headlights..jpg?thumb=1 http://cars.staroe.ru/images/gaz14.jpg http://automan.ge/member/transports/img391_1gaz-21-volga.jpg http://www.uaz-online.ru/zadmin_data/foto.image/925.jpg Chevrolet Bel Air http://www.davidsdimension.com/Retro1954_Chevrolet_Bel_Air_2_Door_Sedan.jpg http://www.classiccar.com/photopost/data/502/Chevrolet_1957_Bel_Air_hardtop_-_black.jpg http://fc07.deviantart.net/fs14/f/2007/112/0/f/1958_Chevrolet_Bel_Air_by_AmericanMuscle.jpg http://www.coupe-desire.com/pictures/5/505//Chevrolet_Bel_Air_4.jpg http://image.automotive.com/f/features/10642394+pheader/0811sr_01_z+1954_chevy_bel_air+front_driver_side.jpg Jeep Willis http://www.consulteveiculos.com.br/paginas/eventos/categorias/Encontro_de_Antigomobilismo_de_Sao_Jose_do_Rio_Pardo_%2818,_19_e_20_Julho%29/Jeep%20willis%201964%20f.jpg
×
×
  • შექმენი...