Jump to content
Planeta.Ge

შხარა

პლანეტელი
  • პოსტები

    236
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შხარა

  1. დასამუღამებლად. ინსტურქციებს წავაწყდი და მეთქი თუ გამოვა აბა?! შევყევი და არც თუ ისე ძნელი აღმოჩნდა.
  2. რადიო 105-ში რო იყო. ბლაა ბლაააა ბლააა ................ბლააააააააააააააააა ბლაააააააააააააა..........რა ვქნა ჰააა? წადი! ეგ გამახსენდა.
  3. გამოცდილების გარეშე, კომპინფოს ფორუმის ინსტრუქციებზე დაყრდნობით ავაწყე ეს ფორუმი ორ დღეში.. http://bmuli.netai.net/ ვარჯიში თუ გინდათ, ეს უფასო ჰოსტია www.000webhost.com. მე მანდ გავაკეთე და არანაირი შეზღუდვები არ მქონია.
  4. გამარჯობათ ბატონო ირაკლი: თქვენი და კოტე კუბლაშვილის თანაავტორობით მომზადებული აფხაზეთის სამშვიდობო პროექტი, იგივე "აფხაზეთის კონცეფცია" ვალდებულების მოხდის მიზნით შექმნილი ფორმალური დოკუმენტის დანიშნულებას ასრულებდა თუ მასში აღწერილი პირობებისა და გეგმების პრაქტიკაში დანერგვა/განხორციელება მართლა იყო დასახული მიზნად? კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში შექმნილი არსებული სიტუაციის ფონზე, რამდენად პერსპექტიულად მიგაჩნიათ აღნიშნული პროექტი?
  5. რა თქმა უნდა იცვლება მსოფლმხედველობა თაობიდან თაობაზე და გარკვეული დაპირისპირებაც არსებობს. ეს არ არის გასაკვირი და არც რაიმე საგანგაშო ხდება ამ მხრივ საქართველოში . საკვირველი ის არის რომ ძალიან ბევრმა მაგრა გარეკა და ეს გარეკვის სინდრომი არ შემოიფარგლება რომელიმე ასაკობრივი სეგმენტით. ბევრი ასაკიანი უფრო მაგრამ არახუნებს ვიდრე ნებისმიერი ნორჩი გაცეტდა ხალხი. საქციელ დაკარგულებივით არიან და ედებიან ღობეყორეს.
  6. საქართველოს მოქალაქის თხოვნა მოთხოვნას ა.შ. საქართველოში ფასი არ აქვს თუ ეს ხელისუფლების ინტერესებს არ ემსახურება. რიგით დასავლეთის ქვეყნის მოქალაქეს უფრო მეტი უფლება, უსაფრთხოების გარანტია, პატივისცემა და გატანის საშუალება აქვს საქართველოში ვიდრე მკვიდრ საქართველოს მოქალაქეს. ეგ თუთბერიძე იმსახურებს გაბუნძულებას, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების განწყობა და მოთხოვნები მავანისთვის არ არის საკმარისი მიზეზი ამისთვის.
  7. აქ ლაპარაკი არ არის საჯარო პირის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს და ის ვედეოები ამზადოს, მაგრამ როდესაც მსგავსი საზიზღრობების გაზიარების დემოსტრირებას და პოპულარიზაციას ეწევა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ორგანიზაციიდან, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს, სხვა საკითხია. ამ ნაგვის გამზიარებელი არ შეიძლება იზიარებდეს და მოწიწებით ეკიდებოდეს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ფასეულობებს და შესაბამისად არ შეიძლებ აღელვებდეს მათი უფლებების დაცვა. აქ ლაპარაკია, რომ ეს პიროვნება არ არის ადეკვატური საქმიანობისთვის რომელსაც იბრალებს და მისი პერსონა წარმოადგენს დიდი ლაქას თავისუფლების ინსტიტუტისთვის და ყველა მისი საერთაშორისო პარტნიორისთვის.
  8. lasha1997 რა ითქმის….. ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ჰასლერის პორნო ჟურნალის საქმესთან პარალელს გამვლებს, თავი უკანალში აქვს უბრალოდ. აქ ლაპარაკი არ არის საჯარო პირის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს და ის ვედეოები ამზადოს, მაგრამ როდესაც მსგავსი საზიზღრობების გაზიარების დემოსტრირებას და პოპულარიზაციას ეწევა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ორგანიზაციიდან, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა ზრუნავდეს, სხვა საკითხია. ამ ნაგვის გამზიარებელი არ შეიძლება იზიარებდეს და მოწიწებით ეკიდებოდეს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ფასეულობებს და შესაბამისად არ შეიძლებ აღელვებდეს მათი უფლებების დაცვა. აქ ლაპარაკია, რომ ეს პიროვნება არ არის ადეკვატური საქმიანობისთვის რომელსაც იბრალებს და მისი პერსონა წარმოადგენს დიდი ლაქას თავისუფლების ინსტიტუტისთვის და ყველა მისი საერთაშორისო პარტნიორისთვის.
