Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. მოკლედ ორი ვარიანტია: 1. ვიდგეთ მაგრად. მიტინგები არ დაგვავიწყდეს. ჯიგრულ-ქართულად დავიტანჯოთ. 2. ვაკეთოდ პოლიტიკა. უნდა გამოვიყენოთ ამათ წინააღმდეგ ზოგიერთი მეთოდები რომლითაც გვებრძვიან. მოკლედ, რეჟიმის ერთ-ერთი მაცოცხლებელი პარამეტრი არის საერთაშორისო სიჩუმე. უკვე არაა მხარდაჭერა, მაგრამ ეს სიჩუმეც საკმარისია იმისათვის, რომ ამათმა აკეთონ ის რაც უნდათ. ამ სიჩუმის ერთ-ერთი მიზეზი არის ალტერნატივის არარსებობა. კეთილი მიშა არაა, მერე ვინ? მოდით რა გულახდილად შევხედოთ სიტუაციას. ახალი მთავრობა გუბაზა ჯიგარი მოქეიფე, ზვიდი ჯიგარი პატრიოტი მომიტინგე, ალასანია ჯერარდამდგარი პოლიტიკური ბოვშვი (მომავალი აქვს) და ა.შ. ეს არის ის ალტერანტივა რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროს დასავლეთმა ან საერთოდ ვინმემ? აქ კიდევ დავამატოთ ის, რომ ოპოზიციას არ აქვს არავითარი გეგმა იმისა, თუ რა სახელმწიფო პოლიტიკა უნდა აწარმოოს და საერთოდ არ გააჩნია არავითარი სამოქმედო პროგრამა. "ჩვენ მოვალთ და მერე მივხედავთ" ლოზუნგით ამათ არავინ დაუჯერებს. შესაქმენლია ახალი პოლიტიკური პარტია. არ არის გამორიცხული ზოგიერტი პარტიაში მოღვაწე პოლიტიკოსების მონაწილეობაც. პარტია უნდა წარდგეს შესაბამისი პროგრამით, ჩრდილოვანი ხელისუფლებით და ყველა იმ ატრიბუტით რაც ოპოზიციურ პარტიას უნდა გააჩნდეს. არავითარი ერთ ლიდერიანი პარტია. უნდა დამთავრდეს ცნობადი სახეებზე დაყრდნობა. საქართვეოში საერთოდ საშიშროებას წარმოადგენს ავტორიტარიზმი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს გუნდს და არა ლიდერებს. საქართველოში საკმაო პოტენციალია ეკონომიკის, იურისპრიდენციის, სამედიცინო-სოციალური და სხვა სფეროში. უნდა დამუშავდეს პროგრამა, სადაც დეტაილურად იქნება აღწერილი სახელმწიფო პოლიტიკური მმართვის პროგრამა. აფსოლუტურად შესაცვლელია პიარკომპანიის წარმოება. უნდა დავაჯეროთ სახლში და გარეთ ის, რომ ესაა ალტერნატივა სააკაშვილის რეჟიმისა. თუ ეს მყველაფერი მოესწრო 2012 წლამდე, გვაქვს შანსი პარლამენტში ოპოზიციის საკმაო რაოდენობით მოხვედრისა. არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი საპარლამენტო არჩევნების ტოტალურ მოგებაზე. არაა ეს დღეს რეალური. მიზანს თანდათანობით მივაღწევთ. თვით კონსტრუქციული ოპოზიციის არსებობა, ამ რეჟიმის დაშლის საწინდარი იქნება. მგლების ხროვას ერთი რამ ახასიათებს, შიმშილის შემთხვევაში ერთმანეთის ჭამას იწყებენ.
