Jump to content
Planeta.Ge

შხარა

პლანეტელი
  • პოსტები

    236
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი შხარა

  1. ხო და მაგასაა ზუსტად რომ ვამბობ. შედეგია საქმე და არა მოთხოვნა, თორემ თხოვნით ძალიან ბევრი ითხოვს უკევე. მათზე უკეთესად მოითხოვთ? როგორ?
  2. ასტრასიუჟეტნი ინდურ კინოში ვართ რაა.
  3. ძალიან კარგი, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ისეთი ამ ორგანიზაციამ, რასაც სხვა უკვე არ აკეთებს და თან გაცილებით დიდი მაშტაბებით? მოკლედ, რითი გამირჩევთ თავს და მიიქცევთ ყურადღებას?
  4. არ მესმის რასთან დაკავშირებით უნდა დავუსვა შეკითხვები ამ კაცს. ფულის კეთებასთან? : პოლიტიკურ კონტექსტში ეს პიროვენება, როგორც ბევრი სხვა, ხელოვნურია...წარმოსახვის და ფანტაზიის ნაყოფი.
  5. lasha1997 გილოცავ საუკეთესო სურვილებით
  6. სტალინის შვილიშვილი, ევგენი ჯუღაშვილი რუსულ მედიას უჩივის ბელადის რეპუტაციაზე ხელყოფისთვის. http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/8296902.stm
  7. ქართველი უფრო კაპიტალისტია და სოციალისტი? მარქსზე გამახსენდა
  8. საქართველოში რელიგიური შემწყნარებლობის პრობლემა არ არის . საქართველოში არის ცივილური შეუწყნარებლობის პრობლემა, რაც ყველაფერთან ერთად რელიგიაზეც აისახება და რაც გამოწვეული კანონის არაეფექტურობის და დაბალი თვითშეგნების მიზეზით. შემწყნარებლობის განმარტება ეკლესია და კანონიდან, კარგად ასახავს ზემოთ აღნიშნულს.: "ეს ცნება არ არის ერთგვაროვანი. შეუძლებელია, ერთი რწმენის მიმდევარი იწყნარებდეს სხვა სარწმუნოების არსს, დოგმატებს. შინაგანი არსობრივი შემწყნარებლობა წაშლიდა ზღვარს კონფესიათა შორის. არ შეიძლება ქრისტიანი იწყნარებდეს ისლამს, მუსლიმი - ქრისტიანს, იუდეველი - მუსლიმს და ა.შ. მაგრამ ადამიანი, რა რწმენის მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი, უნდა იწყნარებდეს სხვა ადამიანს მისი კონფესიითურთ, რომელსაც შეიძლება არ იზიარებდეს, უპირისპირდებოდეს, მეტიც, ძირშივე უარყოფდეს. თუ სხვა რწმენის შეუწყნარებლობა ადამიანის პირადი საქმეა, სხვა რწმენის ადამიანის შეწყნარება საზოგადოებრივი საქმეა. ამას მხარს უჭერს ქვეყნის კონსტიტუცია. თუ ადამიანს არ სურს გაიგოს ელემენტარული რამ - ანუ შეიწყნაროს (მოითმინოს) განსხვავებული რწმენის ადამიანი მისი რწმენის შეუწყნარებლად (ანუ არ აურიოს ერთმანეთში ეს ორი მომენტი), იგი დაარღვევს კონსტიტუციასაც და კანონსაც, რომელიც გამოქვეყნების დღიდანვე ფარატინა ქაღალდად გადაიქცევა." რაც შეეხება ამა თუ იმ კონფესიაზე შეტევას, ასეთი აგრესიის მსხვერპლი ყველაზე გამოკვეთილად მართლმადიდებელი მრევლია. ამასთანავე, საყურადღებოა ფაქტი, რომ შეტევა ხორციელდება ეკლესიის შიგნიდან ისევე როგორც გარედან.