  9. რა თქმა უნდა თავისუფლების ინსტიტუტთან ურთიერთობას (გრანტების თუ სხვა სახის) არ შეწყვეტენ, მაგრამ თუ გამოხატავენ უკმაყოფილებას თუთბერიძის, როგორც ინსტიტუტის ცნობილი წევრის უმსგავსობასთან დაკავშირებით კარგი იქნება და ეს სრულიად რეალურია. არ არის მაგ პიროვნების ადგილის ორგანიზაციაში, რომელიც ადამიანის უფლებებზე ზრუნვით უნდა იყოს დაკავებული. მისი აზრებია და მოსაზრებები სულ არ მაღელვებს. უბრალოდ, ფაქტია, რომ ის ვერ ეტევა იმ ელემენტარული ეთიკისა და საზოგადოებრივი ნორმების ჩარჩოებში, რომელიც არათუ ადამიანის უფლებებისთვის "მებრძოლს", ნებისმიერ რიგით, ზრდასრულ მოქალაქეს უნდა ახასიათებდეს.
  10. ეგ არის რა. მოვა ვიღაცა.. გადაგვივლის და ყველაფერი შერჩება ოღონდ წავიდეს.
  11. David_Zurabishvili უკაცრავად, მაგრამ ან არის გასასამართლებელია ან არა. მისი წასვლა/დარჩენა არ უნდა განსაზღვრავდეს გასამართლების საფუძვლიანობას. ეს, ჩვეულებრივი ულტიმატუმია გარიგებისკენ მზადყოფნის მინიშნებით, რაც თავის მხრივ უაღრესად ნეგატიურ პრეცედენტად შეიძლება დამკვიდრდეს.
  12. კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით წერილის მიწერა ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ვინც თავისუფლების ინსტიტუტთან თანამშრობლობს. "აირის ცენტრი" მერილენდის უნივერსიტეტში (IRIS Center at the University of Maryland) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, კავკასიის რეგიონალური მისია (United States Agency for International Development/Mission to Caucasus) აშშ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (National Democratic Institute) საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (International Republican Institute) ურბანული ინსტიტუტი (Urban Institute) ფონდი "ჰორიზონტი" (Horizonti Foundation) ევრაზიის ფონდი (Eurasia Foundation) გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme) პროექტი ჰარმონია (Project Harmony) ქეა (CARE) Mercy Corps აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (Reports on Human Rights Practices in Georgia - 2001, released by US Department of State) აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიური თავისუფლების შესახებ 2002 წ. (International Religious Freedom Report 2002 - Georgia. Released by US Department of State) "ჰიუმან რაითს უოთჩი" საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (Human Rights Watch about Georgia) "ემნესტი ინთერნეიშენალ" საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (Amnesty International about Georgia) ორგანიზაცია "ალფამი" (Alfami) ესენი მათ გვერდზეა ჩამოთვლით. http://www.liberty.ge/geo/page.php?genre_i...from=categories თუ სხვებიც არიან და იცით დავამატოტ. მაგალითად, სოროსის ფონდი. შეგვიძლია ქართულად დავწეროთ წერილი, გადავთარგმნოთ ინგლისურად და დავუგზავნოთ.
  13. აი..... კაი რაა კაიი მართლა. წავიდა წავიდა... ვის უნდა ახლა ეს ფასონი კორესპონდენციები!? სააკაშვილის დამქაშები რასაც წარმოადგენენ ვიცი და არ გამოვრიცხავ რომ მათ პრიმიტივ გონებას მისი შევიწროვება მიზანშეწონილად ჩაეთვალათ... მაგრამ..... რას მახვევთ ახლა ამ ალტერნატიულ რეალობას თავზე...?! ვინ ჟურნალისტი გუდაძე, რა აი ტი ენ ექსკლუზივი და რა საზოგადოებაზე მიმართვები?! იყო ფორუმელი, ჰქონდა ვებ-გვერდი და აქვეყნებდა უცნაურ პოსტებს. ამოვიდა ყელში ეს შექსპირიანული პათოსის ინდური კინოები რაა.
  14. დაგმეს! პროტესტის ნოტა იყო! აპაააა! მაგ თუთბერიძის გასაშარჟებელი ვიდეო ჯერ არავის გაუკეთებია? უნდა გააკეთონ და ააგდონ ყუტუბზე. ძაან საზიზღრობა რამე........ აი ეგრეეე... იიშშშშ! :siriko::
  15. თუ დაიწყებთ დღეს 1 თეთრით და ყოველ მომდევნო დღეს გააორმაგებთ ანუ: დღე პირველი-1 თეთრი დღე მეორე -2 თეთრი დღე მესამე-4 თეთრი . . . 30-ე დღეს 5,368,709.12 ლარი გექნებათ. :papa:
  16. მე კი მგონია ჩივილის მაგივრად და ისიც საპატრიარქოს მხრიდან, უბრალოდ ხალხმა უნდა მოითხოვს მისი მოხსნა. ეს არის საზოგადოებრივი და არა რელიგიური საკითხი. საქმე იმაშია, რომ ხალხის ორგანიზებისთვის საჭირო და დაინტერესებული ძალა არ ჩანს.