  2. მუდმივი ამქვეყნად არფერია. არჩევნების მოგება არ არის ისეთი შეუძლებელი ამბე. ამათ "შეფებს" აშშ-ი ამოსული ჰყავღთ ესენი ყელში, მაგრამ დღევადელი ოპზიციას ვერ ხედავენ შესაფერის კანდიდატურად, ამიტომ უჭერენ ამათ მხარს. საჭიროა ჩამოყალიბდეს ალტერნატივა და ყველაფერი რიგზე იქნება. პრობლემა მეორე საკთხია, ამ ნაქურდალის დაბრუნება და შემდგომ ამ ბანდის საქართველოში დაბრუნება. ეს აუცილებელია იმისათვის რომ მომავალში ვინმეს არ გაუჩნდეს რეპეტეს წყურვილი.
  3. ტურიზმი გადარჩენს საქართველოს. ბორდერეის რაოდენობა რამენად უნდა გაიზარდოს?
  4. რა არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა? რაში გმოიხატბა და ოგორი უნდა იყოს. გვაქვს ეს პასუხისმგებლობა? პ.ს. ბოლო დროს ყველაფერზე ვსაუბრობთ ჩვენი პასუხისმგებლობის გარდა.
  5. თუ ბესარიონ გუგუშვილი არაა ზოგიერთისთვი სანდო, მანდ ხომ მარტო გუგუშვილი არ იყო. დაცვის უფროს რობინზონს ძალიან ახლოს ვიცნობ და შემიძლია ვთქვა ჩემი მეგობარიათქო. რობინზონი არ არის ის ადამიანი ვინც ორ შაიურად გაიყიდება. ბოლო-ბოლო ამ ხალხმა დიდი ტანჯვა გამოიარეს და ცოდვად ითვლება ასეთ ხალხზე რამის დაბრალება. ზვიდი მაშინ არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც გადაღლილი იყო. ოჯახი მალავს კიდევ ერთ გარემოებას, რომ იმ პერიოდში ზვიადს პრასტატის კიბოც დართულებული ჰაქონდა. მოკლედ ერთ ცოდვას მეორეს ამატებენ რა.
  6. ბევრი ენრგია დაგროვილი, ძალიან ბევრი და განმუხტვა არის საჭირო. დიტო ეგერ კენგურუს საფერავით განიმუხტება მაგალითად. მოკლედ ვინ როგორ რა............
  7. ბოლო პოსტებიდან გამომდინარე, ეტყობა მაგრად ცხელა.
  8. შენ რაღაც უცნაურ ქვეყნის კანონებზე საუბრობ რა. თუ შენი ნება არაა ვერ გადაგიყვანენ. ევროპა მაქვს მხედველობაში. ჩილეში არ ვიცი რა კანონებია.
  9. ნუ უცოდვილები არცერტი არ ვართ. ასე ომიც ცოდვაა და ქალები ხომ ვაბშე. მოკლედ ჩემი საშველი მაიც არ ყოფილა რა.....
  10. ხო მაგრამ, ვინ ვინ და შენ ამ სკამებზე ნაკლებად უნდა საუბრობდე, იმიტომ რომ რატომღაც შემთხვევით სულ მიშას ირჩევ.
  11. აბა მაშინ მე წესი არ დამირღვევია. მიზანს მივაღწიე და მივატოვე შიმშილობა. 18 დღე გამომივიდა. ეს მაგარი იყო. აბა შენი მინისტრი და მიშა რა ტუტუიასთვის იბრძვის.
  12. შიმშილობა რატომ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ და ადამისანურ ნორმებს? პროტესტის ერთ-ერთი სახეა.
  13. ახალგაზრდებს შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ. ჩვენ არ შეგვიძლია მაგრამ გვინდა.
  14. ხო რა ოსებს რომ რუსები ჩორნაჟოპიეს ეძახიან, ალბათ ამიტომ სცემენ ოსები ასე რუსებს პატივს. მიდი სომხეთში და მოითხოვე ამდენი და ვნახავ მერე მე ვინ საიდან მოდიან, ან მიდიან. საქართველოს თუ პატივს არ სცემს ვინმე, თუნდაც იმით, რომ ენის შესწავლის მოთხოვნას სომხებივით "გენოციდს" უწოდებს, ჩემთვის აქ ტოლერანტობა მთავრდება.