  9. შეფასებას ვეთანხმები იმ გაგებით, რომ სააკაშვილის ხელისუფლების არა მარტო სათავეში ყოფნა არამედ პარპაში ოპოზიციის დამსახურებაა. რაც შეეხება გეგმას (ეროვნული დამოუკიდებლობა, შტაბი, ხაზინა და ა.შ .) თეორიულად არ არის ეს გამორიცხული, მაგრამ პრაქტიკულად ეს შეუძლებელია. პირველ რიგში ამ ყველაფრის ორგანიზების და მართვადი ფორმის მიცემის პოტენციალის მქონე ინდივიდუალური პოლიტ რესურსების არ არსებობის მიზეზით.
  10. კარგი საკანონმდებლო ბაზა მისასალმებელია, მაგრამ რამდენად აისახება ეს რეალურ ეკონომიკურ აქტივობაზე, ზოგად ცხოვრების დონეზე და იწვევს თუ არა პროცესების პოზიტიური მიმართულებით სტიმულირებას სხვა საკითხია. მაგალითად ამ რეიტინგში http://www.heritage.org/Index/Ranking.aspx რომელიც ეკონომიკური აქტივობისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმების არსებობას აფასებს 32-ე ადგილზე ვართ. ანუ თეორიული წინაპირობები ბიზნეს/ეკონომიკური საქმიანობისთვის არსებობს კანონმდებლობაში, მაგრამ ნიშნავს ეს რომ სომხეთი, რომელიც 31-ე ადგილზეა ჩვენზე კარგ მდგმარეობაშია ეკონომიკურად, ხოლო ჩეხეთე 37-ე ისრაელი 42-ე საფრანგეთი 64-ე თურქეთი 75-ე იტალია 76-ე....... ჩვენზე უარეს მდგომარეობაში არიან? ეს რეიტინგები არის მხოლოდ ერთი ნაწილი სრულის სურათისა, მაგრამ ზოგს ისე უვარდება თავში პრეზიდენტის ჩათვლით რომ სხავ ქვეყნებს თავაზობს დახმარებას, როდესაც საქართველოს GDP-ზრდა -156ე ადგილზეა, GDP მოსახლეზე -145ე და უმუშევრობა -145ე (13.60).
  11. სანამ ესენი აზიან აქაურობას თავზე და ტვინებს და სულებს ურეცხავენ ნაგუბარი წყლით ხალს, არაფერი გამოვა. არის ორი გზა: I.ამათი მოშორება. II.ამათი ჩამოშორება პირველი ითვალისწინებს სერიოზულ დაპირისპირებას რაც დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან, დანაკარგებთან და არ არის სასურველი. მეორე ითვალისწინებს დეცენტრალიზებული რეგიონალიზმის მოდელს ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობით, რომელიც აგებული იქნება ჯანსაღი კონკურენციისა და კოლეგიალური თანამშრომლობის პრინციპებზე. არ არის აუცილებელი იყოს 15 და 20 ასეთი რეგიონი.. 2-3ც საკმარისია. რეგიონებში იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა, ორგანული კანონი და კონსტიტუცია თუმცა, ადგილობრივ კანონმდებლობაში ძირითად კანონმდებლობასთან კოორდინირებული ვარიაციებიც იქნება. დაიწყონ ფუნქციონირება ამ რეგიონებმა და სადაც კანონი იკანონებს, ადამიანის, მოქალაქის უფლებებს ფასი ექნება, ეკონომიკური შესაძლებლობები აღმოცენდება და ღირსება თავმოყვარეობა არ დაითრგუნება, ის რეგიონი მოიპოვებს საზოგადოების სიმპათიას და გახდება მაგალითი დანარჩენებისთვის. ეს არის მოტივაციის და ურთიერთ ბალანსის კარგი მოდელი. ახლა არ არის არც მოტივაცია და არც ბალანსი, იმიტომ რომ ძალასთან რომელსაც უზურპირებული ჰყავს საქართველო, ისევ როგორც ძალასთან რომელიც უზურპატორების ჩანაცვლებას ცდილობს, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასოცირებაც კი აღარ უნდა. სამარცხვინოები ხართ!!! ესენი არიან გამყიდველები რადგან ჰგონიათ, რომ ყველაფერი იყიდება და თან რაზე?! დაგებულ გზებზე, შადრევნებზე და მსგავს კოსმეტიკაზე. ესენი კლავენ პოტენციალს ამ ხალხში.
