Jump to content
Planeta.Ge

შხარა

პლანეტელი
  • პოსტები

    236
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შხარა

  1. ჩემთვის, სამშობლოს სიყვარული ყველაზე ნათლად ხალხის (თანამედროვეების) სიყვარულში არის გაცხადებული და რეალიზებული.
  2. newstudio არ ვიცი ვინ შეიძლება დააფინანსოს, მაგრამ კინო რომ დაიკიდეს ფაქტია. რაზეა სცენარი?
  3. ვუერთდები მოლოცვებს საუკეთესო სურვილებით
  4. ხელი არ მიბრუნდება დავწერო, რომ არა. : ახლა, მეგრელები თო მოხვდებიან ერთად დაილაპარაკებენ მეგრულად... ქართული, სიმფონიაა ორკესტრით.
  5. ილაპარაკონ მერე, არაბუნებრივი ამაში არაფერია. ისე, თუ აქვს ქართველს სურვილი გაიგოს თუ როგორ ჟღერს ქართული ენა უცხო ყურისთვის (უცხოელისთვის) მას შეუძლია მოუსმინოს მეგრელების ან სვანების ლაპარაკს. ეს არის ქართული ენის მელოდია და ასე აღიქვავს ქართული ენის ჟღერადობას უცხოელის ყური.
  6. რა არის აქ ასე ძნელად გასაგები და აღსაქმელი არ მესმის? მსგავსი პროცესი აქვს გავლილი უამრავ თანამედროვე სახელმწიფოს, რომელთა სიასაც ჩვენც ვეკუთვნით.
  7. დახმარება კარგია, მაგრამ იქნებ ვისაც რა შეუძლია პრინციპი ჯობია აუქციონს..
  8. ვგულისხმობ ანთროპოლოგიურ, კერძოდ კი კულტურული და ლინგვისტურ ანთროპოლოგიური კვლევის შედეგებს. რა თქმა უნდა სისხლის ანალიზებზე არ მაქვს ლაპარაკი. პირველ რიგში იტალია უნიტარულია და არა ფედერალური. აქ ლაპარაკია იმპერიალიზმზე და ოპონენტების მიერ ამ არგუმენტის დაპირისპირებაზე "ქართული ნაციი" ცნების მართებულობასთან, რაც თავის მხრივ უნიტარული სახელმწიფო წყობის მოშლის და ალტერნატიულ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობისკენ მიანიშნებს. შიში არაფერ შუაშია, უბრალოდ საქართველოსთვის ეს არაბუნებრივი იქნება და ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. რეგიონალიზმის მოდელიც მშვენივრად იმუშავებს უნიტარულის სახელმწიფოს პირობებში თუ მოხდა სისტემის ეფექტურად დანერგვა. ხო, ეს ტრაგიკომიკური პაროდიაა უბრლოდ. ტერიტორიულ და დემოგრაფიულ იმპერიას პარადების ჩატარება, ძეგლები და სანახაობა არ განსაზღვრას. არა, ისე შეიცხადე თითქოს ძალიან გასაკვირ იყოს თუ საქართველოში ქრისტიანები უმრავლესობაში არიან. საიდან მოვიტანდი ციფრს ახლა.... მეზობელს არ გადავძახებდი აივნიდან და ის არ ამომძახებდა ხო.?! აგერ შედი და ნახე http://www.statistics.ge/ https://www.cia.gov/library/publications/th...ok/geos/gg.html
  9. აფერისტია და მორჩა. :angel:: არ უნდა ამას დიდი სფიქოანალიზი.