  15. მაგი არ მაინტერესებს შენ რომ დაგბანენ. მე ის მაინტერესებს, თუ მეტყვი ერთ ფორუმს აზერბაჯანულს, სომხურს, ოსურს აფხაზურს სადაც მე ამდენი წერის უფლებას მომცემენ როგორიც გაქვს შენ? არ არსებობს ვარიანტი. ხო და რაღაც შენ რომ მხოლოდ "ავადმყოფ" ქართულ საზოგადოებას ხედავ არ ხარ სამართლიანი. ჩემი აზრით ზუსტად რომ სხვებზე მეტი ტოლერანტულები ვართ ქართველები, ამიტომაა რომ გელანდებათ თქვენ შოვინიზმი და გენოციდი. აი ოსებივით ან სომხებივით "ტოლერანტულები" რომ ვიყოთ მეტ პატივისცემას დავიმსახურებდით.
  16. კაცო არც მე არც მე არ გგულისხმომ შენ. მოდი რა შემიყვანე რომელიმე ოსურ ფორუმზე და ნახე რამდენ ხანს მომცემენ ისე წრის უფლებას, როგორც წერ მაგალითად შენ.
  17. ამხელა ნაწერს ერთი წინადადებით ვუპასუხებ. ჯერ იმათმა სცენ პატივი იმ ადგილს სადაც ცხოვრობენ და მერე მე ვცემ მათ პატივს. რაცხა ბევრს ითხოვთ და არაფერს არ იძლევით.
  18. "აღიქვავს ქართველი უმრავლესობა ასე მოხერხდება საქართველოს მოქალაქის ინსტიტუტის შექმნა და გამტკიცება? " აი ამის აღქმა შეიძლება როგორც ერის შეურაცჰყოფა. მე არ ვიძახი იმას რომ ყველა ოსი, ან ოსების უმრავლესობა მკვლელია კაცო. ხო და მერე კიდევ ტოლერანტობის ნაკლებობაზე საუბრობთ რა ზოგიერთი.
  19. ისე მე აქ ერთი ტენდენცია მაკვირვებს, რატომღაც ზოგიერთს ჰგონია ის, რომ თუ მაგრად შეაგინებს და გალანძღავს ქართველობას ლიბერალია ან დემოკრატი. არ ვიძახი იმას, რომ ქართველებს ნაკლი არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა გვაქვს ეს ნაკლები ისე როგორც ეს ყველა ერს აქვს, მაგრამ ადამიანმა უნა იამაყო შენი ეროვნებით. ნაკლის დანახვასა და ლანძღვას შორის ზღვარი ეკარგება ზოგიერთს. მაგალითისთვის; ვერ ვგებულობ იმ ქართველებისა, რომელბიც ამტკიცებენ იმას, რასაც არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ იძახის. ესენი რა და არც ჩვენი მტრები რუსები არ ამტკიცებენ ამას. "გამიგია, მინახია და ,მსენია" არ არის ის არგუმენტი რომელიც ერის დანაშაულს ამტკიცებს. ცალკეული შემთხვევები ყოველთვის იქნება, მაგრამ ამის მასიურობაში არევა არ შეიძლება. ამით ეს ხალხი სადღაც მეტ ზიანს აყენებს ქვეყანას ვიდრე ის რუსი რომელიც ტანკით შემოვარდა საქართველოში. დავიცვათ ოსები, რუსები, სომხები საქართველოში. ქართველებს ვინ დაიცავს მერე? დავიცვათ ადამიანის უფლებები და არა ეროვნება ან ჰომოჯგუფისადმი კუთვნილება. საქართველო არის არადემოკრატიული ქვეყანა სადაც ილახება ყველა ადამიანის უფლებები და ეს განურჩევლივ ეროვნებისა. აქ დავეთანხმები ყველას. ეს უნდა გამოვასწოროთ და შემდგომ ეთნოპრობლემებზე არ გვექნება საუბარი. ადამიანის უფლებები რომ იქნება დაცული და კანონის უზენაესობა იქნება საქართველოში ამის მთქმელი დაისჯება კანონის მიხედვით. ამაზე უნდა დაისვას წერტილი და არ უნდა ამს სხვა განზომილების მიცემა.