  12. :yes2: http://voyager.jpl.nasa.gov/spacecraft/music.html
  13. უბრალოდ, პრიორიტეტი არ უნდა მიენიჭოს რუსულ კულტურას სხვა კულტურასთან შედარებით.. მეტი არაფერი. დანარჩენი, ინდივიდუალური გემოვნების საკითხია.
  14. lasha_alo <object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/watch?v=BH3v0yRjokQ&hl=en&fs=1&"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/watch?v=BH3v0yRjokQ&hl=en&fs=1&" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>
  15. არა და ნაცარქექია ჩემთვის ძალიან პოზიტიური პერსონაჟია. ის იყო ჭკვიანი ფილოსოფოსი კაცი, რომლის საუკეთესო კომპანიონიც, მისი აზრები იყო და მიწიერი ვნებები არ აწუხებდა. როდესაც გააგდეს ძმებმა სახლიდან და პრობლემატურ სიტუაციაში აღმოჩნდა, გამოავლინა გამჭრიახობა, მარიფათი და დიდსულოვნება. დევი დაამარცხა, მისი ქონება კი ძმებს აჩუქა ერთი პირობით, რომ მას ლუკმა პურს აღარ დააყვედრიდნენ და საკუთარ აზრებთან დატოვებდნენ მარტო. რა არის ამაში ცუდი?! : ან ლუარსაბ თათქარიძეს რას ერჩით?! ერთი, კაი პურის მჭამელი ბუნჩულა კაცი იყო... ვის რას უშავებდა? მიშა უფრო ყვარყვარეა ან "მეცნიერი კაცი" სიბრძნე სიცრუისა-დან. "ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო. გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძახა ორმოსა შიგან და უთხრა: კარგად არა ვიქმ, რომ გაგაპაროო? მან მეფემან მადლი უბრძანა. თოკით ამოზიდნა და ამოიყვანა. კიდევ უთხრა: კარგად არა ვქმენ, რომ ამოგიყვანეო? მეფემან კიდევ მადლი უბრძანა. მესამედ კიდევ უთხრა: კარგადა ვქმენო? ეწყინა მეფესა და დაიძახა: ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო! მოვიდნენ მცველნი, შეიპყრნეს ორნივე. ჰკითხეს მეფესა: რად გაამჟღავნე და რად არ გაიპარეო? მან თქვა: ვირემ ამომიყვანდა, საყვედურით ამავსო, თუ შინ მიმეწია, კიდეც დამარჩობდა, აქავ ყოფნა ვირჩივეო. - აწე კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს. უბრძანა მეფემან:"
  16. კარგია დიზაინია ცოტა დასახვეწი.
  17. ვიდეო რატომ აღარ იდება?
  18. ალასანიამ, ამ ხალხთან ქუჩის იქით არ უნდა დაიჭიროს საქმე. ქუჩურ-ოპოზიციურ მოძრაობაში ავტორიტეტები ეგენი არიან (თუმცა აღარც მანდ გამოსდით რამე ბოლო დროს) მაგრამ სხვა მხრივ მოსარიდებელი ხალხია. ესენი არიან წლების მანძილზე პოლიტიკურად წარუმატებელი და "უბედური" ხალხი, რაც ნაკლებად შესაძლებელია მომავალში შეიცვალოს. როდესაც ლაპარაკია საქმეზეა, პოლიტიკა იქნება ეს თუ ბიზნესი, უბედურს და წარუმატებელს უნდა მოერიდო. უწინ ის ჩაგითრევს მის წარუმატებლობის მორევში ვიდრე შენ მას ამოათრევ იქიდან.
