Jump to content
Planeta.Ge

შხარა

პლანეტელი
  • პოსტები

    236
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შხარა

  1. Lasha1997 ქუთაისში ან მარსზე გადატანას, ამ პლანეტაზე გადმოიტანონ პარლამენტი. დაიზოგება დრო და თანხები.
  2. მედვედევის მამის ძეგლი ხომ არ დადუგამთ ცხინვალში, ან ქუჩისთვის მისი სახელი ხომ არ დარქმევიათ თუ იცით? ალბათ არა... პრიმიტივი კოკიტო ამას ვერ მოიფიქრებდა.
  3. ძალიან მაინტერესებს კანონის ვერსია(როგორ არის ჩამოყალიბებული) რომელიც ეხება სიტუაციას სადაც, პარლამენტში უნდა შესულიყო ვიღაცა, არ შევიდა, მაგრამ ახლა შეუძლია შევიდეს. :
  4. Saturn მე იმას ვამბობ რაც მოხდა და წერია ეს გარკვევით ზედა სტატიში. არ დამსიზმრებია : შეთანხმებული რომ ყოფილიყო, იტყოდა ბაიდენი და დანარჩენები არანაირ რეაგირებას არ მოახდენდნენ. უბრალოდ დატოვებდნენ ჰაერში გამოკიდებულს ინტერპრეტაციისთვის. როდესაც მიდის ახსნა-განმარტებების, შესწორებების და გარკვეულ შემთხვევაში, სრულიად საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, ეს სხვა საქმეა. საგარეო პოლიტიკა იქით იყოს. ბაიდენის განცხადებაზე ამერიკაში ღორის გრიპის საშიშროებასთან დაკავშირებით და მთავრობის მიერ დღევანდელი ამერიკული ეკონომიკური რეალობის აღქმასთან დაკავშირებით ადმინისტრაციას, ამ ორ ცალკეულ შემთხვევაში სერიოზული განმარტებების კეთება დასჭირდა. ვის რად უნდა ახლა შეთანხმება, თვალის ჩაკვრა და ვირეშმაკობა :ena: ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკას მიმდევრულობა და ტენდენციურობა ახასიათებს. კუკუ-დამალობანას თამაში და სომხური ზახოდები არ არის მაგათი სტილი.
  5. newstudio რა თქმა უნდა ძნელი იქნება მორალურად და პრაქტიკულადაც, მაგრამ გარკვეული პერიოდით სრული თავისუფლება უნდა მიეცეს ამ ხელისუფლებას აკეთოს ის რაც უნდა. არავითარი შეზღუდვა და წინააღმდეგობა.
  6. მე პირადადა არ ვაყენებ ბრალდებას, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. მე ვაყენებ ბრალდებას, რომ სააკაშვილი ცდილობს ომის დამთავრებას საქართველოს დამარცხებით და ყველაფერთან ერთად, ამაზე ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის თანხმობის მოპოვებას ცდილობს; მათი მოტყუებით, შეცდომაში შეყვანით, პრიორიტეტების არევით.
  7. ბოლო სამი თვის განმავლობაში, რამდენიმე ცალკეული შემთხვევა იყოს სადაც ბაიდენის განცხადებებზე ობამას და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრებს განმარტების კეთება მოუწიათ. ასე რომ ეს ბოლო შემთხვევა არ არის რაიმე ანომალია. საერთოდ, ცნობილია ეგ კაცი იმით, რომ ბევრი ლაპარაკი უყვარს. : http://www.washingtontimes.com/news/2009/j...-message/print/
  8. თუ გააზრებული და დაგეგმილი იყო პროცესი, ესენი არიან საქართველოს მტრები, ხილო თუ იმპროვიზაციული, იდიოტები. როდესაც მტრის ჯარი მობილიზებულია შენი ქვეყნის ტერიტორიაზე/საზღვრებთან და ეწევა სამხედრო აგრესიას, საპასუხო რეაქციის "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენად" მონათვლა და მსოფლიოსთვის აღნიშნული პროცესის ასეთი სტატუსით გაცნობა ვერ ეტევა ლოგიკის ჩარჩოებში. წამოუარათ თავში და გააკეთეს. ეს იყო და ეს. რა გააკეთეს და რა შეიცვალა 888-ის შემდეგ? 1.რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის de jure აღიარების ვალდებულების მოხსნა, რასაც რუსეთი ყველაფრის მიუხედავად აქამდე აკეთებდა. 2. რუსული ოკუპაციის de facto რეალობის ხარჯზე, პირველი პუნქტის კონტექსტში მათზე გარკვეული ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობის გაქრობა საქართველოსთვის. ის ფაქტი, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს ამის დიპლომატიური უნარი, არ ნიშნავს რომ ეს ფაქტორი ფეხებზე დასაკიდებელი და გადასაგდები იყო. 3.