dariala მართლაც, თუ ადამიანი ქვია, პატიება უნდა შეეძლოს. ეს პოსტები კი გულგრილად ვერ გავატარე საყვარელო, სიყვარულით შექმნილი ოჯახი ურთიერთგაგების და ურთიერთთანადგომის უნარ-ჩვევების არარსებობის გამო ინგრევა ხოლმე, დანარჩენი კი მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია. ბევრი შერეული ოჯახი არსებობს, ასე ძალიან ნუ განაზოგადებ საკუთარ გამოცდილებას. ისე, ბავშვისთვის იმის თქმაც , როგორც შენ მოგმართავდნენ ხოლმე, დიდი შეცდომაა, მაგრამ რას ვიზამთ -- მშობლებსაც ვპატიობთ შეცდომებს მათი დიდი ამაგის და სიყვარულის წილ. მახსოვს, ეროვნული მოძრაობის გააქტიურების პერიოდში ქართველებსა და ებრაელებს შორისაც იყო კონფლიქტები პროვოცირებული: ერთხელ სინაგოგის წინ ცემეს ებრაელები ქართულად ებრაელთა დედის გინებით, ეს ყველაფერი კარგად გადაიღეს და ფირი ისრაელში გაავრცელეს. მეორედ კი ებრაელთა სასაფლაო გაძარცვეს და საფლავები წაბილწეს. მაგრამ ებრაელები ეროვნული ნიშნით დევნაში გამოცდილი ხალხია და ძალიან ადექვატური რეაქცია ქონდათ: სასწრაფოდ შეადგინეს ებრაელებმა წერილები, განცხადებები, სადაც კატეგორიულად უარყვეს ქართველთების, როგორც ერის დანაშაული ამ მოვლენებში, უწოდეს ყოველივეს პროვოკაცია და დაასრულეს ფიცი-მტკიცით ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ურყეობის შესახებ. მეტი პროვოკაციის მცდელობა აღარც ყოფილა. ბევრი რამ გვაქვს ებრაელებისგან ჭკუის სასწავლი, ჩვენსავით პატარა და დევნილი ერია