Jump to content
Planeta.Ge

Pompiero

პლანეტელი
  • პოსტები

    686
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი Pompiero

  1. ან ექნება უფრო ნაკლები, ვიდრე იგორ გიორგაძეს ქონდა.
  2. მიშა ქვლივიძეს კითხეს ერთხელ , რამდენი ქალი შეიძლება გიყვარდეს ერთდროულადო. ისე საყვარლად გაიცინა და "რამდენის თავიც გაქვსო", უპასუხა ისე კი სულიერადაც და ფიზიკურადაც.
  3. paolo აი, ეს რომ წავიკითხე, მაშინვე შემდეგი გავიფიქრე და თვითონვე გცოდნია :kaila: შენ ადრეულ ასაკში ზედიზედ საშიში ქალები შეგხვედრია ალბათ, მაგრამ ყველა არაა საშიში
  4. რატომ მაწვალებს, რატომ მტანჯავს ასე ძალუმად ამ გულისფეთქვის უჩვეულო ამოძახილი! აღარ მასვენებს დღით და ღამით, მეძახის ურცხვად გარდასულ ჟამთა მოგონების ლურჯი აჩრდილი. დამყვება, მხიბლავს, მატირებს და თან მიალერსებს აუსრულებელ ოცნებათა ჩუმი ვედრებით. განვედ, დამეხსენ, ნუღარ მიფრთხობ ძილის ანგელოზს, დე, ასე იყოს! ალიონზე ისევ შევხვდებით! :love3: ლ ი ც ის და ყველას დაუვიწყარ სიყვარულს ვუძღვნი
  5. ეს დღეც გავიდა . . . ისე, რომ არ გამხსენებიხარ . . . აღარ მათრთოლებს შენს სარკმელში გამონათება. რაც გინდა, მოხდეს, დახშულია გულის კარები, აღარაფერი არც მახარებს, არც მედარდება. ვეღარ ამღერებს ჩემს გიტარას აკორდთა ცეკვა, ფრთებმოკეცილი მუზა კლდეზე ჩუმად ისვენებს და ხვალინდელის უსასოო ბუნდოვანება გამთენიისას თვალახელილს ღაწვებს მისველებს. აღარ დაგეძებ ცხადში, ძილში –– თავს დაღლას ვატყობ. აღარ მიყვარხარ, მაგრამ ზოგჯერ რატომღაც გნატრობ . . .
  6. ერთი ახლობელი მუშაობდა კარაქის რომელიღაც ფაბრიკაში. ღამით ვირთხების გრიალი იყო ხოლმე. სპეციალურად დატოვა გარეთ პატარა ულუფა კონსერვანტებიანი და უკონსერვანტო კარაქის. მეორე დილით უკონსერვანტო აღარ დახვა, კონსერვანტიანისთვის პირიც კი არ დაუკარებიათ
  7. babuagiorgi მე ვფიქრობ, ამ ხელისუფლების "ნადირობის" მეთოდია: ვისი გადმობირებაც უნდათ, იმათზე მაკომპრომეტირებელ მასალებს აგროვებენ ან თხზავენ, შემდეგ ექაჩებიან თავისკენ "მათრახისა და კვერის" მეთოდით. რატომღაც უფრო ზვიადისტებს ერჩიან. ხელისუფლების მომხრე ზვიადისტები რომ კმაყოფილები არიან იმით, რასაც აჭმევენ, ეს ფაქტია -- ოჩიაური, ხერხეულიძე, წიკლაური, უგრეხელიძე და ა.შ. თავად უმცროსი გამსახურდიაც . . .
  8. TATASTROFA ვაახ, ეს გრეჩო სადღა გაჩითე ნამგალ-უროიანად :sicili: გრეჩო საკმაოდ მესიმპათიურება, ოღონდ პოლიტიკის გარეთ
  9. TATASTROFA :2kiss: ანუ, რაც უფრო შორს ხართ, მით უფრო დავტკბე? :love3:
  10. ჭანო სანდო ხელისუფლება რომ გვყავდეს, სწორედაც რომ შუამავლების გარეშე იქნებოდა უმჯობესი, მაგრამ პირიქით რომაა, ამიტომ მეც ვეთანხმები. მაგრამ ხელისუფლება გვეთანხმება? აგვისტოს ომის დაწყება სწორედ შუამავლების გარეშე რუსეთთან რაღაც გარიგების და რუსების მიერ შემდგომი გადაგდების იყო.
  11. აღარავითარი ფანტაზია აღარ მყოფნის, რა ხდება და რა გვეშველება, მარტო ამაზე ვარ გადასული: : : nostradamusi :DD babuagiorgi :DD
  12. ეჰ, როგორ მაინტერესებდა ლიცემერ ლაივი :rolleyes:
  13. ეს თემა გადავიკითხე და ვერცერთი პოსტი ვერ ვნახე, რომელიც დათო ბოლქვაძის ხსოვნას შეურაცხყოფს, ჯოყოლა ერთი ის ვიცი, რომ ეს ხელისუფლება დაინტერესებულია, რაც შეიძლება, მეტი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. ლოთი ქობალიას დამნაშავეობის თუ უდანაშაულობის ცალსახა მტკიცებულებების მოპოვებას არც ეცდება. ისევე, როგორც უამრავი სხვა მკვლელობის. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია დავუპირისპიროთ, რომ არ წამოვეგოთ მსგავს პროვოკაციებს ან უნებლიედ, თავად არ გავხდეთ თუნდაც მცირე დაპირისპირების პროვოკატორები.
  14. გილოცავთ! ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ! :alk:
  15. ............................................................. პარდონ! ერთი ტექსტი ორჯერ შემომეპოსტა
  16. რა მენაღვლება, სპონსორმა იკითხოს, რამდენი დაუჯდება :ish: მაგრამ სატურნს ვერ ვატყობ აქტიურობას
  17. TATASTROFA პირველ-მეორეზე -- გაითვაააა---ლეთ!!! : ძუკუ რა ბედნიერია თქვენი მეუღლე -- ალბათ სულ ხუთვარსკვლავიან რესტორნებში აგრიალებთ :
  18. მინისტრს რომ ფორუმზე პოსტვის და საქმეების გარჩევის დრო ექნება . . . :DDD
  19. kisa :2kiss: :flowers: გილოცავ, თუმცა დაგვიანებით ბედნიერება, ჯანმრთელობა, სულიერი სიძლიერე, ყველა საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა!!! :alk:
  20. მეც. თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ მაინც რაღაც გადატყდა ჩემში: ძალიან მიყვარდა რუსული რომანსები და ახლა აღარ მსიამოვნებს აი, ტარას შევჩენკოს ძეგლი კი უნდა იყოს გამოჭიმული შუა ქალაქში :
  21. ახალი სახეების მეტი რა არის პარლამენტში: გინდ უმრავლესობაში და გინდ უმცირესობაში! ახალი სახეები მთლად წარმოუდგენელია, რის მაქნისები იქნებიან. :buchti:
  22. lasha1997 არ მეზარება, უბრალოდ აღარ შემიძლია -- გასკდა გული. რომც არ წავიკითხო, არ მოვუსმინო, არ შევხედო, მაინც უკვე ყველაფერი ვიცი: ეს ხალხი ანადგურებს ჩემს ქვეყანას ეეჰ, უკვე მაინც დავიწყე კითხვა :sorry:(
×
×
  • შექმენი...