  10. რა თქმა უნდა თანასწორი უფლება უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს დემოკრატიაში. არანაირი იმპერია საქართველო არ არის და არც იმპერიალისტური ამბიციებია დამახასიათებელი ქართველი ხალხისთვის. თუ ვინმე, სხვა ეროვნების თანამოქალაქეზე ზემოდან ყურების უფლებას აძლევს თავს, ეს მაჩვენებელია არა მისი იმპერიალისტური აზროვნებისა, არამედ დაბალი კულტურის და განათლების დონისა. ასევე დაბალი კულტურის, განათლების და შეგნების მაჩვენებელია ფაქტი, რომ საქართველოში ასობით წლების მანძილზე მცხოვრები ბევრი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არ ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას, რაც ელემენტარულად ქართული ენის სწავლით შეიძლება გამოიხატოს სხვა თუ არაფერი. ამ სიტუაციასთან მიმართებაში უკმაყოფილებას არ დავმალავ, მაგრამ ამავე დროს არანაირ სიძულვილს არ განვიცდი მათ მიმართ. ეს არის მათი შეცდომა, რომელიც სასურველია გამოსწორდეს. ასეა თუ ისე ყველა საქართველოს მოქალაქე, თანამემამულეა და ეს სათანადო მიდგომას მოითხოვს. ეროვნული ფესვი არ მითქვამს, ეთნიკური ვთქვი და ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნება ქართველი აგებულია და ეყრდნობა საერთო ეთნიკურ საძირკველს. ეს არ არის რაღაც აჯაფსანდალი როგორადაც მისი წარმოსახვა უნდა ბევრს. უნიტარიზმს რაც შეეხება, შენ ლაპარაკობ უნიტარულ ნაცია-სახელმწიფოზე (nation-state) რისი სიმყარეც, ისტორიული უკუღმართობის მიზეზით არ ხერხდებოდა, მაგრამ ნაციონალობა როგორც უნიტარულ ერთეული არასოდეს დაუკარგავთ ქართველებს. როდესაც სახაროვები, ბონერები...ა.შ ქართულ იმპერიალიზმზე ლაპარაკობენ, მათი სამიზნე პირველ რიგში არის ქართული ნაცია და არა ქართული ნაცია-სახელმწიფო. მათი არგუმენტები ეყრდნობა მოსაზრებას, რომ "ქართველი" (ხაზს ვუსვამ ნაცია და არა ნაცია-სახელმწიფო) წარმოადგენს ხელოვნურად შეკოწიწებულ სიყალბეს, ანუ კახელი კახელია, მეგრელი მეგრელი, ქართლელი ქართლელი, სვანი სვანი, იმერელი იმერელი და ა.შ. კარგი ბიჭია ვინმე და ეს ბერძნებს გაუბედოს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე პირდაპირი გაგებით ერთმანეთს ჟლეტდნენ. გაუბედოს ეს ვინმემ იტალიელებს ან ფრანგებს, რომელთაც ჩვენს მსგავსად მოზღვავებული რეგიონალური სიამაყის გრძნობა და მრავალფეროვნება ახასიათებთ. არ შეიძლება ქართველის მიერ ამ დემაგოგიაზე კვერის დაკვრა. გარკვევით დავწერე "არა მართლმადიდებელი ქართველების გამონაკლისით"......ეტყობა გამოგრჩა. მოდი აბსურდის მორევში ნუ გადავეშვებით. :angel: არსებული სოციოლოგიური კვლევის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ქართული და უცხოური არის ასეთ. ახლა, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო თუ გვაქვს, ყველაფერი შეიძლება ეჭვის ქვეშ დავაყენოთ და უაზროდ ვიკამათოთ 4.5 მილიონი ვართ თუ 3.5. შობადობა 10.66-ია 1000 სულზე თუ 13.66 ა.შ.
  11. საქართველო არის საერთო ეთნიკურ ფესვზე დამყარებული უნიტარული ერთეული და არა კოორდინირებული მილიტარისტული ან ეკონომიკური ექსპანსიის რეზულტატი, ანუ იმპერია. არა მართლმადიდებელი ქართველების გამონაკლისით, თუ გვყავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ეს არის საქართველოში მათი ნებაყოფლობითი იმიგრაციის შედეგი. რაც შეეხება რელიგიას და მის ასახვას ცივილურ საზოგადოებაზე, საქართველოს, მიუხედავად იმისა რომ ის არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა და მისი მოსახლეობის 84% ქრისტიანია არ გააჩნია ოფიციალური რელიგია და კონსტიტუცია შემოიფარგლება მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლის აღნიშვნით საქართველოს ისტორიაში. სახელმწიფო სიმბოლიკაზე ქრისტიანული ჰერალდიკის ელემენტების დატანაში მიუღებელი არაფერია, მსგავსად ბევრი დასავლური ქვეყნისა სადაც სიმბოლიკა აგებულია ქრისტიანულ მოტივზე და რომელ ქვეყნებშიც მილიონობით არა ქრისტიანი ცხოვრობს. რაც მიუღებელია, არის უცხო, საუკუნეების მანძილზე ოფიციალურად დამკვიდრებული ევროპული ჰერალდიკური სიმბოლიკის ღიად,დაუფარავად აღება და საქართველოსთან მისი კავშირის დადგენის და ხალხის, პირველ რიგში ქართველების სათანადოდ ინფორმირების გარეშე, მისთვის სახელმწიფო სტატუსი მინიჭება. გინდაც გასკდეს მიშა და მისი სომეხი ისტორიკოსი "ბიჭიკაშივლი" საქართველოს ისტორია არ იწყება 2003-ში ჯოფრუა დე ბუილონის გერბით და მე ვარ ქართველი ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე.
  12. მაშინ მითხარი რაში გამოიხატება მიშას ქარიზმატულობა.
