ეს პოსტი გადმოვიტანე. ამაზეც პასუხია გასაცემი და თან თემასთან არის ახლოს. მოკლედ, გუშინ რამოდენიმე იუზერმა ვცადეთ აქ სიტუაციის განმუხტვა. თან ძალიან არ მომწონს როდესაც ათი ურტყამს ერთს და თან გასწორებულში რომ არიან. არ აქვს მნიშვნელობა მართალია ეს ადამიანი თუ მტყუანი. ბოლო-ბოლო წაქცეულს წიხლებს არ ურტყამენ, არაა ეს კაცური საქმე. არ ვამართლებ ლიცის ქცევებს, მაგრამ ასე ადამიანის კედელთან მიბჯენასაც არ ვამართლებ. ეხლა რაც ეხება აქ ციტირებული პატივცემული იუზერის პოსტს. "ქვეყნის გადამრჩენი", ამაზე სხვას ეშაყირე ბატონოჩემო. ვიცი არ გიყვარს როდესაც ვინმე დაგიწერს "საქართვლოსთვის გამიკეთებიათქო", მე არ გეტყვი ამას, იმიტომ რომ არა მარტო გამკეთებია არამედ ვაკეთებ. არ ვაუტკაცუნებ აქ კლავიატურაზე მხოლოდ, არამედ საქმესაც ვაკეთებ. ის რომ გუშინ მდგომარეობის განმუხტვა მინდოდა კი არ გაძლევს იმის უფლებას რამე დასკვნა გააკეთო. არ ხარ შენ მესია და არც დიდი ფილოსოფოსი, რომ აქ დასკვნები გამოიტანო. ამას ჰქვია "კაცს ნორმალურად მოექცევი და თავზე შემოსკუპებას მოგინდომებს რა.