ეგ არ მახსოვს მეც ასეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა. 25 მარტის არჩევნებამდე უნივერსიტეტში იყო შეხვედრა ბაქრაძე-ნათაძე -გამსახურდიასთან. მიმდევრობა თუ სწორად მახსოვს, ჯერ გამსახურდიამ მოუწოდა ბოიკოტისკენ ცალი ყბით, შემდეგ ბაქრაძემ -- არჩევნები აუცილებელიაო, ბოლოს კი ნათაძემ -- ქვეყანაში უნდა იყოს პრეცედენტი, რომ რაღაც პოლიტიკური ძალები არჩევნების ბოიკოტის ფორმით უცხადებენ პროტესტს საბჭოთა სისტემას, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს მასას. ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მაქსიმალურად ეცადოს, გაიყვანოს სასურველი კანდიდატებიო. "მთავარ რადიკალს" ამაზე საწინააღმდეგო აღარაფერი გამოუთქვამს