  19. რიგითი მოქალაქეები კი არა პოლიტიკოსები არ კითხულობენ მსგავს პროსტინებს. რამდენი 500, 800, 900, 1000 გვერდიანი კანონპროექტი და ოფიციალური დოკუმენტი მუშავდება და არის მიღებული ამა თუ იმ მთავრობის და პოლიტიკური ორგანიზაცია მიერ წლიურად იცით?! გგონიათ სხედან და ამ ყველაფერს გულდასმით კითხულობენ? ნდობით აღჭურვილი პირთა ჯგუფი ამუშავებს და ქმნის ამ დოკუმენტებს. დანარჩენები კი ეცნობიან მონახაზს, კონცეპტს, ძირეული პრინციპებს და ეგ არის.
  20. ხო..ვნახე. მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილმა რომელიც გაურკვეველი იყო სიტუაციაში, გუშინ მას-მედიის წამყვანი რესურსების პირველი გვერდებიდან დიდი ასოებით შეიტყო, რომ ესკალაციაში ბრალი საქართველოს ედება. პლანეტა "მიშაზე" ეს გამარჯვებაა
  21. ეს დასკვნა არაფერს ახალს და განსხვავებულს არ მოიტანს იმასთან შედარებით რაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა მოიტანა და რაც ჩვენს რეალობაზე პრაქტიკაში უკვე აისახა და ისახება იმ დღიდან დღემდე. წარმოიდგინეთ მომხდარი მიწისძვრა და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სეისმოლოგების რეპორტი. იგივეა ილაპარაკო რას მოგვიტან სეისმოლოგების რეპორტი….. არაფერს! მოსატანი მიწისძვრამ მოიტანა. დასავლეთში, ჩვენს მიმართა სკეპტიციზმი, ურთიერთობების და თანამშრომლობის სურვილის განელება, იმედგაცრუება და სინანული უკვე წელიწადზე მეტია არსებობს. ეს დასკვნა არის ახსნა იმისა თუ რატომ აღმოცენდა ასეთი დამოკიდებულება და სავარაუდოდ, რატომ გაგრძელდება ეს განუსაზღვრელი ვადით. არანაირი რადიკალურ პრაქტიკულ ცვლილებებს არ გამოიწვევს ეს დასკვნა დანარჩენი მსოფლიოს ჩვენდამი უკვე არსებულ დამოკიდებულებაში. ემბარგოს არ დაგვადებენ და თავპირისმტვრევით არ დაიწყებენ კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. უბრალოდ ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორც აგვისტოდან დღემდე იყო და არის. რაც იყოს და რის თავის მხრივ ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ ამის აღსაქმელად ზოგიერთს ტალიავინსი დასკვნა სჭირდება. პ.ს ამ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს... საერთოდ? :resent:
  22. კომისიის მხრიდან გამართლების მიღება ნაკლებად რეალურია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა მიღებული ინფორმაციის (რამდენადაც ნეგატიური არ უნდა იყოს ის) გამართლებად ინტერპრეტაცია არ დაიწყონ. ბოლოსდაბოლოს იმ ხალხზე გვაქვს ლაპარაკი რომელმაც 2008 წლის აგვისტოში გამარჯვება იზეიმა და დღემდე ამ გამარჯვებას ზეიმობს. არაფრად აღარ ჩაგვაგდებენო რომ ამბობ... ამას ტალიავინის კომისია არ სჭირდება. საღი აზრის, ლოგიკას და რეალობის აღქმის უნარის არაფრად ჩაგდება ამათი "ტრეიდმარკაა".
×
×
  • შექმენი...