აფხაზების და ოსების ცნობიერებაში, მათი დამოუკიდებლების იდეის გამყარება რუსული აღიარების ხარჯზე და ამავე დროს, აფხაზეთის და ცხინვალი რეგიონის დამოუკიდებლობის გარანტიის, რუსეთის სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფის კატეგორიაში აყვანა. 4.კონფლიქტური რეგიონების მიღმა, საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილისა და ადგილობრივი მოსახლეობის რუსებზე მიტოვება, ანუ ამ ხალხის სიცოცხლის სერიოზულ საფრთხეში ჩაგდება. 5.ქართველი ლტოლვილების რაოდენობის ზრდა. ამის მეტი არაფერი შეცვლილა, მათ შორის არც რუსეთის საერთაშორისო იმიჯთან და არც დასავლეთის საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხისადმი დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, ყველაფერი გაგრძელდება ისე როგორც ადრე იყო. ამ პროცესში, საქართველოს ინტერესებისთვის არანაირი ბენეფიტი არ არსებობს.
  9. სამ ოთხ აბზაცში შეიძლება პოზიციას დაფიქსირება ამ საკითხებზე და იქ ბევრი სადებეტო არ იქნება.. პროსტინა პოსტებს რომ გამოკიდებენ და მიდის წინასწარმეტყველობა და დემაგოგია ეგ არის სასაცილო. : არა და დემაგოგის საიდუმლო, თავის იმ დონემდე მოსულელებაშია, რამდენადაც მისი სულელი აუდიტორიაა. ეს იმ მიზნით, რომ სულელმა აუდიტორიამ საკუთარი თავი ისეთ ჭკვიანად ჩათვალოს, როგორ ჭკვიანადაც მას დემაგოგი მიაჩნია.
  10. ჩვეულებრივი, თემის გახსნა ყველაზე ბუნებრივი და პრაქტიკულია. არ მუშაობს ეს 2-3 უზერის ხელოვნური დებატების მოწყობა ფორუმზე, მითუმეტეს მაშინ როდესაც ეს პროცესი სხვა ფორუმებიდან ხალხის მოწვევას ითვალისწინებს.. ეს თუ დაიწყო, დებატები იქნება იმაზე თუ რომელ ფორუმზეა უპრიანი დებატების ჩატარება. :
  11. dire ამათ 2 თვით უნდა მოერიდო და მიუშვა. არვითარი ოპოზიცია და წინააღმდეგობა. ცირკებს დაატრიალებენ :ish: ცირკის უნახავს გაგხდიან.
  12. analgin ეს არის მთავარი გიჟის, მორიგი აკვიატებული იდეა. რაის გადამტანები არინ?!... თორემ აგერ ქუთაისი და აგერ პარლამენტი.
  13. :baro: წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო, თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს, ვინა ხარო, უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ, არ უთხრა კი - ვისი, ისეც იგრძნობს ქუთაისი, ჩემი ქუთაისი!
  14. ეს ზრდასრული კაცუნები და ქალუკები ამხელა მნიშვნელობას რომ ანიჭებენ ამ ჯამბაზობს, არ ნიშნავს, რომ ფორუმზე ჩატარებული გამოკითხვას ან საერთოდ ფორუმულ ყოველდღიურობას რაიმე გადამწყვეტი გავლენა აქვს ჩვენს რეალობაზე. უბრალოდ, ეს არის ამ ხალხის ხვედრი და გასაქანი. ჩალიჩობენ და კვარახჭინობენ ისე როგორც შეუძლიათ, ხშირად ადამიანური სახის დაკარგვის ხარჯზე და შესაბამისად მწუხარების გრძნობის მეტს არაფერს იმსახურებენ, ეს არის ფორუმი. მოხვედი, წაიკითხე, დაწერე რაღაცა, გაიცინე, გააცინე ვინმე, წახვედი. პირადად მე, არ მაქვს ნერვები და დრო საპნის ოპერებისთვის, მითუმეტეს პოლიტიკური დატვირთვის ოპერებისთვის და ყველაფერთან ერთად ვირტუალური ფორუმზე. : დაიკიდეთ. არ იმსახურებს ეს საცოდაობა ამდენ ყურადღებას.:ena:
  15. თურქების გაკარება არ შეიძლება მანდ, არც დღეს და არც მომავალში მიუხედავად იმისა კონფლიქტურ რეგიონში არ შევლენ, შევლენ თუ შესვლის შესაძლებლობას დაელოდებიან. ამერიკელები დადგნენ თუ საჭიროდ ჩათვლიან, მაგრამ აღწერილ პირობებში ისინი უბრალოდ მესაზღვრის ფუნქციას შეასრულებენ.