  13. ქარიზმის ხსენება (დადებით ისევე როგორც უარყოფით კონტექსტში) რატომღაც პოპულარულია მიშაზე ლაპარაკის დროს. არა და ძალიან შორის არის მიშა ქარიზმატულობისგან. ახლა, რომ გითხრათ ედიკას ქარიზმის მეათედიც არ აქვს მიშასთქო, შეიძლება დამცინოთ მაგრამ ასეა. ეს ტიპი საკმაოდ უბრალოდ და გარკვევით ხსნის ქარიზმის ძირითად პრინციპს.
  14. vitaminC არ ვიცი.. რა გითხრა აბა?! უბრალოდ არ ჯდება ეს არანაირ ჩარჩოებში. სრულიად ალოგიკური პათოსია რუსული საზომითაც კი. მე მგონი რაღაც "ჭუკი" ინფოა. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რა რეაქცია მოჰყვება და მერე შევაფასოთ. არსებული ინფორმაცია და წყარო არ რის საკმარისი.
  15. როგორც გადაწყვეტილება და კანონი დიდი აბსურდია რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი საკანონმდებლო პარადოქსები გამოიყენება შერჩევად დისკრიმინაციის დანიშნულებით და მე მგონი არ საჭიროებს დაკონკრეტებას ვისთან მიმართებაში შეიძლება გამოიყენონ ეს რუსებმა. ახლა, ინგლისელებს და ნორვეგიელებს რომ არ დაუწყებენ დევნას ქუჩაში გარანტირებულია. ყველა ამ ქვეყანას და ადმინისტრაციული ერთეულს აქვს ჯვარი დროშაზე. ბოლოსდაბოლოს ოლიმპიადის ჩატარება აღარ უნდათ 2012-ში მაგ უპატრონოებს?! : http://www.seiyaku.com/customs/crosses/index-flag.html
  16. licemer kote-1962 9 აპრილის შემდეგ რა ამაღლებული მდგომარეობა იყო სულიერად და თვალის დახამხამებაში სადამდე დავეცით?! თითქოს რაღაც პარალელურ სამყაროში გადავინაცვლეთ. ფიზიკაში არის თეორია, რომ ამა თუ იმ მოვლენის განვითარების რამდენი შესაძლებლობაც არსებობს, იმდენივე პარალელური სამყარო არსებობს. ასლები სადაც მოვლენები სხვადასხვანაირად ვითარდება. ანუ არის საქართველოს სადაც პუტჩი არ მომხდარა, არ იყო ომი, სტაბილურად და კარგად აეწყო ყველაფერი. ახლა იმ საქართველოში არსებობს ანალოგიური ფორუმი სადაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე თუ რა ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა კარგი ფეხბურთი ნაკრები გვყავს. ოო ძაან ნისლში წავედი :sorry:
  17. 91 წლიდან დაიწყო იდეალების მსხვრევა, რამაც საკუთარი თავისგან გაუცხოება გამოიწვია და დღემდე ასე ვართ. სულიერ მდგომარეობას, რომელიც იმ დროს გვქონდა უნდა ჩავჭიდებოდით და არ გაგვეშვა ხელიდან.. დღეს ფეხზე ვიდგებოდით წელში გამართული. name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowScriptAccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowfullscreen="true" allowScriptAccess="always" width="425" height="344"></embed></object>&"> name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowScriptAccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowfullscreen="true" allowScriptAccess="always" width="425" height="344"></embed></object>&" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" />
  18. სლავიკა kote-1962 შეიძლება არ ამხელენ, მაგრამ რაღაცა ჭია მაინც უნდა ღრღნიდეთ. ეს აფხაზური გვარები ნახეთ :sorry:: http://adgil.narod.ru/familii.htm
  19. საინტერესოა რა ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს (თუ ახდენს საერთოდ) უამრავ აფხაზზე ის ფაქტი, რომ მას ქართული გვარ სახელი აქვს.
  20. ისე რა მიკვირს იცი? რამდენი ნეგატიური ინფო გაჟღერდება გლობალურ მას მედიაში, ეგრევე გაზპრომზე და კრემლის ვიღაც პადზაბორნი ბოზებზე რომ აყაყანდებიან, რატომ არ უშვებენ რომ ამ დასავლურ მას მედიაში მათზე განაწყენებული ხალხი შეიძლება არსებობდეს. ბოლოსდაბოლოს, რუპერტ მერდოკს ვინ მოუსაქმა კომპოტში იმედის ამბების დროს....? აი ამ ყველაფრის მფლობელ რუპერტ მერდოკს http://www.newscorp.com/
  21. სარკაზმის მცდელობა იყო ჩემი მხრიდან. რაის გაზპრომმა იყიდა კაცაო.... NBC-ზეა ლაპარაკი ეეენ ბიიიი სიიიიიი :
×
×
  • შექმენი...