Siknadmo შენ რაღაც ისეთი მიზეზი გაქვს, რომელზეც გულწრფელად არასდროს გითქვამს, ყოველ შემთხვევაში, ფორუმზე. თავს დავდებ, თუ ასე არაა. ყველა ნიკით ვცნობ შენს ხელწერას ფორუმებზე. ქართული ანბანიდან "ზ" ხომ არ ამოვიღოთ საერთოდ? მე მაგიტომაც გავუსვი ხაზი, რომ 1 თებერვალს რეგიონებიდან ხალხი თბილისში ჯერ კიდევ ვერ შემოდიოდა და ის ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სწორედაც რომ ძირითადად თბილისელებისგან შედგებოდა. ნაცნობები ერთმანეთს რომ დავინახავდით, ვეხუმრებოდით, "მე შენ სვეცკი თბილისელი მეგონე, შენ კი პროვინციალი ფაშისტი ყოფილხარ". მე ხომ არ გასწავლი, ქუთაისში რა ხდებოდა? თბილისში ბოლო პერიოდში სწორედაც ვინც პროვინციალი და ქაჯი ვიცოდი, ისინი ყველაზე ხმამაღლა ლანძღავნენ ზვიადს იმის დასამტკიცებლად, რომ პროვინციალები არ არიან irene აბსოლუტურად მართალი ხარ. ორივე მხარეს უამრავი ადამიანი იყო, რომელსაც სწამდა თავისი სიმართლის. ეგენი მაგას უფრო აღიზიანებენ თუ მე, კიდევ საკითხავია