  16. ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა "if it ain't broke don't fix it" ანუ თუ გაფუჭებული არ არის შეკეთებას ნუ დაუწყებო. ეს საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის არის გაფუჭებული და გატეხილი სისტემა, მაგრამ ამერიკის და მისი ინტერესების გადმოსახედიდან, ისევე როგორც მიშას და მისი მომხრეებისთვის, ოკი დოკია ყველაფერი. არ ჩამოიშალნენ!!! ასე თუ ისე აკონტროლებს სიტუაციას ეს ხელისუფლება და ამერიკული ინტერესებს სერიოზულ ბარიერებს არ უქმნის, რაც მათთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. მიშას მომხრეებისთვისაც დამაკმაყოფილებელია სიტუაცია. ძლივს ისეთი სიტუაცია შეექმნათ სადაც შეუძლიათ ველოსიპედი გარეთ დატოვონ და არავინ მოიპარავს, როგორც ეს ადრე იყო. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით უკმაყოფილება თუ გამოთქვი, უცბად აგიხსნიან რომ დაკარგული ტერიტორიები არსად მიდის, რუსეთი მალე დაინგრევა და აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს კი არა სოჭს ვიბრუნებთ. ნელ-ნელა გვაპარებენ საქართველოს გაჩანაგებას! ახეთქებენ რაღაცა სამომავლო მიზანს, მოვლენას და თარიღს, რის ირგვლივაც ახდენენ უსაფუძვლო იმედების ჩასახვას ხალხის ცნობიერებაში, ანუ ხალხის რეალობიდან მოწყვეტას. გაპრეზიდენტებისას, ვადის ამოწურვამდე კონფლიქტური რეგიონების დაბრუნების გარანტია დადო. მარტო აქედან უნდა გამოგვეტანა დასკვნა, რომ ის საშიში პიროვნება იყო, რადგან ასეთი განცხადების ავტორი ან უსინდისოა ან გიჟია. მერე EU და NATO წევრობის მიზანი გახდა პრიორიტეტული და ჩვენი გადამრჩენი. ახლა ეს ნაბუკო და რუსეთის დანგრევაა, ანუ 2014-მდე, სანამ ნაბუკო ამუშავდება და რუსეთი ჩამოშლას დაიწყებს, ზედმეტი პრეტენზიები არ უნდა გამოვთქვათ. მუშაობს ხალხი საქმეზე და ხელი არ უნდა შევუშალოთ. გზადაგზა ისეთ პატარ-პატარა "გადამრჩენ მოვლენებს" შევციცინებთ. როგორიც არის ობამა რუსეთში ან ბაიდენი საქართველოში. ასე უთხრიან საძირკველს საქართველოს, უსაფუძვლო მოლოდინიდან მოლოდინამდე, იმედიდან იმედამდე, წლიდან წლამდე.
  17. lasha_alo არაფერი არ შეიცვლება. ყველაფერი გაგრძელდება ჩვეულ რიტმში. როლები ყველას გადანაწილებული და მორგებული აქვს.
  18. თარგამაძის გამოსვლა აქ შეგიძლიათ ნახოთ. http://cdm.ge/index.php სატელევიზიო სიუჟეტისთვის მომზადებული მონოლოგივით აღვიქვი ბოლოსკენ ველოდი "ოდნაკოს" თუ იტყოდა. პრინციპში ილაპარაკოს არაფერია ამაში ცუდი.
  19. სადაც უნდათ იქ წავიდნენ. ამათ მორიგ თავის გამატრაბაზების უნდა ვუყრო.
  20. licemer : name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>&"> name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>&" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" />
×
×
  • შექმენი...