  17. არ რაა! მიკვირს ამათ საქციელი ..არ ჯდება ლოგიკის ჩარჩოებში. არ უნდათ რაიმე სიმპათია მოიპოვონ ხალხში, რომელიც უმრავლესობაა დღეს საქართველოში და რომელიც ყველასგან ასე გამოყენებული და მიგდებულია. ამათთვის მიშა გადადექით იწყება და მთავრდება ყველაფერი... ესენი არიან ყველაზე დიდი მიშისტები! ზუსტად ამ ქალის ყაიდის წვრილფეხა აპარტჩიკებზე უნდა ხდებოდეს ზეწოლა ხალხის სახელით. ამოვიდა ყელში ერთი მხრივ ეს სიბინძურე და მეორე მხრივ ეს უნიათობა.
  18. მაგალითად, ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ამოვირჩიოთ რომელიმე სახელმწიფო უწყება, სამინისტრო, ჩინოვნიკი და გარკვეულ პრობლემატური საკითხთან დაკავშირებით მივწეროთ ოფიციალური წერილი.(მოქალის სახელით) ვნახოთ იქნება თუ არა რეაქცია, როგორი რა დროში….
  19. ამ ქალის ადგილი არ არის პოსტზე რომელიც უკავია. მომავალი თაობის განათლებასთან არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს პიროვნებას, რომელიც ასეთ დეფორმირებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფა. ვერავინ მასწავლის ვერც სიტყვის თავისუფლების ფასს და ვერც ამ ცნებასთან პრაქტიკაში შეხების ნაკლებობას დამწამებს, მაგრამ რასთანაც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე სიტყვის თავისუფლებასთან კავშირში არ არის. ეს არის ჩვეულებრივი სნობიზმი მძვინვარე ფორმებში, რომელიც მოდის ზრდასრული ადამიანისგან და შესაბამისად გულისამრევია. არსად, არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფო მოხელეები ასეთ რაღაცებს არ აკეთებენ პირველ რიგში იმიტომ, რომ სათანადო შეგნება აქვთ და მეორეც ესმით, რომ ადეკვატური რეაქცია იქნება საზოგადოების მხრიდან. სად არიან სახალხო დამცველები... ოპოზიციონერები? რატომ არ იმართება საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან? სად არიან მშობლები? ამ ქაჯებზე ბავშვების მომავლის მინდობა, ბავშვების მძევლობაში გაცემის ტოლფასია.
  20. შეზღუდული შესაძლებლობების ხალხია..... გონებრივი ისევე როგორც სულიერი. დაანებეთ და ნუ მისცემთ ყურადღების მიპყრობის ბედნიერებეს..სწორედ ეს უნდათ. ისაცოდავებენ, დაიღლებიან და თავისით მიეგდებიან საისტორიო სანაგვეზე. :yes2:
  21. ხო რო მიიღებენ და დამადგებიან მერე ვიფიქრებ მაგაზე და როგორმე მოვუხერხებ რამეს.
  22. მე მაგალითად აღარ მაინტერესებს ფორუმ.გი. შეიძლება თვეში ერთხელ შევიხედავ რათა დავრწმუნდე რომ კარგად ვიქცევი, რომ არ ვეკარები და როდესაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდები ამაში, აღსანიშნავად, ნიჰილისტურ პოსტს დავდებ, ღადო ვიდეოთი, სურათით ან რამე ეგეთი. აღარ მაინტერესებს არა იმიტომ რომ განსხვავებული აზრის გაგება არ მინდა, მგონია რომ მითვალთვალებენ, ან მაწუხებს ფაქტი, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ესტრადის კინოს და ცირკის ვარსკვლავები და ა.შ გამოთქვამენ აზრს. არ ვეკარები რადგან IP ინფოს გაცემის სკანდალის დროს, მანდ გამოიკვეთა ფაქტი, რომ უმრავლესობა განყოფილებაში მზად არის დახუჭოს თვალი ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე და ფეხები შეაწმინდოს ელემენტარული ნორმებს. ვიღაცის დასჯაზე და ინკვიზიციაზე არ არის ლაპარაკი უბრალოდ, რაც შავია უნდა თქვა რომ შავია და რაც თეთრი..თეთრი. ესეც ხომ პოლიტიკა არ არის?! არაა! "რა მოხდა მერეს" ძახილი, ფაქტის გამართლება და გარკვეულ შემთხვევაში წახალისებასაც მიჰყვეს ხელი. ჩემთვის პირადად ფუჭია ამის შემდეგ მანდ რამეზე ლაპარაკი. ტელეფონით ვიღაცას რომ ელაპარაკები კაიხანი და უცებ აღმოაჩენს რომ თურმე გათიშულია....... ეგეთი შეგრძნება დამეუფლა. ისე, თუ გინდათ გამოკითხვა ჩაატარეთ ფორუმ.გე-ზე: "ვინ უნდა წავიდეს ჩვენი ფორუმიდან რომ თქვენ შემოხვიდეთ".
×
×
  • შექმენი...