Jump to content
Planeta.Ge

Pompiero

პლანეტელი
  • პოსტები

    686
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი Pompiero

  1. კოკის და მის ორგანიზაციას კოჭებში ეტყობოდათ, ვისი გორისანი იყვნენ. მაგ ორგანიზაციის დაარსება, მგონი, გასული ადგილობრივი არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში მოხდა და არჩევნების დროს კომისიაში აშკარად თოფაძის ხალხთან ქონდათ პოლიტიკური ფლირტაობა. თოფაძის ოპოზიციონერობა რა უტკაცაა, ყველამ ვიცით
  2. irene მოგვიანებით გავიცანი ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც პუტჩის დღეებში დაეღუპა ძმა, მაგრამ ვერც კი ვკითხე, რომელ მხარეს ემხრობოდა. დღემდე არ ვიცი
  3. Marta1 ამაზე არაერთხელ თქმულა, პოკერმაც დაწერა პოლიტფორუმზე, თუ გაიხსენებ, და რადგან ისევ ამ კითხვას სვამ, ისევ გიპასუხებ იგივეს, რადგან დანამდვილებით ვიცი:რიგგარეშე არჩევნების შესახებ იყო მოლაპარაკებები, მაგრამ პუტჩისტებმა კატეგორიული უარი განაცხადეს. ამაში ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა როდესაც მხედრიონმა ოპერის წინ შეიარაღებული შიმშილობა გამოაცხადა, "ინტელიგენცია" როგორი აღშფოთებული იყო . . . მარტო აკაკი ბაქრაძის გამოსვლა რად ღირდა ტელევიზიით. კიტოვანის გვარდიას ნოდარ ნათაძე და კომპანია რომ აეფარა, ისაც გაიხსენე. თუმცა, შეიძლება არც გახსოვს. ბევრს მაშინდელი საკუთარი ნამოქმედარი და ნალაპარაკები არ ახსოვს: გადაისროლეს არაცნობიერში.kisa და ჭანტურიას ხალხი ამ დროს ანგელოზებივით დაფრინავდნენ lasha_alo რამდენი რამ არ ვიცით კიდევ. მადლობა ამ თემისთვის
  4. mogzauri ამ თემაში ყველაზე მეტად შენს პოსტებს ვეთანხმები დიდი ხანია, კარგს არაფერს ველი და თურმე იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო. მიხარია ლევანის გადაწყვეტილება. ყველა თვალსაზრისით სწორი ნაბიჯი გადაუდგამს
  5. Saturn სანამ უზრდელობას დაწერთ, მანამდე გაიხსენეთ, რომ თქვენი მოვალეობაა, ჩვეულებრივ მოკვდავ იუზერებს შეურაცხყოფა არ მოგვაყენონ
  6. T_A_T რა უნდა განიხილო მანდ. თავად მოსიძესაც სახეზე ეწერა კომენტარი
  7. რა საინტერესოა. ახლა გამახსენდა, კაჩინსკის ახლო-მახლო საბრძოლო ზონაში სროლა რომ ატყდა. ვინ იცის, აქ ვუდროფის ბედს უმზადებდნენ და შემთხვევით გადარჩა
  8. T_A_T ნოღაიდელზე ერთი აზრის ვყოფილვართ. ნოღა, მამრაძე -- ეს ხალხი კონფორმისტები, წყნარი ვირთხული ცხოვრების მოყვარულები არიან. მეტი საქმე არ ქონდათ, საკუთარი ნებით აეტკიებინათ აუტკივარი თავი
  9. asesino_141 ალბათ საქართველოში არ ცხოვრობთ? ძალიან უნიჭოდ ახმოვანებენ ფილმებს, მათ შორის საბავშვო და მულტფილმებს. ქართული ენა უბრალოდ ნორმალურად არ იციან, გრამატიკის აზრზე არ არიან. რამდენიმე როლს ერთიდაიგივე მსახიობი ახმოვანებს და ამის გამო ხმის შეცვლას ცდილობენ, რაც კიდევ უფრო უნიჭოდ ჟღერს. არაბუნებრივად გამოხატავენ ემოციებს, ან საერთოდ არ გამოხატავენ და ისე მონოტონურად მეტყველებენ, თითქოს სადგურში მატარებლის შემოსვლას გვაუწყებენო
  10. გადავრჩენილვართ და ეგაა დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცეები უჩიჩხინებენ ალასანიას ჯიბრზე. პირში მაქებრები ძალიან ადვილად აგდებენ ნებისმიერ ადამიანს, მითუმეტეს ლევან გაჩეჩილაძეს ამ ქვეყნის დიდი უბედურება სწორედ იმაში მგონია, რომ თავად მომხრეები ვერ საზღვრავენ, თვითონაც რამდენად არ აწყობთ , ვინაიდან ყველა ერთად ვიძირებით მაგათი მომსახურება ისეა გაძვირებული, შემოსავალი კი იმდენად მაღალი აქვთ თავიანთ კლიენტებთან შედარებით, რომ ძალიანაც რომ უნდოდეთ, ქრთამის მიმცემი არავინაა. სამაგიეროდ საშინლად არიან გათავხედებულები საკუთარი ძალაუფლების შეგრძნების გამო. რაო, ჩემი შენ გითხარიო, kisa?