  20. მთელი ჩვენი პრობლემები არის იქედან რომ სახელმწიფო პოლიტიკას ვაკეთებდით ისე როგორც ეს უნდოდა რუს, სარკოზის ბუშს და ა.შ. არასოდეს არ გვქონია ჩვენი საკუთარი სახელმწიფო პოლიტიკა. ეროვნებათა შორის ურთიერთობებიც ამ პრინციპით იყო აგებული. "არიქა რუსი რას იტყვის და აფხაზს არ ეწყინოსო კაცო" ხო და ათასობით ქართველი პასპორტში აფხაზს იწერდა. სხვათაშორის ეხლაც არის ეს ამბე, რუსეთში ბევრი ქართველი აფხაზს იწერს პასპორტში და დეფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალეობას ღებულობს ჩუმად. სამაჩაბლოშიც არ იყო ნაკლები ქართველთა დისკრიმინაცია, მაგრამ აბა როგორ შეიძლებოდა ხმის ამოღება. მაშინ ამას კომუნისტური რეჟიმი კრძალავდა. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც ურთიერტობები არ იქნება აგებული ეროვნულ, არამედ მოქალაქებრივი კუთვნილობის პრინციპზე. არ მიმაჩნია სწორ გზად, რომელიმე ეთნიკური ჯგუფის, ან რომელიმე უმცირესობის დაცვა. ქვეყანაში ადამინის უფლებები უნდა იყოს დაცული და არა ჯგუფების. როდესაც იქნება დაცული ადამიანის უფლებები არ იქნება ეს სალაპარაკო. ის რომ საქართველო ეროვნულად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ამაში ცუდს არაფერს ვხედავ. იყოს სომეხი სომეხი, აზერბაჯანელი, აზერბაჯანელი და ა.შ. მაგრამ ყველა ვინც საქართველოსი ცხოვრობს უნდა იყოს პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეობა უნდა იყოს პირველადი, როგორც ქართველისათვის, ასევე არაქართველისათვის. აქ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გამონაკლისის დაშვება. დანარჩენზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია. არ მახსოვს ის რომ როდესმე ქართველები სომხებს ხელს უშლიდნენ ტრადიციების დაცვაში. მაგრამ თუ რომელიმე სომეხს მოუნდება საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაზე სომხური დროშის აფრიალება, აი მაშინ ადეკვატურად დაისჯება. უნდა სომხური დროშა? საკუთარ სახლსი კი ბატონო. არ მაქვს არავითარი პრობლემა იმისა, თუ რომელიმე სომეხმა თბილისში საკუთარი ფანჯრიდან სომხური დროშა გადმოაფინა. ეს მისი პირადი საქმეა და პატივს ვცემ. განასხვავეთ ტოლერანტონბა თავზე დასმისაგან. გადამეტებული არაფერი ვარგა. ჩვენ კი ქართველები მაქსიმალისტები ვართ, რაც ხშირ შემთხვევაში დამღუპბვლეია.
  21. კაცო თუ კამათი არ შეგიძლია ნუ მეკამათები. გეუბნები საუბრობ დოკუმენტების გარეშე, ასე კი ეს მხოლოდ ჭორია. "თქვენ" ვიგულისხმე ყველა; ოსი, ნახევრად ოსი, ქართველი, ნახევრად ქართველი, სომეხი, ნახევრად მეგრელი და ა.შ. ყველა ვინც ქართველებს ოსების გენოციდს აბრალებთ. გენოციდს, რომლის თაობაზე მსოფლიოში ერტი დოკუმენტალური მასალა არ არსებობს. რაც შეეხება ქართული სახელმწიფოს დანგრევას. დაანგრიეთ ბატონოჩემო რამე სხვაგან. ქართულ სახელმწიფოს ნგრევა კი არ სჭირდება არამე აშენება.
×
×
  • შექმენი...