lasha1997 იცი რა შოკში იყო? რომ დაგენახა, არ გაგეცინებოდა ნამდვილად ;) პროფესიონალიზმის, მითუმეტეს აბსოლუტურის რა მოგახსენოთ, მაგრამ იგივე შედეგი რომ არ დამდგარა, რაც "კავკასიაზე" მოხდა, ინგას დამსახურება კი არაა, არამედ იმის, რომ მაშინ კონფლიქტი მხოლოდ ისახებოდა, რაშიც ინგასაც თავისი რამდენიმე აგური აქვს დადებული თავისი გადაცემით. "კავკასიის" ინციდენტის მომენტისთვის კი კონფლიქტი უკვე ძალიან გამწვავებული იყო. დიდი შეცდომაა, ასეთი რადიკალური ჯგუფების გამოყვანა და ერთად დასმა. საერთოდ ნაგავი ტელევიზიაში არ უნდა მოყავდეს არავის.