  11. მე მომხრე ვარ მხოლოდ ტიტრების, რადგან სამწუხაროდ დუბლირება იმდენად უხარისხოდ კეთდება, რომ ისევ რუსულ ენაზე მირჩევნია ზასტოის დროს "ილუზიონში" გელა ჩარკვიანმა გაახმოვანა "ქალი კამელიებით". იმდენად ბუნებრივი დიალოგები იყო და ისეთი არტისტიზმით შესრულებული, რომ მხოლოდ ფილმის დასასრულისას გავაცნობიერე, რომ ქართულად იყო თარგმანი და ქალსაც მამაკაცი ახმოვანებდა. ასეთი დონის დუბლირება, არა მგონია, დღეს ჩვენმა ტელევიზიებმა მოახერხონ
  12. მივესალმები ყველა საპროტესტო აქციას, რომლის თავიც კიდევ შერჩენიათ ადამიანებს. ამის გარეშე უფრო მეტად იქნებოდა ჩვენი ხელისუფლება თავგასული
  13. ყოფნა . . . არყოფნა . . . ეს საკითხი უკვე საკამათოც არაა: ყოფნა!!! როგორ ყოფნა -- საკითხავი აი, ეს არის
  14. :uh: ლ ი ც ი ! თურმე მარტო ბაბუაგიორგისთვის არ მქონია მისაწერი ეს სიტყვები http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=238059
  15. წავიკითხე ეს თემა რა დროს ვმჯდარვარ ჭურში. ახლა რაღას გავიგებ, რა მოხდა სინამდვილეში. ჩემთვის საინტერესო და საპატივსაცემო იუზერებს ერთმანეთთან რაღაც გაუგებრობები მოსვლიათ და ფორუმი დაუტოვებიათ. ასეთ დროს მხოლოდ გაკვირვებას და გულის დაწყვეტას ვგრძნობ. ვახ, როგორი ლაკონური სიზუსტეა მე კი ცივჯიგრიანები არ მევასებიან :uh:
  16. :uh: babuagiorgi კამათის დროს ხშირად ერთის განსხვავებული აზრის გამო მეორე პირადულად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და შეურაცხყოფას ისე მოგაყენებს, რომ ვერც მიხვდება, ისეთი რა გითხრა, რაც შენ უარესი არ გითქვამს თვითონ. ესაა ბეწვის დანახვა სხვის თვალში და დირეს ვერშემჩნევა საკუთარში. ასეთი გულისტკივილი არაერთხელ განმიცდია, მაგრამ მოდი მაინც მტყუან-მართალის გარჩევა იმ ბაბუას მივანდოთ, ზეცაში რომაა და ჩვენ ერთმანეთს ვაპატიოთ, ყოველგვარი ცერემონიების გარეშე. გადახედე, როგორ პატივს გცემენ და უყვარხარ იმ იუზერებსაც კი, რომლებიც 90-იანებში თუ დღეს სხვა პოლიტიკურ პოზიციაზე დგანან. ზოგი ღიად გამოხატავს, ზოგიც შეფარულად -- არა სჩვევიათ გრძნობების გამოხატვა. ყველას ეწყინება შენი წასვლა და მგონი, არ იქნება სწორი.
  17. უნიჭიერესი მხეცია შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ვუსურვებდი, ეროლ გარნერს მოუსმინოს ხოლმე
  18. ლუის სულს ალბათ გაეხარდება, მეგობრებთან ერთად თუ გავიხსენებთ nuaka ძალიან მაგარია
  19. :bushti: nuaka ყავის საქებად რადგანაც ამდენს აწამებ მუზას, შედი ამ ლინქზე, დაჯექი მაგ თემის კოზირ ტუზად http://planeta.ge/index.php?showtopic=326
  20. T_A_T ფორუმზე შემოსვლა ჩემში პირობითრეფლექსურად იწვევს პოლიტიკასთან ასოცოაციებს, რის შედეგადაც ბოლო დროს, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველი კინესტეტიკური რეაქცია მეწყებოდა ვნახოთ, აწი რამდენ ხანს მეყოფა დუხი
  21. ბოქლომი კი არა, "პოიას ცელომუდრია" კიდო
  22. სალამი, პლანეტა! kisa T_A_T რაის ხოლოდნაია, ცეცხლივით ქალები ხართ. ჩაგახრამუნებთ შეპიწკინებული გოჭივით უკეთესი რა დაგვრჩენია მეორე პლანეტის მოსვლამდე. მაგრამ ისევ მარტო თრინქები და პალიწიკა არ მეყოფა. და . . . ეეჰ, არც სიმღერის და არც მუსიკალური ინსტრუმენტის სმაილი არ ჭაჭანებს პლანეტის სმაილთა მენიუში. ეგაა ქეიფი? ეს რაღაა? ამდენი გერმანული არ ვიცი, კის!
×
×
  • შექმენი...